განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----– ზ-----ის ძე ჭ----------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ ქმონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზე-----------------------------–----------------,ადვოკატები - მ---------------, ლ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, ჯ----– ჭ----------ე და ა----------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. 2018 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 20:00 საათზე თბილისში, ვ---------–--------------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ----– ჭ----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს - ა----------–---–ს. კერძოდ, ა----------–---–ს ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში. ა----------–---–ი დარტყმის შედეგად წაიქცა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო ა----------–---–ის მცირეწლოვანი შვილი დ-----– ჭ----------ე, რომელიც დაზარალებულის წაქცევისას ასევე წაიქცა.
2018 წლის 19 სექტემბერს დილის საათებში, თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------ში ჯ----– ჭ----------ემ პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს ა----------–---–ს. კერძოდ, ფეხი ჩაარტყა წელის მიდამოში, რის შედეგად ა----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 20:00 საათზე თბილისში, ვა--------–------------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ----– ჭ----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---–- ჭ--------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყურის და ყელის მიდამოში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 19 სექტემბერს დღის საათებში, თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------ში ჯ----– ჭ----------ემ მის ყოფილ მეუღლეს ა----------–---–ს დაუჭრა და დაუზიანა კუთვნილი ტანსაცმელი რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ჯ----– ჭ----------ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ ა----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ---–- ჭ--------ს, გ---------------–---–ის, მ------ ჯ-----–---–ის, ლ--------------ას, ლ--------–ა ბ-----ოს გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და სამედიცინო ექსპერიზის დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ჯ----– ჭ----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ჯ----– ჭ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ჯ----– ჭ----------ეს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ----– ჭ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ჯ----– ჭ----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე;
ჯ----– ჭ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან - 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს ჯ----– ჭ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: - 11(თერთმეტი) ცალი დაზიანებული შარვალი, 5(ხუთი) ცალი დაზიანებული ქურთუკი, 3(სამი) დაზიანებული კაბა და 4(ოთხი) ცალი დაზიანებული ქურთუკი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ექსპერტიზიდან დაბრუნებული საქმის მასალები შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/