განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლ----------------
დაცვის მხარე
ადვოკატი - ვ----------------,ბრალდებული ბ--------------------------------- ;
დაბადების თარიღი: 2-----------------–--–--
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ნასამართლეობა: არ მქონე;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ქ-----------–---–-----------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------------------------
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის მიმართ.
ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1--------, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. თბილისი, წ--------------------------------------------------–- ურთიერთშელაპარაკების დროს ბე------------------მ არასრულწლოვნების გი----------------ს, სა------------ს და ან-----------------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს სა-–----------–---–---------ეს, კერძოდ შეაგინა და სამჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც სალ----------–---–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1--------------- დაახლოებით 19:00 საათზე ქ.თბილისში, მ------------------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ბე------------------მ არასრულწლოვნების გი----------------ს, სა------------ს და ან------------------ის ტანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს სა-–----------–---–---------ეს, კერძოდ ორივე ხელის მუსტი სამჯერ დაარტყა მარცხენა მხარისა და ზურგის არეში, ამის შემდგომ კი საფერფლის ნამსხვრევევები ესროლა მას, აღნიშნულის შედეგად სალ----------–---–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბა----------------ძე ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სა-–----------–---–---------ეს - რომ თუ იგი პოლიციას გამოიძახებდა ყელს გამოჭრიდა დანით და მოკლავდა მას, რის შედეგადაც სა-–----------–---–---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 1--------------- დაახლოებით 19:00 საათზე ქ. თბილისში, მ------------------------ში კონფლიქტის დროს ბე------------------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და----------–---–ს, რომ არ აცოცხლებდა და დანით გამოჭრიდა ყელს, რის შედეგადაც და----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 05 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბე------------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2019 წლის 29 იანვარს საქმის არსებითი განხილვის დროს ბე------------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბე------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: სა-–----------–---–-----------ს; და----------–---–ის; არასრულწლოვანი მოწმეების გი---------------------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სამედიცინო ბარათები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ბე------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბე------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბე-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ასევე იმ გარემოებას, რომ ბე------------------ შეურიგდა მეუღლეს, რომელსაც მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბე------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ბე------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ბე------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ბე------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ ბე------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ბე------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ბე------------------ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბე------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 18 ოქტომბრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბე------------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
მოწითალო ფერის ანაწმენდები 4 ცალ სტერილურ ჩხირზე, ფარდის ამონაჭერი მოწითალო ლაქებით, ქალის ზედატანი მიწითალო ფერის ლაქებით, მინის ნამსხვრევები, სისხლის ნიმუშები-განადგურდეს.
კომპიუტერული დისკი - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე