განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
820100118002603086
დავის ტიპი
177 3 გ
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002603086

№1-227/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - დ----- ხ------–---–ი

 

ბრალდებული - მ----- ქ------

ადვოკატი - ბ------ ბ------

 

თარჯიმანი - დ--–--–- მ----–-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173250718001

 

ბრალდებულ მ----- ქ------ის მიმართ

მამის სახელი: ალი

დაბადებული: 28.11.1--- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: თურქეთი

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ჰატაი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში №---ში მდებარე მ----- დ-------- საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ----- ქ------მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--–---- ბ---–----ისა და თ--- დ-------- კუთვნილი საფულედან 40 ლარის ოდენობის ფულად თანხას და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა მ----- ქ------მა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა მოწმეების ავთანდილ ბერიძის და დიმიტრი ცინცაძის გამოკითხვის ოქმებისა, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება:

 

3. დაზარალებულ თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე მ----- ქ------ი შევიდა მათ საცხოვრებელ სახლში, დაინახეს როგორ იქექებოდა ჩანთებში, როცა მიმართეს სახელით, ის გაიქცა, რის შემდეგ აცნობეს პოლიციას.

 

4 მ----- დ-------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე მ----- ქ------ი შევიდა მის საცხოვრებელ სახლში და მოიპარა ფულადი თანხა.

 

5. მ----- ქ------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე მ----- დ-------- საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაეუფლა 40 ლარის ოდენობით ფულად თანხას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ----- ქ------ი ფარულად დაეუფლა თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის კუთვნილ ფულად თანხას.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

7. დაზარალებულ თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის ჩვენებების ანალიზით დადგენილია, რომ მათ მ----- ქ------სთვის ფულად თანხის წაღების უფლება არ მიუციათ.

 

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის კუთვნილი ფულად თანხა, ამ უკანასკნელთა მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და მ----- ქ------ს შეეძლო მოპარული ფულად თანხა, როგორც საკუთარი ისე განკარგვა.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ----- ქ------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის ფულად თანხას და სურვილისამებრ შეეძლო განეკარგა იგი.

 

ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ქურდობას ისეთ დამამძიმებელ გარემოებაში, როგორიცაა: ბინაში უკანონო შეღწევა. ბინა არის, ის სადაც ადამიანი ცხოვრობს (დაბინავებულია) მუდმივად ან დროებით.

 

ბინაში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. ქართული განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში (გვ. 499) იგი ასეა ახსნილი: შეღწევა სახელი, შეაღწიეს - ზმნა, მოქმედება, შეღწეული, ვინც, რამაც შეაღწია” აქედან ნათელია, რომ პირმა ბინაში, ოთახსა თუ საცავში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით (მაგ. ჯოხით) ფანჯრიდან შეაღწიოს და ნივთი ან ნივთები გარეთ გამოიტანოს.

 

ბინაში უკანონოდ შეღწევის ნიშნით ქურდობის კვალიფიკაციისას გასათვალისწინებელია, რომ „შეღწევა” გულისხმობს დაბრკოლებათა გადალახვით, ან მის გარეშე ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში დამნაშავის ფარულ შესვლას.

 

12. საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში №---ში მდებარეობს ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელსაც გააჩნია შესასვლელი კარები და ფანჯრები.

 

13. დაზარალებულ თ--- დ-------- და მ--–---- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოხდა ფულად თანხის გატაცება.

 

14. მ----- ქ------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაეუფლა ფულად თანხას.

 

15. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მ----- ქ------ის მიერ ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეღწევას ფულად თანხის დაუფლების მიზნით;

 

16. ამდენად, საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----- ქ------მა ქურდობა ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ქ------მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - ჩაიდინა დანაშაული - ქურდობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

18. მ----- ქ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

19. მ----- ქ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით-იგი მიიმალა და აღარ ცხადდებოდა სასამართლოში, ასევე დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მ----- ქ------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ----- ქ------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული მ----- ქ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. მ----- ქ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

3.გაუქმდეს მ----- ქ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

4. მ----- ქ------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 აგვისტოდან 2018 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.

 

5.მსჯავრდებული მ----- ქ------ი დაპატიმრების შემდეგ მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოში შენახული ფულადი თანხა 40 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

8.მსჯავრდებულ მ----- ქ------ს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9.განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი