განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100115774359
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----15

#1-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე, სოფიკო უგრეხელიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ-------–-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ--------------ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------- დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ბე----------------ში.

 

ადვოკატი - გ--–----------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 1--------ის N---- ბრძანებით ვ--------------ა დაინიშნა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად. საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით ვ--------------ა, როგორც მთავარი ინჟინერი ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტებზე განეხორციელებინა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი და სამშენებლო ობიექტებზე საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალების და საწარმოო საშუალებების, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. საინჟინრო დეპარტამენტი აწარმოებდა სამეურნეო სასაწყობო შენობის და ავტო-ტექნიკის ფარეხის მშენებლობას გ-----------------–-–---–ის სახელობის ს-----–----------ის ტერიტორიაზე. რა დროსაც მთავარ ინჟინერ ვ--------------ას მითითებით, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ მოთხოვნის დარღვევით, ელექტრო შედუღებითი სამუშაოების წარმოებისათვის, აიგო დაახლოებით 3,9 მეტრის სიმაღლის ხარაჩო, რომელსაც არ გააჩნდა შემოღობვა. ამავდროულად არ განახორციელა კონტროლი, რათა შემოუღობავი ხარაჩოს პირობებში, სამუშაოების წარმოე„ბისას, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ის N2.2.5-ის და N2.2.7-ის პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოთა მწარმოებელ პერსონალზე გაცემულიყო უსაფრთხოების ქამრები. 2----–-–----------არს დაახლოებით 17:00 საათზე, აღნიშნული ხარაჩოდან, ელექტრო შედუღებითი სამუშაოების წარმოებისას, დაახლოებით 3,9 მეტრის სიმაღლიდან, გადმოვარდა ელექტროშემდუღებელი ს------------------–-ილი, რომელიც მასზე მუშაობდა ზემოაღნიშნული წესების დარღვევით. გადმოვარდნის შედეგად ს------------------–-ილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ: ხერხემლის ტრავმა, წელის მე-2 მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა და წელის მე-5 მალის წინა კიდის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯამრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ს------------------–-ილის ჩვენებით დადგენილია, რომ 1987 წლიდან არის ელექტრო შემდუღებელი. შემთხვევის დღეს მუშაობდა N---------–--------------------------აზე, აკეთებდა კონსტრუქციას, თუმცა დამცავი ქამარი არ ეკეთა. დამცავი ქამარი ფიზიკურად არ ჰქონდათ ობიექტზე და არც მოთხოვნა ყოფილა ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ გაეკეთებინა. ზოგადად დამცავი ქამრის დამაგრება, როგორც წესი, ხდება მოაჯირზე, თუმცა აღნიშნულ ხარაჩოს არ ჰქონდა მოაჯირი, შესაბამისად, ქამარი ვერ დამაგრდებოდა. ხარაჩო არ იყო მყარი, რადგან ნიადაგი იყო არასწორი, რომელზეც ე.წ. „ბალასტი“ იყო დაყრილი. სამუშაოს შესრულებისას გადმოვარდა ოთხი მეტრის სიმაღლის ხარაჩოდან. ხარაჩოს აწყობას არ დასწრებია. მისთვის ცნობილი არ არის ხარაჩო ვინ ააწყო და ვისი მითითებით, რადგან სხვა ობიექტზე მუშაობდა და აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოდ მოგვიანებით გადაიყვანეს. მისი აღნიშნულ ობიექტზე გადაყვანა ვისი ბრძანებით მოხდა, არ იცის. სავარაუდოდ ათმეთაურის მოთხოვნით გადაიყვანდნენ. აღნიშნულ ობიექტზე მისვლისას მისთვის ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. მას არ უფიქრია იმ მომენტში, რომ შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო. მისი ხარაჩოდან ჩამოვარდნის ფაქტს შეესწრნენ თანამშრომლები: გ----------–--–---–ი, ს---–------------–---ი, რ-----------–ი და ზ------------–---–--ე. მისი მუშაობის პერიოდში ვ--------------ა მიდიოდა ობიექტზე, თუმცა მისთვის არ უთქვამს, რომ დამცავი ქამრის გარეშე არ ემუშავა და არც ის უთქვამს მოაჯირი არ არის კარგად გამაგრებული და არ იმუშაოო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის იანვრის თვეში ვ--------------ასთან ერთად მუშაობდა სსიპ „დ--–--ას“ შემადგენლობაში. მის მოვალეობაში შედიოდა პირადი შემადგენლობის, უსაფრთხოების და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი. აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე პირები მისი და რ----–--–---–--ის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ უსაფრთხოების წესების შესახებ. 2013 წლის თებერვალში ბრძანებით დაევალა N3--------ის ტერიტორიაზე ავტოსადგომის და მისი დანამატი შენობების აშენება. ობიექტს მიენიჭა N24, მშენებლობა დაიწყო თებერვლის ბოლოს. მშენებლობის პროცესი მიწის სამუშაოებით დაიწყო, თავდაპირველად დაიწყეს დამხმარე სათავსოების მშენებლობით, რადგან ინვენტარი და სამშენებლო მასალები დაელაგებინათ. ამის შემდეგ დაიწყეს წერტილოვანი საძირკველის მომზადება, როგორც ახსოვს 95 წერტილოვანი საძირკველი გაიჭრა გარკვეული სიმაღლეებით, ჩაისხა რკინა-ბეტონი შიგნით, რაზეც დამაგრდა ლითონის კონსტრუქციის საყრდენი ფურცლები 10 მმ, მასზე დადუღდა ლითონის ბოძები, რომელზეც კონსტრუქციულად მიმაგრებული იყო ე.წ. „შველერები.“ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მიიტანეს მათზე რიცხული გერმანული წარმოების მანქანა ელექტრო ამწე კალათა, რომლითაც ხდებოდა შედუღებები. ვ--------------ას შეხვდა სამუშაოების პერიოდში მომხდარ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, რომელთანაც ისაუბრა სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით. ვ--------------ამ მას უთხრა, რომ აგებულიყო ხარაჩო, რომელიც გამოიყენებოდა მაღალი სიმაღლეებისთვის ადვილად მისაწვდომად, რომელიც კედელზე მაგრდებოდა კონსტრუქციულად პულტებით ან ჩაიხრახნებოდა შიგნით, ზურგის და წინა მხრიდან დაცული იყო, რომლითაც ხდებოდა მუშაობა ფასადებზე. თავად ვ--------------ას არ დაეთანხმა და უთხრა, რომ წინააღმდეგი იყო ხარაჩოს აგების, ვინაიდან მიწა, რომელზეც უნდა აგებულიყო ხარაჩო, არ იყო დატკეპნილი, გასწორებული, იყო წერტილოვანი საძირკვლები და თვლიდა, რომ ხარაჩო არამყარად დამაგრდებოდა. პარალელურად ვ--------------ას შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტი - ამწე კალათის სახით, რომელიც გამოიყენებოდა ელექტრო ფასადის შესაღებად, თუმცა ვ--------------ა მის წინადადებას არ დაეთანხმა და მისი ბრძანებით აიგო ხარაჩო. რ----–--–---–--ესაც ესაუბრა ხარაჩოსთან დაკავშირებით, თუმცა მას აზრი არ გამოუხატავს. აიწყო ხარაჩო, რომელზეც მუშაობდა დაზარალებული ისე, რომ არ ეკეთა დამცავი ქამარი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, არ ჩათვალეს საჭიროდ ქამრის გაკეთება. ასევე ხარაჩოს არ ჰქონდა სამაგრი. შესაბამისად, ჩამოვარდა დაზარალებული, რომელმაც დაიზიანა ხერხემალი. მოწმის ჩევნებით, დაზარალებულის ხარაჩოდან გადმოვარდნის დროს, იგი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------არს მუშაობდა სსიპ „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტში იურისტის პოზიციაზე. ვ--------------ა იყო მთავარი ინჟინერი, ხოლო ს------------------–-ილი მუშაობდა შემდუღებლის პოზიციაზე. 2----–-–----------არს ს------------------–-ილი მუშაობდა N-----------ის ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩამოვარდა ხარაჩოდან და ხერხემლის არეში მიიღო დაზიანება. საინჟინრო დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია საინჟინრო დეპარტამენტის დებულებით და სსიპ „დ--–--ას“ ძირითადი დებულებით. დებულების თანახმად, დეპარტამენტში მთავარი ინჟინერის პოზიციაზე დანიშნული იყო ვ--------------ა. დებულების მე-4 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია სტრუქტურა. ამავე დებულების მე-5 მუხლით არის განსაზღვრული მთავარი ინჟინერის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც მოიცავს შემდეგს: დეპარტამენტში შესული ინფორმაციის გაცნობა-შესწავლა, საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის და ხარვეზის, ან უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი შენიშვნების გაკეთება, სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლის უზრუნველყოფა, ტექნიკის, დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზების გაწევა, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლების ორგანიზება, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის კონტროლი, მუშისა და ინჟინერის ტექნიკური პერსონალის გადაადგილება, ობიექტებისა და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამშენებლო ობიექტების საწარმოო პროცესისათვის ჩამოთვლილი სამშენებლო მასალებისა და საწარმოო მასალების შესაბამისობა საწარმოო პროექტების მონაცემებთან. მის მოვალეობაში შედიოდა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვა და უსაფრთხოებაზე კონტროლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის იანვრის თვეში მუშაობდა სსიპ „დ--–--ას“ სამეცნიერო საინჟინრო კვლევით ცენტრში ელექტრო შემდუღებლის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ელექტრო შედუღება. ს------------------–-ილი იყო მისი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა შემდუღებლის პოზიციაზე. მასთან ერთად მუშაობდა N3--------ის ტერიტორიაზე, სადაც აკეთებდნენ გადახურვის წინა სამუშაოებს. შემთხვევის დღეს მუშაობდა ს------------------–-ილთან ერთად. თავდაპირველად თავად იყო ასული ხარაჩოზე, ხოლო შემდეგ ს--------ი ავიდა შესადუღებლად, რა დროსაც იგი ჩამოვარდა და მიიღო სხეულის დაზიანება. ხარაჩო იყო დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლის, მილებისგან აწყობილი, შედგებოდა ორი იარუსისგან, რომელიც იყო ბოძებზე მიბმული და ზევიდან ედო ფიცარი. ხარაჩოს მოაჯირი არ ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვე მუშაობდნენ აღნიშნული ხარაჩოთი და ამ პერიოდში ვ--------------ა იყო მისული ობიექტზე. მათ ობიექტზე უსაფრთხოების ქამრები არ ჰქონიათ, ქამრები მისცეს მხოლოდ ს------------------–-ილის ხარაჩოდან ჩამოვარდნის შემდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-----------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა სსპი „დ--–--აში“ ელექტრო შემდუღებლის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის რკინის სამუშაოების წარმოება-შედუღება. ს------------------–-ილი არის მისი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ელექტრო შემდუღებლად. N3--------ის ტერიტორიაზე მუშაობის დროს ს------------------–-ილი ჩამოვარდა ხარაჩოდან. ს------------------–-ილი ასრულებდა სიმაღლეზე სამუშაოს, ადუღებდა დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე. ხარაჩო გაკეთებული იყო მილებისაგან, ჰქონდა რკინის იატაკი, სახელური არ ჰქონდა, არ იყო შემოსაზღვრული. ამ ხარაჩოზე მასაც უმუშავია, თუმცა დამცავი საშუალებები იმ დროს არ ჰქონდათ. ამ ინციდენტის შემდეგ მიიტანეს დამცავი ქამრები. ვ--------------ა მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ ობიექტზე ერთი-ორი თვის დაწყებული ჰქონდათ სამუშაოები. ვ--------------ა უნახავს ობიექტზე მისული, ნახულობდა ობიექტს, რა და როგორ კეთდებოდა და მშენებლობა როგორ მიმდინარეობდა. მოწმის ჩვენებით, ხარაჩო თავიდანვე ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც მომხდარი ინციდენტის დროს. ვ--------------ა ხარაჩოზე მუშაობის პერიოდში ხშირად მიდიოდა ობიექტზე და მას არ უთქვამს მათთვის, რომ დამცავი ქამრის გარეშე არ ემუშავათ, არც ის უთქვამს, რომ ხარაჩოსათვის შემოღობვა გაეკეთებინათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--–-----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ-----–-------------როს საინჟინრო-სამშენებლო ბაზაზე, თაბაშირ-მუყაოსა და პლასტიკატის სპეციალისტის პოზიციაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა „დ--–--აში“ მეარმატურე-მებეტონის პოზიციაზე. ს------------------–-ილი მუშაობს შემდუღებლად. 2014 წლის იანვრის თვეში ს------------------–-ილი გადმოვარდა N3--------ის ტერიტორიაზე მდებარე ხარაჩოდან და დაიზიანა ზურგის არე. აშენებდნენ ავტოსადგომს, რომელიც რკინით იყო აშენებული. ს------------------–-ილი შემდუღებელი იყო და სიმაღლეზე ასრულებდა სამუშაოს. მოწმის ჩვენებით, ის ხარაჩო, საიდანაც გადმოვარდა ს------------------–-ილი, მას არ აუწყვია. მას უთხრეს, რომ მთავარი ინჟინრის - ვ--------------ას დავალება იყო, რომ უნდა მიიტანა ხარაჩოს ასაწყობად მასალა, შეასრულა დავალება და მიიტანა მასალა. მოწმის ჩვენებით, გადმოვარდნის შემდგომ მან უშუალოდ ნახა ს------------------–-ილი, რომელიც მიწაზე იწვა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მისული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მე---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------არს მუშაობდა სსიპ „დ--–--აში“ მძღოლ ოპერატორის პოზიციაზე. ს------------------–-ილი მუშაობდა ელექტრო შემდუღებლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს მუშაობდა N----------აში, აკეთებდნენ ავტოფარეხს. განივ ძელებს ამწის საშუალებით დებდა დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე, ელექტრო შედუღება მიმდინარეობდა მეტრით დაბლა, რომ ადამიანი მიწვდომოდა. ს------------------–-ილი ჩამოვარდა ხარაჩოდან, დაეცა ფეხზე და გადავარდა უკანა მხარით. გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით გაიგო, რომ მას ხერხემლის დაზიანება ჰქონდა მიღებული. ს------------------–-ილი მუშაობდა ლითონის ხარაჩოზე, რომელზეც ფიცრები ელაგა, შემოღობვა არ ჰქონდა და კიბით ადიოდნენ. შემდუღებლები უსაფრთხოების ქამრებს არ იყენებდნენ. ამწე კალათით რომ ემუშავათ, აღნიშნულ შემთხვევას არ ექნებოდა ადგილი, რადგან კალათა დამაგრებულია ზევიდან, რომელსაც აქვს მოაჯირები. ასევე, ხარაჩო შემოღობილი რომ ყოფილიყო, ს------------------–-ილი არ გადმოვარდებოდა. მისი მუშაობის პერიოდში ვ--------------ა ხშირად მიდიოდა ობიექტზე, ამ პერიოდში ხარაჩო იდგა ობიექტზე და მუშები იყენებდნენ. შესაბამისად, ვ--------------ა ხარაჩოს დაინახავდა ობიექტზე. ხარაჩოს ყოველთვის ამაგრებდნენ ბოძებზე. ს------------------–-ილის გადმოვარდნა გამოიწვია იმან, რომ შემოტრიალდა, ადგილი არ იყო და გადმოვარდა, ხარაჩო უცვლელად იდგა, გადმოვარდნას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ხარაჩოს არ ჰქონდა მოაჯირი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------არს მუშაობდა სსიპ „დ--–--აში“ მეარმატურე-მებეტონის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა დანგრევა, ასფალტის დასხმა. 2----–-–----------არს მუშაობდა N3--------ის ტერიტორიაზე, აშენებდნენ ავტოფარეხს. ავტოფარეხი შენდებოდა რკინის კონსტრუქციით. ს------------------–-ილი იყო ელექტროშემდუღებელი, რომელიც ჩამოვარდა ხარაჩოდან. თავად ჩამოვარდნის ფაქტს არ შესწრებია. რომ მივიდა ობიექტზე, ს------------------–-ილი სასწრაფოს ჰყავდა გადაყვანილი. ს------------------–-ილი 4-5 მეტრზე აწარმოებდა სამუშაოებს, ადიოდა კიბით და რკინის ხარაჩოზე მუშაობდა. ხარაჩო მაგრდებოდა კედელზე, რომელსაც მოაჯირი არ ჰქონდა. ობიექტზე ხელმძღვანელი პირები იყვნენ უბნის უფროსი ზ------------–---–--ე და სამუშაოთა მწარმოებელი ი-----–ი, გვარი არ ახსოვს. ვ--------------ა მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა. თანამდებობრივად ვ--------------ა იყო ზემდგომი ხელმძღვანელი პირი. მთავარმა ინჟინერმა უნდა მისცეს დავალება სამუშაოთა მწარმოებელს, რომელმაც დავალება უნდა მისცეს მუშებს, რომ მათ შეასრულონ სამუშაო. მოწმის ჩვენებით, იგი შეესწრო ფაქტს, რომ ზ------------–---–--ე არ უშვებდა თანამშრომლებს ხარაჩოზე, რადგან ხარაჩო არ იყო მყარი. ვ--------------ამ მას უთხრა, რომ თავად იყო პასუხისმგებელი, ასულიყვნენ მუშები და ემუშავათ, რადგან არავის არაფერი არ მოუვიდოდა. ვ--------------ა საკმაოდ ხშირად დადიოდა ობიექტზე. ხარაჩო, საიდანაც გადმოვარდა ს--------ი, უფრო ადრე ააწყვეს. ეს პირველი სამუშაო დღე არ ყოფილა. ხარაჩოზე მომუშავე პერსონალს დამცავი ქამრები ჰქონდათ თუ არა, არ იცის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---–------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------არს მუშაობდა სსიპ „დ--–--აში“ შემდუღებლის პოზიციაზე. მუშაობდნენ N3--------ის ტერიტორიაზე, აკეთებდნენ ავტოფარეხებს. კონსტრუქცია კეთდებოდა რკინის მასალით. ს------------------–-ილი იყო მისი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა შემდუღებლად. 2----–-–----------არს დღის მეორე ნახევარში ს------------------–-ილი მუშაობდა ხარაჩოზე. მან დაინახა, რომ მუშები მირბოდნენ. როდესაც მივიდა ადგილზე, დაინახა, რომ ს------------------–-ილი ძირს ეგდო და წელი სტკიოდა. იგი ჩამოვარდა 4-5 მეტრის სიმაღლიდან. მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადაიყვანეს „არამიანცის“ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ გორში ს--------ო ჰოსპიტალში. გაესაუბრა ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ ს------------------–-ილს მალებზე სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც მას გაუკეთეს. ვ--------------ა მუშაობდა მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე. იმ ხარაჩოს, საიდანაც გადმოვარდა ს-----------–---–ი, მოაჯირი არ ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ნოემბერს მუშაობა დაიწყო თ-----–-------------როს სამშენებლო საინჟინრო ბაზაში საქმეთა მწარმოებლად. მივლინებული იყო N----------აში ავტოფარეხის და სასაწყობე მეურნეობის სამშენებლო უბანზე. მისი მისვლისას მიდიოდა ელექტრო შედუღებების სამუშაოები. თავიდან ჰყავდათ ორი შემდუღებელი, შემდეგ დაემატათ 6-7 კაცი და გააგრძელეს მუშაობა. არსებულ სამუშაო მოედანზე იყო სამი სახის ე.წ. „ხარაჩო“: ერთი იყო გერმანული წარმოების, რომელიც ყველანაირი დაცული სისტემით იყო აღჭურვილი, მეორე იყო ქარხნული წესით დამზადებული ხარაჩო, რომელიც გათვალისწინებულია ისეთი წესით აწყობაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს ყველანაირი დამცავი მექანიზმები. დამცავი მექანიზმები გულისხმობს, რომ ხარაჩოს აწყობა უნდა მოხდეს მოსწორებულ ადგილზე, უნდა ჰქონდეს დამცავი ჯებირები, წინა მხარე მიბჯენილი უნდა იყოს კედელთან, რათა არ მოხდეს გადმოვარდნა-დაშავება. მისი მისვლისას დაწყებული იყო სამუშაოები და რამდენჯერმე იყო კამათი ამ თემაზე, რომელი ხარაჩოს გამოყენება იყო მიზანშეწონილი. ვ--------------ა იმ პერიოდში იყო ბაზის მთავარი ინჟინერი. თავად იყო სამუშაოთა მწარმოებელი. უბნის უფროსი იყო ზ------------–---–--ე, ასევე იყვნენ ოც მეთაურები და აშ. სამმართველოს უფროსი იყო მ-----–-----------ე, რომელთანაც ჰქონდა საუბარი, რომ ამ ხარაჩოებით არ შეიძლებოდა მუშაობა. მან უთხრა, რომ რამდენჯერმე კამათი ჰქონდა ვ--------------ასთან. კამათი შეეხებოდა იმას, რომ ხარაჩოების მდგრადობა არასაიმედო იყო და ხელოვნურად მასზე დამცავი ჯებირების მოწყობა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. ხარაჩოებს არა აქვთ დამცავი მექანიზმი, ეს არ არის ქარხნული წესით დამზადებული ხარაჩო, რომელიც არ ითვალისწინებს წინა მხარის დაცვას, ამიტომ იძულებული იყვნენ, რომ ხელოვნურად გაეკეთებინათ. როგორც იცის, სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ე მოითხოვდა კალათების მიტანას, რომელიც ეკიდებოდა და ჰქონდა დამცავი მექანიზმი, მაგრამ იმის მიტანა დაგვიანებით მოხდა. იმ პერიოდში ერთადერთი რეალური დაცული ხარაჩო იყო გერმანული წარმოების ხარაჩო. აღნიშნული შემთხვევის დღეს ვ--------------ა იყო მისული ობიექტზე რ----–--–---–--ესთან ერთად. მათი დაშორების შემდგომ დაახლოებით ერთი საათისა და 40 წუთის შემდეგ ის და ზ------------–---–--ე იდგნენ 20-30 მეტრის დაშორებით და უყურებდნენ სამუშაოს მიმდინარეობას, რა დროსაც დაინახეს, რომ შემდუღებელი წამოდგა, აიწია დამცავი ფარი და უცბად გადავარდა ხარაჩოდან უკან. ყოველ შეხვედრაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ხარაჩოს გამოყენება იყო საშიში, იქედან გამომდინარე, რომ ხშირად ხდებოდა მისი დაშლა და გადატანა, რაც დაუშვებელი იყო. ვინაიდან ხარაჩოს სჭირდება სტაციონარული მიმაგრება და ყველანაირად დაცვა, რაც არ ხდებოდა მოცემულ შემთხვევაში. სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ე ძალიან აქტიურად მოითხოვდა, რომ სხვა ხარაჩოები მიეტანათ. ადგილზე იყო სხვა ორი ტიპის ხარაჩო, რომელიც თანამედროვე ტიპის გერმანული წარმოების ხარაჩო იყო. ხარაჩოს დამონტაჟება გამოყენება ხდებოდა ვ--------------ას დავალებით. გადმოცემით იცის, რომ ეს ხარაჩო გაკეთებული იყო ვ--------------ას რეკომენდაციით. ვ--------------ა კვირაში 3-4-ჯერ მიდიოდა ობიექტზე, ათვალიერებდა და ყველაფერს ნახულობდა. დამცავი ქამარი რომ ჰქონოდათ, ქამარი ხარაჩოზე მაინც ვერ მიმაგრდებოდა, რადგან არ ჰქონდათ დამცავი ბუდე და ჩამოსაკიდი არ არსებობდა. აღნიშნულის მიმაგრება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნური დამცავი ჯებირის გაკეთების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ხარაჩო მავთულით იყო ბოძზე მიმაგრებული, ძირი არ იყო გასწორებული. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოითხოვა კრწანისის ობიექტიდან კალათის ჩამოტანა, რის გამოც შელაპარაკება მოუვიდა ვ--------------ასთან, თუმცა კალათის ჩამოტანა ძალიან გვიან მოხდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტ------–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის იანვრის თვეში მისი სამმართველოს უფროსის - ზ---- შ-----–იას ბრძანებით მივლინებული იყო N----------აში, სადაც აკეთებდნენ ავტოსადგომს. აღნიშნულ ობიექტზე უფროსი იყო ვ--------------ა. მასთან ერთად მუშაობდნენ მუშები: რ-----------–ი, ა-------------–---ი, ს------------------–-ილი, რომელიც იყო ელექტრო შემდუღებელი. ზოგადად ხარაჩო მყარად უნდა იყოს დამაგრებული, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჯებირები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხარაჩოს ჰქონდა თუ არა ჯებირი, არ ახსოვს, რადგან ყურადღება არ მიუქცევია. ს------------------–-ილი ჩამოვარდნის დროს არ დაუნახავს, ხმაურის ხმა გაიგონა, მივიდა და დაინახა, რომ ს--------ი ძირს იწვა. ს------------------–-ილს დამცავი ქამარი არ ეკეთა და არც ჩაფხუტი ეფარა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მუშაობდა თ-----–-------------როსთან არსებული სამეცნიერო კვლევითი საწარმო „დ--–--ას“ სამშენებლო-საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. მათი დეპარტამენტი აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ვ--------------ა თავიდან მუშაობდა მთავარი ინჟინრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო შემდეგ დაინიშნა მთავარი ინჟინერის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ბათუმში ერთ-ერთი ობიექტის ჩაბარებაზე, დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ხარაჩოდან ჩამოვარდა შემდუღებელი - ს------------------–-ილი. როგორც ჩამოსვლის შემდეგ გაიგო, ს------------------–-ილს ჰქონდა დაზიანებები. მომხდარი ფაქტის თაობაზე აცნობეს „დ--–--ას“ იურისტს, რომელმაც მისცა საქმეს მსვლელობა. დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია ს------------------–-ილის ჩამოვარდნა და გაარკვია, რომ ხარაჩო არ იყო სტანდარტული, არ ჰქონდა მოაჯირი. მისთვის ცნობილია, რომ ხარაჩო აიგო მშენებლების მითითებით. მათი დეპარტამენტის სახელმძღვანელო იყო სამშენებლო საინჟინრო დეპარტამენტის შრომითი დებულება, რომლითაც განსაზღვრული იყო თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები. დებულების თანახმად, სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოება წარმოადგენდა მთავარი ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრის, საქმეთა მწარმოებლის, 20 მეთაურის და 10 მეთაურის ფუნქციას. მთავარი ინჟინერი ითვლებოდა მის მოადგილედ, რომლის მოვალეობაში შედიოდა ზედამხედველობა, ხელმძღვანელობა, გადანაწილება, დაგეგმვა და სამუშაოს მსვლელობის თვალყური. ყველა ქმედება თანხმდებოდა ქვევიდან ზევით, რომელიც დღის ბოლოს გროვდებოდა ვ--------------ასთან. ვ--------------ას უნდა გაეკონტროლებინა მისი ქვემდგომი, რომ მომხდარიყო აგება, დაშლა და აშ. უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირდაპირ ექვემდებარებოდა მთავარ ინჟინერს. მას ჰქონდა უფლება ნებისმიერი სამმართველოს უფროსი გამოეყვანა და მოეთხოვა შეეჩერებინა სამუშაოები. მოწმის განმარტებით, ხარაჩოს აგებაზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ვ--------------ას კომპეტენცია იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----–--–---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა თ-----–-------------როს საინჟინრო-ტექნიკურ დეპარტამენტში. 2013 წელს მუშაობდა სსიპ „დ--–--ას“ შემადგენლობაში მყოფ საინჟინრო სამშენებლო დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ ბრძანებით დაინიშნა საინჟინრო ტექნიკური დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. ვ--------------ა იყო საინჟინრო-სამშენებლო დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი, რომელიც იყო მისი ზემდგომი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, 2----–-–----------არს 17:00 საათზე ხარაჩოდან ჩამოვარდა ს------------------–-ილი, თუმცა თავად არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და გაიგო მეორე დღეს. მივიდა შემთხვევის ადგილზე, ს------------------–-ილი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, ადგილზე იყვნენ მუშები, რომლებიც ამაგრებდნენ დგარებს და შლიდნენ ხარაჩოს. ხარაჩო იყო ინვენტარული, ქარხნული წესით დამზადებული, რომელზეც ფენად გამოყენებული იყო ხის მასალა. ხარაჩო საინჟინრო კუთხით ისე უნდა ყოფილიყო აწყობილი, რომ სრულყოფილად ემუშავა. ხარაჩოს აწყობას არ დასწრებია, ხარაჩოს აწყობაზე პასუხისმგებელია სამუშაოთა მწარმოებელი ან უბნის უფროსი. ხარაჩოს აწყობისას არც თავად და არც ვ--------------ა არ ყოფილან ობიექტზე. შემთხვევის დღეს იყვნენ ობიექტზე, თუმცა მუშები არ დახვდნენ, საკვებად იყვნენ წასული, რის გამოც გადავიდნენ სახმელეთო ჯარების ობიექტზე. აღნიშნული ობიექტის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის თვეში, სადაც მივიდა მთავარ ინჟინერთან - ვ--------------ასთან ერთად. დაინახეს, რომ არ მუშაობდნენ მუშები და იკითხეს რა ხდებოდა, უპასუხეს, რომ უბნის უფროსმა - ზ------------–---–--ემ, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოთა მწარმოებლის არ ყოფნის შემთხვევაში, განაცხადა, რომ ხარაჩო ირხეოდა და ვერ აუშვებდა მუშებს სამუშაოდ. ვ--------------ამ ზ------------–---–--ეს უთხრა, რომ მავთული მიეტანა. ზ-------ა მიუტანა მავთული, რომლითაც ვ--------------ამ ხარაჩო მიამაგრა დგარზე. შემდეგ ზ------------–---–--ეს უთხრა, რომ ემუშავათ ამ ხარაჩოზე. ხარაჩო სადაც იდგა, იყო მოხრეშილი ტერიტორია. დებულების თანხმად, მთავარ ინჟინერს ევალება სამსახურში უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის ორგანიზება და კონტროლი. შემდუღებელს სხვა მუშისგან განსხვავებით სჭირდება სპეციალური დაცვა. მას სიმაღლეზე მუშაობისას უნდა ეკეთოს უსაფრთხოების ქამარი, რაც ს------------------–-ილს არ ეკეთა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ობიექტიდან 100 მეტრის დაშორებით. ს------------------–-ილის ჩამოვარდნის ფაქტს არ შესწრებია. როდესაც მივიდა, დაინახა, რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში აჰყავდათ ს------------------–-ილი. მოწმის ჩვენებით, იმ ხარაჩოს, რომლიდანაც გადმოვარდა ს----------–---–ი, არ ჰქონდა საყრდენი კედელი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დამცავი ჯებირის დამაგრება. ასევე ხარაჩოზე დასადგომ იატაკზე რკინის სადგომის მაგივრად იდო 5სმ. სისქის სადგომი, რის გამოც ხარაჩოზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება დაცული არ იყო. ს------------------–-ილს არ ეკეთა დამცავი ქამარი. ობიექტზე ხარაჩო ვისი მითითებით აიგო, არ იცის, ალბათ ვ--------------ამ დაავალა სამუშაოთა მწარმოებელს, ხოლო მან მუშებს. ხსენებული ხარაჩო იყო გაუმართავი და მისთვის რომ მოეთხოვათ აღნიშნულ ხარაჩოზე რაიმე სახის სამუშაოების შესრულება, არ დათანხმებოდა, რადგან ხარაჩო არ შეესაბამებოდა ამ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. ხარაჩო მიმაგრებული იყო ბოძებზე მავთულებით. შემთხვევის დღეს ვ--------------ა იყო ობიექტზე და შემდეგ გავიდა. ვ--------------ას სამუშაოთა მწარმოებლისთვის რომ მიეცა მითითება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებული იყო შეესრულებინა მისი მითითება. ვ--------------ას მითითება რომ ყოფილიყო ხარაჩოს შეცვლაზე, ამ მითითებას შეასრულებდნენ, ვინაიდან მის გარეშე იქ არაფერი არ კეთდებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის პ---–-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სს საქმეზე დაიწყო გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა მოწმეები, სსიპ „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტიდან გამოითხოვა საჭირო დოკუმენტაცია, დანიშნა საინჟინრო ექსპერტიზა, გამოკითხა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–---იამ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ჩანაწერების მიხედვით, ს------------------–-ილისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით 2----–-–----------არს, 17:05 სთ-ზე გამოძახებულ იქნა სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაესვა დიაგნოზი: მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმა. შპს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----------–ერების მიხედვით, ს------------------–-ილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 20.01.2014წ-ს, 17:43 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 21.01.2014წ-ს, 15:00 სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი წელის II მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა. სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თ-----–-------------როს ს--------ო ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---–ის ჩანაწერების მიხედვით, ს------------------–-ილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 21.01.2014წ-დან 14.02.2014წ-მდე; დაუდგინდა დიაგნოზი: ხერხემლის ტრავმა. წელის II მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა. წელის V მალის წინა კიდის მოტეხილობა. ოპერაცია (29.01.14) L2 ლამინექტომია, ხერხემლის სტაბილიზაცია Th12, L1; L3 ტრანსპენდიკულური ფიქსაცია შემდგომი მდგომარეობა. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ვ--------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს თ-----–-------------როს სამშენებლო სტრუქტურაში. დაზარალებული ხარაჩოდან ჩამოვარდა 2----–-–----------არს, დაახლოებით 17:00 საათზე თ---–-----–--ის ტერიტორიაზე ავტოსადგომის მშენებლობისას, რომელსაც აწარმოებდა თ-----–-------------როს სსიპ „დ--–--ას“ სამშენებლო დეპარტამენტის მეორე სამშენებლო სამმართველო. მომხდარის შესახებ მას შეატყობინა დეპარტამენტის უსაფრთხოების ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელმა რ----–--–---–--ემ. შეტყობინების მომენტში იმყოფებოდა ვაზიანში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე. სასწრაფოდ წამოვიდა და თან წამოიყვანა რ----–--–---–--ე, ერთად მივიდნენ ობიექტზე. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ს------------------–-ილი ჩამოვარდა დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლის მეტალის ინვენტარული ხარაჩოდან, რომელსაც არ ჰქონდა დამცავი შემოღობვა. ამასთანავე, ს------------------–-ილი მუშაობდა დამცავი ქამრის გარეშე, როგორც აუხსნეს თვითმხილველებმა. ობიექტიდან პირდაპირ ლ---–--ესთან ერთად წავიდა დეპარტამენტის უფროსთან - რ------–---–თან, რათა შეეთანხმებინა თუ რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მან ჰკითხა ხარაჩო შეესაბამებოდა თუ არა სამუშაოს, რაზეც უპასუხა, რომ ხარაჩო იყო მეტალის კონსტრუქციის ინვენტარული, შეესაბამება სტანდარტს და მისი გამოყენებით შესაძლებელია სამუშაოს შესრულება, თუ ის აგებულია უსაფრთხოების წესებისა და ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უთხრა, რომ შეისწავლიდა მომხდარი ფაქტის მიზეზებს და მოახსენებდა შედეგს, როგორც ეს ხდება ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულად ინიშნება კომისია წარმოების ხელმძღვანელის მიერ, რომელიც უსაფრთხოების ნორმებისა და წესების საფუძველზე შეისწავლის მომხდარ ფაქტს და აკეთებს შესაბამის დასკვნას, რომელსაც წარუდგენს წარმოების ხელმძღვანელს. ძირითადად კომისიას ხელმძღვანელობს წარმოების მთავარი ინჟინერი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მან უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ეს საჭირო არ იყო. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 7 თებერვალს დეპარტამენტის უფროსი რ-------–---–ი უგზავნის წერილს ზემდგომი ორგანოს „დ--–--ას“ უფროსს მომხდარი შემთხვევის შესახებ შემდგომი რეაგირების მიზნით. წერილი მოამზადა დეპარტამენტის იურისტმა ბ-----ამ. დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსის რ----------------ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი რ----------------ე ბარათში აღნიშნავს, რომ N--------ქტზე არ მიმდინარეობდა შესაბამისი საბუთების წარმოება უსაფრთხოების წესების დაცვაზე და არ იყო კონტროლი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა ინფორმაცია არასწორია და არ შეესაბამება ფაქტებს. კონტროლი უსაფრთხოებაზე ხორციელდებოდა, რასაც ადასტურებს ჩანაწერები უსაფრთხოების ტექნიკის ჟურნალსა და სამუშაოთა წარმოების ჟურნალში. ჟურნალის ასლი წარმოდგენილია და მოთავსებულია საქმეში, ხოლო ის, რომ ს------------------–-ილს ხელი არ ჰქონდა მოწერილი ჟურნალში, არის სამუშაოთა მწარმოებლის შეცდომა. აღნიშნული წერილი მომზადებულია არასწორად, ფაქტის შესწავლის გარეშე, რომელიც უნდა გაეკეთებინა დეპარტამენტის უფროსის მიერ შექმნილ კომისიას მონიტორინგის სამსახურის უფროსს, რაც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებს და ნორმებს. წერილი მომზადებულია სუბიექტურად უსაფრთხოების წესისა და ტექნიკის ნორმების დარღვევით ან არ ცოდნით, ობიექტის შესახებ ინფორმაციის შესწავლის გარეშე, წერილში აღნიშნულია თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და რეკომენდაცია მათი დასჯის თაობაზე, რაც ეყრდნობა მონიტორინგის სამსახურის წერილს. წერილში მითითებულია დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ვ--------------ა, რომელსაც შეეფარდა დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა. უსაფრთხოების წესების დაცვაზე N--------ქტზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი ევალებოდა მეორე სამმართველოს შესაბამის სამსახურებს და არა დეპარტამენტის მთავარ ინჟინერს და დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს. მისი მითითებით უსაფრთხოების სამსახურს გაცემული ჰქონდა უსაფრთხოების ჟურნალი და სამუშაოთა წარმოების ჟურნალი. ჟურნალი იწარმოებოდა რეგულარულად. მიუხედავად ამისა, მასში ს------------------–-ილის გვარი არ არის აღნიშნული. მისი მითითებით ობიექტზე შეიტანეს კოშკურა ხარაჩო, მანამდე კი სარგებლობდნენ მეტალის ხარაჩოთი, რომელზეც მოხდა ეს შემთხვევა. მას მითითება ჰქონდა მიცემული ესარგებლათ მეტალის ხარაჩოთი, თუმცა იგი უნდა მოეწყოთ სათანადოდ. მისი ობიექტზე ყოფნისას სადილის პერიოდი იყო და მუშები ობიექტზე არ იმყოფებოდნენ, ხარაჩოს აწყობა დღის განმავლობაში ხდებოდა რამდენჯერმე. კომისია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ხარაჩოს სიმაღლე აღემატება 4 მეტრს. ამ შემთხვევაში ხარაჩოს სიმაღლე იყო 3.9 მეტრი. ამის გამო კომისია მის აგებაზე არ შექმნილა. ხარაჩო უნდა აიწყოს უსაფრთხოების წესების დაცვით, უნდა იყოს შემოღობილი. თუ შემოღობვის მოწყობა შეუძლებელია, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოს შემსრულებელი უზრუნველყოს უსაფრთხოების დამცავი ქამრით. თუ დამცავი ქამრით უზრუნველყოფა შეუძლებელია, სამუშაოთა მწარმოებელმა სამუშაო უნდა გააჩეროს, ხარაჩო მოიყვანოს უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნის შესაბამისობაში და შემდეგ გააგრძელოს მისი ექსპლუატაცია. სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე მის მოწესრიგებამდე. მთავარ ინჟინერს ევალებოდა კონტროლის ორგანიზება და არა კონტროლი. ბრალდებულის ჩვენებით, ხარაჩო, საიდანაც ჩამოვარდა ს------------------–-ილი, მისი მითითებით არ აგებულა. როდესაც იგი მივიდა ობიექტზე, ხარაჩო დახვდა აწყობილი. როდესაც მივიდა ობიექტზე, ზ.კუ--–---–--ემ უთხრა, რომ ხარაჩო ააწყეს, მაგრამ რხევა ჰქონდა, რის გამოც მუშებს ვერ ამუშავებდა მასზე. მიატანინა მავთული, რომლითაც ხარაჩო მიაბმევინა ბოძებზე, შეამოწმებინა და დაუდასტურეს, რომ სამუშაოდ კარგი იყო. ამის შემდეგ მიუთითა მათ, დაესრულებინათ ხარაჩო და გაეგრძელებინათ მუშაობა. მოწმეებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მისი მითითებით ააგეს ხარაჩო, იცრუეს, რადგან ხარაჩო მისი მითითებით არ აგებულა. მოწმეებს მისი ინტერესი არ აქვთ, უცოდინრობის გამო განმარტეს ასე. ჩავიდა მერე და ნახა, რომ ხარაჩოს დამცავი მოაჯირი არ ჰქონდა, იყო ორი რიგი აშენებული, მესამე რიგი აკლდა, უნდა გაკეთებულიყო მესამე რიგი და იმაზე უნდა გაკეთებულიყო დასამაგრებელი. მუშებს დაეზარათ გაეკეთებინათ მესამე რიგი. კონკრეტულ მომენტში მას უსაფრთხოების დაცვა არ ევალებოდა. ობიექტზე მიდიოდა, მაგრამ კონტროლი არ ევალებოდა. კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ვერ გააკონტროლებდა ობიექტზე, ეს ევალებოდა საქმეთა მწარმოებელს. მუშას დამცავი ქამარი არ ეკეთა, თუმცა უნდა კეთებოდა. მისი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო ამ სამმართველოს უფროსების კოორდინირება, მიმართვა სამუშაოებისკენ. მას კონტროლი არ ევალებოდა, კონტროლის ორგანიზება ევალებოდა. საინჟინრო დეპარტამენტის დებულება, რომელიც დამტკიცებულია სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დ--–--ას გენერალური დირექტორის N--- ბრძანებით, მისი სახელმძღვანელო დოკუმენტი არ ყოფილა. მისი სახელმძღვანელო დოკუმენტი არის უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის დებულება, რომელიც დღემდე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, რომლითაც თავად ხელმძღვანელობდა. სსიპ „დ--–--ას“ შესაბამის დებულებას ზოგადად გაეცნო, მაგრამ არ ჩაღრმავებია. სამსახურში მას რა უფლება მოვალეობები ეკისრებოდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო, დებულებას იცნობდა, მუშაობას ვერ დაიწყებდა, თუ დებულებას არ გაეცნობოდა, გააცნეს და შინაარსი ცნობილი იყო მისთვის. კონტროლში იგულისხმება ის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოცემულ ობიექტზე კონკრეტული სამუშაოების დროს რა და როგორ ხდება უნდა აკონტროლოს ხელმძღვანელმა. კონტროლის ორგანიზებას რაც შეეხება თავად არის მათი უსაფრთხოების სამსახურის ზემდგომი, მაგრამ კონტროლის ორგანიზებას ახერხებს მათი მეშვეობით. კონტროლის ორგანიზებაში იგულისხმება, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს მისცეს უსაფრთხოების ტექნიკის ჟურნალი, მათ უნდა ჰქონდეთ სპეც. ტანსაცმელი, უნდა ჰქონდეთ იარაღები, შესაბამისი მასალა, დოკუმანტაცია. დამცავი ქამრები იყო საწყობში, მაგრამ არ გაიტანა სამუშაოს მწარმოებელმა. მისი აზრით, კონტროლის ორგანიზებაში მოიაზრება ის, რომ რეალურად ხორციელდებოდეს კონტროლი დაცულია თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების წესები, კონტროლის ორგანიზებას თვითონ აკეთებდა უსაფრთხოების სამსახურისა და სამმართველოების მეშვეობით. შესაბამისი ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდებოდა ს----------–---–ს და უტარდებოდა კიდეც. მისი, როგორც მთავარი ინჟინრის, უსაფრთხოების კონტროლის ორგანიზების კუთხით, მის ფუნქციებში შედიოდა სამსახურების კონტროლი, რეალურად ახორციელებდნენ თუ არა კონტროლს უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ამ კუთხით ჰყავდა უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ლ---–--ე, უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალისტი კ--–---ი, რომლებიც ობიექტებზე აწარმოებდნენ რეგულარულად ინსტრუქტაჟს და ამოწმებდნენ ჩანაწერებს, მაგრამ ისინი არ იყვნენ ვალდებული ყოველდღე მისულიყვნენ და წაეკითხათ სია, ყოველი თვის ბოლოს უსაფრთხოების სამსახური უკეთებდა მოხსენებას და ახსენებდა უფროსს, თუ რაიმე დარღვევა იყო და ან რაიმე იყო საჭირო.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ზ------------–---–--ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თ-----–-------------როს საინჟინრო სამშენებლო ბაზაში, ,,დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტში, მუშაობდა მეორე სამმართველოს უბნის უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა საბუთების ზედამხედველობა, სამუშაოების სწორი დაგეგმვა განაწილება, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა და დაცვა, ასევე სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა. მათთან დასაქმებული არიან სამოქალაქო პირები ხელშეკრულებით, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს. მათ ბაზაში არის ოთხი სამმართველო, რომლებშიც მუშაობენ სხვა და სხვა ხელობის მცოდნე მუშები. ვინაიდან მათ სამმართველოში იყო ცოტა რაოდენობის ელ. შემდუღებლები და სამუშაო იყო შრომატევადი, 2013 წლის 24 დეკემბერს ნაკეთობათა სამმართველოს უფროსის ზ---- შ-----–იას მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მათ სამმართველოში ნაკეთობათა სამმართველოდან N--------ქტზე მოვლინებული იქნა ელ. შემდუღებელთა ჯგუფი, დაახლოებით შვიდ კაცამდე, მათ შორის ელ.შემდუღებელი ს------------------–-ილი. ობიექტი N24 მდებარეობდა 3----------ის „თ---–-----–--ის“ ტერიტორიაზე და მუშათა ჯგუფი ატარებდა ავტოფარეხის სამონტაჟო სამუშაოებს, სამუშაოებისათვის საჭირო იყო ხარაჩოები და ტერიტორიაზე აწყობილი იქნა სამი ხარაჩო. ხარაჩოების აწყობას ესწრებოდა და იგი აწყობილი იყო სტანდარტულად. მხოლოდ აკლდა უსაფრთხოების ზღურბლი (მოაჯირი). 2----–-–----------არს მუშების სამსახურში გამოცხადების შემდეგ დაიწყო სამუშაოები, ელ-შემდუღებლები ყოველ საათნახევარში ხარაჩოზე ეცვლებოდნენ ერთმანეთს და ადუღებდნენ რკინის დეტალებს. ელ.შემდუღებლები ხის კიბის საშუალებით ადიოდნენ ხარაჩოზე, რომელიც იყო 3,95 მეტრის სიმაღლეზე, ს------------------–-ილმა ასვლის შემდეგ დაიწყო სამუშაოს წარმოება, იგი ხარაჩოზე ასული იყო დამცავი ქამრის გარეშე და აკეთებდა შედუღებით სამუშაოებს, კერძოდ: სპეციალური/ამწეს საშუალებით მიწოდებულ შველერს ადუღებდა დანიშნულებისამებრ, აღნიშნული ტერიტორიიდან 40 მეტრის დაშორებით იდგა ის და მისი სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი ი-----–---–----–---–ი, იქნებოდა დაახლოებით 16:30 წუთი, დაინახეს, რომ ს------------------–-ილი ჩამოვარდა ხარაჩოდან. მიირბინეს მასთან, ის გონზე იყო და უთხრა, რომ ძლიერი ტკივილები ჰქონდა წელის არეში, ადგილზე ასევე მივიდნენ სხვა მუშებიც, რომელთაგან ერთმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო მოვიდა დაახლოებით 10 წუთში. ექიმებმა გასინჯეს ვ--------–---–ი და გადაწყვიტეს მისი „არამიანცის“ საავადმყოფოში გადაყვანა, თან გაყვა მათ. საავადმყოფოში ს--------ს გადაუღეს რენდგენი და მითვის ცნობილი გახდა, რომ მას გატეხილი ჰქონდა ხერხემლის მალა, სხვა რაიმე სერიოზული დაზიანება მას არ ჰქონია. მეორე დღეს ს------------------–-ილი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული დროის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას. დღესდღეობით ს--------ი გამოჯანმრთელდა და დადის სამსახურში. მოწმის განმარტებით, მუშებისთვის უსაფრთხოების ქამრის გაკეთებაზე პასუხისმგებელი არის სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო თუ იგი არ იმყოფება სამსახურში, პასუხისმგებელი არის თავად. მათ იმ დღეს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ქამრების არ ქონაზე. ასევე, მათ არ ჰქონიათ გამოტანილი უსაფრთხოების ქამრები ბაზის საწყობიდან და ყველა მუშა ამ ფაქტამდე მუშაობდა აღნიშნული ქამრების გარეშე. მომხდარის შემდეგ არცერთ მუშას სიმაღლეზე ასვლის წინ უსაფრთხოების ქამრის გარეშე არ უშვებენ. უსაფრთხოების ნორმატიული აქტი სამშენებლო ტექნიკური რეგულირების შესახებ არსებობს, ასევე არსებობს უსაფრთხოების წიგნი, რომელშიც მუშები ყოველ დილით აწერენ ხელს. მუშებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი სამსახურში დანიშვნის დღიდან და შემდეგ ყოველ სამ თვეში. ინსტრუქტაჟს ატარებს სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ატარებს თავად. აღნიშნულ წიგნში მუშების ხელის მოწერა ადასტურებს მათ სამსახურში გამოცხადებას. რაც შეეხება იმას, რომ წიგნში არ არის ს--------ის ხელისმოწერა, რადგანაც ვ--------–---–ი მივლინებული იყო სხვა სამმართველოდან, ვერ გაარკვიეს მათ ჟურნალში უნდა მოეწერა მას ხელი, თუ თავისი სამმართველოს ჟურნალში. საინჟინრო სამშენებლო ბაზაში არსებობს მეორე უსაფრთხოების წიგნი, რომელშიც მუშები ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ აწერენ ხელს. ხარაჩო აიწყო, როგორც ახსოვს, ოქტომბრის ბოლოს, რომელსაც ესწრებოდა და შესაბამისად მის აწყობაზე პასუხისმგებელი იყო, მაგრამ რადგანაც მოაჯირის მიდუღება ხარაჩოზე გამოიწვევდა ხარაჩოს დაზიანებას, არ გაუკეთდა მოაჯირი. მისთვის უცნობია შედის თუ არა ხარაჩოს შემოწმება სწორად აწყობაზე უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში.

 

2014 წლის 1--------ის სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის N---- ბრძანებით დადგინდა, რომ ს------------------–-ილი (გათავისუფლდა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის ნაკეთობათა სამმართველოს ლითონნაკეთობათა საამქროს ელექტროშემდუღებელის დროებით მოვალეობის შემსრულებლობიდან და დაინიშნა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის ნაკეთობათა სამმართველოს ლითონნაკეთობათა საამქროს ელექტროშემდუღებლად.

 

2014 წლის 1--------ის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის N---- ბრძანებით დადგინდა, რომ ვ--------------ა (გათავისუფლდა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას" საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი ინჟინერის დროებით მოვალეობის შემსრულებლობიდან, დაინიშნა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად;

 

2014 წლის 9 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ წარმოდგენილი შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების მიხედვით, ს------------------–-ილისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით 2----–-–----------არს, 17:05 სთ-ზე გამოძახებულ იქნა სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაესვა დიაგნოზი: მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმა. წარმოდგენილი შპს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----------–ერების მიხედვით, ს------------------–-ილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 20.01.2014წ-ს, 17:43სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 21.01.2014წ-ს, 15:00 სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი წელის II მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა. წარმოდგენილი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თ-----–-------------როს ს--------ო ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---–ის ჩანაწერების მიხედვით, ს------------------–-ილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 21.01.2014წ-დან 14.02.2014წ-მდე; დაუდგინდა დიაგნოზი: ხერხემლის ტრავმა. წელის II მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა. წელის V მალის წინა კიდის მოტეხილობა. ოპერაცია (29.01.14) L2 ლამინექტომია, ხერხემლის სტაბილიზაცია Th12, L1; L3 ტრანსპენდიკულური ფიქსაცია შემდგომი მდგომარეობა. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2014 წლის 17 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, ბ------------–-–---------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი. დათვალიერებული იქნა სსიპ დ--–--ას N24-ე ობიექტზე, შესასვლელიდან 200 მეტრში მდებარეობს რკინის კონსტრუქციისგან შეკრული ე.წ. ავტოსადგომი. კონსტრუქცია არის 5.15 მეტრი. ბოძები განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით სიგრძე 13 ცალი, ხოლო სიგანე 5 ცალი ბოძი. ბოძებს შორის დაშორებაა 3.65 მ. დახრით. ბოძების დიამეტრი არის 159 მმ. მარცხნიდან მარჯვნივ მეოთხე სიგრძეზე მეოთხე და სიგანე N2 ბოძთან აჩვენა ს------------------–-ილმა, რომ ეს იყო ბოძი, რომლიდანაც გადმოვარდა. აღნიშნული ბოძი არის თარაზულად მეოთხე, ხოლო ვერტიკალურად მეორე.

 

2014 წლის 2---------ოს საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ მაშინ როცა, 2----–-–----------არს „თ---–-----–--ის“ ტერიტორიაზე ავტოპარკის მშენებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საინჟინრო სამშენებლო ბაზის ელექტროშემდუღებელი ს------------------–-ილი, დაახლოებით 17:00 საათზე სსიპ „დ--–--ას“ ავტოპარკის N--------ქტზე მეტალოკონსტრუქციის შედუღებისას იგი გადმოვარდა 3.9 მეტრი სიმაღლის ხარაჩოდან და მიიღო სხეულის დაზიანება, დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-80*“-ის N2,26* პუნქტის და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ს N2.2.5 და N2.2.7 პუნქტების მოთხოვნები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ 3.9 მეტრი სიმაღლის ხარაჩო, რომელზეც დამდგარი ს------------------–-ილი აწარმოებდა შედუღების სამუშაოებს, საერთოდ არ იყო შემოღობილი და როცა ხარაჩო არ იყო შემოღობილი, ს------------------–-ილი დამცავი ქამრის გარეშე მუშაობდა 3.9. მეტრის სიმაღლეზე. ასევე დარღვეული იყო N1.19 პუნქტის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატება, რომ უსაფრთხოებაზე ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ დაზარალებულისთვის. „CHиII III-80*“-ის N1.19 თანახმად, ს------------------–-ილს უნდა ჩატარებოდა ინსტრუქტაჟი და სწავლება უსაფრთხოების ტექნიკაში. მისი გამოკითხვის და დაკითხვის ოქმიდან (იხ. სტ I, ს.ფ. 110 და 130) ჩანს, რომ მასზე არ ჩაუტარებიათ უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტაჟი, რითაც დარღვეულია ზემოთ მითითებულ N1.19 პუნქტის მოთხოვნა. „CHиII III-80*“-ის N1 დანართის N2 და N3 პუნქტების მოთხოვნების თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ევალება ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების დაცვაზე მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ფინანსური-უზრუნველყოფა. ამავე ნორმატივის N4 პუნქტის თანახმად, მთავარ ინჟინერს ევალება უსაფრთხოების წესების ინსტრუქტაჟის ორგანიზება და უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი. ამავე ნორმატივის N12 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სამუშაოთა მწარმოებელს ოსტატს მასზე განპიროვნებულ უბანში უშუალოდ ევალება კონტროლი მუშების მხრივ უსაფრთხოების წესების დაცვაზე და ყოველ სამუშაოს დაწყების წინ მუშებზე ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოებაზე, რაც როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არ ჩატარებულა. ამავე ნორმატივის N5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს ევალება ინსტრუქტაჟების ჩატარება და კონტროლი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, აქ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს ევალებოდათ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარებაზე კონტროლი და ხელმძღვანელობა. ხარაჩო შემოღობილი რომ არ იყო, ამით დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-4-80*“-ის N2,26პუნქტის მოთხოვნები. ასეთ პირობებში სამუშაო უნდა შეეჩერებინა პირველ რიგში სამუშაოთა მწარმოებელს, რამდენადაც სამუშაო წარმოებდა დამცავი ქამრის გარეშე. ს------------------–-ილის მიერ დამცავი ქამრის გარეშე სამუშაოს შესრულებისას დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-4-80*“-ის N2,26* პუნქტების მოთხოვნები. ასეთ პირობებში სამუშაო უნდა შეეჩერებინა პირველ რიგში სამუშაოთა მწარმოებელს და ასევე მეორე კითხვაზე გაცემულ პასუხში ჩამოთვლილ იმ პირებს, რომლებიც ხედავდნენ, რომ ს------------------–-ილი შემოუღობავ ხარაჩოზე 3.9. მეტრ სიმაღლეზე სამუშაოს ასრულებდა დამცავი ქამრის გარეშე.

 

სსიპ „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის დებულებით დადგინდა, რომ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით მთავარი ინჟინრის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო ობიქტებზე შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი; სამშენებლო ობიექტების საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალებისა და საწარმოო საშუალებების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

2014 წლის 1--------ის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის N---- ბრძანებით ვ--------------ა დაინიშნა სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად;

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დ--–--ას საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით დგინდება, რომ დ--–--ას გენერალური დირექტორის 2014 წლის 1--------ის იანვრის ბრძანებით მთავარ ინჟინრად დანიშნულ ვ--------------ას გააჩნდა ვალდებულება, რომ სამშენებლო ობიექტზე განეხორციელებინა შრომითი და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი, ასევე მოთხოვნილი სამშენებლო მასალების და საწარმოების დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი.

 

სსიპ სახელმწიფო ს--------ო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ საინჟინრო დეპარტამენტის სამშენებლო დეპარტამენტის სამუშაოთა მწარმოებელის ი-----–---–----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მას სამუშაოთა წარმოების ადგილზე მისვლისას ხარაჩო დახვდა აწყობილი, რომელიც ბოძზე მიბმული იყო ლითონის მავთულით. ასევე სამუშაოს მიმდინარეობისას მუშებს არ ეკეთათ დამცავი ქამარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ხარაჩოს არ ჰქონდა დამცავი მოაჯირი, შეუძლებელი იყო დამცავი ქამრის ხარაჩოზე მიბმა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ობიექტზე მისული იყო ვ--------------ა, რომელსაც პირადად ესაუბრა ხარაჩოს მიზანშეუწონლობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

 

ი-----–---–----–---–ისა და ვ--------------ას საუბარი დადასტურდა სსიპ „დ--–--ას“ საინფორმაციო საინჟინრო ბაზაზე მომუშავე მეარმატურე შოთა ლ--–---–---–ის ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ ხარაჩო აიგო მთავარი ინჟინრის ვ--------------ას სიტყვიერი მითითებით.

 

2----–-–----------არს ზემოთხსენებულ ობიექტზე აღნიშნული ხარაჩოდან სამუშაოების შესრულებისას ს------------------–-ილის გადმოვარდნის ფაქტი დადასტურებულია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ობიექტზე მომუშავე პირების: ზ------------–---–--ის, გ----------–--–---–ის, ტ------–----------–---–ის, ვ--–-----------–----ის, ს---–------------–---ის, მე---------------ის, ნ----------------ისა და თავად დაზარალებულ ს------------------–-ილის ჩვენებებით.

 

დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ხარაჩოს, საიდანაც იგი გადმოვარდა, არ ჰქონდა დამცავი მოაჯირი, მას მითითებულ დროს არ ეკეთა დამცავი ქამარი და ვერც გაიკეთებდა, რადგან ქამარი ფიზიკურად არ ჰქონდათ ობიექტზე.

 

სსიპ „დ--–--ას“ იმჟამინდელი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ზემოთაღნიშნული ხარაჩო სამშენებლო ობიექტზე აიგო მთავარი ინჟინრის ვ--------------ას მითითებით, თუმცა იგი არ ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ამ ტიპის ხარაჩოს მონტაჟი ნორმატიული აქტის ე.წ „სტეპის“ მოხედვით ხორციელდება საყრდენ კედელზე, რომელიც მაგრდება ე.წ „ბოლტების“ მეშვეობით, ხოლო უკანა მხარეს უკეთდება დამცავი ჯებირი, რათა მუშა პერსონალი სამუშაო პროცესში დაცული იყოს გადმოვარდნისგან. მოცემულ შემთხვევაში ხარაჩოს არ ჰქონდა დამცავი ჯებირები და შეუძლებელი იყო დამცავი ქამრის გაკეთებაც. მან ვ--------------ას შესთავაზა ალტერნატიული საშუალება ამწე კალათის სახით, თუმცა უარი მიიღო. მისივე ჩვენებით, აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა რ----–--–---–--ეც.

 

რ----–--–---–--ემ დაადასტურა, რომ როდესაც ვ--------------ასთან ერთად მივიდა სამშენებლო ობიექტზე, მუშები იყვნენ გაჩერებული, რის მიზეზად უფროსმა დაასახელა ფაქტი, რომ ხარაჩო არ იყო მდგრადი და ირხეოდა. შესაბამისად, არ ამუშავებდა მუშებს ხარაჩოზე, თუმცა აღნიშნულზე ვ--------------ამ მოახდინა რეაგირება, მან ე.წ. „კატალკა“ მავთულის გამოყენებით ხარაჩო მიაბა ბოძზე და მოითხოვა ობიექტზე სამუშაოების გაგრძელება ამ ხარაჩოს გამოყენებით.

 

სამშენებლო-საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის რ-----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ვ--------------ა ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე განეხორციელებინა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი.

 

სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი დადგინდა საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 2---------ოს საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ს------------------–-ილმა მიიღო სხეულის დაზიანება, რადგან დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-80*“-ის N2,26* პუნქტის და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ს N2.2.5 და N2.2.7 პუნქტების მოთხოვნები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ 3.9 მეტრი სიმაღლის ხარაჩო, რომელზეც დამდგარი ს------------------–-ილი აწარმოებდა შედუღების სამუშაოებს, საერთოდ არ იყო შემოღობილი და როცა ხარაჩო არ იყო შემოღობილი, ს------------------–-ილი დამცავი ქამრის გარეშე მუშაობდა 3.9. მეტრის სიმაღლეზე. დაზარალებულს არ ჩატარებია უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტაჟი და არ განხორციელებულა უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი, რაც ევალებოდა ვ--------------ას.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და ექსპერტ - ს------------–---იას ჩვენებით დადგინდა, რომ ს------------------–-ილს დაესვა დიაგნოზი: ხერხემლის ტრავმა. წელის II მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა. წელის V მალის წინა კიდის მოტეხილობა. ოპერაცია (29.01.14) L2 ლამინექტომია, ხერხემლის სტაბილიზაცია Th12, L1; L3 ტრანსპენდიკულური ფიქსაცია შემდგომი მდგომარეობა. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას, რომ ვ--------------ა ვერ დაარღვევდა სამშენებლო უსაფრთხოების წესებს ობიექტზე, რადგან იგი არ იყო არც ათ მეთაური, არც უბნის უფროსი, არც საქმის მწარმოებელი, ის სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფდა და შესაბამისად მას არ ევალებოდა ამ წესების დაცვაზე უშუალო კონტროლი ადგილზე. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მომხდარი ფაქტის დროს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი უტყუარად დადგინდა როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე 2014 წლის 2---------ოს საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფაქტიურად თავად ვ--------------ამაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მომხდარი შემთხვევის დროს დაირღვა სამშენებლო უსაფრთხოების წესები, თუმცა გამორიცხა საკუთარი პასუხისმგებლობა მომხდარ შემთხვევასთან მიმართებაში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ვ--------------ა, როგორც საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი, ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტებზე განეხორციელებინა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი და სამშენებლო ობიექტებზე საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალების და საწარმოო საშუალებების, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვ--------------ამ დაადასტურა, რომ იგი აღნიშნულ დებულებას გაცნობილი იყო და შესაბამისად, ამ დებულებით განსაზღვრული მისი უფლება-მოვალეობები მისთვის ცნობილი იყო, რომლითაც მას ეკისრებოდა ვალდებულება სამშენებლო ობიექტებზე განეხორციელებინა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი. ამავდროულად, მოსამართლის შეკითხვაზე ბრალდებულმა თავადვე დაადასტურა ის გარემოება, რომ უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლის ორგანიზებაში და მის მოვალეობებში შედიოდა ასევე კონტროლი იმ საკითხისა, რეალურად ხორციელდებოდა თუ არა კონკრეტულ ობიექტებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეული იქნა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას, რომ ვ--------------ას მითითებით არ ყოფილა ხარაჩო აგებული და ადგილზე იყო დამცავი ქამრები. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ მთავარი ინჟინერის ვ--------------ას მითითებით, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ მოთხოვნის დარღვევით, ელექტრო შედუღებითი სამუშაოების წარმოებისათვის, აიგო დაახლოებით 3,9 მეტრის სიმაღლის ხარაჩო, რომელსაც არ გააჩნდა შემოღობვა (მას არ ჰქონდა დამცავი მოაჯირი). შესაბამისად, ხარაჩო აგებული იყო დადგენილი წესების დარღვევით. ამავდროულად, ვ--------------ამ არ განახორციელა კონტროლი, რომ შემოუღობავი ხარაჩოს პირობებში, სამუშაოების წარმოებისას, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ის N2.2.5-ის და N2.2.7-ის პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოთა მწარმოებელ პერსონალზე, მათ შორის, ს------------------–-ილზე, გაცემულიყო უსაფრთხოების ქამრები. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგინდა ის ფაქტი, რომ მომხდარ ფაქტამდე საკმაოდ ადრე აიგო ხარაჩო იმ სახით, რა სახითაც ხარაჩო იყო აგებული ს----------–---–ის გადმოვარდნის დღეს. ვ--------------ა არაერთხელ იყო მისული ობიექტზე და მას ამ წესით აგებული ხარაჩო ნანახი ჰქონდა. ამავე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ მომხდარ ინციდენტამდე სიმაღლეზე მუშაობისას მათ არ უსარგებლიათ დამცავი ქამრებით და არც არავის მიუცია მითითება სამუშაოს შესრულებისას დამცავი ქამრების გამოყენების თაობაზე. თავად ვ--------------ამაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ხშირად მიდოდა სამშენებლო ობიექტზე და ბუნებრივია მისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ აღნიშნულ ხარაჩოზე მუშაობისას არ ხდებოდა დამცავი ქამრების გამოყენება. ს------------------–-ილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მისთვის სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟი არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ვ--------------ას წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, რამეთუ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ--------------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ვ--------------ას მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული დანაშაულის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოთა წარმოებისას. სისხლისსამართლებრივი დაცვის დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა. მოქმედებას ან უმოქმედობას, 2. შედეგს, 3. მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სამშენებლო სამუშაოთა წარმოება გულისხმობს შენობა ნაგებობის აღმართვასა და რემონტს. სამშენებლო სამუშაო ეს არის საქმიანობა დაკავშირებული ნაგებობათა აგებასთან, რეკონსტრუქციასთან, სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაციასთან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თუ რა სამუშაო წესი დაირღვა და რაში გამოიხატა იგი, უნდა მივმართოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებს. განსახილველ დანაშაულს მატერიალური შემადგენლობა აქვს და დამთავრებულად ითვლება ზემოთაღნიშნული წესების დარღვევის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენების მომენტიდან. დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავშირებულია სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოთა წარმოებასთან, ე.ი. ის, ვინც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით ან პროფესიული ფუნქციით მოვალეა დაიცვას უსაფრთხოების სპეციალური წესები მითითებულ სამუშაოთა წარმოებისას. დანაშაულის სუბიექტური მხარე გაუფრთხილებლობაში გამოიხატება როგორც თვითიმედოვნების, ისე დაუდევრობის ფორმით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ვ--------------ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--------------ას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ--------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ზემოთმითითებულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს ასევე ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შემღალული, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს და მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასთან, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს საქასრთველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ--------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 1(ერთი) ცალი CD დისკი, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ვ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

- 1(ერთი) ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი