განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002523302
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ც--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ-----– მ----ე, დაბადებული 1--- წლის 4-------–ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ბ------------------------------ში.

 

ადვოკატი - სალომე ჯანუაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

მ-----– მ----ეს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მ-----– მ----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,2907 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი.

2018 წლის 14 აპრილს თბილისში, რ---------–----------ში (შესასვლელი გ---------------------) მდებარე ღამის კლუბ კაფე ,,გ--–---იში“ მ-----– მ----ემ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი 420 ლარად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს----–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---–------ მ------–---–მა განმარტა, რომ ახლობელ ქ---- მ---------ისგან დაახლოებით 1 წლის წინ გაიცნო ბრალდებული მ-----– მ----ე და ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, ერთმანეთს ძირითადად ღამის კლუბებში ხვდებოდნენ. ს---–------ მ------–---–ი კლუბებში ყოფნისას სხვადასხვა პირისგან ყიდულობდა და მოიხმარდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკულ საშუალებას - ექსტაზს და მდმა-ს, მათ შორის ქ---- მ---------ისგან და მ-----– მ----ისგან. საგამოძიებო ორგანოში დაბარებისას განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორი პირების შესახებ გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას, ასევე შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა მათ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. შესაბამისად გამომძიებელმა გ------ თ----------–--ემ გადასცა 500 ლარი, ასევე აღიჭურვა აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც ს---–------ მ------–---–ი კაფე ,,გ--–---იში“ მ-----– მ----ეს შეუთანხმდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესახებ და გადასცა 420 ლარი, შეთანხმების თანახმად მ-----– მ----ეს უნდა მიეტანა მისთვის ხარისხიან ნარკოტიკულ საშუალება - 5 აბი მდმა, ბრალდებულს ასევე მისცა ტაქსის ფული. რაღაც დროის შემდეგ მ-----– მ----ემ კაფე ,,გ--–---ის“ საპირფარეშოში გადასცა ნარკოტიკული საშუალება - 5 აბი მდმა. აბები იყო მოწითალო ფერის და მასზე გამოსახული იყო ხელის მტევანი. მ-----– მ----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაცემისთანავე ს---–------ მ------–---–მა დატოვა კლუბი და მივიდა რ---------–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გამომძიებელ გ------ თ----------–--ესთან, რომელმაც დალუქა მისგან ამოღებული აბები. მოწმემ განმარტა, რომ საკუთარი სურვილით მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ძალდატანებას და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ თ----------–--ემ განმარტა, რომ არის გამომძიებელი. 2018 წლის 21 მარტს შ---–--------–--------------–----------–-–--- დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ღამის კლუბებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტებთან დაკავშირებით. მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ვინმე ს---–------ მ------–---–ი ფლობდა ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირებთან დაკავშირებით, შესაბამისად ის გამოიკითხა მოწმის სახით, მანვე გამოთქვა თანხმობა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. 2018 წლის 14-------–ს, ს---–------ მ------–---–ს საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა ფულადი თანხა - 500 ლარი, აღიჭურვა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც წავიდა საკონტროლო შესყიდვაზე კაფე ,,გ--–---იში“, გ------ თ----------–--ე თავად ახორციელებდა ვიზუალურ კონტროლს. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ს---–------ მ------–---–ი შეხვდა თ---–--–--------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარუდგინა შესყიდული მოვარდისფრო ფერის 5 ცალი აბი პაკეტით, რაც გ------ თ----------–--ემ ამოიღო და დალუქა ს---–------ მ------–---–ის თანდასწრებით. აღნიშნულის შემდგომ გამოიკითხა ს---–------ მ------–---–ი თუ რა ვითარებაში შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება. გ------ თ----------–--ემ დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, შემდეგ კი ბრალი წარუდგინა მ-----– მ----ეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამოკითხა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- დ--------ემ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–----------ი დეპარტამენტოს ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 აპრილს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული კუსტარული წესით დამზადებული, მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის ერთ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით, 5 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,4535 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,2907 გრამის ოდენობით. მოწმემ განმარტა, რომ ნივთიერებები დალუქული სახით იყო წარდგენილი, სხვა შემთხვევაში კვლევას არ ატარებს.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი - 2018 წლის 14 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 14 აპრილის ს---–------ მ------–---–თან ჩატარებული ამოღების ოქმებით, ამოღებულ აბებითა და შესაბამისად მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერისა და საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალების და შესაბამისი ჩანაწერების ექსპერტიზის ჰაბიტოსკოპიური დასკვნის ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----– მ----ემ 14-------–ს ს---–------ მ------–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება - 0,2907 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი და სანაცვლოდ მიიღო 420 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ მ-----– მ----ის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და შემდგომში ს---–------ მ------–---–ისათვის გადაცემული 0,2907 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

 

სასამართლო ვერ გაზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს---–------ მ------–---–მა, რომელიც თავად არის ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი, შესაძლოა გამოცვალა მ-----– მ----ის მიერ მიცემული ნივთიერება და ისე წარუდგინა გამომძიებელს, რის დამტკიცებასაც ცდილობს იმაზე მინიშნებით, რომ მ-----– მ----ისაგან აღებული ნივთი იმ წუთას არ დალუქულა და დაილუქა მას შემდეგ, რაც ს---–------ მ------–---–მა მიუტანა გამომძიებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის აღნიშნული დაშვება ძალიან არარეალისტურია ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის და შესაბამისი კრებსების შინაარსის ფონზე, რადგან აღნიშნული მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მ-----– მ----ე ს---–------ მ------–---–ს ნამდვილად აძლევს კონკრეტულ ნივთს, ასეთ შემთხვევაში კი ისმის კითხავ რა და რატომ გადასცა კლუბის საპირფარეშოში მ-----– მ----ემ ს---–------ მ------–---–ს, თუ არა გადაცემიდან მოკლე დროში ს---–------ მ------–---–ისაგან ამოღებული ნივთიერება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის ვერსია მიზნად ისახავს მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებულისათვის ნაკლები ბრალის დადასტურებას, რადგან უდავოდ ცნობილი ფარულის საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალასა და კრებსში ბრალდებული მ-----– მ----ე ს---–------ მ------–---–ს კითხვაზე: ,,იმენნა“ ,,ემდეემებია?“, პასუხობს: ,,კი, ემდეემებია“.

 

გარდა ამისა აღნიშნულის დასამტკიცებლად დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, ხოლო ის ფაქტი, რომ ს---–------ მ------–---–ი თავად არის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი არათუ არ დასტურდება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ საქმეში არ მოიპოვება თუნდაც მის მიმართ ამ კუთხით დაწყებული გამოძიების შესახებ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. დაცვის მხარემ თავის მხრივ ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ქონოდა ს---–------ მ------–---–ს მოცემული ბრალდებულის მიმართ, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მისი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ექსპერტის მიერ აღწერილი კვლევისთვის წარდგენილი აბები და სხდომაზე დათვალიერებული აბები ვიზუალურად არ შეესაბამება ერთმანეთს, ანუ განსხვავებული კონსისტენციისაა, რაც გამორიცხავს მისი როგორც ნივთმტკიცების არსებობას საქმეში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გამომძიებლის მიერ ს---–------ მ------–---–ისაგან ამოღებული და დალუქული აბები, რომლებიც შემდგომ ექსპერტის მიერ იქნა გამოკვლეული და თავის მხრივ დალუქული. ის ფაქტი, რომ ადვოკატის შეფასებით ვიზუალური დაკვირვებით სხდომაზე წარმოდგენილი აბებს და ექსპერტის მიერ აღწერილ აბებს შორის არის შეუსაბამობა, შესაძლებელია გამომდინარეობდეს კვლევის შედეგად გამოწვეული ფაქტორით, თუმცა ცხადია სასამართლო ამ კუთხით ვერ შევა ღრმა მსჯელობაში და ვერ შეითავსებს ექსპერტის ფუნქციას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ექსპერტ ა-–---------- დ--------ის განმარტებით კვლევისას წარდგენილი ნივთიერებები იყო დალუქულ მდგომარეობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა დალუქული ან ლუქის მთლიანობა იქნებოდა დარღვეული - კვლევას არ ჩაატარებდა. შესაბამისად ყოველგვარი ეჭვი ამ კუთხით გამორიცხულია და დგინდება, რომ ს---–------ მ------–---–ისაგან ამოღებული აბები, ამ უკანასკნელის თანდასწრებით დალუქა გამომძიებელმა და გადაგზავნა ექსპერტიზაზე, სადაც ჩატარებული კვლევის შემდეგ, კვლავ სათანადოდ დაილუქა და წარედგინა მხარეებს სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლო საერთოდ არ შეეხება ადვოკატის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია კვლევისას ექსპერტების მიერ მოხდა სხვადასხვა საქმის ნივთმტკიცებების აღრევა ვინაიდან ეს მხოლოდ ადვოკატის ფანტაზიაა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პირობებში ცხადია სასამართლო მხარის რაიმე ვერსიას პირდაპირ - სათანადო მტკიცებულებების გარეშე, უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს, მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს მხარე აცხადებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----– მ----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით,ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით, მანვე ჩაიდინა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, მ-----– მ----ეს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– მ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ-----– მ----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

2. მ-----– მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. მ-----– მ----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან;

4. მ-----– მ----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. 6 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; მ-----– მ----ის ნერწყვის ნიმუში, მ-----– მ----ესთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,აიპადი“ და სატენი, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი