გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210117001855054
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საბანკო მომსახურება
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3302101170--855054

№2/7860-17

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - სს „სო---------------------------------–-ნ“

წარმომადგენელი - თი-------------ე

 

მოპასუხეები - მა-----------–--ე, შპს „მ--–--ი“, შპს „ე----ა“, გა-–--------–--ა, გო--------–--ე, რე-------–----ე, შპს „პ-----“, გი-------------–--–---–ი, შპს „ოუ–--ი“

 

მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - სს „ტე-------ი“

 

დავის საგანი - სესხი ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა-----------–--ეს (ძირითადი მოვალე), გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს (სოლიდარული თავდებები) N3------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დადებული დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ:

- 482 491.64 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 434 807.60 აშშ დოლარი და პროცენტი - 47 684.04 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური პროცენტი - 4348.08 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 870 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

 

1.2. შპს „მ--–--ს“ (ძირითადი მოვალე), მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს (სოლიდარული თავდებები) N3------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დადებული დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ:

- 519 811.67 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 49 811.67 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური პროცენტი - 4 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 940 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

 

1.3. შპს „ე----ას“ (ძირითადი მოვალე), მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „მ--–--ას“ და გი-------------–--–---–ს (სოლიდარული თავდებები) N3------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დადებული დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ:

- 23 269.19 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 21 184.0- აშშ დოლარი და პროცენტი - 2 085.17 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური პროცენტი - 212 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 42 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:

 

- შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული (N3-------------/01 ხელშეკრულება) უძრავი ნივთი, მდებარე - ბორ---------------ი, დაბა ბა--------ი, და----------–-----–-ს ქ------ ს/კ 6------------

 

- შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული (N3-------------/0- ხელშეკრულება) უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ-------, (გა--------------–--–------ი), ს/კ 0-----------------------

 

- შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული (N3-------------/0- ხელშეკრულება) უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ------- (ყოფ. მდ. ვე-----------------------------------–--------------------------), ს/კ 0----------------------;

 

- მა-----------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული (N3-------------/03 ხელშეკრულება) უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბ--–---------------------------------, ს/კ 0-----------------------

 

1.5. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბ----ს დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების შპს „მ--–--ის“, შპს „ე----ას“, მა-----------–--ის, გა-–--------–--ას, გო--------–--ის, რე-------–----ის, შპს „პ-----ისა“ და გი-------------–--–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება;

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 21.11.2018წ. სხდომის ოქმი)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 30 ნოემბერს ერთის მხრივ სს „კო--------------------სა“ და მეორეს მხრივ - შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ასა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება N3------------- რომლის შესაბამისადაც საბ---ო პროდუქტების მაქსიმალური ლიმიტის თანხა განისაზღვრა - 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა 30.11.2035 წლამდე. საბ---ო პროდუქტებზე შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთის (პროცენტის) ფარგლები განისაზღვრა, არანაკლებ 1%-ისა და არაუმეტეს 36%-ისა.

 

საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 ნოემბერს:

- სს „კო--------------------სა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 440 000 აშშ დოლარის ოდენობით, 01.12.20-5წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის გამოყოფის საკომისიომ შეადგინა - 0.5%, ამასთან შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

- სს „კო--------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------0--, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 01.04.20-4წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის გამოყოფის საკომისიომ შეადგინა - 0.5%, ამასთან შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

- სს „კო--------------------სა“ და შპს „ე----ას“ შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------00-, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით, 30.11.2018წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის გამოყოფის საკომისიომ შეადგინა - 0.5%, ამასთან შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 2015 წლის 30 ნოემბრის N3------------- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-------------, N3--------------0--, N3--------------00- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სს „კო--------------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა:

- შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული ბო--------ს მუნიციპალიტეტში, დაბა ბა--------ში, და----------–-----–-ს N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7134 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ 6-----------);

- შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული 1) ქ. თბილისში, გა--–---–-ს ქ. N4-ში (გა--------------–--–------ი) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1544 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ს/კ 0----------------------) და 2) ქ. თბილისში, გა--–---–-ს ქ. N4-ში (ყოფ. მდ. ვე-----------------------------------–--------------------------) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1544 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ს/კ 0----------------------);

- მა-----------–--ის საკუთრებაში არსებული ქ. თ---–--–--------------------- ქ. N75-ში მდებარე 110.19 კვ.მ. ფართობის ბინა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0----------------------);

- რე-------–----ის საკუთრებაში არსებული ქ. ქო----–---–ი, თ----------------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 390 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საეღტო ფართობით 623.10 კვ.მ. (ს/კ 2-----------).

 

2015 წლის 30 ნოემბრის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3------------- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-------------, N3--------------0--, N3--------------00- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------მა“ მოპასუხეებთან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც საკრედიტო ხელშეკრულებებთან მიმართებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს შემდეგმა მოპასუხეებმა:

- მა-----------–--ე (ხელშეკრულება N3-------------/01);

- გა-–--------–--ა (ხელშეკრულება N3-------------/0-);

- გო--------–--ე (ხელშეკრულება N3-------------/03);

- რე-------–----ე (ხელშეკრულება N3-------------/04);

- შპს „მ--–--ი“ (ხელშეკრულება N3-------------/05);

- შპს „პ-----ი“ (ხელშეკრულება N3-------------/06);

- შპს „ე----ა“ (ხელშეკრულება N3-------------/07);

- გი-------------–--–---–ი (ხელშეკრულება N3-------------/08);

 

30.11.2015 წლის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა ბ---სა და მსესხებლებს (მა-----------–--ე, შპს „მ--–--ი“ და შპს „ე----ა“) შორის შეწყდა 2016 წლის 11 აგვისტოდან, მსესხებელთა მხრიდან კრედიტის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო. ბ---მა მოითხოვა კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ვადაზე ადრე დაფარვა.

 

2016 წლის 27 დეკემბერს სს „ტე-------სა“ და სს „სო---------------------------------–-ნს“ შორის გაფორმდა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 30 ნოემბრის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3------------- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-------------, N3--------------0--, N3--------------00- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა სს „სო---------------------------------–-ნს“, რის თაობაზედაც სს „ტე-------მა“ 2017 წლის 4 იანვრის წერილებით აცნობა მსესხებლებს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებსა და სოლიდარულად თავდებ პირებს.

 

27.12.2016 წლის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების თარიღის მდგომარეობით მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი იყო 925 992 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს თანხამ ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ასახვა არ ჰპოვა სს „ტე-------ის“ მიერ მოვალეებისთვის უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების გამო.

 

დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების საფუძველზე მა-----------–--ემ დაარღვია 0-.0-.2016 წელს შეთანხმებული განახლებული გრაფიკით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის შესაბამისად სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის გადახდა 17.03.2016 წლიდან, ხოლო 17.06.2016 წლიდან საერთოდ შეწყვიტა როგორც სესხის ძირის, ისე დარიცხული პროცენტის გადახდა. სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანებამ შეადგინა 482 491. 64 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 434 807.60 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 47 684.04 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით მა-----------–--ეს ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს თვეში - 4 348.08 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს - 870 აშშ დოლარს, რომლის დარიცხვაც წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ--–--მა“ დაარღვია 03.12.2015 წლის განახლებული გრაფიკით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის შესაბამისად სესხის ძირისა და სარგებლის გადახდა 17.0-.2016 წლიდან, ხოლო 30.05.2016 წლიდან საერთოდ შეწყვიტა როგორც სესხის ძირის, ისე დარიცხული პროცენტის გადახდა. სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანებამ შეადგინა 519 811.67 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 470 000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 49 811.67 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით შპს „მ--–--ს“ ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს თვეში - 4 700 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს - 940 აშშ დოლარს, რომლის დარიცხვაც წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე----ამ“ 06.06.2016 წლიდან შეწყვიტა როგორც სესხის ძირის, ისე დარიცხული პროცენტის გადახდა. სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანებამ შეადგინა 23 269.19 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 21 184.0- აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 2 085.17 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით შპს „ე----ას“ ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს თვეში - 212 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს - 42 აშშ დოლარს, რომლის დარიცხვაც წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს „მ--–--მა“, გი-------------–--–---–მა და შპს „ოუ–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მა-----------–--ემ შპს „მ--–--ის“ სახელით დადო სადავო გარიგება გენერალური მინდობილობის ფარგლებში, რომელმაც ბოროტად ისარგებლა გენერალური მინდობილობითა და გი-------------–--–---–ის ნდობით, კერძოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფოსათვის გადასახადების დამალვას, რასთან დაკავშირებითაც ამჟამად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქმის წარმოება საგამოძიებო ორგანოში გადასახადების დამალვის მიმართულებით, სადაც გი-------------–--–---–ი ითხოვს დაზარალებულად ცნობას. მა-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა ზიანი მიაყენა, როგორც გი-------------–--–---–ს, ასევე შპს „მ--–--სა“ და შპს „ოუ–--ს“. მოპასუხეთა მითითებით კრედიტი არ გამოყენებულა მიზნობრივად (რემონტის ჩატარების მიზნით). შპს „მ--–--ი“ და მისი დამფუძნებელი გი-------------–--–---–ი არიან დაზარალებულები, რომელთა ნდობითაც ისარგებლა მა-----------–--ემ, რომელმაც არა მხოლოდ სს „ტე-------თან“, არამედ სხვა ბ---ებთანაც დადო ხელშეკრულებები, გაყიდა კომპანიის ქონება და დატვირთა იპოთეკით. მოპასუხის მტკიცებით ვალის გადაკისრება მთლიანად უნდა მოხდეს მა-----------–--ეზე, რამეთუ მას არ გაუფრთხილებია გი-------------–--–---–ი კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზის თაობაზე და ის რომ ვერ ხერხდებოდა სესხის დაფარვა. მ. დოლიძის დაუდევარი ქმედებების გამო შპს „მ--–--ის“ ქონებას ადევს ყადაღა, მა-----------–--ემ გადააჭარბა მის უფლებამოსილებას და შპს „მ--–--ს“ მიაყენა ზიანი. მოპასუხეები ასევე სადავოდ ხდიან მათთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა ნამდვილობას. შესაგებლის ფარგლებში მოპასუხეებმა გარდა ზემოაღნიშნულისა სადავო გახადეს პირგასამტეხლოსთან მიმართებით არსებული მოთხოვნა.

 

ამასთან, 31.10.2018წ. შპს „მ--–--მა“ და შპს „ოუ–--მა“ წარმოადგინეს დაზუსტებული შესაგებელი, რომლის ფარგლებშიც დამატებით განმარტეს, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------ს“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმებული საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 2015 წლის 30 ნოემბრის N3------------- გენერალური ხელშეკრულება, დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------0--, იპოთეკის ხელშეკრულება N3-------------/01, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N3-------------/05 შპს „მ--–--ის“ მხრიდან ხელმოწერილია მა-----------–--ის მიერ 2013 წლის 5 ივლისს ნოტარიუსს ნი-------–-–---–-ს მიერ დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. წარმოდგენილი მინდობილობით მა-----------–--ეს უფლებამოსილება არ გააჩნდა დაედო სადავო ხელშეკრულებები, რადგან 2013 წლის მინდობილობა უფლებამოსილება არ გააჩნდა დაედო სადავო ხელშეკრულებები. იპოთეკისა და სოლიდარული თავდებობის მეშვეობით წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულებათა უზრუნველყოფის ჭრილში მოხდა - მესამე პირის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა. ამასთან, განხორციელებული ქმედება იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა არ მიეკუთვნება შპს „მ--–--ის“ და შპს „ოუ–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, მეტიც დაიდო არაორდინალური ხასიათის გარიგება - სხვა პირების მა-----------–--ის, შპს „ე----ას“ ვალდებულებების უზრუნველყოფა და ეს ტრანზაქცია არ ჯდება შპს „ოუ–--ის“ და შპს „მ--–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობაში. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, რამდენადაც შპს „ოუ–--ის“ და შპს „მ--–--ის“ მთელ ქონებას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები და ქონების თითქმის 100%-ის გამოყენება მოხდა მესამე პირის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სახეზეა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, შემადგენლობა და აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო პარტნიორის გადაწყვეტილება. სს „ტე-------ს“ არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ევარაუდა, დირექტორის წარმომადგენლის უფლებამოსილების არსებობა დაედო იპოთეკის, სოლიდარული თავდებობისა და გენერალური საბ---ო კრედიტის და დამატებითი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატებოდა კომპანიის აქტივების 50%-ს და ამავდროულად სცილდებოდა კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. კონკრეტულ შემთხვევაში სს „ტე-------ის“ სასარგებლოდ ქონებების იპოთეკით დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა ცალსახად მოპასუხეთა ინტერესების საწინააღმდეგოა და საერთოდ არ დგინდება კომპანიების შესაძლო ეკონომიკური ინტერესები. პირიქით, ამგვარი ტრანზაქცია ეწინააღმდეგება კომპანიების ინტერესებს, სცილდება კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და საჭიროებს პარტნიორის გადაწყვეტილებას. ამდენად, სს „ტე-------ს“ უნდა სცოდნოდა შპს „ოუ–--ის“ ყოფილი დირექტორის მა-----------–--ის და შპს „მ--–--ის“ სახელით 2013 წლის მინდობილობით მოქმედი იგივე პირის მა-----------–--ის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ, მით უფრო შპს „მ--–--თან“ მიმართებაში მა-----------–--ეს ეს უფლებამოსილებები არ გააჩნდა. ზემოთ აღნიშნული ცხადყოფს, რომ ბ---ს შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში, უნდა სცოდნოდა მა-----------–--ის უფლებამოსილების არსებობის შესახებ. მოპასუხეთა განმარტებით, ერთის მხრივ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რათა ბ---ს ევარაუდა, რომ უფლებამოსილი იყო მა-----------–--ე, ხოლო მეორე მხრივ ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ერთობლიობით, ბ---ს ეჭვი უნდა გასჩენოდა, რომ მა-----------–--ე სცილდებოდა უფლებამოსილების ფარგლებს და გადაემოწმებინა მისი არსებობა კომპანიების პარტნიორებთან. სს „ტე-------ის“ მხრიდან საქმის გულისხმიერი შესწავლის შემთხვევაში მისთვის ნათელი იქნებოდა, რომ მა-----------–--ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება შპს „მ--–--ის“ და შპს „ოუ–--ის“ სახელით დაედო სადავო იპოთეკის, სოლიდარული თავდებობის და საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებები.

 

2.2. მოპასუხეებმა მა-----------–--ემ, გო--------–--ემ, რე-------–----ემ და შპს „ე----ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნა ცნეს 1 000 000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სადავო გახადეს მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო. მოპასუხეთა მითითებით ისინი ეთანხმებიან მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 434 807.60 აშშ დოლარისა და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თარიღისათვის არსებული სესხით სარგებლობის პროცენტის დაკისრების თაობაზე არსებულ მოთხოვნას, ხოლო დანარჩენ ნაწილში არსებულ მოთხოვნას სადავოდ ხდიან უსაფუძვლობის გამო.

 

მოპასუხეთა განმარტებით, სს „ტე-------სა“ და მსესხებლებს შორის გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა სახის საკრედიტო ურთიერთობა შეწყვეტილია 2016 წლის 11 აგვისტოდან. 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით სს „ტე-------ის“ მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა 925 992 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი), რომელიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სს „სო---------------------------------–-ნს“.

 

მოპასუხეთა მითითებით, სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომლებიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მართალია მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება, მაგრამ ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ, რაც სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შეთანხმების საგანია, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეს ყოველთვიური პროცენტი უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 22.01 მუხლზე მოსარჩელის მიერ მითითება უსაფუძვლოა, რადგან გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ამ მუხლით მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით არსებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის თაობაზე.

 

პირგასამტეხლოსთან მიმართებით მოპასუხეებმა განმარტეს, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სს „ტე-------მა“ მოვალეებს აპატია დარიცხული პირგასამტეხლო და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სს „ტე-------ის“ მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების ფაქტი და ზოგადად მოვალეების მხრიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მდგომარეობა. მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო მოსალოდნელი ფინანსური რისკები. მოპასუხეთა მითითებით, ასევე შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

2.3. შპს „პ-----მა“ და გა-–--------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სს „სო---------------------------------–-ნის“ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათთვის, როგორც თავდები პირებისათვის არ იყო ცნობილი მა-----------–--ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე არ უცნობებია. ამასთან, მოპასუხეთა განმარტებით, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ სასესხო თანხა სცდებოდა 20 000 ლარს. თავდების განმარტებით, მან არ იცის ქართული წერა-კითხვა და ხელმოწერისას განუმარტეს, რომ რუსულ ეგზემპლარს გადასცემდნენ ხელმოსაწერად მოგვიანებით, როდესაც თარგმნიდნენ ხელშეკრულებას, ამ ეტაპზე კი საჩქარო იყო ხელის მოწერა.

 

2.4. გა-–--------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N3-------------/0- დადებულია მოტყუებით, ვინაიდან გა-–--------–--ა არ ფლობს ქართულ ენას გამართულად, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისას თუ რაზე აწერდა ხელს, ვინაიდან მან მა-----------–--ის თხოვნით მოაწერა აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი და როგორც მა-----------–--ისგან იყო განმარტებული მას გამოჰქონდა სს „კო--------------------იდან“ სესხი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით და ამისათვის სჭირდებოდა ხელმოწერა, როგოც შპს „პ-----ის“ დირექტორის. არც მა-----------–--ის და არც სს „კო--------------------ის“ წარმომადგენლის ირ---–--------ს მიერ არ იქნა განმარტებული თუ რა ოდენობის თანხაზე ფორმდებოდა აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულება, ასევე აუცილებლად უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმება რუსულ ენაზე თარგმნილ ასლზე ხელმოწერასთან ერთად, რაც საქმეში საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად 2015 წლის 30 ნოემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N3-------------/0- გაფორმებული სს „კო--------------------სა“ და გა-–--------–--ას შორის წარმოადგენს ბათილ ხელშეკრულებას.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. სს „ტე-------მა“ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით განმარტა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სს „ტე-------სა“ და სს „სო---------------------------------–-ნს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რის შესაბამისადაც კრედიტორის მოთხოვნები გადაეცა ახალ კრედიტორს - სს „სო---------------------------------–-ნს“. გარიგებამ მოიცვა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება N3------------- და მის ფარგლებში გაფორმებული საბ---ო კრედიტის და უზრუნველყოფის ხელშეკრულებები. ამ მოთხოვნის მიმართ მსესხებლებს (პირად მოვალეებს) წარმოადგენდნენ შპს „მ--–--ი“, შპს „ე----ა“ და მა-----------–--ე. მესამე პირის მითითებით, სადავო ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წარმოდგენილი პოზიციის ფარგლებში მესამე პირმა განმარტა, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხე შპს „მ--–--ის“ და შპს „ოუ–--ის“ მტკიცება სს „ტე-------ის“ მონაწილეობით დადებულ გარიგებათა შესაძლო ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რამეთუ სს „ტე-------ის“ მონაწილეობით გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის იურიდიულ პირებთან, შედგენილი და შესრულებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. ამასთან, გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნებზე ვრცელდება სხვადასხვა ხანდაზმულობის ვადა მისი შინაარსის გათვალისწინებით და ასევე განსხვავებულია შეცილებაზე უფლებამოსილების მქონე პირების შეცილების ფაქტობრივი საფუძვლები. ამ თვალსაზრისით აშკარაა, რომ მოპასუხე შპს „ოუ–--ი“ და შპს „მ--–--ი“ პრეტენზიას აცხადებენ ბათილობაზე გარიგებების დადებიდან თითქმის 3 წლის გასვლის შემდეგ, რაც ცალსახად მიუთითებს ასეთი მოთხოვნების აშკარა ხანდაზმულობაზე. იმავდროულად ისინი თავად არიან გარიგების მხარეები. აქვე საყურადღებოა, რომ მათი მხრიდან სს „ტე-------თან“, როგორც კონტრაჰენტ მხარესთან, არასდროს გაცხადებულა მსგავსი პრეტენზია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2015 წლის 30 ნოემბერს ერთის მხრივ სს „კო--------------------სა“ და მეორეს მხრივ შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ას“ (წარმოდგენილი მა-----------–--ის სახით) და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3-------------, რომლითაც დადგინდა მსესხებელთა მხრიდან საბ---ო პროდუქტების (საბ---ო კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და ა.შ.) მიღების წესი, შეთანხმდა სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი პირობები და ფინანსირების პრინციპები.

 

4.1.2. ხელშეკრულებით საკრედიტო რესურსის ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა - 5 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ვადა 30.11.2035 წლამდე, არანაკლებ წლიური 1%-ისა და არაუმეტეს 36% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური ხელშეკრულება საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ;

 

4.1.3. საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (N3-------------/01), რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბორ---------------ი, დაბა ბა--------ი, და----------–-----–-ს N--, (ს/კ 6-----------);

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.1.4. 30.11.2015 წლის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად ბ---მა შპს „ოუ–--თან“ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება N3-------------/0-, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთი, მდებარე - 1) ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ. N4 (გა--------------–--–------ი) ს/კ 0---------------------- და 2) ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ. N4 (ყოფ. მდ. ვე-----------------------------------–--------------------------) ს/კ 0----------------------;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.1.5. ამასთან, საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------სა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N3-------------/03, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა მა-----------–--ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბ--–--------------------------------- (ს/კ 0----------------------);

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.1.6. საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იქნა ასევე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, კერძოდ 2015 წლის 30 ნოემბერს:

 

- სს „კო--------------------სა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/01, რომლითაც მა-----------–--ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და გა-–--------–--ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/0-, რომლითაც გა-–--------–--ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და გო--------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/03, რომლითაც გო--------–--ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და რე-------–----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/04, რომლითაც რე-------–----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/05, რომლითაც შპს „მ--–--მა“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და შპს „პ-----ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/06, რომლითაც შპს „პ-----მა“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და შპს „ე----ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/07, რომლითაც შპს „ე----ამ“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

- სს „კო--------------------სა“ და გი-------------–--–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-------------/08, რომლითაც გი-------------–--–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კო--------------------ის“ მიმართ.

 

4.1.7. თავდებობის ხელშეკრულებებით თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განაცხადები/ხელშეკრულებები;

 

4.1.8. საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------სა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ე.წ. გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება) N3-------------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 440 000 აშშ დოლარი, 01.12.20-5წ.-მდე, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

4.1.9. N3------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

4.1.10. მსესხებელს ბ----სათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი;

 

4.1.11. 2015 წლის 30 ნოემბერს საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სს „კო--------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება/საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება/ N3--------------0--, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 500 000 აშშ დოლარი, 20-4 წლის 1 აპრილამდე, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

4.1.12. მსესხებელს კრედიტის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით.

 

4.1.13. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი;

 

4.1.14. საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------სა“ და შპს „ე----ას“ შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება/საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება/ N3--------------00-, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 24 000 აშშ დოლარი, 2018 წლის 30 ნოემბრამდე, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

4.1.15. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

4.1.16. შპს „ე----ას“ კრედიტი უნდა დაეფარა ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი;

 

4.1.17. 2016 წლის 23 მაისს სს „კო--------------------ს“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს „ტე-------ი“

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქციონერთა კრების ოქმი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

4.1.18. მსესხებლებმა - მა-----------–--ემ, შპს „მ--–--მა“ და შპს „ე----ამ“ დაარღვიეს საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ კრედიტით სარგებლობის პერიოდში ხდებოდა მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

 

4.1.19. 11.08.2016 წლიდან ბ----ს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულება, მსესხებელთა მხრიდან გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან;

- შეტყობინებები;

 

4.1.20. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის (11.08.2016წ.) სს „ტე-------ის“ მიმართ:

- N3------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა-----------–--ეს ერიცხებოდა დავალიანება 453 229.32 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 434 807.60 აშშ დოლარი, სარგებელი - 16 325.83 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 095.89 აშშ დოლარი) ოდენობით;

- N3--------------00- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ--–--ს“ ერიცხებოდა დავალიანება 494 036.40 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 20 850.42 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 185.98 აშშ დოლარი) ოდენობით;

- N3--------------00- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე----ას“ ერიცხებოდა დავალიანება 22 0-9.49 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 21 184.0- აშშ დოლარი, პროცენტი - 668.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 177.31 აშშ დოლარი)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან;

 

4.1.21. 2016 წლის 27 დეკემბერს სს „ტე-------სა“ და სს „სო---------------------------------–-ნს“ შორის გაფორმდა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 30 ნოემბრის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3------------- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-------------, N3--------------0--, N3--------------00- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა სს „სო---------------------------------–-ნს“.

 

4.1.22. 27.12.2016 წლის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების თარიღის მდგომარეობით მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი იყო 925 992 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს თანხამ ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ასახვა არ ჰპოვა სს „ტე-------ის“ მიერ მოვალეებისთვის უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.1.23. მოთხოვნის დათმობის თაობაზე წერილობით ეცნობათ მოპასუხეებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 23.03.2017 წლის (სარჩელის შემოტანის თარიღი) მდგომარეობით:

- მა-----------–--ის დავალიანებამ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 482 491.64 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა - 434 807.60 აშშ დოლარი და პროცენტი - 47 684.04 აშშ დოლარი); ამასთან გენერალური ხელშეკრულების 22.05-22.06 მუხლების საფუძველზე ხელშეკრულებაზე წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად პროცენტის - 4348.08 აშშ დოლარისა და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 870 აშშ დოლარის დარიცხვა;

- შპს „მ--–--ის“ დავალიანებამ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა - 519 811.67 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 49 811.67 აშშ დოლარი); ამასთან გენერალური ხელშეკრულების 22.05-22.06 მუხლების საფუძველზე ხელშეკრულებაზე წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად პროცენტის - 4 700 აშშ დოლარისა და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 940 აშშ დოლარის დარიცხვა;

- შპს „ე----ას“ დავალიანებამ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა - 23 269.19 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა - 21 184.0- აშშ დოლარი და პროცენტი - 2 085.17 აშშ დოლარი); ამასთან გენერალური ხელშეკრულების 22.05-22.06 მუხლების საფუძველზე ხელშეკრულებაზე წარმოებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად პროცენტის - 212 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 42 აშშ დოლარის დარიცხვა;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან;

- გენერალური ხელშეკრულება საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ;

 

4.2.2. გენერალური ხელშეკრულების 22.05-22.06 პუნქტების შესაბამისად მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დავალიანების თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა მოვალეთა მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე და უსაფუძვლოა მოპასუხეთა მტკიცება ამგვარი შეთანხმების არ არსებობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით დგინდება მხარეთა ორმხრივი ნების არსებობა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კრედიტის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვასთან მიმართებით. შესაბამისად სს „სო---------------------------------–-ნის“ მოთხოვნა კრედიტის სრულად დაბრუნებამდე პროცენტის დარიცხვის წარმოებასთან მიმართებით შეესაბამება, მხარეთათვის მბოჭავ სახელშეკრულებო დათქმას, რაც ამავდროულად შესაბამისობაშია კანონისმიერ დანაწესთან (სკ-ს 403 და 868 მუხლები).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან;

- გენერალური ხელშეკრულება საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ;

 

4.2.3. მა-----------–--ე, როგორც ორი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი (ერთ შემთხვევაში დირექტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი) უფლებამოსილი იყო გარიგებათა გაფორმებისას წარმოედგინა შპს „მ--–--ი“ და შპს „ოუ–--ი“, მათ შორის ეკისრა სადავო ვალდებულებები საწარმოთა სახელით.

 

[მითითებული მოპასუხეების მიერ სადავოდ არის გამხდარი გარიგებათა ნამდვილობა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არ არსებობისა და პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების არ არსებობის საფუძვლით (სკ-ს 59-ე, 111-ე მუხლები)].

 

სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა კონკრეტულ შედავებას, რამდენადაც მათი მხრიდან ვერ დადასტურდა გარიგებათა ბათილობის საფუძვლების არსებობა. უპირველესად, სასამართლო აფასებს მა-----------–--ის უფლებამოსილებას შპს „მ--–--ის“ სახელით ეკისრა გარკვეული ვალდებულებები. სასამართლო კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით ცალსახად ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას, თითქოს ამგვარი ვალდებულებების კისრებასთან მიმართებით არ არსებობდა პარტნიორის ნება და მისთვის უცნობი იყო კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებების აღება, რამეთუ მითითებული საწარმოს 100% წილის მესაკუთრე, პარტნიორი - გი-------------–--–---–ი, სოლიდარულად თავდებია კონკრეტულ ვალდებულებასთან მიმართებით, შესაბამისად უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მოახერხა გარიგების გაფორმება კომპანიის წარმომადგენელმა. ამავდროულად პარტნიორის ინფორმირებულობა გადამწყვეტია თავად მესამე პირის - კონტრაგენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ გი-------------–--–---–ის მხრიდან სოლიდარულად ვალდებულების კისრებით მესამე პირს შეექმნა რწმენა, რომ შპს „მ--–--ის“ 100% წილის პარტნიორისათვის მისაღები იყო მა-----------–--ის, როგორც საწარმოს წარმომადგენლის მიერ გაფორმებული გარიგებები. 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე გარიგება და ცალსახაა, რომ შპს „მ--–--ის“ პარტნიორის მხრიდან მა-----------–--ეს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვა კომპანიის სახელით ეტვირთა გარკვეული ვალდებულებები, შესაბამისად გარიგებათა გაფორმების შემდგომ აღნიშნული საფუძვლით ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. გი-------------–--–---–ისათვის ცნობილი იყო გარიგებების გაფორმების თაობაზე და მისთვის ასევე, მისაღები იყო აღნიშნული ვალდებულებების კისრება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პირადად არ აიღებდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას საწარმოს ვალდებულებებისათვის. მით უფრო, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილია მინდობილობა, რომლითაც მა-----------–--ეს შპს „მ--–--ის“ დირექტორის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაედო მსგავსი ტიპის გარიგება, მათ შორის განეკარგა კომპანიის კუთვნილი აქტივები.

 

რაც შეეხება, შპს „ოუ–--ს“ კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით, შპს „მ--–--ისაგან“ განსხვავებით ცალსახად არ დასტურდება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა საწარმოს მიერ ვალდებულების კისრებასთან მიმართებით, ამასთან ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოებაზე, რომ საწარმო მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში (გენერალური ხელშეკრულება) არც მსესხებელია და არც სოლიდარულად თავდები და იგი არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი სანივთო უზრუნველყოფის - იპოთეკის საგნის მესაკუთრე, ამდენად მისი პირადი პასუხისმგებლობა კონკრეტული დავის საგანი არ არის, თუმცა, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე დაინტერესებულია კუთვნილი ქონების შენარჩუნებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა შედავებას ბ----ს არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით, მით უფრო დასტურდება, რომ შპს „ოუ–--ის“ 25% წილის მესაკუთრე გარიგების გაფორმების ეტაპისათვის იყო მა-----------–--ე, შესაბამისად კონკრეტული საწარმოს კავშირი ძირითად მსესხებლებთან მიმართებით ამ მხრივაც დასტურდებოდა და მხოლოდ დირექტორის მიერ ნების გამოვლენა ვერ მიიჩნეოდა ეჭვის საფუძვლად. ამასთანავე, არ დგინდება გარემოება, რომ კონკრეტული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება საწარმოს აქტივების 50%-ს აჭარბებს. გარდა ამისა არ დასტურდება, რომ ბ----სათვის ცნობილი იყო საწარმოს დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვისა და შესაბამისი პარტნიორთა კრების არ არსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გარიგების ბათილობას.

 

უნდა განიმარტოს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს გვაქვს, თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა მნიშვნელოვანია გაირკვეს, აღემატება, თუ არა კონკრეტული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს და იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება აჭარბებს ნორმით დადგენილ ზღვარს, სასამართლოს კვლევის საგანია პარტნიორთა მხრიდან შესაბამისი ნებართვის მინიჭების არსებობის დადგენა, დირექტორის მიერ მსგავსი ტიპის ვალდებულების კისრებასთან მიმართებით, ამასთანავე გარიგების ბათილად მიჩნევისათვის გადამწყვეტია, კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის წინაპირობების არსებობა, რომლის თანახმადაც, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. ამდენად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე გარიგების ბათილობისათვის განმსაზღვრელია კონტრაგენტის სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისადმი, კერძოდ რამდენად იყო მისთვის ცნობილი დირექტორის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

 

[„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, ასევე ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს მოითხოვს პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 47.1 მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.]

 

მნიშვნელოვანია მოხმობილი იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება N1/1/543, სადაც განმარტებულია, რომ „...მეწარმე სუბიექტთან გარიგების დადება მუდმივად არ უნდა იყოს დაკავშირებული რისკთან, რომ დირექტორის უფლებამოსილება შესაძლოა შეზღუდული აღმოჩნდეს. მესამე პირი, რომელიც შედის საწარმოსთან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, არ არის ვალდებული, შეამოწმოს საწარმოს შიდა კორპორაციული დოკუმენტები. მესამე პირებს უნდა შეეძლოთ დამატებითი შემოწმებებისა და დოკუმენტაციის მოძიების გარეშე მიიჩნიონ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია, დადოს გარიგება საწარმოს სახელით. შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანი სამოქალაქო ბრუნვის არსებობა, თუ ყველა კონტრაგენტს მოვთხოვდით გარკვეულიყვნენ კონკრეტული საწარმოს შიდა პროცედურებში და საწარმოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაში. ასეთი მიდგომა დააბრკოლებდა გარიგებების მარტივად და ეფექტიანად დადების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გაზრდიდა მხარეების ტრანზაქციულ ხარჯებს...“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინათ გარემოება, რომ სადავო გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები აღემატება მათი აქტივების ღირებულების 50%-ს, რისი დადასტურებაც გარიგების ბათილობის მომთხოვნმა სუბიექტებმა ვერ უზრუნველყვეს. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებმა ვერც კონტრაგენტის არაკეთილსინდისიერების დადასტურება უზრუნველყვეს. კერძოდ, არ დგინდება გარემოება, რომ ბ----სათვის ცნობილი იყო მა-----------–--ის უფლებამოსილების არ არსებობის თაობაზე და მით უფრო არ დასტურდება ბ----სა და მა-----------–--ის განზრახი მოქმედება საწარმოთათვის ზიანის მიყენებასთან მიმართებით. მოპასუხეთა მიერ არ წარმოდგენილა სათანადო მტკიცებულებები აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით გამორიცხავს მითითებულის გაზიარების შესაძლებლობას.

 

4.2.4. გა-–--------–--ასთან, პირადად და როგორც შპს „პ-----ის“ წარმომადგენელთან სს „კო--------------------ის“ მიერ დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ვერ მიიჩნევა ბათილ გარიგებებად, რამეთუ კონკრეტული დავის ფარგლებში არ დასტურდება მისი ბათილობის საფუძვლები.

 

სადავო ვითარებაში, გა-–--------–--ას მტკიცების საგანს წარმოადგენს ადასტუროს, მის მიერ ქართული ენის არ ცოდნის ფაქტი და მისი მხრიდან მხოლოდ ზეპირი მითითება ვერ გახდება კონკრეტული გარემოების გაზიარების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითებული პირის მიერ სოლიდარული ვალდებულება ნაკისრია, როგორც პირადად, ასევე როგორც შპს „პ-----ის“ წარმომადგენლის (დირექტორი) სახით. კონკრეტული გარემოების შესაფასებლად უპირველესად ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად სადავო ხელშეკრულებებზე, რომლებზედაც გა-–--------–--ამ ხელმოწერა განახორციელა ქართულად (ტ.1, ს.ფ. 96-101/120-125). ასევე ყურადღება უნდა მიექცეს საქმეში წარმოდგენილ შესაგებლებსა და მინდობილობას, რომლებიც შედგენილია ქართულ ენაზე, კერძოდ გა-–--------–--ას, როგორც შპს „პ-----ის“ წარმომადგენლის მიერ დამოუკიდებლად არის შედგენილი და წარმოდგენილი შესაგებელი (ტ.2, ს.ფ. 96-103). ამავდროულად უშუალოდ გა-–--------–--ას, როგორც ფიზიკური პირის შესაგებელი წარმოდგენილია შო-------------–---ს მიერ, რომელზეც გა-–--------–--ამ ქართულად გასცა მინდობილობა (ტ.2, ს.ფ. 161/ შესაგებელი ტ.2, ს.ფ. 187-195). ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ გა-–--------–--ასათვის გასაგებია ქართული ენა და ქარწყლდება მტკიცება, თითქოს მისთვის გაუგებარი იყო სადავო გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები. საგულისხმოა, გარემოება, რომ გა-–--------–--ა გარიგებათა ბათილობას ითხოვს მისი მოტყუებით დადების საფუძვლით, რასთან მიმართებითაც უპირველესად უნდა განიმარტოს, რომ მოტყუებით დადებული გარიგება მიეკუთვნება საცილო გარიგებათა რიგს, რომლის შეცილებისათვის მოითხოვება შესაბამისი ქმედების განხორციელება, რაც უცილო გარიგებისაგან განსხვავებით მხოლოდ შესაგებლის წარდგენის გზით ვერ იქნება რეალიზებული და შეცილება მოითხოვს შესაბამისი მოთხოვნის დაყენებას. გარდა აღნიშნულისა, სსკ-ს 84-ე მუხლი შეცილების განხორციელებისათვის განსაზღვრავს 1 წლიან ვადას, შეცილების საფუძვლის შესახებ ცნობის შეტყობიდან. ამასთანავე, მხარემ სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ არ იქნა მის მიერ შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი გარიგების ბათილობა განმარტა, რომ სახსრების არ არსებობის გამო გა-–--------–--ამ ვერ უზრუნველყო სარჩელის წარდგენა, რაც ერთის მხრივ ვერ მიიჩნევა საპატიო გარემოებად, ხოლო მეორეს მხრივ ამყარებს გარემოებას, რომ გა-–--------–--ასათვის მოტყუების თაობაზე ცნობილი გახდა, კონკრეტული შედავების განხორციელებამდე 1 წლით ადრე, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობას.

 

საგულისხმოა, რომ გა-–--------–--ას მის მიერ ქართული ენის არ ცოდნასთან დაკავშირებით არ უცნობებია ბ----ს თანამშრომლისათვის, ამასთან ბ----ს წარმომადგენელსაც არ დაუდასტურებია მათი მხრიდან თავდებისათვის შესაბამისი უფლების განმარტების თაობაზე ცნობის მიწოდების შესახებ, რაც იმ ვითარებაში, როდესაც თავდები პირის გვარი არაქართულენოვანია, შესაძლოა ქმნიდეს გარკვეული ეჭვის საფუძველს, თუმცა აღნიშნული ვერ გამოიწვევს სადავო გარიგების ბათილობას, რადგანაც, გა-–--------–--ამ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მის მიერ გარიგების პირობების ვერ აღქმა და შესაბამისი ნების არ გამოვლენა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადებას წინ უძღვის შესაბამისი განაცხადი. ამასთან, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცოდა, რომ თავდებობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, უბრალოდ მოტყუვდა თანხის ოდენობაში (იხ. სხდომის ოქმი).

 

4.2.5. სს „სო---------------------------------–-ნის“ მიმართ 30.11.2015 წლის გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად პასუხისმგებელნი არიან - მა-----------–--ე, შპს „მ--–--ი“, შპს „ე----ა“, გა-–--------–--ა, გო--------–--ე, რე-------–----ე, შპს „პ-----“ და გი-------------–--–---–ი. დავის ფარგლებში არ დგინდება არც ერთი მათგანის მიმართ პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი. მა-----------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებები ვერ გახდება სს „სო---------------------------------–-ნის“ კანონიერი მოთხოვნის რეალიზების დამაბრკოლებელი საფუძველი. სადავო შემთხვევაში დადგენილია საკრედიტო ხელშეკრულებათა გაფორმების ფაქტი, რომლითაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელნი არიან მოპასუხეები, რისი გაქარწყლებაც მოპასუხეთა ნაწილმა (გი-------------–--–---–ი, შპს „მ--–--ი“, შპს „ოუ–--ი“, გა-–--------–--ა და შპს „პ-----“) წარმოდგენილი შედავების პირობებში, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე ვერ უზრუნველყო. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული მოპასუხეების შედავებაზე, მათთვის, როგორც სოლიდარულად თავდები პირებისათვის კრედიტორის მიერ შესაბამისი გაფრთხილების ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით, კერძოდ თავდები პირების მტკიცებით, სს „ტე-------ს“ არ უცნობებია ძირითადი მსესხებლების მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, შესაბამისად აღნიშნულით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით ისინი პასუხისმგებელი პირები ვერ იქნებიან, თანახმად სკ-ს 90--ე მუხლისა. მოპასუხეების შპს „ოუ–--ის“ შპს „მ--–--ისა“ და გი-------------–--–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან, რამეთუ მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ძირითადი მსესხებლების მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე არ ყოფილა ცნობილი.

 

[სსკ-ს 90-.1 მუხლი - თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს].

 

კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა. მოცემულ შემთხვევაში, გი-------------–--–---–ი, როგორც სამივე ხელშეკრულებაზე სოლიდარულად თავდები პირი უნდა გათავისუფლდეს მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან მიმართებით, ასევე შპს „მ--–--ი“ 2 ხელშეკრულებასთან მიმართებით თავისუფლდება შესაბამისი პირგასამტეხლოს ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან, ხოლო შპს „ოუ–--ის“ კონკრეტული შედავება მითითებული ნორმის მოხმობის გზით მიზანშეუწონელია, რამდენადაც იგი არ არის სოლიდარულად თავდები პირი, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ სსკ-ს 90--ე მუხლი, როგორც სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა ვერ გავრცელდება.

 

სასამართლო მოპასუხეთა ნაწილის კონკრეტულ შედავებას იზიარებს და მტკიცების ტვირთს კრედიტორს აკისრებს შეტყობინების ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შეტყობინების წესი რეგულირებულია გენერალური ხელშეკრულების 31-ე მუხლით, რომლის 31.0- – 31.04 მუხლისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ გარიგების მე-17 მუხლის თანახმად წერილობითი შეტყობინების გაგზავნას ახორციელებს ბ---- მსესხებლისა და თავდების მიერ ბ----სათვის მიწოდებულ მისამართზე, ან სხვა ცნობილ მისამართზე, ან ბ----ს მიერ მოძიებულ სხვა მისამართზე და აბარებს იქ მყოფ ნებისმიერ პირს მიუხედავად შეტყობინების შინაარსისა, ამასთან ამავე მუხლის შესაბამისად შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას, ან შეუძლებელი იქნება შეტყობინების გადაცემა ადრესატის ადგილზე ერთ შემთხვევაზე მეტჯერ არ ყოფნის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ შეტყობინება, ხოლო მისი გაგზავნის, ჩაბარების ან/და ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ დასტური საქმეში არ მოიპოვება, რაც გამორიცხავს სოლიდარულად თავდებ პირთა პასუხისმგებლობას პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც შეეხება პროცენტს, იგი გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და შესაბამისად არ არსებობს მისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

5.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სკ-ის 316.1.; 317.1. მუხლები). მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

7.2. საქმეზე დადგენილია, რომ საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 ნოემბერს:

- სს „კო--------------------სა“ და მა-----------–--ეს შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 440 000 აშშ დოლარის ოდენობით, 01.12.20-5წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

- სს „კო--------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------0--, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 01.04.20-4წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

- სს „კო--------------------სა“ და შპს „ე----ას“ შორის გაფორმდა დამატებითი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------00-, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით, 30.11.2018წ-მდე ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

7.3. სსკ-ის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 896-ე მუხლის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

7.4. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში დამატებითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კო--------------------სა“ და მოპასუხეებს - მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელთა ვალდებულებისათვის სს „კო--------------------ის“ მიმართ და პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით.

 

7.5. სსკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სსკ-ის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

7.6. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხეთა მა-----------–--ის, გა-–--------–--ას, გო--------–--ის, რე-------–----ის, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ის“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

 

7.8. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე და 400-ე მუხლები). დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხეები გაფრთხილდნენ წერილობით და მიეცათ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს. მოპასუხეთა მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტის გამცემის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულებები და უდავოა, რომ მათგან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს (სესხის ძირი თანხა 925 992 აშშ დოლარი და პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი).

 

7.9. სსკ-ის 198-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 199.1 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სსკ-ის 201.1 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

 

7.10. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სს „ტე-------სა“ და სს „სო---------------------------------–-ნს“ შორის გაფორმდა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 30 ნოემბრის საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3------------- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-------------; N3--------------0--; N3--------------00- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა სს „სო---------------------------------–-ნს“. ამდენად, 27.12.2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეთა კრედიტორი (იპოთეკარი), სს „ტე-------ი“ (ყოფ. სს „კო--------------------ი“) ჩაანაცვლა სს „სო---------------------------------–-ნმა“, რომელსაც თავდაპირველი კრედიტორის მსგავსად წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხეთა მიმართ, როგორც სესხის ძირის, ასევე პროცენტის მიმართ.

 

7.11. რაც შეეხება, სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, სამივე ხელშეკრულების შესაბამისად, განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც.

 

7.12. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

7.13. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რის გამოც უნდა შემცირდეს. კერძოდ, აღძრული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სამივე ხელშეკრულებასთან მიმართებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით, რაც:

- N3------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 870 აშშ დოლარს;

- N3--------------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს- 940 აშშ დოლარს;

- N3--------------00- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 42 აშშ დოლარს.

სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში გონივრულად ვერ მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას დავალიანების მოცულობასა და დარღვევის ხარისხთან მიმართებით, ასევე ითვალისწინებს მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მათ შორის სოლიდარულად თავდები პირების შედავებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის შემცირებას 0.0-%-ამდე (10-ჯერ). სასამართლო ითვალისწინებს, იმ ფაქტსაც, რომ დავის არსებითად განხილვისას, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ამიტომ, მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.0-%, ნაცვლად 0.2%-ისა.

 

7.10. წარმოდგენილი სარჩელით, გარდა დავალიანების ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოსა მოთხოვნილია დავალიანების დაფარვამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვა, რასთან დაკავშირებითაც მიზანშეწონილია შეფასდეს გენერალური ხელშეკრულების 22.05 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, „თუკი ბ---- სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე“

 

7.11. სსკ-ის 403.1 მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებულია პროცენტის დარიცხვა ფულადი თანხის ვადის გადაცილების შემდგომაც, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, ასევე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა, რაც ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი გადააჭარბებდა კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული პროცენტის ოდენობას, ვერ ამოქმედდებოდა, მიუხედავად მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისა. არსებულ ვითარებაში სასამართლოს მიერ შემცირდა პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0.03%-მდე ოდენობით, რაც ყოველწლიურად შეადგენს ძირითადი თანხისა და პროცენტის 10.95%-ს. მაშინ, როდესაც უშუალოდ სამომავლო პროცენტის სახით მხარის მიერ მოთხოვნილია ერთ შემთხვევაში ძირითადი თანხის წლიური - 24%, ხოლო მეორე შემთხვევაში ძირითადი თანხის წლიური 25%. ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკის თანახმად, რომელიც შეეხება სსკ-ის 403-ე მუხლის განმარტებას, აღნიშნულია, რომ მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე (იხ. სუსგ, 22.10.2012წ., საქმე №ას-1701-1685-2011). ამ ნორმის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისათვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი ზიანის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა. სსკ-ს 403.1 მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება და ეს შეთანხმება უნდა იყოს მკაფიო და ცალსახად უნდა დგინდებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის ნება აღნიშნულის თაობაზე. მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 22.05 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ბ---ს უფლება აქვს, საპროცენტო სარგებლის, როგორც მიუღებელი სარგებლის დარიცხვა გააგრძელოს და იგი გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ანდა მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების, მისი დანართის მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე (იხ. სუსგ №ას-269-256-2016, 12.12.2016წ.).

 

7.12. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ზიანს წარმოადგენს სწორედ ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შემთხვევაში მიიღებდა. ამავე კოდექსის 411-ე და 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და არსებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე ცალსახად აღიარებულია კრედიტორის უფლება, პირგასამტეხლოსთან ერთად, გააჩნდეს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც.

 

7.13. სსკ-ის 286-ე და 301-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.

 

7.14. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

7.15. გადაწყვეტილების 3.1.3-3.1.6. პუნქტებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს შპს „მ--–--ის“, შპს „ოუ–--ის“, მა-----------–--ისა და რე-------–----ის საკუთრებაში არსებული და მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების იძულებითი რეალიზაცია.

 

8. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

8.1. საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით (15.03 პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბ----ს მოთხოვნას, ბ---- უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლისა და სხვა ვალდებული პირის სხვა ქონებაზე. ანალოგიურ დათქმას შეიცავს იპოთეკის ხელშეკრულებების 8.2 მუხლი.

 

8.2. სსსკ-ის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. კრედიტორის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში კი, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეთა მა-----------–--ის, გა-–--------–--ას, გო--------–--ის, რე-------–----ის, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ის“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ის სხვა ქონებაზე.

 

9. საპროცესო ხარჯები.

 

9.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

9.2. კონკრეტულ შემთხვევაში ერთი სარჩელის ფარგლებში გაერთიანებულია სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, შესაბამისად თითოეულ მათგანთან მიმართებით მოსარჩელის მიერ გადახდილია დამოუკიდებელი ბაჟი (5000-5000-5000 ლარი). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ (46.11%-ის ნაწილში), ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოპასუხეები არიან სოლიდარულად თავდები პირები (გარდა შპს „ოუ–--ისა“, რომელიც, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე უზრუნველყოფს სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას) სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ერთიანად შეფასდეს ჯამური ბაჟის განაწილების საკითხი და მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ჯამში უნდა აუნაზღაურდეს 6 916.5 ლარი. ამასთან, სარჩელის ფარგლებში მოპასუხეთა ნაწილმა (მა------------–--ე, გო--------–--ე, რე-------–----ემ და შპს „ე----ამ“) სასამართლო მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ისინი ცნობის ნაწილში თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 2487 ლარი უნდა დაეკისროთ დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად. ასევე, მოთხოვნა გი-------------–--–---–ისა და შპს „მ--–--ის“ ნაწილში პირგასამტეხლოსთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გი-------------–--–---–ი დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია 6018 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით, ხოლო შპს „მ--–--ი“ 6475 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, ხოლო მოპასუხეები შპს „პ-----ი“, შპს „ოუ–--ი“ და გა-–--------–--ა სრული მოცულობით აგებენ პასუხს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელ ბაჟთან მიმართებით, ამასთან, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 150 ლარის ოდენობით (ინდივიდუალურად არის უზრუნველყოფილი დავის საგანი).

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

10.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 24.03.2017წ. განჩინებით:

- შპს ,,მ--–--ს“ აეკრძალა საკუთრებაში არსებული ნივთების, მდებარე: ბორ---------------ი, დაბა ბა--------ი, დ-------–-----–----- (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7134 კვ.მ მიწის ნაკვეთი; შენობა-ნაგებობები 1. სასტუმრო ,,მ--–--ი’’ 800 კვ.მ. 2. საცხოვრებელი 146 კვ.მ. 3. არასაცხოვრებელი (ჯიხური) 11 კვ.მ.) (ს/კ 6-----------); ბორ---------------ი, დაბა ბა--------ი, ყ------–----------–------------------ (400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) (ს/კ 6-----------); ბრ---------------ი, დაბა ბა--------ი, ყ------–----------–------------------ (400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) (ს/კ 6-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

- მა-----------–--ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თ---–-------- ჯ---------------------------- (ფართი 110.19 კვ.მ.) (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

- რე-------–----ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის, მდებარე: ქო----–---ი, თ--------------------------- (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 390 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართი 623.10 კვ.მ.) (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

- ყადაღა დაედო მა-----------–--ის კუთვნილ - 25% წილზე შპს ,,ოუ–--ში“ (ს/ნ 2-------4); 100%-იან წილს შპს ,,ე----ა’’-ში (ს/ნ 2--------); 100%-იან წილს შპს ,,ე----ა 1“-ში (ს/ნ 4--------).

- ყადაღა დაედო გი-------------–--–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ - შპს ,,მ--–--ის“ 100%-იან წილს; მის კუთვნილ შპს ,,გ--------------------“ (2--------) 46.5% წილს; შ----------ში (ს/ნ 2--------) მისივე კუთვნილ 40%-იან წილს და შპს ,,გა-----------ს“ (ს/ნ 4--------) 75% წილს;

 

10.2. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „სო---------------------------------–-ნის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 482 491.64 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 434 807.60 აშშ დოლარი და პროცენტი - 47 684.04 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

3. მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1% პროცენტის ოდენობით - 4348.076 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

4. მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“ და შპს „ე----ას“ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.0-%-ის ოდენობით, 86.96 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

 

5. შპს „მ--–--ს“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 519 811.67 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 49 811.67 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

6. შპს „მ--–--ს“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ს დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1 პროცენტი - 4 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

7. შპს „მ--–--ს“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“ და შპს „ე----ას“ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.0-% - 94 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

8. შპს „ე----ას“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „მ--–--ას“ და გი-------------–--–---–ს დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23 269.19 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 21 184.0- აშშ დოლარი და პროცენტი - 2 085.17 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

9. შპს ,,ე----ას“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „მ--–--ას“ და გი-------------–--–---–ს დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური პროცენტი - 212 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

10. შპს „ე----ას“, მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს და შპს „პ-----ს“ დამატებითი საბ---ო კრედიტის N3--------------00- ხელშეკრულების საფუძველზე სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.0-% - 4.23 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

11. თავდებ პირთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე 5 000 000 აშშ დოლარით.

 

12. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:

- შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ბორ---------------ი, დაბა ბა--------ი, და----------–-----–-ს ქ. N-- (ს/კ 6-----------);

- შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ-------, (გა--------------–--–------ი) (ს/კ 0----------------------);

- შპს „ოუ–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გა--–---–-ს ქ------- (ყოფ. მდ. ვე-----------------------------------–--------------------------) (ს/კ 0----------------------);

- მა-----------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბ--–--------------------------------- (ს/კ 0----------------------);

 

13. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების მა-----------–--ის, გა-–--------–--ას, გო--------–--ის, რე-------–----ის, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ის“, შპს „ე----ასა“ და გი-------------–--–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.

 

14. სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ მა-----------–--ეს, გა-–--------–--ას, გო--------–--ეს, რე-------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ას“, გი-------------–--–---–სა და შპს „ოუ–--ს“ სოლიდარულად გადახდეთ 2487 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

15. სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ გა-–--------–--ას, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ს“, გი-------------–--–---–სა და შპს „ოუ–--ს“ სოლიდარულად გადახდეთ 3531 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

16. სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ გა-–--------–--ას, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ს“ და შპს „ოუ–--ს“ სოლიდარულად გადახდეთ 457.5 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

17. სს „სო---------------------------------–-ნის“ სასარგებლოდ გა-–--------–--ას, შპს „პ-----ს“ და შპს „ოუ–--ს“ სოლიდარულად გადახდეთ 441 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

19. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე