განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ნინო ხაჩიძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------- შ---–--ე, დაბადებული 1--- წლის 9----–--ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული ლ----------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, მ---------------------------------------–-------ში.
ადვოკატი - ზ------ ლ------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ზ------- შ---–--ეს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 24 ნოემბრიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით ზ------- შ---–--ე და ი---- გ--–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
1. 2018 წლის 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, თბილისში, ს-----------------–ება 27-ე კორპუსის, ბ-------ში ზ------- შ---–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ი---- გ--–-–---–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ი---- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ზ------- შ---–--ე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ი---- გ--–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. 2018 წლის 3 ოქტომბერს დაახლოებით 1750 საათზე თბილისში, ვ---------–----------------------------------------ში ზ------- შ---–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ი---- გ--–-–---–ს თავში სამჯერ ჩაარტყა ჩანთა, რა დროსაც ი---- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ ზ------- შ---–--ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- შ---–--ემ განმარტა, რომ არ სურს ძმის -ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მიმართ სასამრთლოს მისცეს ჩვენება, ხოლო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარს არ ეთანხმება, რადგან ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარს არ გაცნობილა.
მოწმე ლ---–- შ---–--ემ განმარტა, რომ შვილის - ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მიმართ არ სურს სასამრთლოს მისცეს ჩვენება, ხოლო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარს არ ეთანხმება. ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარს არ გაცნობილა, რადგან ნერვიულობდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.
მოწმე ი---- გ--–-–---–მა განმარტა, რომ არ სურს ყოფილი მეუღლის ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მიმართ სასამართლოს მისცეს ჩვენება.
მოწმე ლ---–- ღ----–--ემ განმარტა, რომ ის არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმი. 2018 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა გამოძახებაზე დაზარალებულ ი---- გ--–-–---–თან. დაზარალებულმა განუცხადა, რომ მეუღლემ სცემა და ტკიოდა თავი. ის იყო აღელვებული, ვიზუალურად აღენიშნებოდა მხოლოდ სიწითლე.
მოწმე ნ---- ო----–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული ზ------- შ---–--ე არის მისი დეიდაშვილის - დაზარალებულ ი---- გ--–-–---–ის ყოფილი მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოში თბილისში, ს-----------------–ება 27-ე კორპუსი, ბ-------ში მდებარე მის სახლში ერთმანეთს შეხვდნენ ყოფილი მეუღლეები, ზ------- შ---–--ე მეგობარ გოგონასთან ერთად იყო მისული, ამ უკანასკნელმა და ნ---- ო----–-–---–მა ი---- გ--–-–---–ი და ზ------- შ---–--ე დატოვეს მარტო, თუმცა მალევე გაიგეს ჩხუბის ხმა და შევიდნენ მათთან ოთახში. ზ------- შ---–--ე ი---- გ--–-–---–ს სახეზე ურტყამდა ხელს, ასევე მისი სახლის (იგულისხმება ნ---- ო----–-–---–ი) სამზარეულოს პოლიეთილენის ტარიანი დანის გამოყენებით ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა, რადგან მას ყავდა მეგობარი ბიჭი, ასევე აგინებდა. ნ---- ო----–-–---–ი და ზ------- შ---–--ის მისთვის უცნობი თანმხლები გოგონა შეეცადნენ მათ გაშველებას. აკავებდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს, ასევე გამოართვა დანა, რა დროსაც ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნებაყოფლობით გადასცა. დანა იატაკზე დავარდა და გატყდა, რის გამოც გადააგდო. ზ------- შ---–--ე დამშვიდდა, მოიხადა ბოდიში და წავიდა. ი---- გ--–-–---–ს აღენიშნებოდა სიწითლეები. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზ------- შ---–--ისაგან გაიგო, რომ მისი დის სახლშიც მოხდა ინციდენტი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად გამოძიების დაიწყო 2018 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 3 ოქტომბრის შეტყობინების თანახმად - ი---- გ--–-–---–ის განმარტებით მას თბილისში, ვ---------–------------–----- კორპუსი N---------- ყოფილმა მეუღლემ ზ------- შ---–--ემ კონფლიქტისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 3 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი N------ თანახმად სავარაუდო მსხვერპლია ი---- გ--–-–---–ი, ხოლო სავარაუდო მოძალადე ზ------- შ---–--ე. ინციდენტის ფაბულა: ეჭვიანობის ნიადაგზე ი---- გ--–-–---–ს ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 4 ოქტომბრის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N---- თანახმად პაციენტ ი---- გ--–-–---–ი უჩივის თავის ტკივილს თხემ-კეფის არეში, რასაც უკავშირებს ყოფილი მეუღლის მიერ ცემის ფაქტს.
2018 წლის 4 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------- შ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისში, ვ---------–------------–-----, კო---------------------ში. ქ------- შ---–--ის განმარტებით მის ბინაში ზ------- შ---–--ესა და ი---- გ--–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რასაც მოყვა ფიზიკური შეურაცხყოფა, ქ------- შ---–--ემ გამოძიებას უჩვენა ადგილი, სადაც ზ------- შ---–--ემ ი---- გ--–-–---–ს ჩანთის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 5 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ი---- გ--–-–---–ი, რომელსაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი (მოწმეების ჩვენებები) მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ზ------- შ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ ზ------- შ---–--ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- შ---–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო ცალ-ცალკე შეეხება თითოეულ ეპიზოდს:
1. 2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ მოწმე ნ---- ო----–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს მის სახლში მისი დეიდაშვილი ი---- გ--–-–---–ი შეხვდა ბრალდებული ზ------- შ---–--ეს, მათ შორის დაიწყო ჩხუბი, ოთახში შესვლისას დაინახა, რომ ზ------- შ---–--ე ი---- გ--–-–---–ს სახეზე ურტყამდა ხელს, ასევე მისი სახლის სამზარეულოს დანის გამოყენებით ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა, რადგან მას ყავდა მეგობარი ბიჭი, ასევე აგინებდა. ნ---- ო----–-–---–ი აკავებდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს, გამოართვა დანა, ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნებაყოფლობით გადასცა. ზ------- შ---–--ე დამშვიდდა, მოიხადა ბოდიში და წავიდა. ი---- გ--–-–---–ს აღენიშნებოდა სიწითლეები.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ დაშვების პირობებშიც თუ ადგილი ქონდა აღნიშნულ ფაქტს, ნ---- ო----–-–---–ის ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას. ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება. დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა - ი---- გ--–-–---–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, სხდომაზე კი არ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებაში სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულების შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2018 წლის 3 ოქტომბერის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე ლ---–- ღ----–--ემ განმარტა, რომ ის არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმი, 2018 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა პაციენტ ი---- გ--–-–---–თან გამოძახებაზე. დაზარალებულმა განუცხადა, რომ მეუღლემ სცემა და ტკიოდა თავი, ის იყო აღელვებული, ვიზუალურად აღენიშნებოდა მხოლოდ სიწითლე.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოწმე ადასტურებს დაზარალებულის აღელვებისა და მის სხეულზე სიწითლეების ფაქტს, ის არ შესწრებია უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გახდა ი---- გ--–-–---–ისაგან, რომელმაც თავის მხრივ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად არ დადასტურა ლ---–- ღ----–--ის ჩვენება.
ცხადია, ასეთი ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.
ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა: 1. უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და 2. ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული” (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: ალ-ხავაია და ტაერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და სხვა არაერთი გადაწყვეტილება).
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
განსახილველ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 3 ოქტომბრის ი---- გ--–-–---–ის ელექტრონულ შეტყობინება, თუმცა როგორც აღინიშნა თავად ი---- გ--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად რთულია საუბარი აღნიშნული მტკიცებულების ძალაზე, ისევე როგორც 2018 წლის 4 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ძალაზე, რადგან ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მართალია ქ------- შ---–--ემ განმარტა, რომ მის ბინაში ზ------- შ---–--ესა და ი---- გ--–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რასაც მოყვა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- შ---–--ემ ძმის - ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მიმართ სასამრთლოს არ მისცა ჩვენება და იქვე განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარს არ ეთანხმება.
გარდა ამისა, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობა არის ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების რეგულირების საგანი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს იმის შეფასება, ჩატარდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანად (იხილეთ Gäfgen, cited above, § 162). მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „დ“ ქვეპუნქტი მოიცავს პრინციპს, რომ მანამ, სანამ ბრალდებულს დაედება მსჯავრი, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, საქმის საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით იმ მიზნით, რომ მას ჰქონდეს საპირისპირო არგუმენტის წარმოდგენის საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და შესაძლო ფაქტის შემსწრე პირმა 2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, იგულისხმება ქ------- შ---–--ე, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ამ პირობებში კი, სასამართლოსთვის არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელთა ინფორმაციის წყაროს სწორედ დაზარალებული წარმოადგეს.
შესაბამისად სასამართლომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ზ------- შ---–--ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხული ქმედებების ზ------- შ---–--ის მიერ ჩადენას.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ზ------- შ---–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------- შ---–--ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს;
2. ზ------- შ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
4. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. ზ------- შ---–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის ჩანთა, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი