განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მ–----ის რაიონული სასამართლო
საქმე №1/251-18 11 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მ–----ა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–- ო--------კიძე;
დაცვის მხარე - მ------ პა---–-ილი
ბრალდებული - ე------ ი-------ს ძე კუ----–---–ი (დაბადებული 1--- წლის 5 ს--------რს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 07 ს--------რს, შუადღის საათებში, მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე------ კუ----–---–ი მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა მეუღლეს ლ--–- ქო------–---–ს, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან, ე------ კუ----–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2018 წლის 07 ს--------რს, შუადღის საათებში, მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე------ კუ----–---–მა, კონფლიქტის დროს, თავში ჩაარტყა ხელი მეუღლეს ლ--–- ქო------–---–ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ლ--–- ქო------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2018 წლის 07 ს--------რს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში, ე-–---- თვ--–--–---–ის სახლში იმყოფებოდა ლ--–- ქო------–---–ი, სადაც მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე------ კუ----–---–ი, რომელიც შელაპარაკების დროს დაემუქრა მეუღლეს ლ--–- ქო------–---–ს მოკვლით. ვინაიდან ე------ კუ----–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2018 წლის 07 ს--------რს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში, ე-–---- თვ--–--–---–ის სახლში იმყოფებოდა ლ--–- ქო------–---–ი, სადაც მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე------ კუ----–---–ი, რომელიც დაემუქრა მეუღლეს ლ--–- ქო------–---–ს მოკვლით, ასევე თავში ჩაარტყა ხელი და ხელზე მოუჭირა ხელები, რა დროსაც ლ--–- ქო------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ე------ კუ----–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ლ--–- ქო------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში მეუღლესთან ე------ კუ----–---–თან და შვილთან გიორგი ქო------–---–თან ერთად. 2018 წლის 7 ს--------რს, შუადღის საათებში იგი იმყოფებოდა სახლის ეზოში, სადაც ამუშავებდა მიწას, რა დროსაც სახლის ეზოდან გამოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე------ კუ----–---–ი, აგინებდა და ლანძღავდა მას, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და გამოჭრიდა ყელს. ე------ის ხელში ეჭირა ლურჯ ტარიანი წვრილი დანა, რომელიც არის სამზარეულოს პურის საჭრელი დანა. მას ძალიან შეეშინა, ვინაიდან ე------ი იყო ნასვამი და აგრესიული. ლ--–-მ რეალურად აღიქვა მუქარა, აღნიშნულის გამო გაიქცა სახლის ეზოდან და შევიდა მეზობლად მცხოვრები დ----- დი-----–-–---–ის სახლში, რათა თავი დაეცვა. შემდეგ იგი დაუკავშრდა მის მეგობარს ე-–---- თვ--–--–ვივლს, რომელსაც უთხრა მომხდარის შესახებ და სთხოვა, მისულიყო მასთან სახლში. ე-–---- თვ--–--–---–ი მალევე მივიდა, რის შემდეგაც ორივენი შევიდნენ სახლში, ამ დროს ე------ კუ----–---–ი იყო დამშვიდებული. ე-–----მ მოუწოდა მას დაწყნარებულიყო, შეეწყვიტა ლანძღვა და ჰკითხა თუ რა ხდებოდა, ე------იმ უპასუხა, რომ ლ--–- ქო------–---–ი არ ასრულებდა ცოლის მოვალეობას, რა დროსაც მოულოდნელად ე-–----ს თვალწინ ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელი თავში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ე-–---- ჩადგა მათ შორის და დაიწყო ე------ის დაწყნარება, ე-–----მ მოახერხა ე------ის დაწყანრება და ცოტა ხანში დაიძინა. ამის შემდეგ ე-–---- წავიდა თავის სახლში. მალევე ე------იმ გაიღვიძა, კვლავ იყო აგრესიული, დაუწყო გინება და ლანძღვა ლ--–- ქო------–---–ს. იგი ცდილობდა, არ შესულიყო ე------ისთან კონფლიქტში, არ აქცევდა ყურადღებას, რის შემდეგაც კლავ აიღო სამზარეულო მაგიდიდან პურის საჭრელი დანა და დაემუქრა მოკვლით, მას კვლავ შეეშინდა და იფიქრა, რომ ე------ის მართლა შეეძლო მისი მოკლვა, რის გამოც დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ე------იმ როგორც კი გაიგო, რომ დარეკა პოლიციაში, გაიქცა სახლიდან. ვინაიდან ლ--–- ქო------–---–ს შეეცოდა ე------ი პოლიციას არ უთხრა სრული სიმართლე, მხოლოდ წაკამათების შესახებ უამბო. პოლიციის წასვლის შემდეგ, ლ--–- წავიდა მეგობრის ე-–---- თვ--–--–---–ის სახლში, დაახლოებით 21:30 საათზე ე-–----ს სახლში მივიდა ე------ი კუ----–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და ლ--–-ს უთხრა, რომ სურდა დალაპარაკება. მათ დაიწყეს საუბარი, ლ--–-მ მიუტანა არაყი ე------ის და დაიწყეს ერთად დალევა, საუბრის დროს ე-–---- გავიდა გვერდზე ოთახში უყურებდა ტელევიზორს, ხოლო ლ--–- და ე------ი დარჩნენ სამზარეულოში, ე------იმ დაუწყო გინება და ლანძღვა, ეჭვიანობდა ლ--–-ზე, რაზეც ლ--–-მ უთხრა, რომ იყო ლოთი, აღნიშნულზე ე------ი გაბრაზდა, ხელებზე მოუჭირა და დაარტყა თავში ხელი, რა დროსაც ლ--–- ქო------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე დაემუქრა მოკვლით, რის გამოც შეეშინა. დაზარალებულმა უთხრა, რომ აღარ აპატიებდა და დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ხოლო 2018 წლის 8 ს--------რს ღამის საათებში მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ტკივილს გრძნობდა თავის არეში.
2.3. 2018 წლის 8 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ლ--–- ქო------–---–ის მითითებით ამოღებული იქნა მოლურჯო-მოშავო ფერის პლასტმასის მაგვარი ტარის მქონე დანისმაგვარი საგანი.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ლ--–- ქო------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.6. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ლ--–- ქო------–---–ის არის ბრალდებულ ე------ კუ----–---–ის მეუღლე.
3. სამართლებრივი შეფასება:
მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ ლ--–- ქო------–---–ის გამოკითხვის ოქმები; შეტყობინებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და ამოღებული დანა; მოწმეების: ე-–---- თვ--–--–---–ის და თ-- კვ------ის გამოკითხვის ოქმები; ალკოტესტით შემოწმების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ბარათი N2-- და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------ კუ----–---–მა 2018 წლის 7 ს--------რს შუადღის საათებში და ასევე იმავე დღის 21:30 საათზე მეუღლის ლ--–- ქო------–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ე------ კუ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან და აპირებენ ერთ ოჯახად ცხოვრებას, მას აქვს დიაბეტი, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------ კუ----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------ კუ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის შუადღის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. ე------ კუ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის შუადღის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. ე------ კუ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის 21:30 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
4. ე------ კუ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის 21:30 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ე------ კუ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
6. ე------ კუ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
7. ე------ კუ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 სექტემბრიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
8. ე------ კუ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი