განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
330100118002399365
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ი-----–------–-----,ადვოკატ მ-----–--------–-–---–ის,ბრალდებულ ი------------------ მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------------–------------ (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 3----------, თბილისში, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---------------------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–----------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ი------------------ ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის ნოემბრის თვეში ა---------–---------–--ემ საერთო ნაცნობის - რ-------------–-----ის მეშვეობით, ა-----------ის სახელით, გაიცნო ი----------------ა, რომელიც ვითომდა იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელი და შეეძლო მოქალაქეთა კანადაში სამუშაოდ გამგზავრების ორგანიზება. ა---------–---------–--ის შვილის - ლ-------------–--ის კანადაში გასამგზავრებლად, ი----------------ამ ა---------–---------–--ეს სხვადასხვა დროს, მოტყუებით გამოართვა 2000 (ორი ათასი) ევრო, 1000 (ათასი) აშშ დოლარი და 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 2014 წლის მარტის თვეში დატოვა საქართველოს ტერიტორია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

ი------------------ ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის ივნისში, ი------------------თვის ცნობილი გახდა, რომმსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მეუღლეს - მ--------------სა და ძმას - ს---------–-–---–ს სურდათ გ--–-----–-–---–ის სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება. რის შემდეგ ი----------------ამ განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდახსენებული პირების კუთვნილ თანხას.

2015 წლის ივნისში ქ. თბილისში ი----------------ამ მ--------------სა და ს---------–-–---–ს უთხრა თითქოსდა მუშაობდა პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში და მოატყუა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მისი ნაცნობი თანამდებობის პირების მეშვეობით დაეხმარებოდა მათი ოჯაის წევრის - მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის სამ თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებაში.

2015 წლის ივნისში, ქ. თბილისში, ი----------------ა კვლავ შეხვდა მ--------------სა და ს---------–-–---–ს და მოატყუა, რომ მსჯავრდებული გ--–-----–-–---–ის გათავისუფლებამდე, საწყის ეტაპზე ამ უკანასკნელისთვის ადვოკატის ასაყვანად და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის სჭირდებოდა გარკვეული თანხა. ამავე დღეს, ი----------------ამ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, მ--------------ს გამოართვა 600 (ექვსასი) ლარი, ხოლო რამდენიმე დღეში 1000 (ათასი) აშშ დოლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ა---------–---------–--ის, ლ-------------–--ის, რ-------------–----ის, ლ--–---------ს, შ-------–-----ის, ხ------------–----ის, გ------–-------ის, მ-------------–---ის, ლ--–----------–---ს, მა------------–---–--ს, მ--------------–---ს, მ-----------–---–-ს, მ-------------ის, ს---------–-–---–ის, უჩა ნადირაძის, გ--–-----–-–---–ის, ბ---------------ს, ტ--------------–---–ის, დ-----------------ის ჩვენებები, მ-------------–---–-ასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები და მათი ამსახველი კრებსები, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ი------------------ მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულს ჰყავს არასდრულწლოვანი შვილი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ. მან დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ამ უკანასკნელებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით;ი------------------ სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 11 იანვრიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ი----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი------------------ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ი------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო;

მოეხსნას ი------------------ მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის 7000 (შვიდიათასი) ლარის სანაცლოდ დადებული ყადაღა, ი-----------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბო, თ---------------------------------–--------------------- 59.8------------------------------------------------

 

ნივთიერი მტკიცებულებები

შპს „--------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

შპს „---------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

შპს „---------------- გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ი------------------ სახელზე პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, დატანილი ერთ ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ა---------–---------–--ის მიერ წარმოდგენილი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაბრუნებული ერთი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 6 ცალი DVD და 1 ცალი CD დისკი, შპს „--------–------ გამოთხოვილი 1 ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი