განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
180100118002698707
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/263-18 17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №025170918002)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–- ორ---------ე;

 

დაცვის მხარე - გ---- ჯა----–---–ი

 

ბრალდებული - ხ---- დ-----ის ძე პა--------ი (დაბადებული 1--- წლის 7 აპრილს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 17 სექტემბერს, დილის საათებში, დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში, ხ---- პა--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ-- ბა-------ს, ვინაიდან არასრულწოვანი შვილი, რომელიც ჰყავდა ლ-- ბა-------ს პირველი ქორწინებიდან მიიყვანა სახლში და აპირებდა სკოლაში წაყვანას. რადგან შეურაცხყოფაზე არ უპასუხა ლ-- ბა-------მა, ხ---- პა--------ი გახდა უფრო აგრესიული და მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის რ------- ტა-–----ის და 1 წლის და 5 თვის ს--- პა--------ის თანდასწრებით მაისურში მოკიდა ხელი, მოქაჩა ძლიერად, რა დროსაც დაუხია მაისური, შემდეგ თავში დაარტყა ხელი და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ლ-- ბა-------მა თავდაცვის მიზნით მაგიდიდან აიღო დანა. ხ---- პა--------მა ლ-- ბა-------ს დაუჭირა დანიანი ხელი და უკბინა მარცხენა ხელის იდაყვზე და დააგდებინა დანა. აღნიშნული ძალადობის შედეგად ლ-- ბა-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 17 სექტემბერს, დილის საათებში, დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში, ხ---- პა--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ-- ბა-------ს, ვინაიდან არასრულწოვანი შვილი, რომელიც ჰყავდა ლ-- ბა-------ს პირველი ქორწინებიდან მიიყვანა სახლში და აპირებდა სკოლაში წაყვანას. რადგან შეურაცხყოფაზე არ უპასუხა ლ-- ბა-------მა, ხ---- პა--------ი გახდა უფრო აგრესიული და მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის რ------- ტა-–----ის და 1 წლის და 5 თვის ს--- პა--------ის თანდასწრებით მაისურში მოკიდა ხელი, მოქაჩა ძლიერად, რა დროსაც დაუხია მაისური, შემდეგ თავში დაარტყა ხელი და დაემუქრა მოკვლით. ვინაიდან ხ---- პა--------ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ ლ-- ბა-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ხ---- პა--------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითხოვა პატიება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ.

2.2. დაზარალებულ ლ-- ბა-------ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში, მეუღლესთან ხ---- პა--------თან, პირველი ქორწინებიდან შეძენილ 8 წლის რ------- ტა-–----ესთან და 1 წლის და 5 თვის ს--- პა--------თან ერთად. 2018 წლის 17 სექტემბერს დილის 07:00 საათზე, როდესაც გაიღვიძეს და რ------- ტა-–----ე უნდა მოემზადებინა სკოლაში წასასვლელად, ხ---- პა--------მა დაუწყო უზრდელური სიტყვების წამოძახილი, შემდეგ მივიდა ახლოს და ჰკითხა, თუ რატომ იყვნენ წინა დღით ჩამოსულები მისი მშობლები კ-----იდან და რატომ ჩამოიყვანეს რ------- ტა-–----ეო, მიუახლოვდა ლ-- ბა-------ს, ხელით მოქაჩა ძლიერად მაისურზე და დაუხია, შემდეგ მოუქნია მარჯვენა ხელი და ძლიერად დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ლ--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თან ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა და მოკლავდა, ლ-- ბა-------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. ლ-- ბა-------მა თავდაცვის მიზნით აიღო მაგიდიდან პატარა ზომის დანა, ხოლო ხ---- პა--------მა დაუჭირა ხელი და უკბინა ძლიერად მარცხენა ხელის იდაყვზე. ჩხუბის დანახვაზე ბავშვება დაიწყეს ისტერიული ტირილი, რ------- მივიდა დედის დასახმარებლად, ხოლო ხ----მ მას ხელი კრა და წაიქცა იატაკზე არსებულ ლეიბზე. რ-------მ აიღო ტელეფონი და დარეკა ლ-- ბა-------ის დედასთან ლ-- სი--–---–თან. ასევე ლ-- ბა-------მაც დაუჭირა ხ----ს ხელი და უკბინა. ჩხუბის ხმაზე შევიდნენ მეზობლები მ----- მე------–---–ი და მისი მეუღლე, რის შემდეგაც ხ---- წავიდა სახლიდან.

2.3. მოწმე ი---- ფი–---–-----ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, რომ იგი მუშაობს შსს დუ–---ის რაიონული სამმართველოს ჟი----–ის პოლიიის განყოფილებაში გამომძიებლებად. 2018 წლის 17 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე მოწმე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში, სადაც დახვდა განერვიულებული ლ-- ბა-------ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ მოახდინა მასზე ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ი---- ფი–---–-----მა დაზარალებულისგან ამოიღო მაისური, მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკითხვა მოწმეები, მათ შორის ბრალდებული და ყველა საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა, რაც მის მიერ იქნა ჩატარებული.

2.4. მოწმე ჯ---- ნა–--–-–---–ი სსასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილ--, რომ იგი მუშაობს შსს დუ–---ის რაიონული სამმართველოს ჟი----–ის პოლიიის განყოფილებაში უბნის-ისპექტორად. მისი განმარტებით, მან მოახდინა ბრალდებულ ხ---- პა--------ის დაკავება, ვინაიდან გამოძიება იყო დაწყებული ოჯახურ ძალადობაზე, კერძოდ ლ-- ბა-------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანა დაკავების ოზოლატორში.

2.5. 2018 წლის 17 სექტემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შსს დუ–---ის რაიონული სამმართველოს ჟი----–ის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ი---- ფი–---–-----ის მიერ ლ-- ბა-------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მაისური.

2.6. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9------- დასკვნის თანახმად, ლ-- ბა-------ის მაისურზე არსებული დაზიანებები გახევის და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილ-- ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ლ-- ბა-------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის მიდამოში და ცხვირის ზურგზე სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.8. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილ--, რომ ლ-- ბა-------ი არის ბრალდებულ ხ---- პა--------ის მეუღლე, ხოლო რ------- ტა-–----ე არის 18 წელს მიუღწეველი პირი, შეს---მისად იგი არის არასრულწლოვანი და ბრალდებულ ხ---- პა--------ის ოჯახის წევრი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზრალებულ ლ-- ბა-------ის გამოკითხვის ოქმები; არასრულწლოვანი დაზარალებული რ------- ტა-–----ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ამოღების ოქმი და ამოღებული მაისური; შემაკავებელი ორდერი, შეტყობინება, ექსპერტიზის დასკვნები და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ---- პა--------მა 2018 წლის 17 სექტემბერს 07:00 საათზე მეუღლის ლ-- ბა-------ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ხ---- პა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულ-- დაზარალებულთან და სურთ ერთ ოჯახად ცხოვრება, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ხ---- პა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე დამატებით სასჯელად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5.2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 2 ნოემბრის N9530 წერილის თანახმად, ხ---- პა--------ის მიმართ შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, შეს---მისად დადგენილ--, რომ ხ---- პა--------მა 2018 წლის 17 სექტემბერს განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.

5.3. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილ-- ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.6. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.7. სწორედ, სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, რომ იგი შერიგებულ-- დაზარალებულთან, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- პა--------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შეს---მისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ---- პა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

2. ხ---- პა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და ხ---- პა--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ხ---- პა--------ის მიმართ თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ხ---- პა--------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით და დამატებით სასჯელად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. ხ---- პა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

7. ხ---- პა--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 17 სექტემბრიდან.

8. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მაისური დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ-- ბა-------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი