გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5---18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - შპს „ეს----------ი“
წარმომადგენლები - ალ--------------------–--ე, გი-------–-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - ლა–-----–------ი, არ---–---------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გი----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N2---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანება;
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე (იხ. 2018 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 25 აპრილის №მ---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ეს----------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2006 წლის პირველი იანვრიდან 2008 წლის პირველ იანვრამდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2006 და 2007 წლების საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურის 2012 წლის 22 ოქტომბრის №2---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 77618.09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 25 აპრილის №მ---- ბრძანება (ს.ფ.154-156);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ.127-153);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის №2---- ბრძანება (ს.ფ.123-125);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.73).
3.2. შპს „ეს----------მა“ 2012 წლის 26 ოქტომბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვარის №5-- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბუღალტრო პროგრამაში ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვარის №5-- ბრძანება (ს.ფ.70-71).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვარის №5-- ბრძანების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 იანვრის დასკვნა და გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 30 იანვრის №3--- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „ეს----------ს“ შეუმცირდა სულ 10770 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 იანვრის დასკვნა (ს.ფ.69);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 30 იანვრის №3--- ბრძანება (ს.ფ.67-68);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 30 იანვრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.74).
3.4. შპს „ეს----------მა“ 2013 წლის 5 თებერვალს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვარის №5-- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.179-184).
3.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ნოემბრის №6---- ბრძანებით შპს „ეს----------ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ნოემბრის №6---- ბრძანება (ს.ფ.176-178).
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ნოემბრის №6---- ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 6 მაისს შედგა დასკვნა. ამასთან, შპს „ეს----------ის“ მიმართ გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №2---- ბრძანება და №6---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 7542.01 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 6 მაისის დასკვნა (ს.ფ.169-175);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №2---- ბრძანება (ს.ფ.167-168);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №6---- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.75).
3.7. შპს „ეს----------მა“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №6---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №3---- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №3---- ბრძანება (ს.ფ.120-122).
3.8. შპს „ეს----------მა“ 2014 წლის 31 ივლისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 ივლისის №3---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №6---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.106-111).
3.9. შპს „ეს----------მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 ოქტომბრის №0------ „საგადასახადო მოთხოვნის“, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის №5-- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც გადასახადის გადამხდელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ეს----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ეს----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 ოქტომბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის №5-- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 2007 წლის დეკემბერში შეძენილი საქონლის ამავე პერიოდის რეალიზაციაში ჩართვის შედეგად მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში დამატებითი თანხების დარიცხვა. დარიცხვის საფუძველს კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით საწარმოს სასაქონლო - მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი არ გააჩნია, დეკემბერში შეძენილი აქვს 40 256 ლარის ღირებულების საქონელი, ამავე პერიოდში მიღებული შემოსავალი სულ შეადგენს 14 668 ლარს და ვინაიდან საქონლის ნაშთი არ არის პერიოდის ბოლოს დეკლარაციაში მითითებული, ითვლება, რომ დეკემბერში შეძენილი საქონელი მთლიანად რეალიზებულია, რაც ერთობლივ შემოსავალში არ არის ჩართული.
პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი მხარე ადმინისტრაციულ ორგანოებში სადავო საკითხის განხილვისას აპელირებდა, რომ დეკლარაციაში ნაშთის არსებობის პირობებში, წლის ბოლოს შეცდომით დააფიქსირა ნული. საქონლის რეალიზაცია განახორციელა 2008 წელს, რაც ასახა იმავე წლის დეკლარაციაში და მოახდინა მისი შესაბამისი (მოგების და დამატებული ღირებულების) გადასახადის გადახდა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კი სადავო აქტები გამოსცეს ისე, რომ არ გამოურკვევიათ მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ სახეზე ხომ არ არის ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა შესაძლებლობას, არსებითად თვითონ გადაწყვიტოს სადავო საკითხი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით, კერძოდ, შპს „ეს----------ის“ მიერ სადავო საქონლის რეალიზაცია ხომ არ იქნა განხორციელებული 2008 წელს და შესაბამისად, იგი ხომ არ არის ასახული იმავე წლის დეკლარაციაში.
პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ინდივიდუალური მეწარმე მუ--------–--–--ის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ 2014 წლის 14 აპრილს მიღებული №2----- ბრძანება და შემოწმების აქტი (2014 წლის 04 აპრილი) იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტურ საქმეებზე მიღებულია განსხვავებული გადაწყვეტილებები. პალატის მოსაზრებით, საკითხის ხელახალი განხილვისას, საგადასახადო ორგანომ, ასევე, უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და გამოარკვიოს შპს „ეს----------ის“ მიმართ გადაწყვეტილება მიღებული ხომ არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად, რომელიც ადგენს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება №3-------- საქმეზე (ს.ფ.83-89);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ.91-102);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინება (ს.ფ.104-105).
3.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2016 წლის 8 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია 2008 წელს რეალიზებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დგინდება შპს „ეს----------ის“ მიერ სადავო საქონლის (2007 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი 40256 ლარის ღირებულების) 2008 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზების ან/და დეკლარირების ფაქტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „ეს----------ს“ დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25120.99 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის დასკვნა (ს.ფ.79-82);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება (ს.ფ.78);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.76-77).
3.11. შპს „ეს----------მა“ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია 2008 წელს რეალიზებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების ფაქტობრივი საფუძველი, ამდენად ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანება (ს.ფ.117-119).
3.12. შპს „ეს----------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ.30-34).
3.13. შპს „ეს----------ის“ 2008 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაცია“ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2009 წლის 31 მარტს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 312689 ლარი, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 0-ის ტოლია, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 28370.
2007 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაცია“ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2008 წლის 3 აპრილს, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 289467 ლარი, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 4960-ის ტოლია, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ეს----------ის“ 2008 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაცია“ (ს.ფ.208);
- შპს „ეს----------ის“ 2007 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაცია“ (ს.ფ.209).
3.14. სსიპ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 2018 წლის 19 ივლისის №7------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში ინახება შპს „ეს----------ის“ 2008 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მასზე რიცხული სალარო აპარატიდან ფისკალური ამონაწერით 2008 წლის პირველი იანვრიდან 31 იანვრის პერიოდზე, ხოლო ზედნადებები საარქივო სამმართველოში არ ინახება, რადგან მათი წარმოდგენა გადამხდელისთვის სავალდებულო არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 2018 წლის 19 ივლისის №7------------ სამსახურებრივი ბარათი (ს..ფ.266).
3.15. შპს „ეს----------ის“ 2008 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 5406 ლარი და დღგ-საგან გათავისუფლებულმა ბრუნვამ - 10882.75 ლარი, ადგილობრივი მომწოდებლისათვის გადახდილმა დღგ-მ შეადგინა 1882,53 ლარი.
2007 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 42.88 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2007 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 34.54 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2007 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 358.03 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2007 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ გადაიხადა 75.50 ლარი - გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 11 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 126.13 ლარისა და 222.42 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 12 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 395.83 ლარის, 138.31 ლარის, 100.81 ლარის, 161.10 ლარის, 582.53 ლარის და 10 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 15 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 48.14 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 16 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 89.44 ლარის და 55.76 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 17 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 128.77 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 18 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 294.07 ლარისა და 123.68 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 19 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 39.15 ლარისა და 37.29 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 20 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 74.95 ლარისა და 573.66 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 21 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 76.69 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 26 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 81.76 ლარის, 17.80 ლარისა და 1696.98 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 28 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 424.58 ლარის, 22.88 ლარის, 466.62 ლარის, 102.17 ლარისა და 57.63 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 29 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 320 ლარისა და 88.64 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 30 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 92.35 ლარისა და 129.57 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 31 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 158.52 ლარის, 1970.34 ლარის, 19.49 ლარისა და 678.73 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ეს----------ის“ 2008 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ.267-310).
3.16. „შპს „ეს----------სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს საოქმო განჩინებით მოთხოვნილი საკითხის შესახებ“ ინფორმაციის თანახმად, შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ შპს „ეს----------ის“ კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატის (ორიონ-1003) ფისკალური მეხსიერების ამონაწერში 2008 წლის იანვრის თვის ბრუნვა დაფიქსირებულია 8825,5 ლარი; შპს „ეს----------ის“ კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარტის (ორიონ-1003) ფისკალური მეხსიერების ამონაწერში 2008 წლის მთლიანი ბრუნვა დაფიქსირებულია 186346,68 ლარი; შპს „ეს----------ის“ მიერ წარდგენილი 2008 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5406 ლარი, განთავისუფლებული ბრუნვა 10883 ლარს, სულ ბრუნვა შეადგენს 16289 ლარს; შპს „ეს----------ის“ მიერ წარდგენილი 2008 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ შეადგენს სულ 109478 ლარს, განთავისუფლებული ბრუნვა სულ 178130 ლარს, სულ ბრუნვა შეადგენს 287608 ლარს; შპს „ეს----------ის“ მიერ წარდგენილი 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 312682 გამოქვითვები სულ 341179 ლარს, დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 20%-ს; შპს „ეს----------ის“ მიერ სადავო 40256 ლარის ღირებულების საქონლის 2007 წლის საბოლოო და 2008 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებში გათვალისწინების შემთხვევაში, 2008 წლის საანგარიშო პერიოდში საშუალო ფასნამატის მაჩვენებელი შემცირდებოდა 4%-მდე, ხოლო 2006 და 2007 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი შეადგენდა შესაბამისად 42%-ს და 25%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ ვერ დგინდება სადავო 40256 ლარის ღირებულების საქონლის 2008 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზაციის ან/და დეკლარირების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „შპს „ეს----------სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს საოქმო განჩინებით მოთხოვნილი საკითხის შესახებ“ ინფორმაცია (ს.ფ.330-331).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ეს----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართელოს ორგანული კანონის მე-4 მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე და 96-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-10, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N2---- ბრძანება, 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა, 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონდებლო ჩანაწერები ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო მოთხოვნას. აღნიშნული დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (იხ. IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; . Burdov v. Russia, §34;).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით, კერძოდ, შპს „ეს----------ის“ მიერ სადავო საქონლის რეალიზაცია ხომ არ იქნა განხორციელებული 2008 წელს და შესაბამისად, იგი ხომ არ არის ასახული იმავე წლის დეკლარაციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 2007 წლის დეკემბერში შეძენილი საქონლის ამავე პერიოდის რეალიზაციაში ჩართვის შედეგად მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში დამატებითი თანხების დარიცხვა. დარიცხვის საფუძველს კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით საწარმოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი არ გააჩნია, დეკემბერში შეძენილი აქვს 40256 ლარის ღირებულების საქონელი, ამავე პერიოდში მიღებული შემოსავალი სულ შეადგენს 14668 ლარს და ვინაიდან საქონლის ნაშთი არ არის პერიოდის ბოლოს დეკლარაციაში მითითებული, ითვლება, რომ დეკემბერში შეძენილი საქონელი მთლიანად რეალიზებულია, რაც ერთობლივ შემოსავალში არ არის ჩართული.
პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი მხარე ადმინისტრაციულ ორგანოებში სადავო საკითხის განხილვისას აპელირებდა, რომ დეკლარაციაში ნაშთის არსებობის პირობებში, წლის ბოლოს შეცდომით დააფიქსირა ნული. საქონლის რეალიზაცია განახორციელა 2008 წელს, რაც ასახა იმავე წლის დეკლარაციაში და მოახდინა მისი შესაბამისი (მოგების და დამატებული ღირებულების) გადასახადის გადახდა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კი სადავო აქტები გამოსცეს ისე, რომ არ გამოურკვევიათ მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ სახეზე ხომ არ არის ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები.
პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ინდივიდუალური მეწარმე მუ--------–--–--ის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ 2014 წლის 14 აპრილს მიღებული №2----- ბრძანება და შემოწმების აქტი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტურ საქმეებზე მიღებულია განსხვავებული გადაწყვეტილებები. პალატის მოსაზრებით, საკითხის ხელახალი განხილვისას, საგადასახადო ორგანომ ასევე უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და გამოარკვიოს შპს „ეს----------ის“ მიმართ გადაწყვეტილება მიღებული ხომ არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად, რომელიც ადგენს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2016 წლის 8 ივლისის დასკვნაში, არც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა იმაზე, რომ ი/მ მუ--------–--–--ისა და შპს „ეს----------ის“ საქმეები არის თუ არა იდენტური და ადგილი ხომ არ ჰქონია მათ მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ი/მ „მუ--------–--–--ის“ მიმართ 2012 წლის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა გამოწვეული არ ყოფილა 2011 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (48119 ლარი) 2012 წლის საწყისი ნაშთად გადატანა. ერთობლივი შემოსავლის ზრდა გამოიწვია ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ზრდამ, რაც დასტურდება ი/მ „მუ--------–--–--ის“ საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერისა და საბანკო ამონაწერის საფუძველზე და რაც თავად გადამხდელს დეკლარირებისას არ ჰქონდა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება 48 119 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალურ მარაგებს, 2012 წლის საწყის ნაშთად გადმოტანილ იქნა იმ გარემოების გამო, რომ გადამხდელს 2012 წლის დასაწყისში შეძენის განუხორციელებლად აღენიშნებოდა გარკვეული ოდენობის რეალიზაციები, რაც ნულოვანი საწყისი ნაშთის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. (იხ. ს.ფ.243-245). ხოლო შპს „ეს----------ის“ 2011 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2007 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით საწარმოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი არ გააჩნია, დეკემბერში შეძენილი აქვს საქონელი თანხით 40256 ლარი, ამავე პერიოდში მიღებული შემოსავალი სულ შეადგენს 14668 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საქონლის ნაშთი არ არის პერიოდის ბოლოს, ითლება, რომ დეკემბერში შეძენილი საქონელი მთლიანად რეალიზებულია რაც ერთობლივ შემოსავალში არ არის ჩართული. გამოვლინდა დამატებით დასარიცხი თანხა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. 2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. 3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ემსახურება ადმინისტრაციული-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებების დაცვას, რომლის დარღვევასაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონიერი, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი, არამედ აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, რითაც საგადასახადო ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2016 წლის 8 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია 2008 წელს რეალიზებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დგინდება შპს „ეს----------ის“ მიერ სადავო საქონლის (2007 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი 40256 ლარის ღირებულების) 2008 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზების ან/და დეკლარირების ფაქტი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „ეს----------ს“ დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25120.99 ლარი. შპს „ეს----------ის“ მიერ აღნიშნული ინდივიდუალ ადნმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო სამართლებრივი აქტები ძალაში დარჩა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად შპს „ეს----------ის“ 2007 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაციის“ მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა ნულს და 2008 წლის საანგარიშო წლის „მოგების გადასახადის დეკლარაციის“ თანახმად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა საგადასახადო ორგანოებში დაცული სხვა ინფორმაცია, როგორიცაა შპს „ეს----------ის“ 2008 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მასზე რიცხული სალარო აპარატიდან ფისკალური ამონაწერით 2008 წლის პირველი იანვრიდან 31 იანვრის პერიოდზე. საგადასახადო ორგანოს, ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ შპს „ეს----------ის“ ზედნადებები საარქივო სამმართველოში არ ინახება, რადგან მათი წარმოდგენა გადამხდელისთვის სავალდებულო არ იყო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ეს----------ის“ 2008 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 5406 ლარი და დღგ-საგან განთავისუფლებულმა ბრუნვამ - 10882.75 ლარი, ადგილობრივი მომწოდებლისათვის გადახდილმა დღგ-მ შეადგინა 1882,53 ლარი.
2007 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 42.88 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2007 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 34.54 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2007 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 358.03 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2007 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ გადაიხადა 75.50 ლარი - გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
2008 წლის 11 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 126.13 ლარისა და 222.42 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 12 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 395.83 ლარის, 138.31 ლარის, 100.81 ლარის, 161.10 ლარის, 582.53 ლარის და 10 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 15 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 48.14 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 16 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 89.44 ლარის და 55.76 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 17 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 128.77 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 18 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 294.07 ლარისა და 123.68 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 19 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 39.15 ლარისა და 37.29 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 20 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 74.95 ლარისა და 573.66 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 21 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 76.69 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 26 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 81.76 ლარის, 17.80 ლარისა და 1696.98 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 28 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 424.58 ლარის, 22.88 ლარის, 466.62 ლარის, 102.17 ლარისა და 57.63 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 29 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 320 ლარისა და 88.64 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 30 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 92.35 ლარისა და 129.57 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე). 2008 წლის 31 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს „ეს----------მა“ შეიძინა 158.52 ლარის, 1970.34 ლარის, 19.49 ლარისა და 678.73 ლარის ღირებულების საქონელი (დღგ-ს და აქციზის გარეშე).
შპს „ეს----------სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს საოქმო განჩინებით მოთხოვნილი საკითხის შესახებ“ ინფორმაციის თანახმად, შპს „ეს----------ის“ კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატის (ორიონ-1003) ფისკალური მეხსიერების ამონაწერში 2008 წლის იანვრის თვის ბრუნვა დაფიქსირებულია 8825,5 ლარი; შპს „ეს----------ის“ კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარტის (ორიონ-1003) ფისკალური მეხსიერების ამონაწერში 2008 წლის მთლიანი ბრუნვა დაფიქსირებულია 186346,68 ლარი; შპს „ეს----------ის“ მიერ წარდგენილი 2008 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5406 ლარი, განთავისუფლებული ბრუნვა 10883 ლარს, სულ ბრუნვა შეადგენს 16289 ლარს. შპს „ეს----------ის“ მიერ წარდგენილი 2008 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ შეადგენს სულ 109478 ლარს, განთავისუფლებული ბრუნვა სულ 178130 ლარს, სულ ბრუნვა შეადგენს 287608 ლარს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ეს----------ის“ მიერ 2008 წლის თვეში რეალიზებული საქონელი აღემატება იანვრის თვეში შეძენილ საქონელის ღირებულებას, რაც ქმნის ვარაუდს იმისა, რომ შპს „ეს----------ის“ 2008 წლის საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ცალსახად დაუდგენლობისას, საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით, არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა თუ ვარაუდს, რამეთუ ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია პირისთვის დამატებითი ვალდებულებების განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ცალსახად არ დასტურდება, დაუშვებელია მის მიმართ დამატებითი დარიცხვის განხორციელება.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 754 (შვიდასორმოცდათოთხმეტი) ლარი, რომლის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „ეს----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N2---- ბრძანება, 2016 წლის 12 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა, 2016 წლის 27 სექტემბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 754 (შვიდასორმოცდათოთხმეტი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე