გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/30803-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.12.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე გ------- ხ------–---, დ--------------–---ი, თ------- ბ------–---ი
წარმომადგენლები ფ------------–----------–--–---
მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ი"
წარმომადგენელი ქ-----------------–---, ლ---------------–---–-
დავის საგანი სახელფასო დავაალიანების ანაზღაურება;
პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" მოსარჩელე გ------- ხ------–---ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 9585 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 371,85 ლარის ოდენობით, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 9585 ლარის 0,07%-ის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" დ--------------–---ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 3460 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 136,29 ლარის ოდენობით, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 3460 ლარის 0,07%-ის გადახდა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" თ------- ბ------–---ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 7450 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 273,20 ლარის ოდენობით, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 7450 ლარის 0,07%-ის გადახდა;
(იხ. 2018 წლის 24 მაისის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეების განმარტებით 2011 წლის 13 სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე, ისინი მუშაობდნენ სს ,,დ---–------–-----------------–-----------------–------------------–-----ში“ ნეირო-ანესთეზთა რეანიმაციული განყოფილების ექიმებად. 2013 წლის 03 აპრილს, ზემოხსენებულ კლინიკას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს ,,თ---------------------–---- ტ------–------ი“. აღნიშნული ორგანიზაციას მოსარჩელეების მიმართ გააჩნია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის თებერვლის ჩათვლით სახელფასო დავალიანება. მოსარჩელეების განმარტებით, განყოფილებაში მოთავსებულნი იყვნენ პაციენტები სტაციონარული წესით, რომელთა საწოლ-დღეების რაოდენობამ შეადგინა 662 საწოლ დღე. მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელე გ------- ხ------–---ს მიმართ სახელფასო დავალიანება 9585 ლარის ოდენობით, დ--------------–---ის მიმართ სახელფასო დავალიანება 3460 ლარის ოდენობით, ხოლო თ------- ბ------–---ის მიმართ სახელფასო დავალიანება 7450 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები ითხოვენ აღნიშნული თანხების მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საზოგადოების მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, სახელფასო დავალიანება 2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 271716 ლარს. კლინიკას ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,დ---–-----–-----------------–----------–-–-------------–------------------–----ის“ მიერ მიწოდებული ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით დახვდა სახელფასო დავალიანება 271716 ლარი, სადაც გაწერილი არაა მოსარჩელეთა მიერ მითითებული თანხები, ასევე არაა საბუღალტრო უწყისები. მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და სახელფასო დავალიანების 1/3 დაფარა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რაც დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კომპანიის ბუღალტრულ და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით 2012 წლის მდგომარეობით მოსარჩელეების სახელფასო დავალიანება არ ფიქსირდება, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 11 სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე მოსარჩელეები იმყოფებოდნენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სს ”დ---–-----–-----------------–----------–-–-------------–------------------–----ასთან” შემდეგ თანამდებობებზე: გ------- ხ------–--- - ნეირო-ანესთეზიოლოგიური-რეანიმაციული განყოფილების გამგის, ასევე მკურნალი ექიმისა და მორიგის თანამდებობაზე, დ--------------–---ი - ნეირო-ანესთეზიოლოგიური-რეანიმაციული განყოფილების მკურნალი ექიმისა და მორიგის, ხოლო თ------- ბ------–---ი - ნეირო-ანესთეზიოლოგიური-რეანიმაციული განყოფილების ექიმისა და მორიგის თანამდებობებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 355-360);
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.2. მოპასუხე ორგანიზაცია შპს ,,თ-------------------–-–----- ტ------–------ი“ ჩამოყალიბებულია 2012 წლის 22 მარტს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით შეძენილი სს ''დ---–-----–-----------------–----------–-–-------------–-------–----ის'' საფუძველზე. მოპასუხე სს ''თ---------------------–---- ტ------–------ი'' წარმოადგენს სს ''დ---–-----–-----------------–----------–-–-------------–-------–----ის'' უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პრივატიზების ხელშეკრულება (ტომი I ს.ფ. 17-18, 38-41)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ნამდვილად წარმოადგენდნენ იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხე კომპანია და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში (იხ. 3.1.1 უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი ადასტურებენ მათ მიერ მითითებულ პოზიციას, იმის თაობაზე, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელეები ატარებდნენ მორიგეობის გრაფიკების შესაბამისად პაციენტების მკურნალობას. ამასთან, მოსარჩელეები კონკრეტულად მიუთითებენ მათი სასარჩელო მოთხოვნის დაანგარიშების მეთოდს, რომელსაც ასევე არ ხდის სადაოდ მოპასუხე მხარე. კერძოდ მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ერთ საწოლ-დღეზე მორიგეობისათვის გათვალისწინებული თანხა განისაზღვრებოდა 10, 15 და 25 ლარის ოდენობით, იმ თანამდებობის გათვალისწინებით, რომელიც ეკავათ კონკრეტულ მომენტში მოსარჩელეებს. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხელფასის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო სხვა მეთოდით და ამასთან მოპასუხეს არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების, მათ შორის მორიგეობის ცხრილებისა და სამედიცინო ცნობების ჯანმრთელობის შესახებ უტყუარობასა და სიყალბეს.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნა ირინა ლაგვილავა, რომელიც 2011-2012 წლებში მუშაობდა ნეირორეანიამაციულ განყოფილებაში. მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნულ განყოფილებაში მუშაობდნენ მორიგეობის გრაფიკის გათვალისწინებით. მოწმემ აღნიშნა, რომ ნეირორეანიმაციულ განყოფილებაში განყოფილების გამგის ანაზღაურება მის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის მკურნალობის გამო შეადგენდა ერთ საწოლ-დღეზე 10 ლარს, მკურნალი ექიმისთვის ერთ საწოლ-დღეზე 15 ლარს, ხოლო მორიგისთვის ერთ საწოლ-დღეზე 25 ლარს. მოწმემ აღნიშნა, რომ რეანიმაციაში საშუალოდ იყო 6 საწოლი, ამასთან რეანიმაციაში ექიმი 24 საათი უნდა იყოს ამიტომ აუცილებელი იყო ღამის მორიგეობა. განყოფილების უფროსი ადგენდა ექიმების ცხრილს. დანიშნულებას პაციენტისთვის იძლეოდა დღის ექიმი, რასაც ასრულებდა ღამის ექიმი. დღის მორიგე ექიმი იღებდა 15 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომით სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მტკიცების ტვირთის არსებობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა გამოიყენეს ყველა საპროცესო საშუალება, რაც მათთვის კანონმდებლობით იყო მინიჭებული, შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და სასამართლოში წარსადგენად. მოპასუხე მხარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უარყოფს მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობას, ვალდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვითა და გათვალისწინებით, წარმოუდგინოს სასამართლოს საპირისპირო დამამტკიცებელი მტკიცებულება, რაც ამ შემთხვევაში მოპასუხეს არ განუხორციელებია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს გააჩნია მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვინაიდან იგი წარმოადგენს დამსაქმებელს და შესაბამისად, მას აქვს მეტი წვდომა ორგანიზაციაში არსებულ დოკუმენტებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძოდ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ პოზიციისა და ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს არ მიუღიათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება და მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანება იმ ოდენობით, რაც მითითებულია მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე გ------- ხ------–---ს შემთხვევაში 371,85 ლარის, დ--------------–---ის შემთხვევაში, 136,29 ლარის, ხოლო თ------- ბ------–---ის შემთხვევაში 273,20 ლარის ოდენობით დაკისრება. ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, თითოეული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების 0,07%-ის გადახდა;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ და არ უხდიდა მათ ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი იმყოფებოდნენ მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება გ------- ხ------–---ს შემთხვევაში 371,85 ლარის, დ--------------–---ის შემთხვევაში, 136,29 ლარის, ხოლო თ------- ბ------–---ის შემთხვევაში 273,20 ლარის და ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითეული მოსარჩელისათვის მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 0.07%-ის ოდენობით 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩლე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, მოსარჩელეები განთავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან და, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 743,30 ლარის გადახდა, რადგან ამ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი შეადგენს სახელფასო დავალიანებას - 20495 ლარს დამატებული ერთი წლის პირგასამტეხლო - 4281.88 ლარი, რაც ჯამში შედგენს 24776.88 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს გ------- ხ------–---ს, დ--------------–---ისა და თ------- ბ------–---ის სარჩელი სს "თ---------------------–---- ტ------–------ის" მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" გ------- ხ------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 9585 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს 371,85 ლარის გადახდა, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 9585 ლარის 0,07%-ის გადახდა;
3. მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" დ--------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 3460 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს 136,29 ლარის გადახდა, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 3460 ლარის 0,07%-ის გადახდა;
4. მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" თ------- ბ------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 7450 ლარისა და 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2012 წლის 01 აპრილამდე (ოთხი თვის) პერიოდის პირგასამტეხლოს 273,20 ლარის გადახდა, ასევე 2012 წლის 01 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 7450 ლარის 0,07%-ის გადახდა;
5. მოპასუხე სს "თ---------------------–---- ტ------–------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 743,30 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია