გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6019-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------“
წარმომადგენელი - ლ---- ჩ----ე
მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ე---------- ჭ-------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის შესაბამისად, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 15 ივლისიდან, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში. მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ს.ფ. 90);
3.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის N---------- წერილით მაუწყებლებს, მათ შორის ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ აცნობა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დაუშვებლობის თაობაზე. ხსენებული დოკუმენტი ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N---------- წერილი (ს.ფ. 96-98);
- ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 99);
3.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 08 აგვისტოს N---------- წერილით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N------ ,-–---------–----–------------------------------ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული რეკლამის დაუყოვნებლივ ამოღება;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. მასვე დაევალა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაუყოვნებლივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 08 აგვისტოს N---------- წერილი (ს.ფ. 95);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება (ს.ფ 101-113).
3.4. 2018 წლის 13 ივლისს ა(ა)იპ ,---------–--------------------–----------------–---- N--------- წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და აცნობა, რომ 2018 წლის 2 ივლისს ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ ეთერში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა. შესაბამისად, ითხოვა საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 ივლისის ა(ა)იპ ,---------–--------------------–----------------–---- N--------- წერილი (ს.ფ 65).
3.5. 2018 წლის 2 ივლისს, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ ეთერში განთავსდა რეკლამა, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერი ი---- ი--–---–ი პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახლეობას და აანონსებს მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს, კერძოდ: ,,ა/წ 27 ივნისიდან ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერები და მე, ი---- ი--–---–ი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება, 3 ივლისს, ს--–------- 6----------------------–-----------------–--- ველოდებით ო-------------------------- 4 ივლისს, ო---–------- 6 საათზე ლ----------–--- ველოდებით პ------ ტერიტორიაზე ლ--------–-- ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერების შეხვედრები გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგი შეხვედრების გრაფიკს მოგვიანებით შეგატყობინებთ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვიდეორგოლის ამსახველი CD დისკი (ს.ფ. 134);
3.6. ა(ა)იპ ,---------–--------------------–----------------–---- განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა აღნიშნული სარეკლამო რგოლის შემოწმება.
2018 წლის 19 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის შ------------ სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია, კომპაქტ დისკი) ერთად.
სამსახურებრივი ბარათში კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტი მიუთითებს ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლის დარღვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, სარეკლამო რგოლი ,,ო---------ს“ ეთერში გავიდა 2018 წლის 2 ივლისს. სარეკლამო რგოლში ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერი ი---- ი--–---–ი, პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახლეობას, საუბრობს პარტიის პოლიტიკურ აქტივობებზე და აანონსებს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სარეკლამო რგოლი შეიცავს პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის შ------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 62-64);
3.7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის შ------------ სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2018 წლის 24 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში - ვიდეორგოლის განთავსების, მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიზნით, კომისიაში გაიმართა საქმის ზეპირი განხილვა, რომელსაც ესწრებოდა ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ წარმომადგენელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 83-89);
3.8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ დაეკისრა ჯარიმა - 3------ (სამი ათას ასოცდათორმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიამ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------მა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც დაარღვია რეკლამის განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ამასთან, კომისიამ მიუთითა, იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ მიმართ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურებრივი ბარათის (---------------------- თანახმად, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობა შეადგენს 3------ ლარს. შესაბამისად, კომპანიას უნდა დაეკისროს 3------ ლარის ოდენობის ჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ სარეკლამო რგოლის ამოღება სამაუწყებლო ბადიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-61);
- კომისიის აპარატის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 115)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ხოლო, ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლის მონიტორინგი. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით, დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის შ------------ სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი კომისიას საკითხის განხილვას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად კომისიას მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
კანონის მე-2 მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
თავის მხრივ, ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ14 პუნქტი განმარტავს წინასაარჩევნო რეკლამას, რომლის თანახმადაც ესაა რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი რეკლამას განმარტავს, როგორც საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. მე-2 პუნქტის თანახმად კი, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით, ხოლო მე-11 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საყურადღებოდ და/ან რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივლისს, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ ეთერში განთავსდა რეკლამა, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერი ი---- ი--–---–ი პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახლეობას და აანონსებს მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს, კერძოდ: ,,ა/წ 27 ივნისიდან ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერები და მე, ი---- ი--–---–ი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება, 3 ივლისს, ს--–------- 6----------------------–-----------------–--- ველოდებით ო-------------------------- 4 ივლისს, ო---–------- 6 საათზე ლ----------–--- ველოდებით პ------ ტერიტორიაზე ლ--------–-- ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერების შეხვედრები გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგი შეხვედრების გრაფიკს მოგვიანებით შეგატყობინებთ“.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ ეთერში პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ სარეკლამო რგოლი განთავსდა არაწინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული რეკლამა არ იყო პოლიტიკური შინაარსის, იგი იყო უბრალოდ ინფორმაციული ხასიათის. ამასთან, სადავო სარეკლამო რგოლი განთავსებულია კომერციული რეკლამის ტარიფით. მოპასუხის პოზიციით, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სარეკლამო რგოლის განთავსებით პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ დაფინანსება.
6.4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ამავე მუხლის ,,ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ხოლო, ,,ჰ1“ პუნქტის თანახმად კი, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი არის არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ მითითებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით მაუწყებლის დაფინანსება პოლიტიკური პარტიის მიერ დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში და ამავე კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამავე კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ზემოაღნიშნულის გარდა, არის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საარჩევნო კამპანიის დროს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
ამავე კანონის, 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თვის მხრივ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
აღნიშნული კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ ,---------–---------------კ--–---- ო---------ს“ ეთერში 2017 წლის 2 ივლისს განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობს პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პ------------ა ა-–-----ს“ ლიდერი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკურ პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის წევრებისა და პოლიტიკური პარტიისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, რომლის საბოლოო მიზანი, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, არის მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ა(ა)იპ ,---------–---------------კ--–---- ო---------ს“ ეთერში 2017 წლის 2 ივლისს განთავსებული სარეკლამო ვიდეორგოლი იყო მხოლოდ ინფორმაციული შინაარსის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იგი კომისიაში 2018 წლის 9 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში არ უარყოფდა აღნიშნული რეკლამის პოლიტიკურ შინაარსს. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები შეიცავს შეუსაბამობებს. აღნიშნული ვიდეორგოლი კი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ14“ ქვეპუნქტის თანახმად, ცალსახად წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის წინასაარჩევნო რეკლამას, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული ჰქონდა არაწინასაარჩევნო პერიოდში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N---------- წერილზე, რომლითაც მაუწყებლებს, მათ შორის ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ეცნობა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დაუშვებლობის თაობაზე. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 08 აგვისტოს N---------- წერილით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N------ ,-–---------–----–------------------------------ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული რეკლამის დაუყოვნებლივ ამოღება. ხოლო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით კი ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო--------ს“ მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ მიმართ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------სათვის“ დაკისრებულ ჯარიმას მიიჩნევს კანონიერად ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
რაც შეეხება ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ წარმომადგენლის აპელირებას გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ პოლიტიკური პარტიის დაკვეთით სამაუწყებლო ეთერში სარეკლამო რგოლის განთავსება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლება თავისი ონტოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, არ არის აბსოლუტური უფლება, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, დაიშვება მისი შეზღუდვა, თუმცა ნებისმიერ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი, ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და ჩარევა უნდა წარმოადგენდეს აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ხოლო ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება, ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს აღნიშნული უფლების დარღვევას და მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირება ამ უფლების დარღვევის შესახებ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის შესაბამისად კანონმდებელი ცალსახად კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მხრიდან მაუწყებლის დაფინანსებას, რომელსაც ასევე ადგილი აქვს იმ შემთხვევაში თუკი ხდება მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა. გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა ამ სუბიექტთა მხრიდან უშვებს მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის შესაძლებლობას მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსებისას, შესაბამისად, ამ სახის გამონაკლისის არსებობის პირობებში მაუწყებელში ყველა სხვა მომსახურების შესყიდვა, რომელიც ასევე გულისხმობს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსებას, დაუშვებელია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ,---------–-------------- - კ--–---- ო---------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე