განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2019
საქმის ნომერი
330100118002467277
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

18 ი------ი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- კ------–---–ი,სტაჟიორ- პროკურორები - თ-----------------ე, მ------ი ა------ე, ი-----–- ყ-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----- შ------------ი (დაბადებული - 1----–-–----- ი------ს, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის №---------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ა------------ის რესპუბლიკა, ქ. ბ--------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, პ-------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).

 

ადვოკატები - გ------------–---–ი, შ-----------–--ე, ნ-----–---- ბ----–-–---–ი

 

თარჯიმნები - ხ---------------ე, მ----------–----ე, ი------------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 24 აპრილს, დაახლეობით 01:40 საათზე, თბილისში, კ-------ას ქუჩის №---ში მდებარე ს-------------- „ი---––-“, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სს „ფ----------ის“ თანამშრომლებს: კ--------ე მ----–----- და მ----- ა----–--ეს თავს დაესხა დანით შეიარაღებული ი----- შ------------ი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულ მ----- ა----–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქ. თბილისში, კ-------ას გ-------ი №---ში მდებარე მაღაზიაში - „ი---–-“. 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, იგი იმყოფებოდა ღამის ცვლაში. მასთან ერთად იყვნენ კ--------ე მ----–--ე და თ-------- ნ-–------ე (ეს უკანასკნელი საწყობში იმყოფებოდა). დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე დროის ინტერვალში, მაღაზიაში შევიდა უცხო მამაკაცი, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა და მხოლოდ თვალები მოუჩანდა, თავზე კი კაპიუშონი ეფარა. მამაკაცის მაღაზიაში შესვლისას, მ----- ა----–--ე იყო დახლთან, ხოლო სალაროსთან იდგა კ--------ე მ----–--ე. დაინახა რა აღნიშნული მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და უშვერდა კ--------ე მ----–--ეს, თან სთხოვდა ფულის გადაცემას, მ----- ა----–--ე მივიდა სალაროსთან, ხოლო კ--------ე მ----–--ე გაგზავნა მესამე კონსულტანტის - თ-------- ნ-–------ის დასაძახებლად. ამ დროს ბრალდებულმა მ----- ა----–--ეს რუსულ ენაზე უთხრა, გაეხსნა სალარო და გადაეცა მისთვის ფულადი თანხა, თან უშვერდა დანას. დაზარალებული არ დაემორჩილა ბრალდებულის მოთხოვნას და რუსულადვე უპასუხა უარით. ბრალდებულმა სცადა დაეჭირა იგი ტანსაცმლით, თუმცა მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა. შემდეგ ბრალდებული წავიდა გასასვლელი კარისკენ, სადაც იგი დააკავეს სამართალდამცავებმა. თავდასხმის დროს მსხვერპლს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის შიში.

 

2.2. დაზარალებულ კ--------ე მ----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, კ-------ას გ-------ი №---ში მდებარე მარკეტში - „ი---–-“. 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათისთვის, მაღაზიაში იმყოფებოდა თავად დაზარალებული, ასევე მ----- ა----–--ე და თ-------- ნ-–------ე (რომელიც იმ დროისათვის საწყობში იყო), რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ბრალდებული. ამ უკანასკნელს სახე ჰქონდა დაფარული და თავზე კაპიუშონი ეფარა. დაზარალებული იდგა სალაროსთან, როდესაც მას ბრალდებული მიუახლოვდა და რუსულ ენაზე უთხრა, გაეხსნა სალარო და გადაეცა მისთვის ფული. დაზარალებულს შეეშინდა და უკან დაიწია, ასევე უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ჯიბიდან ამოიღო დანის მსგავსი საგანი. ამ დროს დაზარალებულს შეეშინდა და იგი ჩაანაცვლა მ----- ა----–--ემ, ხოლო თავად კ--------ე მ----–--ე შევიდა საწყობში თ-------- ნ-–------ის დასაძახებლად; უკან დაბრუნებისას ნახა, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებული ჰყავდათ სამართალდამცავებს.

 

2.3. მოწმე თ-------- ნ-–------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს თბილისში, კ-------ას გ-------ი №---ში მდებარე მაღაზიაში - „ი---–-,“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 24 აპრილს, თ-------- ნ-–------ე იმყოფებოდა სამსახურში. უშუალოდ შემთხვევის დროს იგი იყო საწყობში, სადაც შევიდა კ--------ე მ----–--ე, რომელიც იყო აღელვებული და აცნობა, რომ მაღაზიაში შესული იყო დანით შეიარაღებული მამაკაცი და ითხოვდა ფულს; როდესაც მოწმე გამოვიდა საწყობიდან, მან დაინახა ბრალდებული, რომელიც დაკავებული ჰყავდათ სამართალდამცავებს.

 

2.4. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს დ------------------------–------------------------–--–ე-გამომძიებლის -ნ-----–---- დ--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 აპრილს, ღამის დაახლოებით 01:30 საათისთვის, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის თანამშრომლებთან - დ----- გ-------–---–თან და გ------- კ------–--ესთან ერთად. ისინი გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით დანაშაულის პრევენციის მიზნით. ამ დროს კ-------ას გ-------ი, №---ში მდებარე ს-------------- „ი---–-ს“ ფილიალში, მინის კარის მიღმა, შენიშნეს იქ მყოფი მამაკაცი, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა, ხელში ეჭირა დანის მსგავსი მეტალის ნივთი და მოლარე-ოპერატორის მიმართ იქცეოდა აგრესიულად. მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება და წავიდნენ მაღაზიის შესასვლელი კარისკენ, რომელიც მინისაა. ამ დროს ბრალდებულიც წამოვიდა გასასვლელისკენ და გ------- კ------–--ე კარში შეეჩეხა ბრალდებულს. ი----- შ------------ის დაკავება მოხდა მაღაზიის შესასვლელთან. ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა დანის პირის მაგვარი მეტალის ნივთი. პირველადი გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ მოლარე-ოპერატორი გოგონა იყო ძალიან შეშინებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ასევე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს დ------------------------–-------------------------------------–მა დ----- გ-------–---–მა და საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს დ------------------------–--ის უფროსმა გ------- კ------–--ემ.

 

2.5. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს დ------------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა კ------- პ-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იგი მანქანით გადაადგილდებოდა კ-------ას გ-------ზე, რა დროსაც ავტომანქანაში არსებული ხელის რადიოსადგურით მიიღო შეტყობინება, ხსენებულ გ-------ზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე. ვინაიდან კ------- პ-----–---–ი იმყოფებოდა მიმდებარედ, თავადაც მივიდა შემთხვევის ადგილას, სადაც შეესწრო ბრალდებულის დაკავების ფაქტს. ასევე ნახა, რომ მისგან ამოიღეს დანის მსგავსი საგანი. მოწმემ ასევე ნახა მაღაზიაში მყოფი გოგონები, რომლებიც იყვნენ შეშინებულნი და აღელვებულნი.

 

2.6. ექსპერტ-ტრასოლოგის - ლ---- მ---------ის ჩვენების, თანახმად მან ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა ობიექტის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი მეტალის საგანი არ წარმოდგენს ცივ იარაღს. ობიექტის დათვალიერება-გამოკვლევა მოხდა მისი ფაქტობრივი მდგომარეობით. იგი არ მოიცავდა სრულყოფილ დამთავრებულ კონსტრუქციას, რაც გამოიხატება სახელურის ნაკლებობაში და წარმოადგენს დანის ძირითად კომპონენტს, სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებულ დანის ლითონის პირს.

 

2.7. მოწმის სახით დაიკითხა ასევე ექსპერტი ი------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული გენეტიკური (ბიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ საკვლევად წარდგენილ დანის პირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი მაჟორული წილი ეკუთვნის ი----- შ------------ს.

 

2.8. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის გამომძიებელი - გ------- თ------–---–ი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელი - დ-------- ს----–---–ი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - ნ-----–---- მ--–----ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.9. ბრალდებულმა ი----- შ------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი არის საქართველოს ტ--------------------------ის სტუდენტი. ძირითადად ცხოვრობს თბილისში, თუმცა ხშირად მიდის ოჯახში, ა------------ში. 2018 წლის 23-24 აპრილის, ღამის საათებში, ვინაიდან მან დაკარგა ფული დაახლოებით 200 ლარის ოდენობით და სჭირდებოდა 20 ლარი, რომ დაბრუნებულიყო სახლში, იგი შევიდა კ-------ას გ-------ი №---ში მდებარე მაღაზიაში -„ი---–-,“ რა დროსაც თან ჰქონდა მეტალის ნაჭერი, რომელიც იყო დაახლოებით 10 სმ სიგრძის და ერთი ბოლო ჰქონდა წვეტიანი. ბრალდებულს სახე ჰქონდა დაფარული ცხვირამდე, ასევე თავზე ეფარა შარფი, რომელიც არის კაპიუშონის მსგავსი. აღნიშნული მეტალის ნივთი მან იპოვა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებულმა აღნიშნული ნივთით ხელში მოლარე გოგოს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ამ დროს აღნიშნული გოგო გაიქცა და სალაროსთან მივიდა მეორე გოგო, რომელიც იმყოფებოდა მაღაზიაში. ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე, რის შემდეგაც ბრალდებულმა გადაწყვიტა გამოსულიყო მაღაზიიდან. სწორედ ამ დროს, იგი მაღაზიის კარებში დააკავეს სამართალდამცავებმა.

 

2.10. 2018 წლის 24 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი----- შ------------ის მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა მეტალის დანის მსგავსი საგანი. ასევე კისრის მიდამოდან ამოღებული იქნა ბორდოსფერი ნაქსოვი ქუდი. ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით.

 

2.11. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის 2----–-–---------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, კ-------ას ქუჩის №---ში მდებარე ს-------------- „ი---–-“-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ი----- შ------------ისაგან აღებულის სუნის კვალის ნიმუშისა.

 

2.12. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–----------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი დანის პირი, არსებული მდგომარეობით არ წარმოადგენს ცივ იარაღს. ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტის დათვალიერება-გამოკვლევით დადგინდა, რომ ფაქტიურ წარმოდგენილ მდგომარეობაში იგი არ მოიცავს სრულყოფილ დამთავრებულ კონსტრუქციას, რაც გამოიხატება სახელურის ნაკლებობაში და წარმოადგენს დანის ძირითად კომპონენტს - სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებულ, დანის ლითონის პირს. ამდენად, დანიშნულებისამებრ, ფაქტობრივი მდგომარეობით გაუმართავია. დანის პირს გააჩნია ქუსლი, ყუა და ლესილი მხარე, რომელიც ყუასთან შეერთებისას წარმოქმნის წვეროს.

 

2.13. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–----------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში წარწერით: „... ერთი ცალი დანა“, მოთავსებული დანის პირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მაჟორული (ძირითადი) წილი და ი----- შ------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

2.14. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.1. და 5.4. პუნქტად მითითებული ი----- შ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ნაქსოვი ქუდი; DVD-R დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი----- შ------------ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ი----- შ------------ი, 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, დანის გამოყენებით, თავს დაესხა თბილისში, კ-------ას გ-------ი №---ში მდებარე მაღაზია „ი---–-ს“ მოლარე-კონსულტანტებს - მ----- ა----–--ესა და კ--------ე მ----–--ეს და მოსთხოვა მათ სალაროდან ფულის გადაცემა.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ი----- შ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ დაზარალებულებს არ განუცდიათ შიში და ამაზე მეტყველებს მათი ქცევა, რაც არ არის მართებული არგუმენტი, ვინაიდან დაზარალებულები და ადგილზე მყისიერად მისული მოწმე სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ ორივე მსხვერპლი იყო აღელვებული და შეშინებული, ამასთან ფორსმაჟორულ ვითარებაში პირის ქცევა როგორც წესი ინდივიდუალურია და არ შეიძლება გახდეს ზოგადი შეფასების საგანი;

 

- რაც შეეხება არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ი----- შ------------ისაგან ამოღებულ რკინის ნივთს არ მიეცა ცივი იარაღის კვალიფიკაცია და მისი ქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს ყაჩაღობად, ვინაიდან არ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა ან მუქარის გამოყენებას, აღნიშნული ასევე არ იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული. მოცემულ შემთხვევაში, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება და თავად ექსპერტმაც განმარტა, რომ ეს არის დანის პირი, ხოლო ნივთს ცივი იარაღის კვალიფიკაცია არ მიენიჭა მხოლოდ იმის გამო, რომ არ იყო სრულყოფილი კონსტრუქციის და არ ჰქონდა ტარი. ნივთი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც მხარეთა მონაწილეობით და აშკარაა, რომ ამ ნივთით შესაძლებელია დაზიანების მიყენება;

 

- ამასთან, მნიშნელოვანია, რომ ბრალდებულ ი----- შ------------ის მიერ განხორციელდა თავდასხმა დაზარალებულებზე, მაშინ როდესაც ძარცვა გულისხმობს, ნივთის აშკარა დაუფლებას, რასაც შესაძლოა ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც არ არის საშიში პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. განსახილველ შემთხვევაში კი ცალსახად დადგენილია, რომ ი----- შ------------ს თან ჰქონდა დანის პირი, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო საფრთხის წყარო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და მისმა ქმედებამ გამოიწვია შიში დაზარალებულებში.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ი----- შ------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ი----- შ------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი----- შ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულებისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ი----- შ------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება. ამასთან, ი----- შ------------ი არის სტუდენტი, იგი აქამდე არ ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- შ------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ი----- შ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ნაქსოვი ქუდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში და ანაწმენდები; ი----- შ------------ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- DVD-R დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სსიხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. ი----- შ------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ი----- შ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილის 01:40 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ ი----- შ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ი----- შ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ნაქსოვი ქუდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში და ანაწმენდები; ი----- შ------------ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- DVD-R დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სსიხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე