განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/00--19წ. 0- თებერვალი, 20-9 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ-------------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 20.1-.1--- წელს დ.ა------ში, პ/ნ 0---------- მცხ: ა------ის რაიონი, სოფელი ბ---–-------ი.
ადვოკატი - ი--------------–---–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
20-8 წლის 02 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ა------ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-------------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დას ე--------ეს, არასრულწლოვანის ნ-----–-------–----ის თანდასწრებით მის დედას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-------------ემ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ-------------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს: (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, მოწმეთა გამოძახების ოქმები, დაკავების შეტყობინების ოქმი, დადგენილება ე--------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ე--------ის უფლებების განმარტების ოქმი, ე--------ის მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ე--------ის მიმართ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ე--------ის მიმართ, დადგენილება ე--------ესთან საგამოძებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, ე--------ის საგამოძებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები, ბრალდებულ გ-------------ის დაკავების ოქმი, გ-------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ი---–---------–--ის, ი--------------–---–ის, გ----------------–---–ის, მ-------------ის, მ----------------–---–ის და ნ-----–-------–----ის გამოკითხვის ოქმები გ-------------ის ნასამართლობის ცნობა, გ-------------ის ადმინისტრაციული ნასამართლობის ცნობა, მიმართვა და პასუხი ზესტაფონის მომსახურების სააგენტოდან) და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის ე--------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 20-8 წლის 02 დეკემბერს დაახლოებით 2-:30 საათზე მასთან სახლში იყვნენ თვითონ მისი მეზობელი ი--------------–---–ი მისი ძმა გ------ ქ----ე და მისი შვილი ნ-----–-------–----ე. დედა სახლში არ იყო იმ მომენტისათვის. ივახშმეს შემდეგ აალაგა მაგიდა დასხდნენ და საუბრობდნენ, რა დროსაც დარეკა მისმა მობილურმა ტელეფონმა, რომელიც იდო ტელევიზორის გვერდით. მაშინვე მისმა ძმამ უპასუხა. ის მიხვდა, რომ ტელეფონზე მოკითხვის მიზნით ურეკავდა პიროვნება რომელიც გაიცნო ზესტაფონში ყოფნის დროს. მისი ძმა გ------ ქ----ე გაბრაზებული ტონით ესაუბრა ტელეფონზე და მალევე გაუთიშა. რამოდენიმე წუთში ისევ დარეკა მისმა მობილურმა ტელეფონმა იყო მისი ახლად გაცნობილი მეგობარი ო------ რომელმაც მოიკითხა და საუბრობდნენ, საუბრის დროს მისმა ძმამ გ------ ქ----ემ ხელი გამოუშალა და უთხრა, რომ მიეცა მისთვის მობილური ტელეფონი, რომელსაც უარი უთხრა და ტელეფონს ხელი მაგრად ჩაჭიდა და გვერდით გაიწია რადგან არ წაერთმია. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ერთმანეთში შეკამათდნენ, გ------ ქ----ე მიუახლოვდა და მოღერებული მუშტი დაარტყა სახეში მარცხენა ლოყის მიდამოში და მერე ჩაარტყა თავში რა დროსაც ძალიან ეტკინა. ამ ყველაფერს შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილი.
მოწმე ი--------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 20-8 წლის 02 საღამოს დაახლოებით ათ საათზე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში რა დროსაც შემოესმა მის მეზობლად მცხოვრები ქ----ეების საცხოვრებელის სახლის ეზოდან მაღალი ყვირილისა და სიტყვიერი კამათის ხმა, წავიდა მათი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით და დაინახა, რომ მისი მეზობელი გ------ ქ----ე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხმამაღლა უყვიროდა და ეჩხუბებოდა თავის დას ე--------ეს. გ------ ქ----ე თავის დას ე--------ეს აგინებდა, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე გ------ ქ----ემ გაბრაზებულმა ორივე ხელი მხრებზე მოჰკიდა და შეაჯანჯღარა ე--------ე, შემდეგ ერთხელ მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში და ორ-სამჯერ თავში კეფის არეში.
მოწმე გ----------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 20-8 წლის 02 საღამოს დაახლოებით ათ საათზე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლში, თავისი შვილი ი--------------–---–ი შესული იყო მეზობელთან თ--- ქ----ის ოჯახში. გარეთ რომ გავიდა ყვირილის ხმა შემოესმა ეს იყო ე--------ე, ვინაიდან თავისი შვილი მათთან იმყოფებოდა წავიდა თ--- ქ----ის ოჯახში რა დროსაც მოვიდა პოლიციის მანქანა. მან შვილისაგან შეიტყო, რომ გ-------------ეს თავის დასთან ე--------ესთან მოსვლია კონფლიქტი.
არასრულწლოვანი მოწმე ნ-----–-------–----ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 20-8 წლის 02 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე ბიძამისმა გ------ ქ----ემ დედას ე--------ეს თავში სამჯერ დაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი განმარტებით დაახლოებით ორი წლის წინ ზუსტი თვე და რიცხვი არ ახსოვს მაშინაც სცემა ბიძამისმა დედამისი მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რამოდენიმეჯერ ხელის დარტყმით.
ბრალდებულის გ-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა------ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში ოჯახის წევრებთან დედასთან თ--- ქ----ესთან, განქორწინებულ დასთან ე--------ესთან და 13 წლის დის შვილთან ნ-----–-------–----ესთან ერთად. 20-8 წლის 02 დეკემბერს საღამოს საყოფაცხოვრებო უთანხმოების გამო გაბრაზებულმა უცენზურო სიტყვებით მიმართა დას, შემდეგ კი მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით მარცხენა ლოყაში გაარტყა მარჯვენა ხელი ასევე თავის არეში ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა.
20-8 წლის 03 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ე--------ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 20-8 წლის 02 დეკემბრის საღამოს საათებში ძმის გ-------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1-72/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე--------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
20-8 წლის 03 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ე--------ე ( დაბ.0-.0-.1---) ცნობილ იქნა დაზარალებულად 1-6 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.
20-8 წლის 04 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–-------–----ე (დაბ.2-.07.----) ცნობილ იქნა დაზარალებულად 1-6 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.
20-8 წლის 03 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის N006751–ის თანახმად, 20-8 წლის 02 დეკემბერს გ-------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას ე--------ეს.
გ-------------ე 20-8 წლის 03 დეკემბერს დაკავებული იქნა 02:0- საათზე, ა------ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში გ------ ქ----ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 4 დეკემბერს წარედგინა ბრალდება და 0- დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 ლარის ოდენობით მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით და 0- დეკემბერს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
სასამართლოს დასკვნა გ-------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
გ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
ამავე კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 1-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს სწორედ იმის გამო, რომ ძალადობა ჩადენილია დის, როგორც ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამორიცხავს ამ ფაქტის დამატებით დამამძიემებელ გარემოებად მიჩნევას, ხოლო სხვა მტკიცებულებები რაიმე ნიშნით დანაშაულის ფაქტის ჩადენის შესახებ საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ-------------ეს განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ქ----ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
2. გ------ ქ----ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ გ------ ქ----ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული მი----ა ჩხ---------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული 25000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი ბ---–-------ი, სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 61, სექტორი - ბ---–-------ი – 0-, კვარტალი - 22, ნაკვეთი - 340, 5000 ლარის ფარგლებში; (განჩინება N1-/0-8-18წ. 0-.1-.20-8წ)
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
4. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 20-8 წლის 03 დეკემბრიდან 20-8 წლის 0- დეკემბრის ჩათვლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი