განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
330100118002771013
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნი - თეონა აბულაძე, ნატო ზერეკიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------– ნ-–------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ---- კ----------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 9------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ზ-----–--–---–------------------------ში.

 

ადვოკატი - ს------- ჯ--------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 3 ნოემბერს საღამოს საათებში, თბილისში, ი-–-------------ის ქუჩა №---ში მდებარე კაფე ,,კ-----–---თან“ ლ----ი კ----------–---–მა მეუღლეს გ---–- კ-------–---ს სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რამაც გ---–- კ-------–---ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვუა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლ---- კ----------–---–ი მეუღლეს გ---–- კ-------–---ს თანაცხოვრობის პერიოდში აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, რამაც გ---–- კ-------–---ის ტანჯვა გამოიწვია.

 

2018 წლის 3 ნოემბერს საღამოს საათებში, თბილისში, ი-–-------------ის ქუჩა №---ში მდებარე კაფე ,,კ-----–---თან“ ლ----ი კ----------–---–ი მეუღლეს გ---–- კ-------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც გ---–- კ-------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ლ---- კ----------–---–ს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

3.1. დაზარალებულმა გ---–- კ-------–---მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე ლ---- კ----------–---–მა განმარტა, რომ გ---–- კ-------–---ი 14 წელია მისი მეუღლეა, ჰყავთ ორი შვილი, 6 წლის და 13 წლის. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და შემდეგშიც მასთან აპირებს ცხოვრებას. ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხოფა არ მიუყენებია, მხოლოდ სიტყვიერად შეკამათდნენ, იყო ხმამაღალი საუბარი, აღნიშნული მოხდა მ----–---–ის ქუჩაზე. გ---–- კ-------–---ის გარდა ადგილზე იყო გ------- დ---–--ე და მისი მეუღლე ს------- ყ---------ე, მაგრამ შელაპარაკებას არ შესწრებიან, მოშორებით იდგნენ, კონფლიქტი ან ფიზიკური შეხება, რომ ყოფილიყო აუცილებლად დაინახავდნენ. გ---–- კ-------–---ს სიცოხლის მოსპობით არ დამუქრებია და არ უთქვამს სიტყვები ,,თავი ხომ არ მოგბეზრებია და პოლიციაში რეკავ“. შელაპარაკების დროს გ---–- კ-------–---ს პოლიციაში არ დაურეკავს, მობილური ჰქონდა თუ არა თან არ იცის. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რითიც დადგენილია რომ გ---–- კ-------–---ს სახის არეში დაზიენაბა აქვს, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას დაზიანება არ მიუყენებია.

 

3.3. ბრალდებულმა ლ---- კ----------–---–მა და მისმა ადვოკატმა, მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ ბრალდებული არ აღიარებს ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებული კატეგორიულად გამორიცხავს მეუღლისთვის მუშტის დარტყმას და მუქარის ფაქტს. ადვოკატის განმარტებით მთავარმა მოწმემ დაზარალებულმა დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული მისი უფლება და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მტკიცებულებები უდავოდ არის ცნობილი ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სხვა მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილ შესაძლო დანაშაულების ჩადენას, იქიდან გამომდინარე, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისობის, უტყუარობის თვალსაზრისით არ არის, მიუხედავას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომლითაც არ დგინდება რა ვითარებაში და უშუალოდ ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ იქმნება მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საფუძველი გახდება ლ---- კ----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

 

4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. ლ---- კ----------–---–ის ბრალდების მტკიცებულებებია: შეტყობინებები №------- №-------, პაციენტის სამედიცინო ბარათი №----, დ------ კ-----–---–ის, ნ----- ზ----ის, მ------ კ-----–---–ის, ი-–--------ის, ბ--- დ-------ას, ს------- ყ---------ის, ი-----–--- ნ-–-----ის და გ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 4 ნოემბრის პატაკი, 2018 წლის 4 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა, ქორწინების მოწმობა, 2018 წლის 16 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები.

 

4.2. ზემოაღნიშნული ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ლ---- კ----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ ლ---- კ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- კ----------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

5.2. სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ---- კ----------–---–ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. ფატქის შემსწრე პირდაპირმა მოწმემ დაზარალებულმა - გ---–- კ-------–---მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი დ------ კ-----–---–ი და მ------ კ-----–---–ი გამოკითხვის ოქმში საერთოდ არ საუბრობენ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ - გ---–- კ-------–---ის მისამართის დამუქრების ფაქტთან დაკავშირებით. რა შეეხება ნ----- ზ----ეს, გამოკითხვის ოქმში მიუთითებს - ,,მამაკაცი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით“, მაგრამ არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ძალადობითი ქმედების ჩადენით დაემუქრა. ასევე კაფე ,,კ-----–---ში“ ბრალდებულ ლ---- კ----------–---–თან და დაზარალებულ გ---–- კ-------–---თან ერთად მყოფმა ს------- ყ---------ემ და გ------- დ---–--ემ გამოკითხვის ოქმში განმარტეს, რომ ფაქტს არ შესწრებიან და არაფერს განმარტავენ ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის მუქარაზე.

 

5.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, აუცილებელია ბრალდებულის მხრიდან დადგენილიყო მეუღლის - გ---–- კ-------–---ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, ასევე უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული სახეზე არ გვაქვს.

 

5.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ---- კ----------–---–ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლი 1-ლი ნაწილით, შესაბამისად ბრალდებული ლ---- კ----------–---–ი უნდა გამართლდეს.

 

5.7. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, მაგრამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლთან დაკავშირებითაც სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ---- კ----------–---–ის მხრიდან გ---–- კ-------–---ის მიმართ ძალადობას და სისტემატიურ შეურაცხყოფას. ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც ფატქის შემსწრე პირდაპირმა მოწმემ დაზარალებულმა - გ---–- კ-------–---მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება.

 

5.9. ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებითაც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებიც ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი დ------ კ-----–---–ი და მ------ კ-----–---–ი და ნ----- ზ----ე გამოკითხვის ოქმში განმარტავენ, რომ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან დარტყმის ფაქტი არ დაუნახავთ, გაიგონეს მხოლოდ გ---–- კ-------–---ის ყვირილი ,,რას შვები ხელი როგორ დამარტყიო“. ზემოაღნიშნული მოწმეები მიუთითებენ მხოლოდ, რომ დაინახეს უცნობი მამაკაცი თუ როგორ ეჯიკავებოდა მათთვის უცნობ ქალბატონს. ასევე ბრალდებულ ლ---- კ----------–---–თან და დაზარალებულ გ---–- კ-------–---თან ერთად მყოფი ს------- ყ---------ე და გ------- დ---–--ე განმარტავენ, რომ უშუალოდ დარტყმის ფაქტი არც მათ დაუნახავთ. ს------- ყ---------ის თქმით გ---–- კ-------–---მა უთხრა, რომ ბრალდებულმა ხელი დაარტყა სახის არეში. ასევე დაზარალებულის დედის - ი-----–--- ნ-–-----ის განმარტებით, მან გ---–- კ-------–---ის მონაყოლით გაიგო, რომ ბრალდებულმა მუშტი დაარტყა სახის არეში თვალთან.

 

5.10. ცხადია, ასეთი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

5.11. 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

5.12. ,,როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული”.

 

5.13. განსახილველ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 3 ნოემბრის გ---–- კ-------–---ის ელექტრონულ შეტყობინება, თუმცა როგორც აღინიშნა თავად გ---–- კ-------–---მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად რთულია საუბარი აღნიშნული მტკიცებულების ძალაზე. ასევე წარმოდგენილია პაციენტის სამედიცინო ბარათი სადაც აღწერილია, რომ პაციენტი უჩიოდა ტკივილს მარცხენა ლოყის არეში, მისი გადმოცემით მეუღლემ დაარტყა მუშტი, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლიც მიუთითებს გ---–- კ-------–---ის მარჯვენა თვალის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებენ დაზარალებულის სხეულზე დაზიანებას, მათი შემდგენელი პირები არ შესწრებიან უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გახდა გ---–- კ-------–---ისგან, რომელმაც თავის მხრივ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადასტურდება, რომ ბრალდებულის მხრიდან მოხდა დაზიანების მიყენება.

 

5.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ---- კ----------–---–ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შესაბამისად ბრალდებული ლ---- კ----------–---–ი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- კ----------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

2. ლ---- კ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი