განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
340100118002671174
დავის ტიპი
259 (1) , 259 1
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002671174

N1/221-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

05.02.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნატო ტორიაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ვა-–------- გე-–-–--ლი;

მამის სახელი-შო---;

დაბადებული -06.01.1----–--–--

პირადი- №------------

მოქალაქეობა -საქართველოს მოქალაქე.

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ხ----------.

ადვოკატი - მი----- მუ------–--ლი;

თარჯიმანი - თა---- და-----–--ლი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის სახე: ღია..

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

ვა-–------ გე-–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ვა-–------ გე-–-–--ლმა ჩაიდინა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 სექტემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუ--------–- მდებარე ნაკრძალის ტერიტორიაზე ვა-–------ გე-–-–--ლმა განახორციელა სასტიკი მოპყრობა თავისი კუთვნილი ორი ძაღლის მიმართ, კერძოდ, მავთულით გააკეთა მარყუჟი და ხეზე ჩამოკიდა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია.

ვა-–------ გე-–-–--ლს 2018 წლის 11 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ცხოველისადმი სატიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოწმეების ვა-–------ გე-–-–--ლის, ლი-–- ლი-–---–-ი-–-ს, აკ--- კუ-------ძის, ლე--–- გე-–-–--ლის, ტა-----– ის---------–-ი-–-ს, ლე--- ფო----ძის, ბე--- ბა-----–-ი-–-ს და ომ--- ლო---ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ძაღლების ლეშის ამოღების ოქმი, ბე--- ბა-----–-ი-–-ს პატაკი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მითითებულია ვა-–------ გე-–-–--ლის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით.

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში იგულისხმება, მისი ცემა, საკვების მიუცემლობა, მისი გამოყენება არასამეცნიერო ექსპერიმენტისათვის, სხვადასხვა სახის ორთაბრძოლებში, გაუმართლებელი წვალება, ტანჯვა, ცოველზე ნადირობა არაუმანური მეთოდებით, რამაც საბოლოოდ მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოიწვია.

ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა და იცავს ცხოველისადმი მოპყრობის ზნეობრივ ნორმებს. დანაშაულის საგანია, როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველი, იმისგან დამოუკიდებლად თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს იგი, ხოლო როცა ადგილი აქვს სხვისი კუთვნილი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას დამატებითი ფაკულტატურული ობიექტი შეიძლება იყოს საკუთრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–------ გე-–-–--ლმა ჩაიდინა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვა-–------ გე-–-–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ვა-–------ გე-–-–--ლის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვა-–------ გე-–-–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვა-–------ გე-–-–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და მათ რაობას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ: იგი არ არის ადრე ნასამართლევი, ჩადენილს ინანიებს.

ვა-–------ გე-–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–------ გე-–-–--ლთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა-–------ გე-–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

3. ვა-–------ გე-–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის სესახებ გაუქმდეს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე