განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
120100119002837907
დავის ტიპი
362 1
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/036-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – მ-------------–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ--–----------------ი, დაბადებული 2---------წ, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ვ--–-, ფ---------------- ქუჩა N 5.

 

ადვოკატი - ნ------------------–---–ი.

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1 ნაწილით;

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულის მ--–----------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1.შუამდგომლობების მიხედვით, მ--–----------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივნისს, ქ. ა---––---ში, ო-----–---ის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის N9----ე ეკიპაჟის მიერ შერჩეული იქნა ა/მანქანა „ფ------------------ი“, სარეგისტრაციო ნომრით C--------, რომელსაც მართავდა მძღოლი მ--–----------------ი, რომელმაც ეკიპაჟს წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკაში 07.03.2017 წელს გაცემული ყალბი მართვის მოწმობა M--------. დოკუმენტების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ--–----------------ის სახელზე შევსებული მძღოლის მოწმობა M--------, დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ აქვს ნამდვილად დოკუმენტებისათვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები“.

 

1.2 ამდენად, მ--–----------------მა ჩაიდინა ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მ--–----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: შტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეების- დ----------------სა და ნ-----–----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული მართვის მოწმობა, მიმართვის წერილი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრს, შესაბამისი პასუხი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ მ-------------–---–ს, ბრალდებულ მ--–----------------სა და მის ადვოკატ ნ------------------–---–ს შორის.

 

3.2. პროკურორმა მ-------------–---–მა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის მ--–----------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მ-------------–---–მა, ბრალდებულმა მ--–----------------მა და მისმა ადვოკატმა ნ------------------–---–მა.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებთ ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული მ--–----------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.7. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მას საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

 

3.9. სასამართლო ამასთანავე, მხედველობაში იღებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ, ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, ისე საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე საპროცესო უფლებაზე უარის თქმა (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე) აკრძალული არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმისათვის რომ უარის თქმა ჩაითვალოს სამართლიანად მინიმალური დაცვის გარანტიები უნდა იქნას დადგენილი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Scoppola v. Italy (no. 2), N 10249/03 , 17/09/2009, §135; Sejdovic v. Italy, N 56581/00 , 01/03/2006, §86). კერძოდ, აუცილებელია რომ საპროცესო შეთანხმება აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: პირი სრულად უნდა იცნობდეს საქმის მასალებს და ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს საპროცესო შეთანხმების შინაარსისა და მოლაპარაკების სამართლიანობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: Natsvlishvili & Togonidze, N9043/05, 29/04/2014, §92).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებებიმ--–----------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კანონიერებას განაპირობებს, მისი გამოყენების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა კანონთა მოთხოვნებით ხელმძღვანელობა, ხოლო სასჯელის სამართლიანობას განსაზღვრავს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობა.

 

4.3.განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ მ--–----------------ის მიმართ, შუამდგომლობით მოთხოვნილი სასჯელი, სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა. ამავდროულად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნამდე ინდივიდუალურად შეაფასა ბრალდებულის პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლიობაში გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების უზრუნველყოფას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–----------------ის სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №M-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ მ--–----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. მ--–----------------ი (პირადი №4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვლება პირობით მსჯავრით 01 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ-–-------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;

 

5. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულზე მ--–----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–----------------ის სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №M-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

8. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

§ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე თუ მიაჩნიათ, რომ ა)საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ)ბრალდებულებს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

§ თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე