განაჩენი

სისხლის სამართლის 09.02.2019
საქმის ნომერი
120100118002526502
დავის ტიპი
221 4 ა
თარიღი
09.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/269-18წ

ახალციხის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლა–-------აძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – თ---რ ზ-------–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – მე----–-----------ან; დაბადებული 19-- წლის 30 იანვარს, პირადი #0----------, სა---------–--ს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართი: ახ--–---–--ი, სოფელი ხო-----ა;

– არ--------------ან, დაბადებული 0--------- პირადი #0----------, სა---------–--ს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართი: ახ--–---–--ი, სოფელი კუ-------ო;

ადვოკატი - ვა–---–---------ძე, კა-------------ძე;

 

კვალიფიკაცია: სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პ;

თარჯიმანი - ლე------------ან;

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.არ--------------ანი 201- წლის 19 დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ დირექტორად, ხოლო მე----–-----------ანი 2017 წლის 01 ოქტომბრიდან მუშაობდა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე. შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირის მიწოდებული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი და ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი. ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონება - ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 1830 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------), ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 122 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (საწყობი) (ს/კ 6-----------) და ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 30 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (სასწორის მეურნეობა) (ს/კ6-----------). ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N11 „აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად, ქ. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასაწყობო შენობებში პროდუქტების შენახვისთვის ერთი კვადრატული მეტრი ფართის დღიურად გაქირავების ფასი წარმოადგენდა ორ ლარს. არ--------------ანმა და მე----–-----------ანმა განიზრახეს თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ფინანსური სარგებლის მიღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მე----–-----------ანი, როგორც შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ თანამშრომელი ხელმძღვანელ არ--------------ანთან შეთანხმებით 2018 წლის 11 მაისს შეხვდა სისხლის სამართლის საქმეზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მა---------–-–--ლს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მა---------–-–--ლს მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცაღა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, ვინაიდან არ ჰქონდა გარკვეული დირექტორთან მისაღები თანხის ოდენობა. მე----–-----------ანი 2018 წლის 1- მაისს კვლავ არ--------------ანთან შეთანხმებით, შეხვდა მა---------–-–--ლს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვა 1000 ლარი. დამატებით პირობების შეთანხმებისა და დაზუსტების მიზნით 2018 წლის 15 მაისს არ--------------ანი და მე----–-----------ან შეხვდნენ მა---------–-–--ლს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვეს შეთანხმებული ფულადი თანხა, ამასთან დირექტორის მითითებით მოთხოვნილი თანხა მა---------–-–--ლს უნდა გადაეცა მე----–-----------ანისათვის. 2018 წლის 16 მაისს მე----–-----------ანმა არ--------------ანთან შეთანხმებით და დავალებით შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარს“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის შენობის (საწყობის) მიქირავების სანაცვლოდ, აღნიშნული შენობის სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რათა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი, ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N11 დადგენილებით დადგენილი ტარიფი, 3000 ლარი, არ შესულიყო შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ანგარიშზე და არ მოხმარებოდა მისი ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, პირადი და სხვა პირის სასარგებლოდ მა---------–-–--ლისგან აიღო 1000 (ათასი) ლარი, ხოლო მან გადასაცა შენობის გასაღები.

 

1.2. 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 მაისამდე მე----–-----------ანი მუშაობდა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე, ხოლო არ--------------ანი 201- წლის 19 დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ დირექტორად. შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირის მიწოდებული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი და ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი. ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონება - ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 1830 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------), ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 122 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (საწყობი) (ს/კ 6-----------) და ქ. ახ--–---–--ი, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე 30 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (სასწორის მეურნეობა) (ს/კ 6-----------). ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N11 „აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად, ქ. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასაწყობო შენობებში პროდუქტების შენახვისთვის ერთი კვადრატული მეტრი ფართის დღიურად გაქირავების ფასი წარმოადგენს ორ ლარს. არ--------------ანმა და მე----–-----------ანმა განიზრახეს თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ფინანსური სარგებლის მიღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მე----–-----------ანი, შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ თანამშრომელმა ხელმძღვანელ არ--------------ანთან შეთანხმებით 2018 წლის 11 მაისს შეხვდა სისხლის სამართლის საქმეზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მა---------–-–--ლს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მა---------–-–--ლს მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცაღა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, ვინაიდან არ ჰქონდა გარკვეული დირექტორთან მისაღები თანხის ოდენობა. მე----–-----------ანი 2018 წლის 1- მაისს კვლავ არ--------------ანთან შეთანხმებით, შეხვდა მა---------–-–--ლს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვა 1000 ლარი. დამატებით პირობების შეთანხმებისა და დაზუსტების მიზნით 2018 წლის 15 მაისს მე----–-----------ანი და არ--------------ან შეხვდნენ მა---------–-–--ლს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვეს შეთანხმებული ფულადი თანხა, ამასთან დირექტორის მითითებით მოთხოვნილი თანხა მა---------–-–--ლს უნდა გადაეცა მე----–-----------ანისათვის. 2018 წლის 16 მაისს მე----–-----------ანმა არ--------------ანთან შეთანხმებისამებრ შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარს“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის შენობის (საწყობის) მიქირავების სანაცვლოდ, აღნიშნული შენობის სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რათა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი, ზემოაღნიშნული საწყობის მიქირავებისთვის, ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N11 დადგენილებით დადგენილი ტარიფი, 3000 ლარი, არ შესულიყო შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ ანგარიშზე და არ მოხმარებოდა მისი ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, პირადი და სხვა პირის სასარგებლოდ მა---------–-–--ლისგან აიღო 1000 (ათასი) ლარი, ხოლო მან გადასაცა შენობის გასაღები, რის შემდეგაც მე----–-----------ანი დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

- კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში და ორგანიზაციაში მუშაობს ამ ორგანიზაციაში, ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ და არაპირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება და თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად (არ--------------ან).

 

- კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად (მე----–-----------ან).

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

3.1.2018 წლის 21 მაისს არ--------------ანი დაკავებულ იქნა, ხოლო 2018 წლის 22 მაისს არ--------------ანს წარედგინა ბრალდება სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პ/პ;

 

3.2.2018 წლის 16 მაისს მე----–-----------ანი დაკავებულ იქნა, ხოლო 2018 წლის 17 მაისს მე----–-----------ანს წარედგინა ბრალდება სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პ/პ;

 

4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 19 დეკემბრის N601 ბრძანების თანახმად, შეიქმნა ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“ და დამტკიცდა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს წესდება.

 

4.2 ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 19 დეკემბრის N603 ბრძანების თანახმად, არ--------------ანი დაინიშნა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს დირექტორის თანამდებობაზე.

 

4.3. შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს დირექტორის არ--------------ანის 2017 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით მე----–-----------ანი დაინიშნა შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე.

 

4.4. შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს დებულების მე-2 მუხლის თანახმად იურიდიული პირის დამფუძნებელია ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მე-5 მუხლის თანახმად იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ენიჭება იურიდიული პირის დირექტორს. დირექტორი ანგარიშვალდებულია ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე. დირექტორის წარმოადგენს იურიდიულ პირს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, მის კომპეტენციაში შედის ... შრომითი და სხვა სახის ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკების წარმოება. ამავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად იურიდიული პირის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს ... ფიზიკური და იურიდიული პირის მიწოდებული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი. მოსახლეთა მიწოდებული მომსახურებისათვის მიღებული მომსახურების თანხის ოდენობა უნდა შეთანხმდეს დამფუძნებელთან. ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად იურიდიული პირის შემოსავლები უნდა მოხმარდეს საწესდებო მიზნების განხორციელებას დამფუძნებელთან შეთანხმებით.

 

4.5. 2015 წლის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტმა და შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი“-ს დროებით სარგებლობაში გადასცა შემდეგი მიწის ნაკვეთები: სარეგისტრაციო N6-------1 122 კვ.მ. (საწყობი), N6-------- 30 კვ.მ. (სასწორის მეურნეობა), N6-------- 1830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დახლებით.

 

4.6. ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N11 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ყიდვის მომსახურების ტარიფი: სავაჭრო მაგიდების 1 გრძივი მეტრი - 1,50 ლარი დღეში; სასაწყობო შენობებში შენახვისთვის 1მ2 – 2,0 ლარი დღეში.

 

4.7. 2018 წლის 27 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ობიექტის მდებარეობს ქ. ახ--–---–--ში თა--------–--ის ქუჩა N2--ში (ს/კ 6-----------, ს/კ 6----------- და ს/კ 6-----------), რომელიც წარმოადგენს შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიას. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არის როგორც სხვდასხვა კერძო პირების სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები, ისე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ობიექტები და საწყობები. ასევე დათვალიერებულ იქნა ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთი. რომელიც მდებარეობს ქ. ახ--–---–--ში თა--------–--ის ქუჩა N2--ში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია 5 ცალი დაახლოებით 21 მეტრის სიგრძის სავაჭრო დახლი, რომელიც არის გადახურული. აღნიშნული ტერიტორია განლაგებულია 1830 კვ. მეტრი ფართობზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ცენტრში. დათვალიერებულ იქნა ასევე, ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ახ--–---–--ის თა--------–--ის ქუჩა N2--ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი არის 122 კვ.მ. ს/კ6----------- მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საწყობი, რომელიც არის გაყოფილი N1 და N2 საწყობებად, საიდანაც N1 საწყობი არის სწორედ ის რომელიც არ--------------ანისა და მე----–-----------ანის მიერ მიქირავებულ იქნა მა---------–-–--ლზე. აღნიშნული საწყობები არის დაკეტილ მდგომარეობაში, გამომძიებლის მიერ მოხდა N1 საწყობის გაღება., რის შედეგადაც დათვალიერებული იქნა შიდა ტერიტორია, დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწყობი არის ცარიელ მდგომარეობაში. სპეციალისტი გი---------------–-ძის მიერ მოხდა N1 საწყობის ფართობის გაზომვა, გაზომვის შედეგად დადგენილ იქნა, რომ N1 საწყობის ფართობი არის 41 კვ.მ. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის დასავლეთ მხარეს მდებარეობს ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთი საწყობი. დათვალიერებულ იქნა ასევე ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ. ახ--–---–--ში თა--------–--ის ქუჩა N2--ში. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საწყობი, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი არის 30 კვ.მ.

 

4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი---------------–-ძემ და განმარტა, რომ მუშაობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. მან მონაწილეობა მიიღო ადგილზე დათვალიერებაში საფინანსო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ახ--–---–--ის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობდა ღია დახლები და ასევე ორი უძრავი ქონება. ერთი იყო სასაწყობო ფართები განყოფილებიანი, ხოლო მეორე იყო ცალკე შენობა, ანუ სულ ჯამში 3 უძრავი ქონება. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა თარჯიმანიც. ასევე ახ--–---–--ის გამგეობის სპეციალისტი. მისი მხრიდან მოხდა მითითება იმ კორდინატთა წერტილების რომელ ქონებებზეც იყო საუბარი.

 

4.9. მოწმე მა---------–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვეში ახ--–---–--ის ბაზარში იმყოფებოდა საყიდლებზე, სადაც გაიცნო მე----–-----------ანი, რომელმაც უთხრა რომ მუშაობდა ბაზარში. იმავე წლის 4 მაისს ისევ შეხვდა მე----–-----------ანს, რომელმაც უთხრა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ჰქონდათ სასაწყობო ფართები გასაქირავებელი, მაგრამ დაამატა რომ ხელშეკრულებით საკრებულოს მიერ დადგენილი იყო ტარიფები 2 ლარი დღეში, მაგრამ შეიძლებოდა ისეც გაექირავებინა ნაკლებ ფასად ხელშეკრულების გარეშე, რაზეც მა---------–-–--ლმა უთხრა, რომ შესაძლებელია ექირავებინა. მან აჩვენა ფართები ახ--–---–--ის ბაზარში. ამის შემდეგ მა---------–-–--ლმა სამსახურში გადაამოწმა აღნიშნული ბაზრის შესახებ ინფორმაცია თუ ვის ბალანსზე იყო, ნახა, რომ ბაზარი მერიის ბალანსზე იყო და მეორე დღესვე დაწერა პატაკი და მოახსენა ინფორმაცია ხელმძღვანელობას. 2018 წლის 11 მაისს მა---------–-–--ლი უკვე აღჭურვილი შეხვდა მე----–-----------ანს ისევ ბაზრის ტერიტორიაზე, რომელმაც შეახვედრა არ--------------ანს, ისაუბრეს და უთხრეს, რომ თუ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ ძვირი დაუჯდებოდა 3000 ლარი თვეში, 50 კვადრატი იყო საწყობი, შესთავაზეს მა---------–-–--ლს თავად ეთქვა ფასი და ისინიც ეტყოდნენ თავიანთ ფასს. თუ შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულებით მისცემდნენ, ჩეკს ამოუწერდნენ ხოლმე, ვინაიდან მაინც ურტყამდნენ მოვაჭრეებს, რომლებიც ყავდათ და რაღაც ჩეკს მისცემდნენ ვინმე რომ მისულიყო რამე ჰქონდა. იმ დღეს ისე დაშორდნენ, რომ ფასები უნდა მოეფიქრებინათ და კიდევ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 1- მაისს რომელ საწყობზეც შეთანხმდნენ, მე----–-----------ანმა იმ საწყობზე უარი უთხრა რომ ვეღარ მისცემდა იმ საწყობს და მეორე მსგავსი ფართი აჩვენა, რაზეც დათანხმდა მა---------–-–--ლი. გამოსვლისას დაიწყეს ფასზე მოლაპარაკება მა---------–-–--ლმა მე----–-----------ანს უთხრა, რომ მისი ფასი იყო 500 ლარი, რაზეც მე----–-----------ანმა უარი უთხრა. მა---------–-–--ლმა ჰკითხა თუ რა იყო თავიანთი ფასი, რაზეც მე----–--მა უპასუხა, რომ არ იცოდა, უფროსი არ იყო ადგილზე, მოვიდოდა, მოელაპარაკებოდა და მეორე დღეს ეტყოდნენ პასუხს. მეორე დღეს მა---------–-–--ლი კვლავ მივიდა ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მე----–-----------ანმა უთხრა, რომ ფასი იყო 1000 ლარი და თუ აწყობდა გასაღებს მისცემდნენ, რაზეც დათანხმდა მა---------–-–--ლი. მე----–-----------ანმა მას ჰკითხა უნდოდა თუ არა ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც მა---------–-–--ლმა უპასუხა, რომ არ სჭირდებოდა. მე----–-----------ანმა ასევე უთხრა, რომ ხელშეკრულებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა. ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩეკს ყოველდღიურად ამოუწერდნენ. მა---------–-–--ლმა მიუტანა 1000 ლარი მე----–-----------ანს.

 

4.10. 2018 წლის 08 მაისს ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელებულ საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერით დგინდება შემდეგი: 2018 წლის 11 მაისს მა---------–-–--ლი შეხვდა მე----–-----------ანს ქ. ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე. მე----–-----------ანმა მას ანახა ფართი, რომელიც მე----–-----------ანის განმარტებით იყო დაახლოებით 48 კვადრატი. მა---------–-–--ლის კითხვაზე ხუთას ლარში მისცემდნენ თუ არა, მე----–-----------ანი პასუხობს, რომ იგი დირექტორს შეუთანხმდება თანხაზე. ასევე 1-.0-.2018 წლის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერით დგინდება შემდეგი: საუბარი მიმდინარეობს მე----–-----------ანსა და მა---------–-–--ლს შორის ახ--–---–--ის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მე----–-----------ანი მა---------–-–--ლს აჩვენებს საწყობს, რომელიც მისი თქმით არის დაახლოებით 48 კვ.მ. მა---------–-–--ლის კითხვაზე თუ რამდენი მოუწევდა ქირა მე----–-----------ანმა უპასუხა, რომ კვადრატი 2 ლარი, ასევე უთრა, რომ თუკი დირექტორი და მა---------–-–--ლი ხელშეკრულებას გააფორმებენ ფული ბანკში წავიდოდა. 15.0-.2018 წლის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერით დგინდება შემდეგი: საუბარი მიმდინარეობს არ--------------ანსა და მა---------–-–--ლს შორის ახ--–---–--ის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც არ--------------ანი მა---------–-–--ლს ეკითხება, რომ ხელშეკრულების გაკეთება უნდა თუ არა, თუკი ისინი ხელშეკრულებას გააკეთებენ მა---------–-–--ლს ძვირი დაუჯდება. სამი თვის განმავლობაში უფლება ქონდათ ხელშეკრულების გარეშე ყოფილიყვნენ, ისინი ყოველდღე მისცემდნენ ქვითარს, სადაც ჩაწერდნენ ნახევარს, ხოლო მა----- გამოიყენებდა სრულად. თუკი ვინმე მივიდოდა ნახავდა, რომ ხმარობდა ნახევარს.

 

4.11. სს „თი---------ის“ და სს „სა---------–--------იდან“ ამოღებული ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის საბანკო ამონაწერებიდან დგინდება, რომ 1-.06.2018 წლიდან 27.06.2018 წლამდე სს „თი---------ის“ ანგარიშზე მე----–-----------ანს შეჰქონდა სხვადასხვა თანხები ჯამში 2 356.0 ლარი, ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის საბანკო ანგარიშზე, ასევე 09.0-.15 წლიდან 26.06.2018 წლამდე, ასევე სს „სა---------–--------ის“ ანგარიშზე მე----–-----------ანს შეჰქონდა სხვადასხვა თანხები ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის საბანკო ანგარიშზე,4.12. მოწმე თა-----–--–-----–--ლმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობს სს „თი---------ში“ ვებ ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის განმავლობაში. მან განჩინების საფუძველზე, გამომძიებელს გადასცა შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ანგარიშის გარკვეული პერიოდის ამონაწერები ბანკში განხორციელებულ ჩარიცხვაზე და ხელი მოაწერა შესაბამის ოქმს.

 

4.13. 02.07.2018 წლის გადამხდელთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის კუთვნილი სალარო აპარატიდან 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 02 ივლისამდე პერიოდში ამოღებულია 6 549.5 ლარის ჩეკი.

 

4.1-.მოწმე ვა------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლიდან მუშაობს ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერიაში. არ--------------ანს და მე----–-----------ანს იცნობს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრიდან, მათ გაუფორმა ხელშეკრულება, იმ შენობა-ნაგებობაზე რომლებიც უნდა გამოეყენებინათ. აღნიშნული ქონება იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ასევე ქირის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე.

 

4.15. მოწმე შა-–------–---ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილედ. შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზარი დაფუძნებულია ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. ბაზარი თავის საქმიანობას ახორციელებს თავისი წესდების მიხედვით და მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. ბაზრის დირექტორს ნიშნავს მერი, ხოლო თავის თანამშრომლებს შპს-ს დირექტორი, საზღვრავს რამდენი შტატი სჭირდება და თვითონ ნიშნავს და ათა--------–--ს. მოსაკრებლები გაწეული მომსახურეობიდან საკრებულოს მიერ არის დადგენილი, მაგალითად სასაწყობოში 2 ლარი, გამოტანილი კვ.მ. 1.50. შპს აგრარული ბაზარი ვალდებულია ყოველწლიური კვარტალური ანგარიში წარუდგინოს მერიას. გაქირავებასთან დაკავშირებით არანაირი სხვა რეგულაციები არ არსებობდა. საკრებულოს სხვა ტარიფები და რეგულაციები არ მიუღია. შპს-ს უფლება ჰქონდა გაეცა ეს ფართები როგორც ხელშეკრულებით, ისე ხელშეკრულების გარეშე შესაძლებელი ყო ამოებეჭდათ ქვითარი და ამ ქვითრის მიხედვით გადაეხადათ იმ ფართის ღირებულება. ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო გრძელვადიანი გაცემის ტერიტორიაზე.

 

4.16. მოწმე მა---------–--ლმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული თარჯიმნად. არის თარჯიმანთა კომპანია, სადაც გაწევრიანებულია და არსებული ბიუროს საშუალებით მოხდა მასთან დაკავშირება. 2018 წლის მაისის თვეში ბიუროს მეშვეობით მოხდა დაკავშირება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საქმესთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით განხორციელებული თითოეული საგამოძიებო მოქმედება ასახა ოქმზე ხელის მოწერით.

 

4.17. მოწმე ან---------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ქართული, სომხური და რუსული ენის თარჯიმანი. 2018 წელს მუშაობდა თარჯიმანთა ბიუროს ბიზნეს ცენტრში. როდესაც თარჯიმანი სჭირდებათ ურეკავენ. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით განხორციელებული თითოეული საგამოძიებო მოქმედება ასახა ოქმზე ხელის მოწერით.

 

4.18. მოწმე იუ-------–---ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სა-–----------თის სამმართველოში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის მაისის თვეში ოპერატიული გამოძახების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის დირექტორი და მისი თანამშრომელი ხსენებული ორგანიზაციის კუთვნილ ფართს აქირავებდნენ შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, დადგენილ გადასახადთან შედარებით ნაკლებ ფასად. გამოძიება დაწყებულ იქნა 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა შემდეგი სახის ფარული საგამოძიებო მოქმედებები: მოხდა ფარული ვიდეო გადაღება, რა დროსაც აღჭურვილი იყო შესაბამისი სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი მა---------–-–--ლი. რაც შეეხება მე----–-----------ანის დაკავებას, იგი დაკავებულ იქნა თანხის აღების შემდეგ თავიანთ ოფისში, შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებულ იქნა ის კუპიურები რომლებიც ჰქონდა მიცემული გამომძიებელს. არ--------------ანი დაკავებულ იქნა ახ--–---–--ში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილას. მე----–-----------ანი დაკავებულ იქნა ახ--––--ის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო არ--------------ანის დაკავება განჩინების საფუძველზე არ მომხდარა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა გამომძიებელი პა-------------შვილი და თარჯიმანი ან---------------ი. ასევე მის მიერ გამოკითხულ იქნა ოპერატიული ინფორმაციის ავტორი, შეადგინა საიდუმლო დოკუმენტაცია, მოცემულ საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებიდან გამოითხოვა ფულადი თანხა, მოახდინა აღნიშნული ფულადი თანხის დამუშავება, გადასცა საქმეში ჩართულ ერთ-ერთ გამომძიებელს, ინსპექტორ გამომძიებლისგან მოახდინა ბაზრის საწყობის გასაღების ამოღება, ბრალდებულის სახით დააკავა მე----–-----------ანი და არ--------------ანი, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა მე----–-----------ანს რა დროსაც ამოღებულ იქნა ის კუპიურები, რომლებიც გადაცემულ იქნა ინსპექტორ გამომძიებელზე დაგეგმილ ფარული საგამოძიებო მოქმედების ღონისძიებებში. წარუდგინა ბრალდებები მე----–-----------ანსა და არ--------------ანს.

 

4.19. მოწმე იო---------------–ვილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სა-–----------თის სამმართველოში გამომძიებლის პოზიციაზე. მან დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები: დაათვალიერა შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, 2018 წლის 27 ივნისს, ქ, ახ--–---–--ში, თა--------–--ის ქუჩა N2--ში მდებარე შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის სარგებლობაში 3 მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობდა ვა------------ნი, რომელიც არასრულყოფილად ფლობდა სამართალწარმოების ენას, ამიტომ მოწვეულ იქნა თარჯიმანი ან---------------ი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სა-–----------თის სამსახურის სპეციალისტმა გი---------------–-ძე, რომლის მიერაც მოხდა ადგილმდებარეობის კოორდინატების აღება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სამივე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ, ახ--–---–--ში, თა--------–--ის ქუჩა N2--ში, მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია სავაჭრო მაგიდები ფართობი იყო 1830 კვმ, არის 5 სავაჭრო დახლი დაახლოებით 21 მ სიგრძის, ასევე დათვალიერებულ იქნა მეორე მიწის ნაკვეთი სადაც განთავსებული იყო საწყობები, კერძოდ დანომრილი იყო პირველი და მეორე საწყობები. პირველი საწყობი იყო სწორედ ის, რომელიც დირექტორმა არ--------------ანმა და კონტროლიორმა მე----–-----------ანმა მიაქირავეს მა---------–-–--ლს. დათვალიერებული იქნა საწყობის შიდა ტერიტორიაც, სპეციალური ხელსაწყოს მანძილმზომის საშუალებით გაზომილი იქნა მანძილი და ფართობმა შეადგინა 41 კვმ. ე.წ. სასწორი მეურნეობის საწყობის ფართობმა შეადგინა 30 კვმ. დათვალიერების მიმდინარეობისა გადაღებულ იქნა ფოტო სურათები, რომლებიც დაერთო ოქმს. მეორე მიწის ნაკვეთი, სადაც საწყობებია განთავსებული იყო მისი ფართობი იყო 122 კვმ. ეს 3 მიწის ნაკვეთი ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერიას სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული შპს ახ--–---–--ის აგრარული ბაზრიდან უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე. სამივე მიწის ნაკვეთს გააჩნდა თავისი საკადასტრო კოდი. ფოტოებს იღებდა გამომძიებელი ან---–-----ძე. აღნიშნული ტერიტორიის გაზომვებს ახორციელებდა ქონების მართვის სპეციალისტი გი---------------–-ძე. აღნიშნული მონაცემები მისთვის ცნობილი გახდა იმ წერილით რომლითაც მიმართა ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა შპს აგრარული ბაზრის წესდება, რომლითაც იყო განსაზღვრული ფართის გაქირავების ღირებულება, ბაზრის დირექტორის დანიშვნის ბრძანება და ასევე მე----–-----------ანის დანიშვნის ბრძანება. სწორედ მოსული პასუხიდან მიიღო ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერიიდან უზუფრუქტის ხელშეკრულება, საიდანაც ირკვეოდა რომელი საკადასტრო კოდის რომელი მიწის ნაკვეთები იყო გადაცემული სარგებლობაში ბაზრისთვის. ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრული იყო ბაზრის სარგებლობაში არსებული საწყობების და დახლების გაქირავების დადგენილი ღირებულება. 1 სიგრძის მეტრის სავაჭრო მაგიდის ღირებულება იყო 1.50 ლარი დღეში და საწყობი ფართის ღირებულება იყო 2 ლარი. ასევე მის მიერ გამოიკითხა მოწმე შა-–------–---ძე. ჩატარდა საპროცესო მოქმედებები: წერილით მიმართა ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის მერიას, გაკეთებული აქვს გირაოს შეტანის გაფრთხილების ოქმი ბრალდებულ არ--------------ანის.

 

4.20. მოწმე ან---–-----ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სა-–----------თის სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საქმეზე მის მიერ გამოიკითხა მოწმე, გამოითხოვა ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ სს „თი---------ის“ და სს „სა---------–--------ის“ ახ--––--ის სერვის ცენტრებიდან, სა---------–--------იდან გამოთხოვილ იქნა 2015 წლის ამონაწერები, ბაზრის ანგარიშზე შეტანა გამოტანის შესახებ, ასევე 2015 წლიდან 2018 წლის აპრილის თვემდე ამონაწერები თი---------იდან. ასევე მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, კერძოდ დათვალიერებულ იქნა ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის ტერიტორია, სადაც მასთან ერთად მონაწილეობდა იო---------------–ვილი, სპეციალური პირი, რომელიც მოწვეული იყო ქონების მართვის სამსახურიდან გი---------------–-ძე, თარჯიმანი ან---------------ი, მოწვეული იყო ასევე გამგეობის თანამშრომელი რომელიც ასევე ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ადგილზე აღებულ იქნა კოორდინატები დათვალიერების ფარგლებში. კერძოდ დათვალიერდა შენობა-ნაგებობა, ასევე საწყობი შენობა და ბაზრის ტერიტორიაზე დახლები, სადაც იყო განლაგებული ის მიწის ნაკვეთი. დათვალიერების შემდეგ გამოკითხა მოწმის სახით გამგეობის თანამშრომელი ვა------------ნი, ან---–-----ძის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

4.21. მოწმე გი---------------ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სა-–----------თის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება: შსს-ს ელექტრონულ ბაზაში ე.წ. პოლიციის ბაზაში დაათვალიერა ბრალდებულ არ--------------ანის შესახებ, რის შესახებაც მის მიერ იქნა შედგენილი შესაბამისი ოქმი. მის მიერ დათვალიერებული იქნა ინფორმაცია არ--------------ანის მიმართ, კერძოდ მის შესახებ და მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ, რომლის შესახებაც დადგინდა რომ მის სახელზე იყო 2 ავტომობილი. აღნიშნული ინფორმაცია ამობეჭდა და დაურთო მის მიერ შექმნილ დათვალიერების ოქმს.

 

4.22. მოწმე რა--------------ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სა-–----------თის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს ჩაატარა დათვალიერება შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა ერთიანი ელექტრონული ბაზის, ინსპექტორ გამომძიებელ პა-----------ძესთან ერთად. მოიძიეს ინფორმაცია შპს აგრარული ბაზრის საბანკო ანგარიშების და დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჰქონდა ანგარიში გახსნილი სა---------–--------ში, თი---------ში და ტა---------------ში ანგარიში ჰქონდა დახურული. ამოიბეჭდა აღნიშნული და დაერთო ოქმს, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა ასევე გააგზავნა წერილები თი---------ში და სა---------–--------ში, რათა მოემზადებინათ დოკუმენტები, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

 

4.23. მოწმე პა-----------ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სა-–----------თის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა ერთიანი ელექტრონული ბაზაში დათვალიერება აქვს ჩატარებული 2018 წლის ზაფხულში. გამომძიებელ რა--------------ძესთან ერთად დაათვალიერეს გადამხდელთა ერთიანი ბაზა ანუ შპს ახ--–---–--ი ბაზარს რომელ ბანკებში გააჩნდა საბანკო ანგარიშები, რის შემდეგაც დადგინდა თუ რომელ ბანკში ჰქონდა ანგარიშები, რაც ამობეჭდილ იქნა, მას აქვს ოფიციალური დაშვება ბაზაზე, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს გადამხდელთა ინფორმაცია, კონკრეტულ შემთხვევაში რომელ ბანკებში გააჩნია აღნიშნულს ანგარიშები მოქმედი ან არამოქმედი.

 

4.2-. მოწმე პა-------------შვილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სა-–----------თის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა აქვს მე----–-----------ანის და არ--------------ანის დაკავებასა და ჩხრეკაში, 2018 წლის 16 მაისს შემოსული ბრძანებით ჯგუფთან ერთად გაემგზავრა ახ--–---–--ში ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მე----–-----------ანის ჩხრეკა და დაკავება. მასთან ერთად იყო იუ-------–---ძე და მა---------–--ლი. ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა 1000 ლარი, რომელიც ოპერატიული სამუშაოს დროს გადაეცა, შედგა დაკავების ოქმი რომელიც პა-------------შვილმა დაადასტურა ხელისმოწერით, ასევე ხელი მოაწერეს იუ-------–---ძემ და მა---------–--ლმა. აღნიშნული ოქმი შედგა ადგილზე. ბრალდებულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავების მომენტში. რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა მეორე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ქ. ახ--–---–--ში პარკის მიმდებარედ. მასთან ერთად იყო იუ-------–---ძე და თარჯიმანი ან---------------ი. ასევე არ--------------ანის დაკავებას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია მისი მხრიდან.

 

4.25.ბრალდებულებმა მე----–-----------ანმა და არ--------------ანმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

 

4.26. ბრალდებულმა არ--------------ანმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ახ--–---–--ის რაიონის სოფელ კუ-------ოში, 201- წლის 3 დეკემბრიდან არის შპს ,,ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის’’ დირექტორი. ბაზარში საქმიანობა წესრიდგებოდა წესდებით, რომლის შესახებაც არ--------------ანისთვის ცნობილი იყო. წესდებაში არ ეწერა თუ რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ თვითონ მოვაჭრეებს. ტარიფები იყო დადგენილი წესდებით, მოვაჭრე თვითონ მივიდოდა ადგილზე და თავისთვის სასურველ ფასში ყიდდა საქონელს. ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ქირავდებოდა ადგილები ყველგან გაკრულია ფასი თუ რა ფასში ქირავდება აღნიშნული ფართობი. არ--------------ანისთვის ცნობილია თუ რომელი ადგილი რა ფასად უნდა გაექირავებინა. გააჩნდა იმას თუ დახლი იყო, მაშინ ადგილის კვ. მეტრი 1,50 ლარი ღირდა და კვ. მეტრი 2 ლარი - დახურული ადგილის შემთხვევაში. ამ ტერიტორიის 100%-იანი წლის მფლობელი არის ახ--–---–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მე----–-----------ანი იყო მისი თანამშრომელი, მუშაობდა გამოსაცდელი ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ კონტროლიორად. იგი მოქმედებდა წესდების თანახმად, უფლება ჰქონდა სხვისთვის გაეფორმებინა შრომითი და სხვა სახის ხელშეკრულება ან არ გაეფორმებინა. რაც საწარმოში თანხა შემოდიოდა ირიცხებოდა საწარმოს ანგარიშზე. ამ ფულს მოვაჭრეებისგან კრეფდნენ თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი იყო მე----–-----------ანი. მთლიანი ბაზრის ტერიტორია 1830 კვადრატული მეტრია, ხოლო 122 კვადრატული და 30 კვადრატული მეტრი არის საწყობების. ეს საწყობები ოფიციალურად დარეგისტრირებული არის გამგეობის სახელზე. მე----–-----------ანთან ხდებოდა ქირავნობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. არ--------------ანს თავად არავისთვის მიუქირავებია საწყობი. მე----–-----------ანი თვითონ აქირავებდა ადგილს, მიდიოდა მოვაჭრესთან და ფასზეც თვითონ უთანხმდება და თუ თანახმა იყო მოვაჭრე - იქირავებდა. არ--------------ანი აკონტროლებდა ზედაპირულად ვიდეო კამერებით და აწარმოებდა აღრიცხვას. დამქირავებელი იხდიდა იმ თანხას რამდენი დღითაც იქირავებდა ადგილს. 201- წლიდან დაკავების დღემდე არ--------------ანს არ გაუქირავების ის ფართი არავისთვის.

 

4.27. ბრალდებულმა მე----–-----------ანმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო მუშაობა შპს ახ--–---–--ის აგრარულ ბაზარში, მის მოვალეობაში შედიოდა, რომ ბაზარში, წესრიგი ყოფილიყო, მოვაჭრეებისთვის გამოეყო ადგილი, აეკრიფა ყოველთვიური ქირა. თანხის ოდენობა საკრებულოს მიერ იყო დადგენილი, კერძოდ დახლები კვ. მეტრი 1.50 ლარი და საწყობი კვ. მეტრი 2 ლარი და აღნიშნულ თანხას იღებდა თავად. თანხის შეტანა ხდებოდა ანგარიშზე მის მიერვე. მთელი დღის განმავლობაში რა ქვითრებსაც იღებდა, ეს ქვითრები საღამოთი მიჰქონდა არ--------------ანთან და შემდეგ შეჰქონდათ თანხა ანგარიშზე. მა---------–-–--ლი თავიდან მას სხვა სახელით გაეცნო, ჰკითხა თუ ჰქონდათ ბაზარში ბოსტნეულის შესანახი ფართები, რაზედაც მე----–-----------ანმა 4 საწყობი აჩვენა. აღნიშნული საწყობების 122 კვმ-ის გარდა კიდევ აჩვენა სხვა საწყობებიც, სადაც მათ შეეძლო ხილ-ბოსტნეული შეეტანა. მან კარგი საწყობი აჩვენა 122 კვმ-ის გარდა ,რომელიც კიდევ უფრო უკეთესი საწყობი იყო, სადაც წყალი და ელექტრო ენერგიის გაყვანილობაც იყო კარგ მდგომარეობაში. მა---------–-–--ლი და მე----–-----------ანი შეთანხმდნენ რომ მა----- იქირავებდა საწყობს, მათი საუბრის გადათარგმნა ხდებოდა თარჯიმნის მეშვეობით. თავიდან მა----- დათანხმდა, რომ იქირავებდა იმ კარგ საწყობს, მაგრამ მეორე მისვლისას უარი უთხრა. უარი უთხრა იმიტომ, რომ მისი თქმით ეს საწყობი ბაზრის ტერიტორიაში არ შედიოდა. ალბათ მა---------–-–--ლმა თავის უფროსებთან ერთად დაგეგმა და მეორე მისვლაზე უფრო დანგრეული საწყობი აირჩია, რომელიც გატარებული და რეგისტრირებული იყო აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე. ფართი, რომელიც მიაქირავა. დაახლოებით 16.50 კვ.მ. და 17.50 კვ. მეტრის იყო და როგორც განსაზღვრული იყო 1 კვ. მეტრზე 2 ლარი ანუ 1000 ლარი უნდა გადაეხადა და რომელიც გადაუხადა მა---------–-–--ლმა. მთლიანი საწყობი იყო 50 კვ.მ. საიდანაც მიაქირავა საწყობის ნაწილი დაახლოებით 16.5 ან 17.5 კვ.მეტრი ფართი. ამიტომ უთხრა, რომ 1000 ლარში ამაზე მეტ ფართს ვერ მისცემდა, რაზეც მა---------–-–--ლი დათანხმდა. მა---------–-–--ლმა თავად არ მოისურვა ხელშეკრულების გაფორმება და არც მის უფლებამოვალეობაში არ შედიოდა ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ის მხოლოდ კონტროლიორია და მას უნდა ეკონტროლებინა თუ რამდენად და როდის უნდა გაექირავებინა არსებული ფართები. თუ მა---------–-–--ლი მოისურვებდა ხელშეკრულების გაფორმებას - შეადგენდნენ, მაგრამ მან არ მოისურვა. რაც შეეხება აღებულ 1000 ლარს, იგი იყო ავანსი.

 

4.28.მე----–-----------ანის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 16 მაისს მე----–-----------ანი დაკავებული იქნა ქ. ახ--–---–--ში, თა--------–--ის ქ. N2--ში მდებარე შპს „ახ--–---–--ის აგრარული ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მე----–-----------ანის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1 000 (ათასი) ლარი, კერძოდ ათი ცალი ას ლარიანი კუპიურა, შემდეგი სერიით და ნომრებით: 1) A---------; 2) A----------; 3) A---------; 4) A---------, 5) A---------; 6) A---------; 7) A---------; 8)A---------; 9) A---------: 10) A---------.

 

4.29. არ--------------ანის დაკავებისა ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 21 მაისს არ--------------ანი დაკავებული იქნა ქ. ახ--–---–--ში, თა---------ის ქუჩაზე არსებულ ცენტრალური პარკის (ბაღი) მიმდებარე ტერიტორიაზე, სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით.

 

4.30.სასამართლომ თანმიმდევრულად, ობიექტურად და კრიტიკულად შეაფასა მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოიკვლია ისინი უშუალოდ და ზეპირად და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მე----–-----------ანის და არ--------------ანის ბრალად შერაცხული დანაშაულის - კომერციული მოსყიდვის ჩადენის ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ახდენს ბრალდების მტკიცებულებათა დისკრედიტაციას მე----–-----------ანის და არც არ--------------ანის ქმედებაში გამორიცხავს ზემოაღნიშნული დანაშაულის ნიშნების არსებობას.

 

4.31.სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის იმ ძირითად არგუმენტებზე, რომელზეც დაყრდნობითაც წარდგენილ ბრალდებაში მე----–-----------ანის და არ--------------ანის გამართლებას ითხოვს. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლნი არიან. აღნიშნულის საპასუხოდ სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

4.32.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მისთვის ცნობილია პოლიციის საქმიანობაში არსებული სირთულეები, რაც დაკავშირებულია დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ სახელისუფლებო ორგანოები სულ უფრო მეტად საჭიროებენ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების, საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, მითუფრო, - ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 0-.02.2008, §49; ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira De Castro) პორტუგალიის წინააღმდეგ, განაცხადი №44/1997/828/1034, 09.06.1998, §35-36; ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 2-009/07 და 556/10, 02.10.2012, §89;). ევროსასამართლოს განმარტებით, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ განსაკუთრებული საგამოძიებო მოქმედებები, ფარული ოპერაციები, თუმცა, ამ დროს გარანტირებული უნდა იყოს პირის დანაშაულის პროვოცირებისგან დაცვის აბსოლუტური უფლება, რომელიც მე-6 მუხლში ნაგულისხმევ უფლებად მოიაზრება.

 

4.33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად (ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 2-009/07 და 556/10, 02.10.2012, §103), სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს დანაშაულის პროვოკაციის მკაფიო დეფინიციას, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის პროვოკაცია განმარტებულია, როგორც სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

 

4.34.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, „დანაშაულის პროვოცირების“ („პოლიციის მიერ წაქეზების“) ცნების დეფინიცია ასახულია „რამანაუსკასის საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის პროვოცირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები ან მათი მითითებებით მოქმედი კერძო პირები „არ იზღუდებიან დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების არსებითად პასიური მეთოდით, არამედ ისეთ გავლენას ახდენენ სუბიექტზე, რომ აქეზებენ ჩადენას დანაშაულისა, რაც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი.” (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 0-.02.2008, §55).

 

4.35.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობისას დანაშაულის პროვოცირების ფაქტის არსებობის გამოკვლევისას უპირველეს ყოვლისა, აფასებს, რამდენად მოქმედებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები „არსებითად პასიურად“ და ამგვარი მიდგომა რელევანტურია კერძო პირის მიმართაც (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 0-.02.2008, §55). კერძო პირის შემთხვევაში ევროსასამართლოსთვის მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა შესაძლო პირადი მოტივი და მხედველობაში იქნეს მიღებული გამოძიების დაწყებამდე ინფორმაციის მომწოდებლის ურთიერთობა განმცხადებელთან (იხ. ხუდობინი (Khudobin) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №59696/00, 26.10.2006, §134; მილინიენე (Miliniene) ლიტვის წინააღმდეგ, განაცხადი №74355/01, 2-.06.2008, §39).

4.36.ევროპული სასამართლო ასევე ინტერესდება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები. ასეთად კი განიხილავს განმცხადებლის დანაშაულებრივ წინასწარგანწყობას (ბანიკოვა (Bannikova) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №18757/06, 04.11.2010, §38) ან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დამადასტურებელ, შემოწმებულ და დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს (ტრიფონცოვი (Trifontsov) რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), 12025/02, 09.10.2012, §§.30,33). ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ არ არის საკმარისი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად (ვანიანი (Vanyan) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №53203/99, 15.12.200-, §49).

 

4.37.მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის წაქეზების საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცული იქნა სრულად და ბრალდებულებთან უშუალო კონტაქტში მყოფი მ. გე-–-–---–-ს ქმედებებსა და საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებებში დანაშაულის პროვოცირების ნიშნები არ იკვეთება.

 

4.38. საქმეზე დვარდსი და ლუისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (EDWARDS AND LEWIS V. THE UNITED KINGDOM; #39647/98 და #40461/98; 27/10/2004), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგენტ პროვოკატორის ინსტიტუტის „სამართლიანი სასამართლოს“ გარანტიასთან შესაბამისობისთვის კონცენტრირება მოახდინა საკითხზე სარგებლობდა თუ არა დაცვის მხარე სათანადო პროცესუალური გარანტიებით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაცვის მხარეს მისცა შესაძლებლობა დანაშაულის პროვოკაციის საკითხი წამოეჭრა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ამ ფარგლებში სასამართლომ დაუშვა დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის ვერსიით ადასტურებდა დანაშაულის პროვოკაციას, ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაცვამ დაკითხა საქმის მთავარი მოწმეები, რომლებიც დაცვის ვერსიით წარმოადგენდნენ აგენტ პროვოკატორებს, დაცვას მიეცა შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე და მიეღო სრულყოფილი მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტები, რათა გამოვლენილიყო სიმართლე დანაშაულის პროვოკაციის ფაქტის და აგენტ პროვოკატორების დადგენის მიზნით, ამ კუთხით სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის არგუმენტები, რომელიც შეადარა ბრალდებულების მამხილებელ მტკიცებულებებს და ჩათვალა, რომ საქმეში არ არსებობდა ,,პროვოკაციის“ დამადასტურებელი აშკარა მტკიცებულებები.

 

4.39.საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მა---------–-–--ლის პატაკი, რომლითაც იგი მე----–-----------ანს და არ--------------ანს ამხელდა სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის გახსნის და დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, დაგეგმა ღონისძიებათა ერთობლიობა, სწორედ გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დაედო საფუძვლად არ--------------ანის და მე----–-----------ანის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

4.40.სასამართლო თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა ბრალდებულების მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები, რადგან მა---------–-–--ლის პატაკის და წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის სახით სამართალდამცველებს გააჩნდათ არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში არ--------------ანის და მე----–-----------ანის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, არამედ, ხელთ ჰქონდათ მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყების (ჩადენის) დამადასტურებელი, შემოწმებული და დოკუმენტირებული მტკიცებულება.

 

4.41.აქვე სასამართლო განმარტავს საკუთარ პოზიციას დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

 

4.42.უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მა---------–-–--ლის ჩვენება ბრალდებულების მიმართ წარმოადგენს მაპროვოცირებელი ქმედების ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეხვედრისას მა---------–-–--ლი არ გამოირჩეოდა აქტიურობით, მის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას სარწმუნოდ არ დგინდება, რომ იგი იყო სპეციალურად მიგზავნილი, რათა მოეხდინა დანაშაულის პროვოცირება, ვინაიდან როგორც მა---------–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ახ--–---–--ის ბაზარში იყო მისული სავაჭროდ, რა დროსაც შემთხვევით გაიცნო მე----–-----------ანი, რომელმაც პირველმა დაუწყო საუბარი და უთხრა, რომ მუშაობდა ბაზარში, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ჰქონდათ სასაწყობო ფართები გასაქირავებელი, მაგრამ დაამატა, რომ ხელშეკრულებით საკრებულოს მიერ იყო დადგენილი იყო ტარიფები 2 ლარი დღეში, მაგრამ შეიძლებოდა ისეც გაექირავებინა ნაკლებ ფასად ხელშეკრულების გარეშე, რაზეც მა---------–-–--ლმა უთხრა, რომ შესაძლებელია ექირავებინა. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, სახეზე იყო აშკარა, რომ მე----–-----------ანი მა---------–-–--ლზე ბევრად მეტ დაინტერესებას იჩენდა სამომავლო გარიგების მიმართ, როცა მა---------–-–--ლი ზოგადად დაინტერესდა სამომავლო ხარჯებით, ბრალდებულმა თავად დაუსახელა საშეღავათო პირობების სანაცვლოდ მისთვის გადასაცემი, მის მიერვე განსაზღვრული კონკრეტული ყოველთვიური თანხა - 1000 ლარი,4.43.ასევე ხელშეკრულების თაობაზე საუბრისას ბრალდებულები თავად აცნობენ მა---------–-–--ლს პირობას, არ--------------ანის კითხვაზე „ხელშეკრულების გაფორმება გინდა?“ მა---------–-–--ლი პასუხობს რომ არ უნდა, რაზეც არ--------------ანი ეუბნება „მე ვარიანტებს გეტყვი შენ აირჩიე, თუ ხელშეკრულებას გავაკეთებთ შენ ძვირი დაგიჯდება, ჩვენ მაინც ყოველ დღე გაძლევთ ქვითარს, შენ გინდა აიღე გინდა არა, ჩვენ მაინც გამოვწერთ, სამი თვის განმავლობაში გვაქვს უფლება ვიყოთ ხელშეკრულების გარეშე, ჩვენ ახლა ყოველ დღე მოგცემთ ქვითარს, სადაც ჩავწერთ ნახევარს შენ კი სრულად მოიხმარ, ვინმე რო მოვიდეს შენ ნახევარს ხმარობ, იმიტომ რო შენც გაწყობდეს“...

4.44. მა---------–-–--ლის მიერ სხდომაზე მიცემულ ჩვენების სასამართლო უტყუარად მიიჩნევს, ვინაიდან ის თანხვედრაშია საქმეზე გამოკვლეულ ობიექტურ მტკიცებულებებთან - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებთან, მათ შორის იმ ფარულ აუდიო ვიდეო ჩანაწერთან, სადაც აღბეჭდილია მა---------–-–--ლის და არ--------------ანის შეხვედრა, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი სასამართლო სხდომაზე.

 

4.45.რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მე----–-----------ანის, არ--------------ანის და მა---------–-–--ლის შეხვედრების საუბრები, რომლებიც ნათარგმნია და საქმეში ჩაკერებულია ქართულ ენაზე საეჭვოა მათი სისწორე, ვინაიდან გამომძიებელ იუ-------–---ძის დაკითხვისას მისთვის უცნობი იყო თარჯიმნის ვინაობა, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების ხარისხმა სასამართლოს და მხარეებს მისცა მათში ასახული შეხვედრების მონაწილეთა, მათ შორის - ბრალდებულთა, თვალნათლივ დანახვის და მათი ხმის მკაფიოდ გაგონების შეუზღუდავი შესაძლებლობა. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოპოვება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ფარული მეთვალყურეობის ობიექტის ვინაობას, და, ამასთან, სასამართლოს არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას შესაბამის თანამდებობის პირთა საქმიანობის კანონიერებაში.

4.46.სასამართლომ არც ამ მტკიცებულებებთან მიმართებაში გაიზიარა დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარის არგუმენტები. დაცვის მხარისაგან განსხვავებით, სასამართლო თვლის, რომ ამ შეხვედრებისას, უკვე მოთხოვნილ თანხაზე მ. გე-–-–---–-ს მიერ საუბრის დაწყება არ წარმოადგენს დანაშაულში წაქეზებას, მითუფრო, რომ წარდგენილი ბრალდება ფორმალური ხასიათის დანაშაულია და იგი დასრულებულია თანხის მოთხოვნის მომენტიდან.

4.47.ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურატურისა და სასამართლო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დადასტურებულია, რომ მე----–-----------ანის და არ--------------ანის მიერ შეღავათიანი სახელშეკრულებო პირობებისა და არაოფიციალურად, ფართის ქირავნობის სანაცვლოდ მა---------–-–--ლისგან ფულადი თანხის მოთხოვნა და მიღება არის მათი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების და არა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჩადენილი პროვოკაციის შედეგი.

 

4.48.საქმეზე ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ (KHUDOBIN V. RUSSIA; #596969/00; 26/01/2007) ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სავალდებულოა საგამოძიებო ღონისძიებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნათელი და განჭვრეტადი პროცედურა, ისევე როგორც მათზე შესაბამისი ზედამხედველობა უნდა იქნეს განხორციელებული იმისათვის რათა, უზრუნველვყოთ ხელისუფლების ორგანოების კეთილსინდისიერება და სამართალდაცვით მიზნებთან მათი მოქმედებების ჯეროვანი შესაბამისობა. განსახილველ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულია სასამართლოს ნებართვით. ასევე ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებამ გაიარა სასამართლოს კონტროლი. ამასთან სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში.

 

4.49. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. თუმცა ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. სასამართლო განმარტავს ფაქტებთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ დასკვნებს, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

4.50.სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულებმა - მე----–-----------ანმა და არ--------------ანმა ჩაიდინეს სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - კომერციული მოსყიდვა.

 

5.კომერციული მოსყიდვა, ჩადენილი ჯგუფურად

 

5.1.საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შეღავათიანი სახელშეკრულებო პირობებისა და დიდი ფართის ხელშეკრულების გარეშე ქირავნობის სანაცვლოდ, ფულადი თანხა ბრალდებულებმა არ--------------ანმა და მე----–-----------ანმა მა---------–-–--ლს მოსთხოვეს და მიიღეს ერთობლივად. მართალია მე----–-----------ანის მიერ თანხის აღებას არ--------------ანი უშუალოდ არ დასწრებია, მაგრამ დაკავებამდე მათი შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი, არ იძლევა იმ გარემოებაში დაეჭვების შესაძლებლობას, რომ ეს თანხა ემსახურებოდა არ--------------ანის და მე----–-----------ანის საერთო ინტერესებს და მე----–-----------ანის მიერ მიღებული იქნა არ--------------ანთან წინასწარი შეთანხმებით.

 

5.2.სა---------–--ს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, ორი ან მეტი ამსრულებლის მიერ ერთობლივად ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ჯგუფურ დანაშაულს.

 

5.3.სა---------–--ს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში.

 

5.4.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არ--------------ანის და მე----–-----------ანის მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი.

 

6.სამართლებრივი შეფასება:

6.1.სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

6.2.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა არ--------------ანის და მე----–-----------ანის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

6.3..კანონმდებლის მიერ, სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლით კრიმინალიზებულია კომერციული მოსყიდვა, - სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ზემოაღნიშნული მუხლი წარმოადგენს სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მიერ, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად კანონმდებლის მიერ შექმნილ გარანტიას. სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხელყოფის ობიექტია სამეწარმეო ურთიერთობათა სფერო, ნორმალური კომერციული ურთიერთობები, რაც ირღვევა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც უკანონო გასამრჯელოს (ქონებრივ მომსახურებას) იღებენ ან გადასცემენ მას.

 

6.4.სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ამ მუხლით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმით, მათ შორის - იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ასევე მუშაობს ორგანიზაციაში, პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის.

 

6.5.სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნის მომენტიდან. რაც შეეხება მოსყიდვით განპირობებული მოქმედების შესრულებას თუ შეუსრულებლობას, იგი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს გარეთ რჩება.

 

6.6.მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულების - არ--------------ანის და მე----–-----------ანის ქმედებებში აშკარად იკვეთება სა---------–--ს სსკ 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - არ--------------ანს გააჩნდა რა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მე----–-----------ანის მუშაობდა რა ამ ორგანიზაციაში, მა---------–-–--ლი რომელიც დაინტერესებული იყო სასაწყობო ფართის ქირავნობით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მოსთხოვეს ფულადი თანხა - 1000 ლარი, რომლის სანაცვლოდაც დაჰპირდნენ, რომ იმაზე მეტ ფარს მიაქირავებდნენ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

 

6.7.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ--------------ანის მიერ ჩადენილია სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში და ორგანიზაციაში მუშაობს ამ ორგანიზაციაში, ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ და არაპირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება და თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. მე----–-----------ანის მიერ ჩადენილია სა---------–--ს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. შესაბამისად, არ--------------ანი და მე----–-----------ანი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვროთ ამ დანაშაულისათვის კანონით დადგენილი სასჯელი.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7.1. არ--------------ანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7.2. მე----–-----------ანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

8.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

8.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

8.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

 

8.4. ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, არ--------------ანს და მე----–-----------ანს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თა--------–--ის აღკვეთა 4 წლის ვადით. ძირითად სასჯელთან ერთად, სა---------–--ს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულებს 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოთ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოთ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).

 

9. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

9.1.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება 4 ცალი დისკი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერით), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9.2. შენობის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

9.3.მე----–-----------ანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1000 ლარი, განთავსებულია 01 ფაილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სამმართველოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მე----–-----------ანი (პირადი №0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თა--------–--ის აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-მასვე სა---------–--ს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).

 

1.2.მე----–-----------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 მაისიდან.

 

2. არ--------------ანი (პირადი №0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თა--------–--ის აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).

 

2.1.არ--------------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 10000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ არ--------------ანის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ახ--–---–--ი სოფელი კუ-------ო, საკადასტრო კოდი 6----------- ფართობი 4855.00 კვ.მ.

 

2.2. არ--------------ანი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

2.3. არ--------------ანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

 

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები 4 ცალი დისკი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერით), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

შენობის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

მე----–-----------ანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1000 ლარი, განთავსებულია 01 ფაილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სა---------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სამმართველოს.

 

4. მსჯავრდებულ არ--------------ანის ეტაპირება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7.განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე