განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/143-2018
# 038210518001
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----- რ-----ის ასული ო-----–---–ი, დაბადებული 1998 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ.ხაშურში, სანაპიროს ქ.N5-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ხაშურში, პირველი მაისის ქ.N10-ში.
ადვოკატი - ლ----------------–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები.
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ თ----- ო-----–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
თ----- ო-----–---–მა, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას მთვრალ მდგომარეობაში, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: - 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:40 საათზე, ქ. ხაშურში, სარაჯიშვილის ქუჩაზე გამავალ შიდა საქალაქო გზაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობდა „ოპელ ვექტრას ფირმის ავტომანქანა სახ.NJMJ-911, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ----- ო-----–---–ი. მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის გვერდულზე და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა ი-–------------–-–---–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო მგზავრმა ჟუჟუნა ო-----–---–მა,- სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ე.ი. თ----- ო-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
თ----- ო-----–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმე გიორგი ლომსაძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების: ჟუჟუნა ო-----–---–ის და ი-–------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიურ -ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N802/ა დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003899018 და N003899518 დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ თ----- ო-----–---–ს შორის, ადვოკატ ლ----------------–ის მონაწილეობით.
პროკურორმა თ---------ემ 2018 წლის 17 სექტემბერს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ თ----- ო-----–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: თ----- ო-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი. მასვე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პროკურორმა თ---------ემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული თ----- ო-----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ----------------–ი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული თ----- ო-----–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ თ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ თ----- ო-----–---–ს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. თ----- ო-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი. მასვე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ თ----- ო-----–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. გაუქმდეს თ----- ო-----–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
6. ავტომანქანა ”ოპელ ვექტრა”, სახ.NJMJ-911, რომელიც გადაყვანილია „გორი სიტის“ სპეც ავტოსადგომზე და ფულადი თანხა 4,55 ლარი, რომელიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ავტომანქანის სავარძლებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს,რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი