განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/43-18
№050230617003
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
პროკურორების - ვლ-----------------–---–ის, გი------–--ის
ადვოკატების- თე--------------ის, ნუ---------------ის, ნატ--–---------–იას
არასრულწლოვანი დაზარალებულის ადვოკატის-ირ---–--–-----–-ას.
ბრალდებულ - ნი----–----------------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ნ-----–-----------------------------–---–--------------------–--------–-–----------------------------------------------------------------------–-------------------–------–------ მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნი----–----------------–---–მა, მთვრალ მდგომარეობაში, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნი----–----------------–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი „------------------------ მარკის, სახ. ნომრის B-------- მქონე ავტომანქანით, ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, ვანი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, 70-80 კმ. სთ. სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ვერ უზრუნველყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვა და უკნიდან დაეჯახა მის ზოლში, თანხვედრი მიმართულებით, ხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, მოძრავ აწ. გარდაცვლილ გ-------------–-ძის მართვის ქვეშ მყოფ მინი ტრაქტორს, რომელზეც გ-------------–-ძესთან ერთად მ-------------------–იძე, ლე-------------–იძე, არასრულწლოვნები - გი----------------–-------------------–------------------------–-ძე ისხდნენ. მომხდარი სატრანსპორტო შემთვევის შედეგად, არასრულწლოვანმა სა------------–-ძემ ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით ნაკლებად მძიმე და ლე-------------–იძემ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო გ-------------–-ძე მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად, 2017 წლის 7 ივლისს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
ნი----–----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლოს სრულად და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნი----–----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ სუ-–----ში. ავტომანქანას მართავს ბავშვობიდან, ხოლო მართვის მოწმობა აიღო 2005 წელს. 2017 წლის 23 ივნისს, შებინდებისას, იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფო----------------ის’’ მარკის სახ. ნომრის B-------- მქონე ავტომანქანით მოძრაობდა ვანიდან ქუთაისის მიმართულებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის ავტომანქანას, ჩაშლილი ჰქონდა, ე.წ. გამწევი მოწყობილობა, რომელიც სიჩქარეს კრიბავს, ამიტომაც მიდიოდა 70-80 კმ. საათის სიჩქარით, იგი მოძრაობდა სწორ გზაზე, რა დროსაც წინიდან შეხვდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ყველაფერი ჩართული ჰქონდა. მან შუქების მრავალჯერადი გადართვა-გადმორთვით ანიშნა მძღოლს, თუმცა მან მაინც გააგრძელა გზა, მას სიჩქარის კოლოფი სხვა სიჩქარეზე არ გადაურთავს, მუხრუჭის სატერფულზე ნელ-ნელა დაჭერით დაიწყო შენელება, როგორც კი ჩაუარა აღნიშნულმა ავტომანქანამ გაიარა დაახლოებით 20-25 მეტრი და დაახლოებით 2 მეტრში გამოჩნდა რაღაც სილუეტი, ოღონდ რა იყო ვეღარ გაარჩია, ისე რომ ვეღარაფერი ვეღარ მოასწრო, მოხდა შეჯახება, დარტყმიდან ამოვარდა დასაჯდომი ადგილიდან, ღვედი კისერში ჰქონდა მიბჯენილი, შეეცადა საჭის დატრიალებას მაგრამ საჭე ვერცერთ მხარეს ვერ მოაბრუნა, გადავიდა სავალი ნაწილიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ დაბნეულა და შეეცადა კარების გაღებას, რომელიც ვერ გააღო და იგი გადმოვიდა ფანჯრიდან, რა დროსაც დაინახა ასფალტზე მობარბაცე სამი ადამიანი. მან სამივე მიიყვანა მის მანქანასთან, მანქანიდან ამოიღო სავარძლები და ამოუდო თავქვეშ ყველას. ამ დროს იგი სრულიად მარტო იყო, დარეკა სასწრაფოშიც, პოლიციაშიც, იგი იცნობდა აწ. განსვენებულ გ-------------–-ძეს, რომელსაც ეხმარებოდა მოტოციკლის შეკეთებაში, მას გ-------------–-ძე ხელში ეჭირა და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. როდესაც უკვე სასწრაფო დახმარებაც და ხალხიც წასული იყვნენ, მასთან მივიდა ს-----------–--–-–--ლი და ჰკითხა, რა მოხდაო, რომელსაც უპასუხა, რომ შუქები არ ჰქონდა ტრაქტორს და ვერ დაინახა. ამის შემდეგ მან დაკარგა გონება და არ ახსოვს როგორ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ვინაიდან საავადმყოფოში დაზარალებულებიც იყვნენ, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით იგი გაწერეს სავადმყოფოდან, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ჯერ ბაღდათში გადაიყვანეს შემდეგ კი თბილისშიც გახდა წასაყვანი. მან და მისმა ოჯახმა, შესაძლებლობების ფარგლებში, აღმოუჩინა მატერიალური დახმარება დაზარალებულებს, მას სურვილი ჰქონდა ასევე გ-------------–-ძის დაკრძალვის ხარჯიც გაეღო, რაზედაც ოჯახმა უარი შემოუთვალა. ბრალდებულის განმარტებით, მას ვანის რაიონში მართლაც ჰქონდა მიღებული 1,5 ლ. ლუდი. მანვე, განმარტა, რომ მას შეჯახებამდე არც ე.წ ,,სტოპი’’ არ შეუნიშნავს ტრაქტორზე.
სასამართლო სხდომაზე თე---------------–--ის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, იგი არის აწ. გარდაცვლილ გ-------------–-ძის მამა. 2017 წლის 23 ივნისს მისმა უფროსმა შვილმა უთხრა, რომ მას ტელეფონით შეატყობინეს, რომ მის შვილს, გ-------------–-ძეს, ტრაქტორით შემთხვევია ავარია, ე. წ ,,ბ-----ის ჭალებში’’ თანმხლებ პირებთან ერთად და იგი ჩამოყვანილი ჰყოლიათ ქ. ქუთაისში საავადმყოფოში, სადაც მისულს შვილი დახვდა უგონოდ და რამდენიმე დღეში საავადმყოფოშივე გარდაიცვალა, როგორც შემდგომში გაიგო გ-------------–-ძე მართავდა მისი ოჯახის კუთვნილი ჩინური წარმოების, ე.წ ,,ორხიდიან’’ ტრაქტორს, რომელსაც აქვს დასაჯდომიც. მის შვილს და ლე-------------–იძეს სოფელ ბ-----ში ე. წ ,,ჭალაში“, ჰქონდათ საზამთროს ბაღი და სწორედ ამ ბაღში სამუშაოდ ყოფილან წასულები. მას თან ახლდა კიდევ 5 ადამიანი. როდესაც ისინი გადმოსულან ასფალტირებულ გზაზე, დაახლოებით 60-დან 100 მეტრამდე მანძილის გავლის შემდგომ, მოულოდნელად გამოჩენილა ნი----–----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ფო----------------ის მარკის ავტომანქანა, როგორც სა------------–-ძემ უამბო, შუქის მინათება და შეჯახება ერთდროულად მომხდარა, შეჯახება კი ძლიერი ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან გი----------------–-ძის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში მშობლებთან ერთად. 2017 წლის 23 ივნისს იგი გ-------------–-ძის მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორით გ-------------–-ძესთან და მუ------- და ლე-------------–იძეებთან ასევე ს--- და ედ--- ს--------–-ძეებთან ერთად წასული იყო საზამთროს ბაღში სამუშაოდ, საიდანაც უკან დაბრუნდნენ იგივე ტრაქტორით. სრულად დაღამებული არ იყო, საჭესთან იჯდა გ-------------–-ძე, როდესაც მოასფალტებულ გზაზე გამოვიდნენ, მოძრაობდნენ თავიანთ სამოძრაო ზოლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, რათა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის ხელი არ შეეშალათ. ტრაქტორი მოძრაობდა დაახლოებით 20კმ. სთ სიჩქარით, მას სინათლეები ანთებული ჰქონდა, ასევე ჰქონდა უკანა ,,სტოპი’’, ასევე ანთებული ჰქონდათ დამატებითი შუქი, კერძოდ, ედ-------------–--ე ვიდეოებს იღებდა სამახსოვროდ. მოწმის განმარტებით, არც ძრავის ხმა გაუგონია და არც მანქანა დაუნახავს, უეცრად მოხდა შეჯახება და როცა გონს მოვიდა იყო საავადმყოფოში. მან აღნიშნულის შედეგად მიიღო მეოთხე ხარისხის ტვინის შერყევა და ზურგი ჰქონდა დაზიანებული. იმ დროს იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და ზოგიერთ მომენტს ვერ იხსენებდა, რაც სასამართლოს განუცხადა არის სრული სიმართლე.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან სა------------–-ძის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, მშობლებთან ერთად. არის მეცხრე კლასის მოსწავლე, 2017 წლის 23 ივნისს იგი გი----------------–-ძესთან, ედ-------------–--ესთან, მ-------------------–იძესთან, ლე-------------–იძესთან და გ-------------–-ძესთან ერთად თე-----------–--ის კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ-------------–-ძე, წავიდნენ ჭალაში, საიდანაც ის და ედ-------------–--ე წავიდნენ საბანაოდ, ხოლო დანარჩენები დარჩნენ სამუშაოდ. სამუშაოს დასრულების შემდგომ დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და საღამო ხანს, შებინდებისას, დაახლოებით 8-9 საათის დროისათვის, ისინი დასხდნენ ტრაქტორზე და წამოვიდნენ. საჭესთან იჯდა ისევ გ-------------–-ძე, ხოლო იგი და ლე-------------–იძე ისხდნენ ერთად, მ-------------------–იძეს ედ-------------–--ე ეჯდა კალთაში და გვერდით ეჯდა გი----------------–-ძე. როდესაც ასფალტირებულ გზაზე გამოვიდნენ ხილვადობა იყო ნორმალური. ტრაქტორს ჰქონდა განათება, როგორც წინ, ასევე უკან, ისეთი, რომ ისინიც გზას ინათებდნენ და სხვასაც შეეძლო მათი დანახვა. ტრაქტორი მოძრაობდა მისი სავალი ნაწილი გზის მარჯვენა კიდეში, დაახლოებით 20კმ.სთ. სიჩქარით, იგი ყოველ 5 წამში ერთხელ, ინსტიქტურად, იხედებოდა უკან, ედ-------------–--ე კი მობილური ტელეფონით ანათებდა და თან ვიდეოს იღებდა, აღნიშნული განათება მას მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად სჭირდებოდა, რადგან ტრაქტორს სხვა მანქანები ჩვეულებრივად ხედავდნენ. მათ უკანა მხრიდან ჩაუარა რამდენიმე ავტომანქანამ, რომლებიც ნელა მოძრაობდნენ, რადგან იქ დასახლებული პუნქტია, ერთმა ავტომანქანამ გასწრებაც გააკეთა, ბოლო მოხედვიდან მოულოდნელად, რამდენიმე წამში, ისე, რომ ვერც გაიაზრა რა მოხდა, შუქის მინათება და შეჯახება ერთდროულად მოხდა. მათ შეეჯახათ დაახლოებით 120 კმ. სთ მოძრავი ავტომაქანა, რომელიც შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე გზაზე არ ჩანდა, აღნიშნული შეჯახების შემდგომ კი, მოულოდნელად დაკარგა გონება და ახსოვს ის, რომ უკვე ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი, იქვე ეგდო დამტვრეული -ფორდ ტრანზიტის ავტომანქანა. მან იცნო მძღოლი ნი----–----------------–---–იც. აღნიშნულის შემდეგ იგი გადაიყვანეს ქ. ვანის საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, შემდგომში კი ისინი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სხვადასხვა საავადმყოფოებში. მან აღნიშნული შეჯახების შედეგად მიიღო სხეულის დამწვრობა, დაგლეჯილი ჰქონდა ფეხები და მარჯვენა თვალში დღემდე უჭირს ხედვა. როგორც გაიგო, გ-------------–-ძეს ფუძე ჰქონდა გადატეხილი, სხვებს ყველას მიღებული ჰქონდა ტვინის შერყევები, სხვადასხვა ფორმით. მოწმის განმარტებით, სხვადასხვა გარემოებები ავარიის შემდგომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღიდგინა, ჩვენება კი რაც სასამართლოს მისცა არის სიმართლე.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან ედ-------------–--ის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მშობლებთან ერთად. არის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. 2017 წლის 23 ივნისს იგი ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, მამისეულ სოფელში, სტუმრად იმყოფებოდა ბიძასთან. შუადღისას, აწ. გარდაცვლილ გ-------------–-ძესთან, ლე-------------–იძესთან, მ-------------------–იძესთან გი----------------–-ძესთან და სა------------–-ძესთან ერთად წავიდა სოფელ ბ-----ში, ე. წ ,,ჭალაში’’. იგი და სა------------–-ძე წავიდნენ ს---ნაოდ გოგირდიან აბანოებზე, დანარჩენები კი დარჩნენ საზამთროს ბაღის გასათოხნად. იქნებოდა საღამოს დაახლოებით 8 საათი, როდესაც ტელეფონით დაუკავშირდნენ და უკან ასევე ერთად წამოვიდნენ, იგივე ტრაქტორით, რომლის საჭესთან იჯდა აწ. გარდაცვლილი გ-------------–-ძე, მის უკან იჯდა გი----------------–-ძე, გვერდით ეჯდა ლე-------------–იძე, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს იჯდნენ მუ------- და სა------------–-ძეები. იმ დროს სრულად არ იყო დაბნელებული, ბინდდებოდა. ხილვადობა იყო ნორმალური, ტრაქტორს განათება ჰქონდა წინაც და უკანაც, ისეთივე სინათლე ჰქონდა, როგორიც მანქანას აქვს. იგი და მ-------------------–იძე თავიანთი ტელეფონებით იღებდნენ ვიდეოს და ტელეფონით ანათებდნენ. მოწმის განმარტებით ტელეფონის განათება ესაჭიროებოდათ მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად. ისინი თავიანთი სავალი ზოლიდან მარჯვნივ ნახევრად გადასულები იყვნენ, უკანა მხრიდან დაახლოებით ორმა მანქანამ ჩაუარა. შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, სა------------–-ძემ უთხრა, რომ ,,სირცხვილია ნუ იღებ დასვრილები არიანო’’, უეცრად, ამ დროს, სინათლის მოხვედრა და დაჯახება ერთდროულად მოხდა, ისე, რომ მას მანქანა საერთოდ არ დაუნახავს და იმწუთიერად გაითიშა. შეჯახების შედეგად სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ფეხი დაზიანებული.
სასამართლო სხდომაზე მ--------------------–იძის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში. 2017 წლის 23 ივნისს, შუადღისას, იგი ლ----, გი------ , ს--- და ედ-------------–--ეებთან ერთად აწ.გარდაცვლილი თე-----------–--ის საკუთრებაში არსებული ე.წ მინი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა გ-------------–-ძე, გაემგზავრა ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში მდებარე ე. წ ,,ჭალაში’’ ,საზამთროს ბაღში სამუშაოდ, იგი, გ-------------–-ძე და ლე-------------–იძე დარჩნენ საზამთროს ბაღში, სამუშაოდ, ხოლო დანარჩენები წავიდნენ საბანაოდ. ახალშებინდებულზე დაბრუნდნენ უკან, იგივე ტრაქტორით, რომლის საჭესთან ისევ გ-------------–-ძე იჯდა, ხოლო დანარჩენები ტრაქტორზე ირგვლივ იყვნენ შემომსხდარნი. საზამთროს ბაღიდან გადმოსვლის შემდგომ, მას აღარაფერი ახსოვს, გონზე როდესაც მოვიდა საავადმყოფოში იყო და, როგორც შემდგომ გაიგო, როდესაც მოსფალტებულ გზაზე გადმოსულან, მოულოდნელად, ტრაქტორს უკანა მარცხენა მხრიდან შეჯახებია უზომოდ სწრაფად მოძრავი მიკროავტობუსი. ამის შემდეგ ისინი ახლომდებარე საყანე ფართობებში გადავარდნილან, რის შემდეგაც სრულად დაუკარგავს გონება . ბაღიდან გადმოსვლიდან შეჯახებამდე დროის მონაკვეთი მის მეხსიერებაში სრულად ამოიშალა და არაფერი არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე ლ---- ს--------–-ძის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 12 საათისათვის მივიდა მ-------------------–იძესთან, სადაც ეზოში ბალახს ცელავდნენ, დაახლოებით 5 საათისათვის გ-------------–-ძის მამის, თე-----------–--ის, კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ-------------–-ძე, წავიდნენ სოფელ ბ-----ში არსებულ ,,ჭალაში’’, საზამთროს ბაღის გასათოხნად. სულ ექვსი პირი, თვითონ, გ-------------–-ძე, ს-----------------------------------------------–-ძეები. მუშაობა, რომ დაასრულეს და წამოვიდნენ, ბაღიდან გადმოსვლის შემდეგ აღარაფერი აღარ ახსოვს და გონს მოვიდა საავადმყოფოში 3-4 დღის შემდეგ და სწორედ მაშინ გაიგო, რომ ავარიაში იყვნენ მოხვედრილები. მას თავად ფეხი და ყბა ჰქონდა მოტეხილი და მიიღო ტვინის შეშუპება, როგორც შემდგომში მისი დედისგან და უფრო მოგვიანებით, ექიმისგან გაიგო, ჭალიდან წამოსულებს, როდესაც მოასფალტებულ გზაზე გადმოსულან, ტრაქტორს უკანა მხრიდან შეჯახებია მიკროავტობუსით ნ--- ძ----------–ვილი, ასევე დედისგან შეიტყო, რომ მის ძმას ტვინის შერყევა ჰქონდა, ედ-------------–--ეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული, სა------------–-ძე ზეთში იყო დამწვარი და თვალი ჰქონდა დაზიანებული, გი------ და მ-------------------–იძეებს თავი ჰქონდათ გატეხილი, გ-------------–-ძეზე ამბობდნენ, რომ იგი იყო მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე ელ------ ს--------–-ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში. იგი არის გი------ და ლე-------------–იძეების მამა. 2017წლის 23 ივნისს, დაახლოებით 2 საათი იქნებოდა გი------, მუ-------ი, ს---, ედ--- და გი----------------–-ძეები თე---------------–--ის კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ-------------–-ძე ,წავიდნენ ბ-----ის ჭალებში საზამთროს ბაღის გასათოხნად. როგორც მისთვის გახდა ცნობილი უკან დაბრუნებულებს, მოასფალტებულ გზაზე, მოძრაობისას თავიანთ სამოძრაო ზოლში. მისი ინფორმაციით, ანთებული სინათლეებით, (ასევე ბავშვები ტელეფონითაც ანათებდნენ), შეჯახებიათ ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელიც მუშაობდა ვანი-ბ-----ის რეისზე. მან დაშავებული ბავშვები ნახა საავადმყოფოში, ექვსივე პირმა მიიღო სხვადასხვა დაზიანებები, კონკრეტულად მის შვილებს მიღებული ჰქონდათ ტვინის შერყევა და სხვადასხვა მოტეხილობები. ლე-------------–იძეს ეხლაც მკურნალობს თბილისში, ასევე არასტაბილურია გი----------------–-ძის მდგომარეობაც.
სასამართლო სხდომაზე ბა-----------------–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის დაზარალებულ ედ-------------–--ის მამა. 2017 წლის 23 ივნისს იგი იმყოფებოდა სტუმრად და, რადგან მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი, მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე შეიტყო მეორე დღეს. მისი შვილი იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, იქვე იყო ნი----–----------------–---–ი, რომელიც გათენებისთანავე გაიპარა საავადმყოფოდან. როგორც შემდეგ სა------------–-ძემ უამბო, ქუთაისი- ვანის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას სოფელ ბ-----ში, მოდიოდნენ ტრაქტორით, რომელიც იყო თე-----------–--ის საკუთრება და მართავდა გ-------------–-ძე, აღნიშნული ტრაქტორი მას თავადაც აქვს ნანახი, რომელიც იყო ჩინური წარმოების, მას უკან ჰქონდა მისაბმელი ფარცხი, რომელიც იმ დროს ჭალაში ჰქონიათ დატოვებული, როგორც სა------------–-ძემ უამბო ტრაქტორს ანთებული ჰქონია ფარები, კერძოდ, 1 ფარი წინ უნათებდათ და 1 ე.წ ,,სტოპი’’ უკან ანათებდაო, როდესაც საავტომობილო გზაზე გადმოსულან, უკან გამოუვლია ორ ავტომანქანას, რომლებსაც ჩვეულებრივად აუვლიათ გზა, ამ დროს მისი შვილი ედ-------------–--ე, რომელიც იმ დროს სარგებლობდა ,,სონი ერიქსონის’’ ფირმის მობილური ტელეფონით, იღებდა ვიდეოსო, რომლისთვისაც უთქვამთ, რომ ,,ნუ იღებ სირცხვილია დასვრილები ვართო’’ ამის თქმა და შეჯახება ერთდროულად მომხდარა, შეჯახება იმდენად ძლიერი ყოფილა , რომ ტრაქტორს საბურავები მოძრობია და ბავშვებიც აქეთ-იქეთ ყოფილან მიმოფანტულნი. აღნიშნული შეჯახების შედეგად მის შვილს ყბის ძვალი და ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ფეხზე 27 ნაკერი ედო, ლე-------------–იძეს, მის ძმისშვილს, ფეხი აქვს დაზიანებული და ახალგაზრდა ადამიანმა მთელი ცხოვრება ყავარჯნით უნდა იაროს. როგორც გაიგო ნი----–---- ძ----------–ილს საავადმყოფოში უთქვამს, რომ მას მინი ტრაქტორი არ დაუნახავს და ამიტომაც მომხდარა შეჯახება.
სასამართლო სხდომაზე მ--------------------–იძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, არის დაზარალებულ სა------------–-ძის მამა. 2017 წლის 23 ივნისს, მისი შვილი, სა------------–-ძე ბიძაშვილებთან ერთად წავიდა ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში არსებულ ე.წ ,,ჭალაში’’, თე-----------–--ის კუთვნილი ტრაქტორით, ედ-------------–--ე და სა------------–-ძე წასულან ს---ნაოდ, ხოლო უკან დაბრუნებულებს, როგორც ბავშვებმა უთხრეს, უკანა მხრიდან მოულოდნელად შეჯახებიათ ავტომანქანა. მის შვილს ფეხები ჰქონდა დაჩეხილი, თვალებშიც ზეთი ჰქონდა შესხმული. გ-------------–-ძე იმყოფებოდა ძალიან მძიმედ, ყველა მათგანი იყო შოკურ მდგომარეობაში, მისი შვილი დღემდე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.
სასამართლო სხდომაზე გი---------–---–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის პროფესიით ექიმი და საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა კლინიკებში. მათ შორის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშიც, სადაც ერთ-ერთი მორიგეობის დროს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული იყო გ-------------–-ძე, პაციენტ გ-------------–-ძეს ჰქონდა პოლიტრამვა ანუ მრავლობითი ტრამვა, ჰქონდა თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანება, რაც იწვევდა მის სიმძიმეს, ამასთან, ჰქონდა გულ-მკერდის ტრამვა, კერძოდ, ნეკნების მოტეხილობა, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, იგი იმყოფებოდა მძიმე ხარისხის კომატოზურ მდგომარეობაში, ასევე მართვით სუნთქვაზე, სასიცოცხლო ფუნქციები ჰქონდა მნიშვნელოვნად დაქვეითებული, მხოლოდ მედიკამენტების ხარჯზე ხდებოდა მისი წნევისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება. მისი ინფორმაციით პაციენტი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე ქე-----------------–-–ვლის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში, იგი არის დაზარალებულ მ-------------------–იძის დედა. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 15 საათისათვის, მ-------------------–იძეს მიაკითხა ლე-------------–იძემ და სთხოვა საზამთროს ბაღში გაყოლა. მ-------------------–იძესთან ერთად საზამთროს ბაღში წავიდნენ გი----------------–-ძე, გ-------------–-ძე, ედ-------------–--ე, ლე-------------–იძე, სა------------–-ძე. დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც შეეცადა მ-------------------–იძესთან დაკავშირებას, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ მას დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ ჭალაზე ავარია იყო მომხდარი და ბავშვები ავარიაში იყვნენ მოხვედრილნი. მან მისი შვილი ნახა საავადმყოფოში, რომელიც დასვრილი იყო მაზუთში, თავი გადაკრული ჰქონდა ბინტით და ვერ აზროვნებდა, ვერც
თავად ქე-----------------–-–ვილი ვერ იცნო. ამის შემდეგ მ-------------------–იძე გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისში, რკინიგზის საავადმყოფოში, მის შვილს ცნობიერება დაუბრუნდა მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, იგი დღემდე არ არის სრულად გამოჯანმრთელებული, იყო სტუდენტი, მაგრამ მომხდარის გამო, ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება.
სასამართლო სხდომაზე ა---------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მიემგზავრებოდა ვანის რაიონში, შებინდებისას, იქნებოდა დაახლოებით 8-9 საათი, სოფელ ამაღლებამდე მისვლამდე შეესწრო ავარიას, კერძოდ, თეთრი ფერის მიკროავტობუსი შეჯახებული იყო ტრაქტორზე, დაზარალებული იყო დაახლოებით 5 ადამიანი, იქვე დადიოდა ერთი პიროვნება და შველას ითხოვდა, როდესაც მათთან ახლოს მივიდა,ნახა, რომ დაზარალებულები აქეთ- იქეთ იყვნენ მიმოფანტულნი, ერთი გზაზე ეგდო, ორი სანიაღვრე არხის პირას, ერთი მარშუტკის ქვემოდან გამოიყვანეს, მან შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებელი დახმარება გაუწია დაზარალებულებს, მანვე შეატყობინა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ასევე დაეხმარა მათ სასწრაფოს მანაქანაში მოთავსებაში, როგორც შემდგომ გაიგო ერთი დაზარალებული გარდაცვლილა, ხოლო დანარჩენები აგრძელებდნენ მკურნალობას.
სასამართლო სხდომაზე გ-------–-----–--–-შვილის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში. 2017 წლის 23 ივნისს, პარასკევ დღეს, საღამო ხანს, იმყოფებოდა ვანი -ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ბ-----ის ტერიტორიაზე, დაფნის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, რა დროსაც გაიგონა შეჯახების ძალიან დიდი ხმა. იქვე გზაზე მოძრაობდა ე.წ ,,ტრაილერის’’ ტიპის სატვირთო ავტომანქანა, თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს იყო აღნიშნული ავტომობილის საბურავის გახეთქვის ხმა, მაგრამ როდესაც ხმაურიც გაიგონა, მივიდა და ნახა რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, ,,ფორტ ტრანზიტი’’ შეჯახებული იყო ტრაქტორზე. აღნიშნული ტრაქტორი წარსულში იყო მისი საკუთრება და მომხდარ შემთხვევამდე 2 თვით ადრე მიჰყიდა ა.წ გარდაცვლილ გ-------------–-ძეს, რომელიც ნაწილ-ნაწილ უფარავდა თანხას, ტრაქტორი იყო ჩინური წარმოების, 25 ცხენის ძალის მქონე, საჭის მექანიზმით, 1 ადამიანის დასაჯდომით. ასევე ჰქონდა საბურავების საფარი და ხელის ჩასაჭიდი, ე.წ ,,სტოიკები’’. სავარაუდოდ, ამ საბურავის საფარზე ყოფილან ეს ბავშვები შემომსხდარნი. აწ განსვენებული გ-------------–-ძეს ძალიან უყვარდა ტექნიკა და მისი ხელით აკეთებდა ყველაფერს, იმდენად კარგად ერკვეოდა ამ საქმეში, რომ ნაწილიც კი შეეძლო გამოეჩარხა, ამიტომ მას არაფერი არ დარჩებოდა შეუკეთებელი, როდესაც ეს ტრაქტორი გაყიდა, იგი იყო ტექნიკურად სრულიად წესრიგში. კერძოდ, ჰქონდა ოთხივე საბურავი, გამართული საჭის მექანიზმი, გამართულად მუშაობდა ძრავი და ასევე ელექტროობა, მუშაობდა განათება, როგორც წინ, ასევე უკანა მხარეზე, ვინაიდან ხშირად უფუჭდებოდა მისაბმელი, მიწის გამაფხვიერებელი ე. წ. ,,ფრეზი’’, ამიტომ გაყიდა. იგი იცნობდა გ-------------–-ძეს და თუ ტრაქტორს რამე დაზიანებულიც ექნებოდა შეაკეთებდა, ისე არ გაივლიდა, როდესაც ადგილზე მივიდა ნახა, რომ ყველა დაზარალებული იყო მისი მეზობელი და ახლობელი. ტრაქტორი სამ ნაწილად იყო დაშლილი, ერთი საბურავი იქვე შუა გზაზე ეგდო, მეორე ტროტუარზე, მესამე ძრავის ნაწილი მარჯვენა მხარეს არხში იყო გადავარდნილი, ხოლო ფორდ- ტრანზიტს წინა ნაწილი ჰქონდა შეჭყლეტილი და იქვე იყო გაჩერებული. ლე-------------–იძე ცენტრალურ გზაზე იყო, გ-------------–-ძე ნი----–----------------–---–ს ეკავა ხელში და ყვიროდა მიშველეთო, სა------------–-ძე საერთოდ ვერ იცნო, ზეთში ისე იყო ამოსვრილი, ბავშვები უგონოდ ეყარნენ ირგვლივ, ამის შემდეგ გამოძახებული იქნა სასწრაფო და ბავშვები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოებში, რომლებსაც თვითონაც გაჰყვა, იგი გ-------------–-ძესთან ერთად იყო და ყინულებს ადებდა რომ არ წასულიყო ტვინის შეშუპება. შემდეგ გაიგო, რომ ეს უკანასკნელი, ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილა.
სასამართლო სხდომაზე ს-----------–--–-–--ლის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ქვედა ბ-----ში და მუშაობს იმავე სოფლის მაღაზიაში დარაჯად, აღნიშნული მაღაზია შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300-400 მეტრით არის დაშორებული. დაახლოებით საღამოს 9 საათზე გამოიარა ე. წ. ,,ტრაილერმა’’. მანქანის გავლის შემდეგ გაიგონა ძალიან დიდი ხმა, თავდაპირველად იგი აღიქვა, როგორც საბურავის გახეთქის ხმა, როდესაც დაინახა, რომ აღნიშნული ტრაილერი შეჩერებული იყო, ხმაურზე გაემართა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, რომ ძ----------–ვილის მიკროავტობუსი შეჯახებული იყო ტრაქტორზე. გ-------------–-ძე გზაზე იწვა და ძ----------–ვილი ყვიროდა ,,ხომ არიან ცოცხლებიო’’, ერთ ბავშვს რკინა ჰქონდა ჩაჭერილი და ვერ გამოდიოდა, გამოიყვანა იგი და იქვე მდგარი დამტვრეული მარშუტკის საბურავთან დასვა, შემდეგ მეორე დაზარალებულს დაეხმარა, რომელიც ზეთით იყო დასვრილი. ტრაქტორი 5 ნაწილად იყო დაშლილი. როდესაც გ-------------–-ძეს მიუახლოვდა, მას სისხლი მოსდიოდა პირიდან, რადგან შეეშინდა სისხლმა არ დახრჩოსო, ერთი ჯოხი რომელიც პირში ჰქონდა გაკეთებული და რომელიც მის მისვლამდე ძ----------–ვილს გაუკეთებია, გამოუცვალა და სხვა ჯოხი გაუკეთა, იგი სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მივიდა და გადაიყვანა დაზარალებულები. იგი და ნი----–----------------–---–ი დარჩნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც შეეცადა ნი----–----------------–---–ის დამშვიდებას, რომელმაც უთხრა, რომ შემხვედრმა მანქანამ სინათლეები არ ჩაუქრო, შუქი არც ტრაქტორს ჰქონდა და ვერ დავინახე ისინიო, ამ საუბრის დროს უეცრად ნი----–----------------–---–ს გული წაუვიდა, რა დროსაც გამოიარა მსუბუქმა ავტომანქანამ, რომელმაც წაიყვანა საავადმყოფოში. აღნიშნული ტრაქტორი მას ავარიამდეც ჰყავდა შემჩნეული დღის საათებში, ჭალის მიმართულებით მოძრავი. ავტოსაგზაო შემთხვევამდე 2 დღით ადრე კი მაღაზიაში, ამ ტრაქტორით მისული იყო ა. წ განსვენებული გ-------------–-ძის მამა, თე-----------–--ე, ვინაიდან უკვე დაღამებული იყო, ჰკითხა, მას თუ როგორ წავიდოდა სახლში, რაზედაც თ-------–--ემ უპასუხა, რომ სინათლეები ჰქონდა და დაინახა, რომ თ-------–--ემ ტრაქტორზე მართლაც ჩართო სინათლე და გააგრძელა გზა.
სასამართლო სხდომაზე ბა-------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები ს-----------–--–-–--ლი , ელ------, ბა------, ლ---- და მ-------------------–იძეები, გი------ ტ--–--–-–--ლი, ქე-----------------–-–ვილი, მუ------- კ--------–-ძე, ა---------------ე, ნი----–----------------–---–ი და თე-----------–--ე. მის მიერ ასევე გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის, სამედიცინიო ექსპერტიზის, საინჟინრო ექსპერტიზის, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე ჩატარებული აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პროცესში კი დადგენილი იქნა შემდეგი: 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნი----–----------------–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ფო----------------ის მარკის მიკროავტობუსით შეეჯახა მინი ტრაქტორს, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ-------------–-ძე, ასევე ტრაქტორზე ისხდნენ ლე-------------–იძე, სა------------–-ძე, მ-------------------–იძე, ედ-------------–--ე და გი----------------–-ძე. შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღეს მინი ტრაქტორის მგზავრებმა, ხოლო მძღოლი, გ-------------–-ძე შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე ლე-----–--------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ, იგი მუშაობს შსს ვანის რაიონული სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ადგილზე მისვლისას, ბრალდებული და დაზარალებულები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, იქ დახვდა პოლიცია, რომელიც იცავდა პერიმეტრს. დათვალიერება მიმდინარეობდა ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით, შემთხვევის ადგილიდან ფო----------------ის მარკის მიკროავტობუსი გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისში, საჯარომო სადგომზე, ვინაიდან, მინი-ტრაქტორი ნაწილებად იყო დაშლილი, მისი ტრანსპორტირება ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ამიტომ გადატანილი იქნა შ/ს ვანის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში, დაცულ ტერიტორიაზე .
სასამართლო სხდომაზე ლ-–-------–----ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას მოცემულ საქმეზე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სპეციალიზებულ გამომძიებელს, საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან ერთად, ჩატარებული აქვს სხვადადსხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მას ბრალდებულ ნი----–----------------–---–იდან და აწ. გარდაცვლილ გ-------------–-ძისაგან აღებული აქვს სისხლის ნიმუში, გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვნები: გი------, ედ--- და სა------------–-ძეები, მათთვის გაცნობილი აქვს დადგენილებები, დაზარალებულად ცნობის შესახებ, გამოკითხული ჰყავს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თე-----------–--ე და გაცნობილი აქვს მისთვის დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე გრ-----–------–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოცემულ საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოწმის სახით იქნა გამოკითხული ბრალდებული ნი----–----------------–---–ი, ასევე ქ. თბილისში მის მიერ გამოკითხული იქნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დე-----------–ი, ასევე ქ. ქუთაისში, საავადმყოფოში, გამოკითხული იქნა ექიმი გი---------–---–---–ი.
სასამართლო სხდომაზე ზუ---------–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მას მოცემულ საქმეზე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ედ-------------–--ე.
ზემოაღნიშნული დაზარალებულების და მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სარწმუნოებასა და უტყუარობაზე, შეს---მისად, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნი----–----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ასევე მეტყველებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004057817 დასკვნით დასტურდება, რომ მოქალაქე გ-------------–-ძის სიკვდილის მიზეზია: ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, დარბილებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მოქალაქე გ-------------–-ძის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 07/07/2017 წ-ს 20:30 სთ-ზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მოქ. გ-------------–-ძეს გვამის გამოკვლევით აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში სისხლჩაქცევა მენინგიტით. სისხლჩაქცევები ორთავე ფილტვების ქსოვილზე. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადსხვა მიდამოებში - განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004150817 დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენელი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალს’’-ის ვანის სამედიცინო ცენტრის ცნობა N3962 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 23.06.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. სა------------–-ძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.06.2017წ-ს 23:20 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 24.06.2017წ-ს 01:00სთ-ზე დიაგნოზით: ტერფის მოტეხილობა დაუზუსტებელი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, ნაფლეთოვანი ჭრილობა წვივის არეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, (აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8561/17-ის ასლი და ცნობა N8561/17 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 30.06.2017წ))- მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. სა------------–-ძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.06.2017წ-ს 02:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 30.06.2017წ-ს 15:00სთ-ზე დიაგნოზით: ღია ჭრილობები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. მარჯვენა კვირისთავის იოგის დაზიანება. მარცხენა ტერფის I მეტატარზალური ძვლის ღია მოტეხილობა ცდომით. სხეულის რამდენიმე მიდამოს მრავლობითი დამწვრობები. ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ტრავმული შოკი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები სხეულზე. დაზიანების- ღია ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, დაზიანებები დამწვრობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალით) ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N004650217 დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენელი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალს’’-ის ვანის სამედიცინო ცენტრის ცნობა N3958 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 23.06.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლე-------------–იძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.06.2017წ-ს 22:24 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 24.06.2017წ-ს 00:47 სთ-ზე დიაგნოზით: ტრამვული შოკი, ინტრაკლანიალური ტრამვა დაუზუსტებელი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში და დაუდგინდა: მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6412-ის ასლი და ცნობა N1426/4 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 10.07.2017წ))- მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ---- ს--------–-ძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.06.2017წ-ს 05:30 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 10.07.2017წ-ს 13:00 სთ-ზე დიაგნოზით: პოლიტრამვა, ტრავმული საბარქნოიდული სისხლჩაქცევა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენამხრივი ჰემოჰაიმორიტი, მარჯვენა დიდი და მცირე წვივების ფრაგმენტული მოტეხილობა. მარჯვენა თეძოს ძვლის მოტეხილობა, ბოქვენის ძვლის ზედა ტოტის მოტეხილობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცერემბრალური კომა, ტრამვული შოკი, მარჯვენა წვივის ძვლის ოსტეოსინთეზის შ/პერიოდი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში, ექსკორაციები სახის არეში, მცირე ზომის ჭრილობები თავის არეში, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N003770617 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ნი----–----------------–---–ის სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,54% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს. ,,ნი----–----------------–---–ის სისხლის ნიმუშში’’ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N003772117 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,გ-------------–-ძის სისხლის ნიმუშში’’ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი და ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006439317 დასკვნით დასტურდება, რომ 1. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კვალიფიციური და ობიექტური ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოძიების მიერ, შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუს ,,ფო----------------ის’’ მძღოლის დამატებითი დაკითხვით საჭირო იყო დამატებით დადგენილიყო, რა დროს მოანდომებდა შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი შორი და ახლო მაშუქების გადართვის მოქმედების ჩატარებას და ამის შემდეგ, რა დროში დაეჯახა მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 2. შექმნილ საგზაო სიტუაციაში, მინი ტრაქტორის მძღოლის, გ-------------–-ძის , მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 13-ე პუნქტის მოთხოვნებს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N007146017 დასკვნით დასტურდება, რომ ,,მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს ,,ფო----------------ის’’ მძღოლს ნი----–----------------–---–ს, ნებადართული, არაუმეტეს 60 კმ/სთ, სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მინი ტრაქტორთან შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა’’.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურისN050230617003 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლს, ნი----–----------------–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ-------------–-ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.13 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში. მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური N000944718 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 1. მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფო----------------ი’’ B---------ის მძღოლი, ნი----–----------------–---–ი, ტექნიკური თვალსაზრისით, მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. 2. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის მძღოლის, გ-------------–-ძის, მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამებოდა, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N001491418 დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფორდ-ტრაზიტის’’ მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით, მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის მძღოლის, გ-------------–-ძის მოქმედებას, მოცემულ საგზაო სიტუაციაში მისი მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
ზემოხსენებულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დე-----------–მა, ცი--------------ემ, გი-------------ემ, მა------------–--ემ, კა---------–--ემ, და---------–-----მა , იო-------–---მ და ირ---–----------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ,,ვანის რაიონულ სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N050230617003 საქმეზე, ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2017 წლის 29 ივნისს დანიშნული იქნა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზა, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ექსპერტის წერილობითი მითითებით, საჭირო გახდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რათა დადგენილიყო რამდენ მეტრში შეიძლებოდა დაენახა „ფო----------------ის“ მძღოლს, ნი----–----------------–---–ს, საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაქტორი. აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს, შემთხვევის ადგილზე, ვანის რაიონის სოფელ ბ-----ში გამავალ საავტომობილო გზაზე, გამოცხადდა გამომძიებელი ბა-------------ე ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთან ოთ-------–----ესთან, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ კა---------–--ესთან, მოქალაქეებთან მა------–---–----თან და მე----------–----–---სთან ერთად, რომლებმაც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე განაცხადეს თანხმობა. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, მშრალ და უმთვარო ამინდში. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 22 საათზე, შემთხვევის ადგილზე, სქემა-ნახაზში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულ შეჯახების ადგილზე, დაყენებული იქნა მე----------–----–-ძის კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი მინი ტრაქტორი, ამუშავებულ მდგომარეობაში, მაშუქი ფარების გარეშე, წინა ნაწილით სოფელ ამაღლების მხარეს მიმართული. ტრაქტორის საჭესთან იჯდა მე----------–----–---, ხოლო ტრაქტორის ფრთაზე დაჯდა ვანის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელი ოთ-------–----ე, რომელსაც ანთებული ჰქონდა თავისი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონის სანათი და მისი შუქი მიმართული იყო მოძრაობის საპირისპიროდ, უკანა მხარეს. მინი ტრაქტორისგან 2 მეტრის დაშორებით, მოძრაობის საპირისპირო ზოლში, ტრაქტორის უკან, იდგა ვანის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული ტოიოტას მარკის V------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელსაც ანთებული ჰქონდა ახლო ხედვის მაშუქი ფარები. ტრაქტორის დგომის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით, ქალაქ ვანიდან სოფელ ამაღლების მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, მა------–---–---- კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი ფო----------------ის მარკის, I-------- სახელმწიფო ნომრის მიკროავტობუსმა, მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე მოთავსდა ექსპერტი კა---------–--ე და ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბა-------------ე. მიკრო ავტობუსით, მინი ტრაქტორის მიმართულებით მოძრაობისას, 70 მეტრი მანძილიდან შემჩნეული იქნა, მინი ტრაქტორზე შემომჯდარი ოთ-------–----ის მიერ ჩართული მობილური ტელეფონის სანათის შუქი, თუმცა ვერ მოხდა აღქმა თუ რისი შუქი შეიძლება ყოფილიყო. მიკრო ავტობუსით, მინი ტრაქტორის მიმართულებით მოძრაობისას 19 მეტრი მანძილიდან შემჩნეული იქნა, მინი-ტრაქტორის სილუეტი და აღქმული იქნა, რომ გზაზე იდგა მინი ტრაქტორი. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა’’.
ნი----–----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემატური ნახაზით, ნი----–----------------–---–ისაგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სარწმუნოდ და საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს ბრალდებულ ნი----–----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სატრანსპორტო- ტრასოლოგიური- ავტოტექნიკური ექსპერტიზის N050230617003; N000944718, N001491418 დასკვნების, ბრალდებულის სასარგებლოდ, გაზიარების თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნები, ამ მიმართებით, არ შეესაბამებიან საქმის მასალებს და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, ამდენად, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული საფუძველი ბრალდებულ ნი----–----------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლებისა.
სასამართლომ შეაფასა, რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რეველანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნი----–----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე იქნა გამოკვლეული, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნი----–----------------–---–მა, მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამდენად, საქმეში არსებობს უტყუარი და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნი----–----------------–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნი----–----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, ნი----–----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე, მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნი----–----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ნი----–----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ნი----–----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სუ-–----------------ს (პ/--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელი ნი-----------ში, (ზონა ს--------------, სექტორი-საჯავახო-11, კვ-------–-----, ნ-----------, ს-------------------------.11.4-.0--) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა;
მსჯავრდებული ნი----–----------------–---–ი დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
მსჯავრდებულ ნი----–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნ-------------–--ლის ავტომანქანა და ა.წ გარდაცვლილ გ-------–--ის მინი ტრაქტორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე