განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/035-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06 თებერვალი, 2019 წელი ქ. ა---––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ე-–--------ა დ------–-–-ილი
დაცვის მხარე: ბრალდებული – გ-----ი ო-------, დაბადებული 2---------–- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა-------------------------–-------–------
ბრალდებული – მ-----------------, დაბადებული 2---------–, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ვ--–-, ნ----------–---–-- ქუჩა, სახლი N1, ბინა N5.
ადვოკატი - ნ------------------–---–- და კ----------------.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1 ნაწილით (2 ეპიზოდი), 25-362-ე მუხლის 1 ნაწილით.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის გ-----ი ო------ის და მ-----------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1.შუამდგომლობების მიხედვით, გ-----ი ო------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: გ-----ი ო-------მ სომხეთის რესპუბლიკაში შეიძინა და ინახავდა სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას ნომრით R--------, გაცემული 24.09.2016 წელს, რომელიც გამოიყენა საქართველოში რა დროსაც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები. გ-----ი ო------ის მიერ გამოყენებული მართვის მოწმობა ტექნიკური საბუთების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი მძღოლის მოწმობა N R--------, შევსებული გ-----ი ო------ის (G--------------- სახელზე დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს“.
1.2 ამდენად, გ-----ი ო-------მ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის შეძენა, შენახვა, გამოყენება;
1.3.შუამდგომლობების მიხედვით, გ-----ი ო------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: გ-----ი ო-------მ იმ მიზნით რომ მ-----------------სთვის შეეძინა ყალბი მართვის მოწმობა 2017 წლის 25 ივლისს გ-----ი ო-------მ და მ-----------------მ ერთად გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკაში გ-----ი ო-------მ მ-----------------სთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძინა სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ყალბი მართვის მოწმობა ნომრით No--------, გაცემული 25.07.2017 წელს, რომელიც მ-----------------მ გამოიყენა ქ. ა---––---ში 2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, რა დროსაც წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართელოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტროს. მ-----------------ს მიერ გამოყენებული მართვის მოწმობა ტექნიკური საბუთების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად“... დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს“.
1.4 ამდენად, გ-----ი ო-------მ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის შეძენა, დახმარება;
1.3.შუამდგომლობების მიხედვით, მ-----------------ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში: მ-----------------მ გადაწყვიტა სომხეთის რესპუბლიკაში შეეძინა ყალბი მართვის მოწმობა, მ------------------მ განზრახვა გაანდო სასაქართველოს მოქალაქეს გ-----ი ო-------ს და 2017 წლის 25 ივლისს მ-----------------მ, გ-----ი ო-------სთან ერთად გადაკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გ-----ი ო------ის დახმარებით, შეიძინა და ინახავდა სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას No--------, გაცემული 25.07.2017 წელს, რომელიც გამოიყენა საქართველოში, ქ. ა---––---ში 2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე, რა დროსაც წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართელოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტროს. მ-----------------ს მიერ გამოყენებული მართვის მოწმობა ტექნიკური საბუთების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად“... ექსპერტიზაზე წარდგენილი მ-----------------ს (M---------------) სახელზე გაცემული შევსებული No-------- მარტის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს“.
1.4 ამდენად, მ-----------------მ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის შეძენა, შენახვა, გამოყენება;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გ-----ი ო------ის და მ-----------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათ - ფორმა N1; შეტყობინება; მოწმე მ-----------------ს გამოკითხვის ოქმი; მ-----------------ს და გ-----ი ო------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, თ------------–---–-ს, გ--–---------ის თ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები; დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ და ამოღების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (მართვის მოწმობა R-------), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ და ამოღების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (მართვის მოწმობა R-------), დადგენილებები დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (მძღოლის მოწმობები R------- და R-------), ცნობები ნასამართლობის შესახებ მ-----------------ს და გ-----ი ო------ის მიმართ, მიმართვის წერილი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის სახელზე სომხეთის რესპუბლიკაჭი არსებული სასჯელის შესახებ და პასუხი მ-----------------ს და გ-----ი ო------ის მიმართ. მიმართვის წერილი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის სახელზე სომხეთის რესპუბლიკაში მძღოლის მოწმობის გაცემის თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, მიმართვის წერილი საქართველოს შსს საინფორმაციო-დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს სახელზე მ-----------------ს და გ-----ი ო------ის სახელზე ადმინისტრაციულად დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. გ-----ი ო------ის და მ-----------------ს მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ე-–--------ა დ------–-–-ილის, ბრალდებულ გ-----ი ო------ისა და მის ადვოკატს კ----------------ს, ასევე ბრალდებულ მ-----------------ს და მის ადვოკატ ნ------------------–---–ს შორის.
3.2. პროკურორმა ე-–--------ა დ------–-–-ილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების გ-----ი ო------ისა და მ-----------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ე-–--------ა დ------–-–-ილმა, ბრალდებულმა გ-----ი ო-------მ და მის ადვოკატ კ----------------მ, ასევე ბრალდებულ მ-----------------მ და მის ადვოკატ ნ------------------–---–მა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებთ ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებულები სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები გ-----ი ო------- და მ----------------- სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.7. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მას საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.
3.9. სასამართლო ამასთანავე, მხედველობაში იღებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ, ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, ისე საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე საპროცესო უფლებაზე უარის თქმა (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე) აკრძალული არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმისათვის რომ უარის თქმა ჩაითვალოს სამართლიანად მინიმალური დაცვის გარანტიები უნდა იქნას დადგენილი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Scoppola v. Italy (no. 2), N 10249/03 , 17/09/2009, §135; Sejdovic v. Italy, N 56581/00 , 01/03/2006, §86). კერძოდ, აუცილებელია რომ საპროცესო შეთანხმება აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: პირი სრულად უნდა იცნობდეს საქმის მასალებს და ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს საპროცესო შეთანხმების შინაარსისა და მოლაპარაკების სამართლიანობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: Natsvlishvili & Togonidze, N9043/05, 29/04/2014, §92).
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებებიმ--–-----------------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ე-–--------ა დ------–-–-ილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კანონიერებას განაპირობებს, მისი გამოყენების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა კანონთა მოთხოვნებით ხელმძღვანელობა, ხოლო სასჯელის სამართლიანობას განსაზღვრავს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობა.
4.3.განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ გ-----ი ო------ის და მ-----------------ს მიმართ, შუამდგომლობით მოთხოვნილი სასჯელი, სრულად შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მათ ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 25-362-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა. ამავდროულად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნამდე ინდივიდუალურად შეაფასა ბრალდებულების პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლიობაში გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების უზრუნველყოფას.
5. ნივთიერი მტკიცებულებები: გ-----ი ო------ის სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №R-------- და მ-----------------ს სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №R-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–--------ა დ------–-–-ილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ გ-----ი ო-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. გ-----ი ო------- (პირადი №0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-362-ე მუხლის 1 ნაწილით (ორი ეპიზოდით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვლოს პირობით მსჯავრით 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ-----ი ო------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
5. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულზე გ-----ი ო------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ მ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
8. მ----------------- (პირადი №4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვლება პირობით მსჯავრით 01 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
10. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულზე მ-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. ნივთიერი მტკიცებულებები: გ-----ი ო------ის სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №R-------- და მ-----------------ს სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მართვის მოწმობა №R-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
13. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
§ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე თუ მიაჩნიათ, რომ ა)საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ)ბრალდებულებს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
§ თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე