გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე
მოპასუხე - დ---------------ე
წარმომადგენელი - ს--–------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დ---------------ეს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 31560,69 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დ---------------ე, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას შ---------------ს ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებით „ფოლქსვაგენ ჯეტა“, სახელმწიფო ნომრით W------, რა დროსაც დაეძინა, რის გამოც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს. მოპასუხე დაჯარიმდა 200 ლარით, რაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქვითარი.
შ------------------ დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ დაზიანებისას სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება იყო 31560,69 ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წერილობით წარდგენილ შესაგებლით მოპასუხემ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. შემთხვევა მოხდა 2006 წლის 28 სექტემბერს, სარჩელი ზიანთან დაკავშირებით შეტანილი იქნა 2018 წლის 25 ოქტომბერს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ---------------ე შ-------------–- მსახურობდა 1998 წლიდან, ხოლო 2006 წლის დეკემბრამდე დაკავებული ჰქონდა ს----------–-------–-–-------------------------------–-------------ის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შ---------------ს გ--------–-ის 2007 წლის 12 დეკემბრის დასკვნა.
3.1.2. 2006 წლის 28 სექტემბერს, პ--------–-------------ი დ---------------ე, ფოლკსვაგენ ჯეტას მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით W------, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პატრულირებისას, დაახლოებით 04:45 საათზე, საჭესთან ჩასთვლიმა, რის გამოც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს.
დ---------------ის მიმართ ამავე რიცხვში შედგა სამართალდარღვევის ოქმი და მოპასუხეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - 200 ლარი.
სამართალდარღვევის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, მოპასუხის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუმცა დადგინდა სატრანსპორტო საშუალების დ---------------ის ხარჯზე აღდგენის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შ---------------ს გ--------–-ის 2007 წლის 12 დეკემბრის დასკვნა;
- საჯარიმო ქვითარი.
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის დროისთვის სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება შეადგენდა 31560,69 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------------ დეპარტამენტის წერილი.
3.1.4. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი ს----------–----–---------------------------ომ სასამართლოში აღძრა 2018 წლის 25 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა მოპასუხე დ---------------ის ბრალეული ქმედებით, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სადავო არ არის, რომ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ ს----------–----–---------------------------ოს შესაბამისი უწყებისთვის ცნობილი 2006 წლის 28 სექტემბერსვე გახდა ცნობილი, საჯარიმო ქვითარი შედგენილი იქნა ა-------–---ის მიერ და ფაქტზე მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ს----------–----–---------------------------ოს გ-------–------------–-ის საერთო განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მიღებული დასკვნით გადაწყდა, რომ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა დ---------------ის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2007 წელი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2010 წელს. სარჩელი კი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, 2018 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-? და 140-? მუხლები.
კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველიც.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია ვალდებულ პირზე. ვალდებული პირი კი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე საერთოდ უარი თქვას შესრულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დ---------------ის მიმართ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე