განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
340100119002810957
დავის ტიპი
126
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119002810957

№1/4-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 თებერვალი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - კო----------- ხა----–---–ის

ადვოკატების - სი---- ოს--–---–ის და ომ---- ხა----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: კო----------- ხა----–---–ი

მამის სახელი: იუ---

დაბადებული: 1----–-–------------–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭიაური

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვა-----------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ (სამი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: კო----------- ხა----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ზურგისა და ფეხის არეში ხელჯოხის რამდენიმე დარტყმით სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა-- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის ნოემბრის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ფეხის არეში მუშტი ორჯერ დაარტყა არასრულწლოვან, 2--------- წელს დაბადებულ მ----ამ ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კო----------- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ნი--- ხა----–---–ს, კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

კო----------- ხა----–---–ი, 2018 წლის 10 დეკემბერს, 23:35 საათზე დააკავეს და 2018 წლის 13 დეკემბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ზურგისა და ფეხის არეში ხელჯოხის რამდენიმე დარტყმით სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა-- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის ნოემბრის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ფეხის არეში მუშტი ორჯერ დაარტყა არასრულწლოვან, 2--------- წელს დაბადებულ მა----- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კო----------- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ნი--- ხა----–---–ს, კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ა-- ხა----–---–ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ა-- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ზურგისა და ფეხის არეში ხელჯოხის რამდენიმე დარტყმით სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა-- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო----------- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ა-- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ კო----------- ხა----–---–მა, ზურგისა და ფეხის არეში ხელჯოხის რამდენიმე დარტყმით სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა-- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ანა ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ კო----------- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ზურგისა და ფეხის არეში ხელჯოხის რამდენიმე დარტყმით სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა-- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(მ----ამ ხა----–---–ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, ფეხის არეში მუშტი ორჯერ დაარტყა არასრულწლოვან, 2--------- წელს დაბადებულ მა----- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო----------- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ კო----------- ხა----–---–მა, ფეხის არეში მუშტი ორჯერ დაარტყა არასრულწლოვან, 2--------- წელს დაბადებულ მა----- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, ნი--- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრის დაუდგენელ რიცხვში, კო----------- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ფეხის არეში მუშტი ორჯერ დაარტყა არასრულწლოვან, 2--------- წელს დაბადებულ მა----- ხა----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ნი--- ხა----–---–ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნი--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, კო----------- ხა----–---–მა სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ნი--- ხა----–---–ს, კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო----------- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნი--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კო----------- ხა----–---–მა, სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ნი--- ხა----–---–ს, კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნი--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გი------ ხა----–---–ის, ნა-- გი----–---–ის, თე--------- ნო----ის, მე---- ხა----–---–ის, მა----- ხა----–---–ის, ა-- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ კო----------- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კო----------- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სცემა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ნი--- ხა----–---–ს, კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო----------- ხა----–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (სამი ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კო----------- ხა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

კო----------- ხა----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

კო----------- ხა----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი.

 

კო----------- ხა----–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კო----------- ხა----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, კო----------- ხა----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

კო----------- ხა----–---–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2019 წლის 29 იანვარს, წინასასამართლო სხდომაზე კო----------- ხა----–---–ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 ლარი, რაც ბრალდებულის მიერ არ არის უზრუნველყოფილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კო----------- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ა-- ხა----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

კო----------- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მა----- ხა----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

კო----------- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნი--- ხა----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და კო----------- ხა----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

კო----------- ხა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 დეკემბრის 23:35 საათიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი