გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.02.2019
საქმის ნომერი
820310919002822463
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310919002822463

№3-06/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

განმცხადებელი - ი---- ყ------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ--–- ქ---------ე, თ----- ქ---------ე

 

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. განცხადების მოთხოვნა

 

1.1. დამცავი ორდერის გამოცემა.

 

ი---- ყ------ის განმარტებით, 2002 წლის 15 ოქტომბრიდან იგი არარეგისტრირებულ, ხოლო 2014 წლის 07 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--–- ქ---------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. ქორწინების შემდეგ მეუღლესთან და მეუღლის დედასთან ურთიერთობა დაეძაბა, თავიდან მას მეუღლე და დედამთილი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. უმიზეზოდ ეჩხუბებოდნენ. შვილების გამო ბევრს ითმენდა, მაგრამ მდგომარეობა უფრო გართულდა. პირველი შვილი დაიბადა გულის მანკით და დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რაშიც ოჯახისწევრები ადანაშაულებდნენ ი---- ყ------ს. მეორე შვილზე დაფეხმძიმების შემდეგ მეუღლე და დედამთილი აიძულებდნენ აბორტის გაკეთებას და ბავშვის მოშორებას, რაზეც ი---- ყ------მა კატეგორიული უარი განაცხადა, საბოლოოდ კი იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის ოჯახი და გადასულიყო საცხოვრებლად მშობლების ოჯახში. ერთი წლის შემდეგ ახლობლების ჩარევით მეუღლეები შერიგდნენ. მიუხედავად შერიგებისა ი---- ყ------ის მიმართ კვლავ გრძელდებოდა ძალადობა.

 

ი---- ყ------ი იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. 2018 წლის 24 დეკემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი გ--–- ქ---------ის მიმართ, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს თ----- ქ---------ის მიმართ. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ი---- ყ------ის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. 2018 წლის 26 ნოემბერს ი---- ყ------ი მოთავსებულ იქნა თავშესაფარში. ამ ეტაპზე ი---- ყ------ს წასასვლელი არსად არ აქვს, ის რჩება დაუცველი და შიშობს, რომ გ--–- ქ---------ე და თ----- ქ---------ე კვლავ განახორციელებენ მასზე ძალადობას. შესაბამისად, ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას 06 (ექვსი) თვის ვადით, რათა გ--–- ქ---------ეს (პ/№-----------) და თ----- ქ---------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოთ მსხვერპლთან, ი---- ყ------თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ი---- ყ------ი იმყოფება; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------თან რაიმე ფორმით ურთიერთობა, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------ის მიმართ იძულების გამოყენება ნებისმიერი ფორმით ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის - გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციის თანახმად არ ეთანხმებიან ი---- ყ------ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და განმარტავენ, რომ მათი მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა განხორციელებული განმცხადებლის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განმცხადებელი ი---- ყ------ი და მოწინააღმდეგე მხარე გ--–- ქ---------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 8);

 

3.1.2. 2018 წლის 26 დეკემბრის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს წერილის თანახმად ი---- ყ------ის განცხადების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ასევე გამოცემული იქნა №008771 და №008772 შემაკავებელი ორდერები და მსხვერპლი ი---- ყ------ი არასრულწლოვან ოთხ შვილებთან ერთად მოტავსდა თავშესაფარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.12.2018 წლის საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს წერილი (ს.ფ 11);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. შემაკავებელი ორდერების გამოცემიდან დღემდე ი---- ყ------თან რაიმე სახის კონტაქტის დამყარების მცდელობას ან რაიმე სახის ძალადობას გ--–- და თ----- ქ---------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---- ყ------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი გაიცემა, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმენაირი ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ, სასამართლოსათვის განცხადებით მომართვის პერიოდში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს, თავის მხრივ, ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

ხსენებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს - მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ი---- ყ------ი ითხოვს გ--–- ქ---------ეს (პ/№-----------) და თ----- ქ---------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოთ მსხვერპლთან, ი---- ყ------თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ი---- ყ------ი იმყოფება; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------თან რაიმე ფორმით ურთიერთობა, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა; გ--–- ქ---------ეს და თ----- ქ---------ეს აეკრძალოთ ი---- ყ------ის მიმართ იძულების გამოყენება ნებისმიერი ფორმით ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ი---- ყ------ი განმარტავს, რომ გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, რაზეც 2018 წლის 24 და 26 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა №008771 და №008772 შემაკავებელი ორდერები გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მიმართ, მსხვერპლი ი---- ყ------ი , თუმცა მისივე განმარტებით მას შემდეგ არანაირ ზეწოლას ან კომუნიკაციის დამყარებას ადგილი არ ჰქონია.

 

სამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მხოლოდ ვარაუდი, რომ შესაძლოა გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მხრიდან მომავალში ქონდეს ადგილი ნებისმიერი ფირმის ძალადობას, ვერ გახდება ავტომატურად გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მოძალადედ მიჩნევის საფუძველი, იმდენად რამდენადაც დამცავი და შემაკავებელი ორდერი ემსახურება ოჯახის წევრთა შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის დროებით მოწესრიგებას და არა პირისათვის მოძალადის სტატუსის სამუდამოდ მინიჭებას. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების საფუძველია რეალურად განხორციელებული ძალადობის ფაქტების არსებობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით. ასევე, ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა ძალადობის ნიშნების არსებობას და საფრთხეს, ი---- ყ------ის მიერ კი საქმეზე ვერ მოხდა ვერცერთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა გ--–- ქ---------ისა და თ----- ქ---------ის მიერ მის მიმართ მომავალში დამცავი ორდერის გამოუყენებლობის შემთხვევაში ძალადობის შესძლო განხორციელების საფრთხეს.

 

საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გ--–- ქ---------ის და თ----- ქ---------ის მხრიდან ი---- ყ------ის მიმართ მომავალში ადგილი შეიძლება ჰქონდეს რაიმე ფორმით ძალადობას, აღნიშნული არც საქმის მასალებით არ დასტურდება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ი---- ყ------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი---- ყ------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი