გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310116001497707
№3-695/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – გე----ი ვე-----–--ე
წარმომადგენილი-დი------ი ვე-----–--ე
მოპასუხე – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
წარმომადგენელი-ზვ---- ბო-–----ე
მესამე პირი-პა---- ვე-----–--ე, გი-----ი შე----–-ა
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა, ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გე----ი ვე-----–--ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა,„სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ გე----ი ვე-----–--ეზე გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობის №C------ ბათილად ცნობის თაობაზე“, სააგენტოს 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვლით, საქმეში მე-3 პირებად იქნენ ჩაბმული, პა---- ვე-----–--ე და გი-----ი შე----–-ა.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელე გე----ი ვე-----–--ემ 20-- წლის მაისის თვეში პა---- ვე-----–--ისგან (რომელიც არის კატერის მესაკუთრის მინდობილი პირი, გადანდობის უფლებით) მიიღო მინდობილობა, რომლითაც უფლება მიეცა, მის მფლობელობაში ყოფილიყო მცურავი საშუალება, მცირე ზომის გემი, კატერი და შესაბამისად, აეღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გემის რეგისტრაციის მოწმობა, რაც საშუალებას მისცემდა, ესარგებლა აღნიშნული კატერით.
20-- წლის 1- ივნისს აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გე----ი ვე-----–--ემ აიღო გემის სარეგისტრაციო მოწმობა და აგვისტოს თვეში, მაშინ, როცა აღნიშნული კატერით ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, ემსახურებოდა ტურისტებს, სანაპირო დაცვამ ჩამოართვა აღნიშნული კატერი.
როგორც აღმოჩნდა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის საფუძველზე ბათილად უცვნია გემის სარეგისტრაციო მოწმობა, №C------, ხოლო სანაპირო დაცვამ ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის ანუ სასამართლოს, ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვა კატერი და გადაიყვანა მათ ტერიტორიაზე, რაც ასევ უკანონო ქმედებაა.
გე----ი ვე-----–--ისთვის როგორც შემდეგომ გახდა ცნობილი, აღწერილი უკანონო ქმედებები გამოწვეული იყო გი-----ი შე----–-ას ზეპირი განცხადებებით, რომ თითქოს კატერი მისი საკუთრება იყო და რომ მას აღნიშნული კატერი მოჰპარეს.
სანამ პა---- ვე-----–--ე მინდობილობით გადასცემდა აღნიშნულ კატერს, მანამდე მინდობილობა გაცემული იყო გი-----ი შე----–-აზე, რომელიც სარგებლობდა კატერით, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ აღებული ჰქონდა გემის სარეგისტრაციო მოწმობა ერთი წლის ვადით, რაც მას აძლევდა აღნიშნული კატერით სარგებლობის საშუალებას და არა საკუთრების უფლებას.
პა---- ვე-----–--ემ გააუქმა შე----–-აზე გაცემული მინდობილობა, გე----ი ვე-----–--ეზე მინდობილობის გაცემამდე. ამის შემდეგ კი გე----ი ვე-----–--ეს მისცა სააგენტომ გემის რეგისტრაციის მოწმობა, რაც უსაფუძვლოდ და უკანონოდ ცნო შემდეგ ბათილად.
არავის მიუმართავს გე----ი ვე-----–--ის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით და არც სამართლებრივი, თუ სხვა არგუმენტაციაა მითითებული, მოწმობის ბათილად ცნობის ბრძანებაში.
გე----ი ვე-----–--ეზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტის ბათილად ცნობის მიზეზები, სადავო აქტში მითითებულია არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, სააგენტომ ჩათვალა, რომ ისევ ძალაშია შე----–-აზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად ძალადაკარგულია, გე----ი ვე-----–--ეზე რეგისტრაციის მომენტიდან.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
20-- წლის 3- მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შევიდა მოქალაქე გე----ი ვე-----–--ის განცხადება, მცურავი საშუალების ყოველწლიური რეგისტრაციის განახლების შესახებ. განცხადებას თან ერთვოდა: 20-- წლის 1- მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, 20-- წლის 2- ივნისს გი-----ი შე----–-აზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 20-- წლის 2- მაისს გაცემული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით, რის საფუძველზეც პა---- ვე-----–--ემ მოახდინა მოტონავის განკარგვის უფლების გადაცემა, გე----ი ვე-----–--ეზე და ასევე, გე----ი ვე-----–--ის მიერ წარდგენილი იქნა 20-- წლის 27 მაისს გაცემული, ზომამცირე გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი.
აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, 20-- წლის 1- ივნისს გაიცა მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა გე----ი ვე-----–--ის სახელზე, თუმცა რეგისტრაციის შემდგომ, სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ გი-----ი შე----–-ას საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება, გე----ი ვე-----–--ის სახელზე მოხდა ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პა---- ვე-----–--ის მიერ წარდგენილი, ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობით (პა---- ვე-----–--ის მიერ მოტონავის გე----ი ვე-----–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პა---- ვე-----–--ესა და გი-----ი შე----–-ას შორის, 20-- წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით.
ასევე, შემსრულებელი დაეყრდნო საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემულ, ზომამცირე გემის უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იყო გე----ი ვე-----–--ის სახელზე.
ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ მცურავი საშუალება დარეგისტრირდა გე----ი ვე-----–--ის სახელზე, წარმოადგენდა ხარვეზს და მისი აღმოჩენის შემდეგ ის აღმოიფხვრა სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რაც არ უნდა გახდეს საფუძველი, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა.
მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს სააგენტოს დირექტორის №0------- ბრძანებით გამოწვეული ზიანის ფაქტს, ვერ ასაბუთებს, თუ როგორ მიადგა გე----ი ვე-----–--ის კანონიერ ინტერესს ზიანი, რაც მისცემდა შესაძლებლობას, აღეძრა სარჩელი სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომიდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მესამე პირი, პა---- ვე-----–--ე სარჩელს დაეთანხმა, იმ საფუძვლით, რომ მოტონავი პა---- ვე-----–--ემ 20-- წელს შეიძინა ნ---- თურმანიძისგან, გენერალური მინდობილობის საფუძველზე და სააგენტოში 20-- წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა მცურავი საშუალების მფლობელად. ამის შემდეგ, მას მალე მოუწია მოტონავის გაყიდვა და ის მინდობილობით გადაუფრომა გი-----ი შე----–-ას, 6 ათას აშშ დოლარად, თუმცა რეალური მფლობელი სხვა პირი იყო და არა, გი-----ი შე----–-ა.
როდესაც მოტონავის მფლობელი გარდაიცვალა, ამ უკანასკნელის დის მოთხოვნით, მოტონავი გაიყიდა გე----ი ვე-----–--ეზე, რომელსაც მინდობილობა კვლავ პა---- ვე-----–--ემ მისცა, რაც მას სწორად მიაჩნია.
2.3. მესამე პირი, გი-----ი შე----–-ა სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელს არ დაეთანხმა, შემდეგი საფუძვლით:
გი-----ი შე----–-ამ 20-- წლის 2- ივნისს, პა---- ვე-----–--ისაგან ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა მოტო-ნავი, (სარეგისტრაციო ნომერი 8-- გამოშვების წელი 20--/ საქართველო, ძრავის ტიპი. რაოდენობა, სიმძლავრე: ., ერთი, 75 ცხ. ძ., მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 5 ადამიანი).
საკუთრების უფლების მოწმობად იმ მომენტისათვის მას ჰქონდა გამყიდველისაგან მიღებული, 20-- წლის 2- ივნისს გაცემული მინდობილობა, სარეგისტრაციო ნომრით: 130652-10, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების მინიჭების შინაარსს. კერძოდ, აღნიშნული მინდობილობით გი-----ი შე----–-ას, როგორც შემძენსა და მესაკუთრეს, გადაეცა ისეთი უფლებები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს სრულუფლებიან მესაკუთრეს (ჩუქება, იპოთეკით დატვირთვა, ქირავნობა, იჯარა) და ასევე მინდობილობა ითვალისწინებდა, გადაეფორმებინა მოტო-ნავი თავის სახელზე. გი-----ი შე----–-ა ასეც მოიქეცა, სააგენტოში მის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობა, იგი იყენებდა მოტო-ნავს, შეჰყავდა ზღვაში სეზონურად, თუმცა, სარგებლობის გარდა, სხვა არცერთი უფლება მას არ გამოუყენებია, როგორც მესაკუთრეს, მას არ გამოუხატავს ნება, მოტო-ნავის ჩუქების ან ნასყიდობის შესახებ.
სარეგისტრაციო მოწმობის უკანასკნელი განახლება გი-----ი შე----–-ას მიერ მოხდა 20-- წლის 16 ივლისს, მომდევნო ერთი წლის ვადით და მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ მესაკუთრედ ითვლებოდა, 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე მისგან დამოუკიდებლად გაიცა საკუთრების მოწმობა, მაშინ, როდესაც გი-----ი შე----–-ას სარეგისტრაციო მოწმობას ვადა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასული და ძალაში იყო 20-- წლის 16 ივლისამდე.
მოსარჩელე გე----ი ვე-----–--ემ 20-- წლის მაისში პა---- ვე-----–--ისაგან მიიღო მინდობილობა, რომლითაც მიიღო უფლება, მფლობელობაში ჰქონოდა მცურავი საშუალება, მოტონავი და 20-- წლის 1- ივნისს მინდობილობის საფუძველზე აიღო გემის სარეგისტრაციო მოწმობა.
მიუხედავად იმისა, რომ გი-----ი შე----–-ას ჯერ კიდევ ჰქონდა სარეგისტრაციო მოწმობით უფლება, მოტონავი გაეყვანა წყალში, მისგან დაუკითხავად და ნებართვის გარეშე, მოტონავი სახლიდან გაიყვანა გე----ი ვე-----–--ემ, შეჰყავდა ის ზღვაში, იღებდა სარგებელს და შემოსავალს. ამის შესახებ გი-----ი შე----–-ამ არაფერი იცოდა მანამ, სანამ არ დაუკავშირდნენ და არ აცნობეს, რომ სანაპირო დაცვამ გააჩერა გე----ი ვე-----–--ე და მას აღმოაჩნდა 20-- წლის 1- ივნისს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა.
გი-----ი შე----–-ასთვის სრულიად გაუგებარია, თუ რა საბუთებსა და მასალებზე დაყრდნობით მიიღო გე----ი ვე-----–--ემ სარეგისტრაციო მოწმობა, მაშინ როდესაც მისი სარეგისტრაციო მოწმობა მოქმედი იყო, ამასთან მას არ მიუცია ნებართვა, მოტონავით სარგებლობის შესახებ.
გე----ი ვე-----–--ე აცხადებს, რომ ის კეთილსინდისიერი მოსარგებლე და მესაკუთრე იყო მოტონავის, ვინაიდან ხელთ ჰქონდა პა---- ვე-----–--ის მიერ გაცემული მინდობილობა; მოტონავი იყო გი-----ი შე----–-ას საკუთრება, რადგან მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადა და ამასთან, მინდობილობა აძლევდა საკუთრების და არა, სარგებლობის უფლებას; გი-----ი შე----–-ას და პა---- ვე-----–--ეს შორის არ ყოფილა სხვა სახის შეთანხმება, როგორიც არის სარგებლობა, ქირავნობა ან იჯარა. მათ შორი დაიდო, ნასყიდობის სასყიდლიანი ხელშეკრულება და სამი წლის განმავლობაში (20--; 201-; 20---20--) მოტონავი იყო გი-----ი შე----–-ას საკუთრების ქვეშ.
აქედან გამომდინარე, აბსურდულია ის ფაქტი, რომ მინდობილობის (სარეგისტრაციო ნომრით: 130652-10) გაუქმება მოხდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ თავისი საკუთრება გი-----ი შე----–-ას ნების გარეშე, არამართლზომიერად აღმოჩნდა სხვის სარგებლობაში.
არსებული მასალებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, 20-- წლის 5 აგვისტოს გამოიცა კანონიერი გადაწყვეტილება, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 0-------, რომლითაც აღდგენილი იქნა, გი-----ი შე----–-ას დარღვეული უფლებები.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 10 ივლისს ნ---- თურმანიძემ სანოტარო წესით დამოწმებული გენერალური მინდობილობა გასცა პა---- ვე-----–--ეს, ზომამცირე გემზე, რომლის მოდელია: იამახა 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი- 20--, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G0783AD, სარეგისტრაციო ნომერი 8--, მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 4 ადამიანი).
მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა, მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 10 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 10 ივლისს სანოტარო წესით გაცემული მინდობილობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 20-- წლის 2- ივნისს პა---- ვე-----–--ემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, გი-----ი შე----–-ას, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, გი-----ი შე----–-ას მფლობელობასა და სარგებლობაში გასაცა თავისი კუთვნილი მოტონავი, სარეგისტრაციო ნომერი: GK8--C, ქარხნიდან გამოშვების წელი- 20--, იამახა 75 ცხ/ძ. სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 5 ადამიანი).
მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 8 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 2- ივნისს სანოტარო წესით გაცემული მინდობილობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 20-- წლის 4 ივლისს გი-----ი შე----–-ამ განცხადებით მიმართა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მოტონავის რეგისტრაციის თაობაზე, 20-- წლის 2- ივნისს მის სახელზე გაცემული მინდობილობით.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 20-- წლის 11 ივლისს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გი-----ი შე----–-ას სახელზე დარეგისტრირდა მოტონავი და მასზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 20-- წლის 16 ივლისამდე.
გი-----ი შე----–-ა ყოველწლიურად ახორციელებდა გემის სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გი-----ი შე----–-ას 20-- წლის 4.07. განცხადება;
- გემის სარეგისტრაციო მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 20-- წლის 3- მაისს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე გე----ი ვე-----–--ემ, რომლითაც მოითხოვა იგივე მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლება. განცხადებას თან ერთვოდა, 20-- წლის 1- მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პა---- ვე-----–--ის განცხადება, 20-- წლის 2- ივნისს გი-----ი შე----–-აზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 20-- წლის 2- მაისს გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით, რომლითაც ნ---- თურმანიძის უფლებამოსილმა პირმა, პა---- ვე-----–--ემ გე----ი ვე-----–--ეს, როგორც „მინდობილ“ პირს, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ზომამცირე გემი, რომლის მოდელია: იამახა 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი- 20--, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G0783AD, ქიშის სიმაღლე: 5,00X1,95X0,40, ტვირთამწეობა 850 კგ. მგზავრები: 4 კაციანი).
აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1- ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გე----ი ვე-----–--ის 20-- წლის 3-.05. განცხადება;
- 20-- წ. 2-.05. გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა;
- 20-- წლის 1- ივნისს გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. გე----ი ვე-----–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გი-----ი შე----–-ას საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება გე----ი ვე-----–--ის სახელზე მოხდა, ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პა---- ვე-----–--ის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის მიერ გაცემულ მინდობილობით (პა---- ვე-----–--ის მიერ მოტონავის გე----ი ვე-----–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პა---- ვე-----–--ესა და გი-----ი შე----–-ას შორის 20-- წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით, თუმცა, გემის ბოლო მფლობელის, გი-----ი შე----–-ას მხრიდან არ არსებობდა გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, გე----ი ვე-----–--ის სასარგებლოდ.
აღნიშნულის შესაბამისად, გე----ი ვე-----–--ეზე 20-- წლის 1- ივნისს გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანებით ცნობილი იქნა ბათილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გე----ი ვე-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსი“;
_ „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“.
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსი“.
მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურას სახელმწიფო რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დუბლიკატის გაცემის წესს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესებსა და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, მათში ცლილებ(ებ)ის შეტანის წესს, სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების/შეჩერების საფუძვლებსა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის პირობებს საქართველოს საზღვაო კოდექსისა და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად არეგულირებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 17 სექტემბრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“.
წესების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციას, რეგისტრაციაზე უარის თქმას, რეგისტრაციის შეჩერებას, გემის რეგისტრაციიდან მოხსნას, გემის რეგისტრაციის შეწყვეტას და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გემის სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა, რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მე-2 მუხლის ბ) პუნქტი განსაზღვრავს გემის სარეგისტრაციო მოწმობას, როგორც გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. გემის რეგისტრაციის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის I ეტაპზე, ხოლო გემის სარეგისტრაციო მოწმობა იმავე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის IV ეტაპზე;
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ მე-14 მუხლით განმარტებულია, „გემთმფლობელისა“ და „გემის მესაკუთრის“ ცნებები:
1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე.
2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, რომელსაც აწარმოებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, პირველი რეგისტრაცია ზომამცირე გემზე, რომლის მოდელია: იამახა 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი- 20--, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G0783AD, სარეგისტრაციო ნომერი 856, მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 4 ადამიანი), შესრულებულია ნ---- თუ-----------. 20-- წლის 10 ივლისს ნ---- თურმანიძემ სანოტარო წესით დამოწმებული გენერალური მინდობილობა გასცა პა---- ვე-----–--ეს,მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა, მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 10 წლის ვადით.
ამის შემდეგ, იმავე მცურავ საშუალებაზე 20-- წლის 2- ივნისს პა---- ვე-----–--ემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, გი-----ი შე----–-ას, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა იგივე მცურავი საშუალება.
მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 8 წლის ვადით.
20-- წლის 4 ივლისს გი-----ი შე----–-ამ განცხადებით მიმართა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მოტონავის რეგისტრაციის თაობაზე, 20-- წლის 2- ივნისს მის სახელზე გაცემული მინდობილობით და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 20-- წლის 11 ივლისს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გი-----ი შე----–-ას სახელზე დარეგისტრირდა მოტონავი და მასზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 20-- წლის 16 ივლისამდე.
გი-----ი შე----–-ა ყოველწლიურად ახორციელებდა გემის სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ამდე----, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ მე-1- მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გი-----ი შე----–-ა წარმოადგენდა გემის, სახელწოდებით C0----- გემის მესაკუთრეს, რამდე----აც სახელმწიფოს გემების რეესტრში იგი შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, არ არსებობს ამასთან დაკავშირებით პირდაპირი მითითება სხვა რამეზე, გი-----ი შე----–-ას სახელზე გაცემულია გემის (სახელწოდებით C0----) სარეგისტრაციო მოწმობა, კონკრეტული ვადით, რა ვადაშიც ის ასრულებდა როგორც მესაკუთრის, ისე მფლობელის ვალდებულებებს სააგენტოსთან და სარგებლობდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით.
6.4. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 3- მაისს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე გე----ი ვე-----–--ემ, რომლითაც მოითხოვა იგივე მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლება.
გე----ი ვე-----–--ის განცხადებას თან ერთვოდა, 20-- წლის 1- მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პა---- ვე-----–--ის განცხადება, 20-- წლის 2- ივნისს გი-----ი შე----–-აზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 20-- წლის 2- მაისს გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით.
აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა, 2017 წლის 1- ივნისამდე. საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით.
ამ შემთხვევაში უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გე----ი ვე-----–--ისათვის გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დროს, სახელმწიფოს გემების რეესტრში იგივე გემის მესაკუთრედ გი-----ი შე----–-ა იყო რეგისტრირებული და მის სახელზე სააგენტოს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას NC0----- მოქმედების ვადა არ ჰქონდა ამოწურული, რომელიც განისაზღვრებოდა, 20-- წლის 16 ივლისამდე.
საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.
ამდე----, გემის რეგისტრაციისა და გე----ი ვე-----–--ის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობის გასაცემად, ამ შემთხვევაში სააგენტოსათვის საკმარისი ვერ იქნებოდა 20-- წლის 1- მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პა---- ვე-----–--ის განცხადება, 20-- წლის 2- ივნისს გი-----ი შე----–-აზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და პა---- ვე-----–--ის მიერ 20-- წლის 2- მაისს გე----ი ვე-----–--ეზე გაცმეული სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, რამდე----აც, სააგენტოს მიერ წარმოებული, სახელმწიფოს გემების რეესტრში იმავე გემის მესაკუთრედ გი-----ი შე----–-ა იყო რეგისტრირებული და მის სახელზე სააგენტოს გაცემული ჰქონდა სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, დარღვეული იყო საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 17 სექტემბრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესები.
6.5. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, გე----ი ვე-----–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გი-----ი შე----–-ას საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება გე----ი ვე-----–--ის სახელზე მოხდა, ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პა---- ვე-----–--ის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის მიერ გაცემულ მინდობილობით (პა---- ვე-----–--ის მიერ მოტონავის გე----ი ვე-----–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პა---- ვე-----–--ესა და გი-----ი შე----–-ას შორის 20-- წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით, თუმცა, გემის ბოლო მფლობელის, გი-----ი შე----–-ას მხრიდან არ არსებობდა გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, გე----ი ვე-----–--ის სასარგებლოდ.
„საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 36-ე მუხლის 4 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, გემის რეგისტრაციის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია, გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთანან / და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა;
ასევე, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად: „გეემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება ან რეგისტრაცია შეუწყდება, საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია ამყარებს სააგენტოს პოზიციას, გე----ი ვე-----–--ის მოთხოვნით განხორციელებული რეგისტრაციისას დაშვებული უსწორობის გამო, რეგისტრაციისა და გემის მოწმობის გაუქმების აუცილებლობის შესახებ, რაც იძლევა იმის საფუძველს, ჩაითვალოს, რომ სააგენტომ იმოქმედა გემის კეთილსინდისიერი მესაკუთრის (მფლობელის) - გი-----ი შე----–-ას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც არ არსებობდა მისი გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე, გე----ი ვე-----–--ის სასარგებლოდ.
20-- წლის 2- მაისს გაცემული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა ვერ შეცვლიდა ამ შემთხვევაში, გი-----ი შე----–-ას სახელზე დარეგისტრირებულ, მცურავი საშუალების საკუთრების უფლებას.
აღნიშნულის შესაბამისად, გე----ი ვე-----–--ეზე 20-- წლის 1- ივნისს გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანებით ცნობილი იქნა ბათილად.
6.6. სასამართლო ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობის საფუძვლები. 1-ლი პუნქტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულებაც წარმოეშვება, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ამ აქტის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების მიერ ერთგვარი კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებითად ითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი და აშკარაა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გემის, სახელწოდებით C0----- სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევა, რომლითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი განიცადა, მესამე პირის კანონით დაცულმა საკუთრების უფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესებმა.
შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გააჩნდა მატერიალურ სამართლებრივი და პროცედურული საფუძვლები, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით და რამდე----აც დასტურდებოდა, საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 17 სექტემბრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესების დარღვევა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანება და ბათილად ეცნო 20-- წლის 1- ივნისს გე----ი ვე-----–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობა.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს სწორედ ამ აქტის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანების კანონშესაბამისობა წარმოადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებითად ითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისია, რომლის საფუძველზეც აღდგენილი იქნა მესამე პირის დარღვეული უფლებები.
აქტის პროცედურული გამართულობისა და კანონშესაბამისობის თაობაზე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანების გამოცემისას ეს წესი დაცული არ არის, აქტი მოკლებულია დასაბუთებას, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას მიჩნეული მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, აქტის ბათილად ცნობის წინაპირობად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი, ამ პროცედურული წესის დაცვის პირობებშიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა შედეგით ვერ დასრულდებოდა.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ამ შემთხვევაში სწორად არის შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც კონკრეტული მცურავი საშუალების რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საკითხს უკავშირდება.
მიიჩნევს, რომ „სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ გე----ი ვე-----–--ეზე გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობის №C------ ბათილად ცნობის თაობაზე“, სააგენტოს 20-- წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანება საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსისა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 17 სექტემბრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე გე----ი ვე-----–--ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გე----ი ვე-----–--ის სარჩელი, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე