განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100118002356025
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–--–-------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ----------------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რ------------------------------ში).

 

ადვოკატი - კ------- ს-----–-ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, წ-------–ის გ-------------ში მდებარე „თ----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- მ------–-–---–მა დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დ----- ლ----------ს წაართვა 1000 (ათასი) ლარად ღირებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

1.2. გ------- მ------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით დ----- ლ----------ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი და მორალური სახის ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, წ-------–ის გ-------------ში მდებარე „თ----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- მ------–-–---–მა დ----- ლ----------ს გამოართვა „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი შემდგომი გადახდის შეთავაზებით. გ------- მ------–-–---–მა დ----- ლ----------ს არც მობილური ტელეფონი დაუბრუნა და არც მისი ღირებულება გადაუხადა.

 

2.2. გ------- მ------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით დ----- ლ----------ს მიადგა 850 (რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.1. დაზარალებულ დ----- ლ----------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს, იგი მივიდა თავის კუთვნილ მაღაზიაში, სადაც დახვდა გ------- გ--------–ი და გ------- მ------–-–---–ი. ეს უკანასკნელი წარუდგა მას, როგორც ნაცნობი და უთხრა, რომ სურდა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა, ხოლო თანხას გადაუხდიდა მეორე დღეს, 12:00 საათისთვის, რაზედაც დაზარალებულმა უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ, მათ შორის საუბარი კვლავ გაგრძელდა ამ საკითხზე. ბრალდებულმა დ----- ლ----------ს უთხრა, რომ ტელეფონი მისი იყო და აღარ დაუბრუნებდა, შემდეგ დაუბრუნა და ისევ წაართვა ხელიდან. ბოლოს ბრალდებული წავიდა ისე, რომ ტელეფონი არ წაუღია. მეორე დღეს, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 11:45 საათისთვის დ----- ლ----------მ გააღო მაღაზია, სადაც რამდენიმე წუთში მივიდა ბრალდებული და უთხრა, რომ დაპირებისამებრ, ტელეფონის შესაძენად იყო მისული. გ------- მ------–-–---–მა უარი თქვა წინა დღეს შერჩეულ ტელეფონზე, ვინაიდან აღნიშნულ ტელეფონს არ ჰქონდა ყუთი და ითხოვა ტელეფონი ყუთით. დაზარალებულმა მას აჩვენა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა ყუთი. ტელეფონს შეცვლილი ჰქონდა ეკრანი და მან ამის თაობაზე აცნობა გ------- მ------–-–---–ს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მეზობლად მდებარე მაღაზიაში მუშაობდა მისი ნაცნობი, რომელთანაც უნდა შეემოწმებინა ტელეფონი. გ------- მ------–-–---–ი და დ----- ლ---------- ერთად გავიდნენ მაღაზიიდან და თან წაიღეს მობილური ტელეფონი ყუთით. როდესაც შესამოწმებლად მიიტანეს ტელეფონი, ხელოსანმა მათ უთხრა, რომ ტელეფონი კარგ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ბრალდებულმა დ----- ლ----------ს უთხრა, რომ თანხა უნდა გამოეტანა „თ-------“ ბანკის ანგარიშიდან ბანკომატის მეშვეობით. ამიტომ ისინი ერთად წავიდნენ წ-------–ის გ---------ე მდებარე „თ-------“ ბანკისკენ. გზაში გ------- მ------–-–---–მა უთხრა, რომ თანხა მისთვის უნდა მიეცა მეგობრის მამას, ამიტომ სხვა მიმართულებით განაგრძეს სიარული. შემდეგ ბრალდებულმა უთხრა დ----- ლ----------ს, რომ დაბრუნებულიყო მაღაზიაში და ფულს მოგვიანებით მიუტანდა, რაზედაც დ----- ლ----------მ უარი განაცხადა. ამ დროისათვის ბრალდებულს მობილური ტელეფონი ხელში ეჭირა, ხოლო ტელეფონის ყუთი ჯიბეში ედო. ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა ,,ახლა წადი შენს მაღაზიაში და ფულს ხვალ მოგიტანო,“ რაზედაც იგი არ დათანხმდა. ბოლოს კი გ------- მ------–-–---–მა დაზარალებულს უთხრა, ტელეფონი ჩემი არისო (ამ დროს ტელეფონის ყუთი მას ჯიბეში ედო, ხოლო თავად ტელეფონი კი ხელში ეჭირა), ,,არ გაძლევ, ფეხებზე მკიდიაო“ - და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით იგი უყურებდა, თუ რა დინჯად და აუჩქარებლად მიდიოდა გ------- მ------–-–---–ი - ,,სპილო რომ დადის დინჯი ნაბიჯებით ისე, არ აუჩქარებია.“

 

3.2. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 10 თებერვალს, მაღაზიაში ყოფნისას გ------- მ------–-–---–ს თან ჰქონდა დანა, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მათ დასანახად. მან დანა ჯერ ამოიღო საქამრიდან და ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ გადასცა დაზარალებულის მეგობარს, რომელიც მაგიდასთან იჯდა. ამ უკანასკნელმა დანა უჯრაში შეინახა. შემდეგ ბრალდებულმა კვლავ გამოართვა დანა. უშუალოდ 11 თებერვალს ბრალდებულს თან ჰქონდა შავი ფერის ნივთი, რაც დაზარალებულმა აღიქვა დანად და მასში გამოიწვია შიში. ასევე დაზარალებულმა დ----- ლ----------მ განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ კი ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ გაჰყოლოდა მას გზის გარკვეულ მონაკვეთზე, კერძოდ, ,,თ-----“ ბანკის მარჯვნივ არის პატარა გზა, რომლის მოპირდაპირე მხარეს დგას დანგრეული შენობა“, სადაც გ------- მ------–-–---–ის თქმით, უნდა მოსულიყო ამ უკანასკნელის ძმაკაცის მამა და მოეტანა ფული. აღნიშნულის შემდეგ კი ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა ,,ახლა წადი შენს მაღაზიაში და ფულს ხვალ მოგიტანო,“ რაზედაც იგი არ დათანხმდა. ბოლოს კი გ------- მ------–-–---–მა დაზარალებულს უთხრა, ტელეფონი ჩემი არისო (ამ დროს ტელეფონის ყუთი მას ჯიბეში ედო, ხოლო თავად ტელეფონი კი ხელში ეჭირა), ,,არ გაძლევ, ფეხებზე მკიდიაო“ - და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით იგი უყურებდა, თუ რა დინჯად და აუჩქარებლად მიდიოდა გ------- მ------–-–---–ი - ,,სპილო რომ დადის დინჯი ნაბიჯებით ისე, არ აუჩქარებია.“

 

3.3. მოწმე გ------- გ--------–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს იგი იმყოფებოდა ვ-----–ის მ------ის მიმდებარედ მდებარე მაღაზიაში, სადაც იგი მუშაობს. საღამოს საათებში იქ შევიდა გ------- მ------–-–---–ი, რომელსაც აინტერესებდა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. მას უნდოდა რომ წაეღო აღნიშნული ტელეფონი თანხის გადახდის გარეშე, რაზედაც მოწმემ უარი განუცხადა. ამ დროს მაღაზიაში შევიდა მაღაზიის მფლობელი - დ----- ლ----------, რომელსაც გაესაუბრა გ------- მ------–-–---–ი და შეახსენა მათი ნაცნობობის ფაქტი. გ------- მ------–-–---–მა დ----- ლ----------ს უთხრა, რომ იმ დღეს სურდა მობილური ტელეფონის წაღება თანხის გადახდის გარეშე და თანხას მეორე დღეს მიუტანდა. აღნიშნულზე დ----- ლ----------მაც უარი განუცხადა ბრალდებულს იმ საფუძვლით, რომ მაღაზია მხოლოდ მისი საკუთრება არ იყო. ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის. მოწმის ჩვენების თანახმად, ბრალდებულს, მაღაზიაში ყოფნისას, შარვლიდან მოუჩანდა დანა, რომელიც გ------- მ------–-–---–მა მათი თვალთახედვის არეში ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში, დაახლოებით 11:45 საათისთვის გაიხსნა მაღაზია რა დროიდანაც ათი წუთის შემდეგ მაღაზიაში მივიდა გ------- მ------–-–---–ი და დ----- ლ----------ს ჰკითხა, „ა--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს რამდენ ლარად მიჰყიდიდა, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ხსენებული ტელეფონის ფასი იყო 1000 ლარი. ამის შემდეგ, გ------- მ------–-–---–ის ინიციატივით, ის და დ----- ლ---------- გავიდნენ მათი მაღაზიის გვერდით მდებარე №--- მაღაზიაში, მობილური ტელეფონის შემოწმების მიზნით. მათ თან წაიღეს მობილური ტელეფონი „ა--------“ თავისი ყუთით. აღნიშნულის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------- მ------–-–---–მა დ----- ლ----------ს გამოართვა „ა--------“ მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი დანის მუქარით.

 

3.4. მოწმე რ----- ბ-------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი დასაქმებულია ვ-----–ის მ------ის მიმდებარედ არსებულ №--- მაღაზიაში მობილური ტელეფონების ხელოსანად. 2018 წლის 11 თებერვალს, მასთან მივიდა გ------- მ------–-–---–ი დ----- ლ----------სთან ერთად, რომლის მაღაზიაც არის №--- და მათი მაღაზიის მეზობლად მდებარეობს. გ------- მ------–-–---–ს თან ჰქონდა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის შემოწმებაც სთხოვა რ----- ბ-------–---–ს. მოწმემ ბრალდებულს უთხრა, რომ მობილურ ტელეფონს ეკრანი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გ------- მ------–-–---–ი და დ----- ლ---------- ერთად წავიდნენ.

 

3.5. მოწმე ნ-------–-ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული გ------- მ------–-–---–ი მისი მეგობარია; სწორედ ამ უკანასკნელის თხოვნით, საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით პირველი საათისთვის, ლომბარდში ჩააბარა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის კოლოფი, რომლის სანაცვლოდაც გ------- მ------–-–---–მა მიიღო 501 ლარი.

 

3.6. მოწმე დ----- ბ--------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შპს „მ--------------ში“ ოპერატორად. ხსენებული ლომბარდი მდებარეობს ქ. თბილისში, პ--------------------ში. 2018 წლის 11 თებერვალს, მის ლომბარდში ჩააბარეს „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი. მოგვიანებით სწორედ მისგან იქნა ამოღებული ხსენებული კოლოფი.

 

3.7. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის - გ------- გ---------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 თებერვალს, ბრალდებულის მეუღლის - თ----- ა-----ისგან ამოიღო მობილური ტელეფონი - „ა--------“. მობილური ტელეფონი წარუდგინა თ----- ა-----ემ ნებაყოფლობით, თუმცა მან უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერით დადასტურებაზე, ასევე ოქმის ასლის ჩაბარებაზე, რის შესახებაც ოქმზე გაკეთდა შენიშვნა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთი დაილუქა კანონშესაბამისი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ასევე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - გ------- პ----–---–მა.

 

3.8. მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - ნ----- ფ-–---–-----მა განაცხადა, რომ მან ჩაატარა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება, კერძოდ, მის მიერ გაიხსნა თ----- ა-----ისგან ამოღებული „ა--------“-ის მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რაც ჩართო, ჩაწერა მასში კომბინაცია - *#06#OK, რის შემდეგაც ტელეფონის ეკრანზე გამოისხა კონკრეტული მობილური ტელეფონის იმეიკოდი.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი - მ------ ბ---------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 5 მარტის დადგენილების საფუძველზე, საკვლევად წარდგენილ „ა--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონზე ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა, მანვე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ დადგენილი იქნა კონკრეტული მობილური ტელეფონის იმჟამინდელი საბაზრო ღირებულება და ასევე დადგენილ იქნა საკვლევად წარდგენილი მობილური ტელეფონის იმეიკოდი.

 

3.10. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - რ----- გ---–---ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - გ-------------, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - რ-------- ჩ-------–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს I------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - გ------- ბ------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. ამასთან მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების კანონშესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე.

 

3.11. 2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ------- მ------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------------------ში, მისი მეუღლის - თ----- ა-----ისგან ამოღებული იქნა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

 

3.12. 2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, პ----------------ში მდებარე შპს „მ-------------ში“ დ----- ბ--------ისგან ამოღებული იქნა „ა--------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, იმეიკოდით - 3--------------.

 

3.13. 2018 წლის 12 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ----- ა-----ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი „ა--------“ დათვალიერდა, კერძოდ, გამომძიებელმა ჩართო აღნიშნული მობილური ტელეფონი და აკრიფა კომბინაცია - *#06# ok, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოსახული იქნა მობილური ტელეფონის იმეიკოდი - 3--------------.

 

3.14. 2----–-–------------ის სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის- „i-------------------- კოდით: 3--------------, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 850 (რვაასორმოცდათი) ლარს.

 

3.15. 2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, პ----------------ში მდებარე შპს „მ-------------ში“ დ----- ბ--------ისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ყუთი, რომელიც არის „ა--------“-ის ყუთი. აღნიშნულ ყუთს გაკეთებული აქვს წარწერა I--------------------------, უკანა მხარეს აწერია „3----”, ხოლო გვერდით აწერია „i-----”, ასევე ამოღებული იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №--------.

 

3.16. 2018 წლის 11 თებერვლის სესხისა და გირავნობის №-------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „მ-------------ს“ და ნ-------–ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაგირავდა მობილური ტელეფონის - IP------ 3---- B----, იმეიკოდით - 3-------------- ყუთი, 502 ლარის სანაცვლოდ, 10 დღის ვადით.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5.2. და 5.3. პუნქტებში მითითებული, თ----- ა-----ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი და დ----- ბ--------ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი. სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ ნივთიერ მტკიცებულებათა ავთენტურობაში.

 

3.18. ბრალდებულმა გ------- მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში გავიდა სახლიდან; მივიდა მაღაზიაში, სადაც მუშაობს მისი მეგობარი - რ----- ბ-------–---–ი. გ------- მ------–-–---–ს ჰქონდა გარკვეული თანხა და უნდოდა ტელეფონი ეყიდა მეუღლისთვის საჩუქრად. როდესაც იგი მივიდა მაღაზიაში და ათვალიერებდა ტელეფონს, გამოჩნდა დ----- ლ----------, რომელსაც ძველი საქმიანობიდან იცნობდა. გ------- მ------–-–---–მა გადაკოცნა და მოიკითხა დაზარალებული, ასევე უთხრა, რომ სურდა „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა; დ----- ლ----------მ მას აჩვენა გასაყიდი ტელეფონი, რომელიც ღირდა 1000 ლარი, თუმცა გ------- მ------–-–---–მა უთხრა, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა შეემოწმებინა თავის მეგობარ ხელოსანთან -რ----- ბ-------–---–თან, რაზეც დ----- ლ---------- დათანხმდა. გ------- მ------–-–---–ი და დ----- ლ---------- გავიდნენ მეზობლად მდებარე მაღაზიაში და შეამოწმებინეს ტელეფონი რ----- ბ-------–---–ს. ხელოსანმა ბრალდებულს უთხრა, რომ ტელეფონს ეკრანი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში და ღირდა მისი შეძენა. წამოსვლისას გ------- მ------–-–---–მა დ----- ლ----------ს უთხრა, რომ ჰქონდა მხოლოდ ხუთასი ლარი, რომელსაც მისცემდა, ხოლო დარჩენილ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს, ვინაიდან კვირა დღე იყო, ქორწილში მიდიოდა და ვერ მოასწრებდა თანხის მოძიებას. თავიდან დაზრალებულმა თავი შეიკავა, რადგან დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა აღნიშნულს და დარეკა ვიღაცასთან. ამის შემდეგ გ------- მ------–-–---–მა, რომელსაც ეჭირა მხოლოდ ტელეფონი, დ----- ლ----------ს უთხრა, რომ ტელეფონის ყუთიც სჭირდებოდა, რის შემდეგ დაზარალებულმა მაღაზიიდან გამოიტანა ყუთი და წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც გ------- მ------–-–---–ს მანქანა ჰყავდა გაჩერებული. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან ხუთასი ლარი მანქანიდან ამოიღო და გადასცა დ----- ლ----------ს; ასევე დაჰპირდა, რომ დანარჩენ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს. დაზარალებული ცოტათი შეყოყმანდა, მაგრამ მერე არაფერი უთქვამს, დაემშიდობნენ და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. სახლში სანამ მივიდოდა, მისი მეგობრის - ნ-------–-ს დახმარებით, ტელეფონის ყუთი დაალომბარდა პე--------------ზე მდებარე ლომბარდში, რაშიც აიღო 500 ლარი. შემდეგ სახლში მივიდა, მეუღლეს უთხრა, რომ ტელეფონი იყიდა მისთვის, ხოლო ყუთი დაალომბარდა, თუმცა გამოისყიდდა და ისე მისცემდა ტელეფონს, რის შემდეგ ტუმბოში ჩადო ტელეფონიც და თანხაც, თუმცა 50 ლარი წაიღო ქორწილში სხვადასხვა ხარჯებისთვის. გ------- მ------–-–---–მა კატეგორიულად გამორიცხა მის მიერ დანის ფლობისა და ტარების ფაქტი და განმარტა, რომ მუდმივად დაატარებდა ელექტროსიგარეტს. იგი, 2018 წლის 11 თებერვალს, როგორც მაღაზიაში, ასევე მაღაზიის გარეთ ეწეოდა აღნიშნულ ელექტროსიგარეტს. გ------- მ------–-–---–ის მტკიცებით, მას არანარი ყაჩაღობა არ ჩაუდენია. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის 10 თებერვალს იგი არ ყოფილა დ----- ლ----------ს მაღაზიაში და პირველად იქ სწორედ 11 თებერვალს მივიდა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ გ------- მ------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს მხარეების ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.9. გ------- მ------–-–---–ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას; უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი გ------- მ------–-–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

4.10.1. იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია, სავალდებულოა, ობიექტური მხრივ, იგი განხორციელებული იყოს აქტიური მოქმედებით - თავდასხმის ფორმით. განსახილველ შემთხვევაში არც დაზარალებულის ჩვენებითა და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ------- მ------–-–---–ის მხრიდან განხორციელდა დაზარალებულზე თავდასხმა;

 

4.10.2. თავდასხმა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განხორციელებული უნდა იყოს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ დაზარალებულზე თავდასხმა წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლების მომენტს; განსახილველ შემთხვევაში კი პირიქით, ბრალდებულის მხრიდან ნივთის დაუფლება უსწრებდა წინ დაზარალებულის მხრიდან მუქარად აღქმულ მის აქტივობას. ამასთან, მოძრავი ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა დაზარალებულის ნებით - მან ნებაყოფლობით გადასცა ბრალდებულს მობილური ტელეფონი და ტელეფონის ყუთი, რომელმაც მოატყუა დ----- ლ----------, რომ იგი თანხას გამოიტანდა ბანკომატიდან და მისცემდა; აღნიშნულის შემდეგ კი ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ გაჰყოლოდა მას გზის გარკვეულ მონაკვეთზე, კერძოდ, ,,თ-----“ ბანკის მარჯვნივ არის პატარა გზა, რომლის მოპირდაპირე მხარეს დგას დანგრეული შენობა“, სადაც გ------- მ------–-–---–ის თქმით, უნდა მოსულიყო ამ უკანასკნელის ძმაკაცის მამა და მოეტანა ფული. აღნიშნულის შემდეგ კი ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა ,,ახლა წადი შენს მაღაზიაში და ფულს ხვალ მოგიტანო,“ რაზედაც იგი არ დათანხმდა. ბოლოს კი გ------- მ------–-–---–მა დაზარალებულს უთხრა, ტელეფონი ჩემი არისო (ამ დროს ტელეფონის ყუთი მას ჯიბეში ედო, ხოლო თავად ტელეფონი კი ხელში ეჭირა), ,,არ გაძლევ, ფეხებზე მკიდიაო“ - და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით იგი უყურებდა, თუ რა დინჯად და აუჩქარებლად მიდიოდა გ------- მ------–-–---–ი - ,,სპილო რომ დადის დინჯი ნაბიჯებით ისე, არ აუჩქარებია.“

 

4.10.3. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ყაჩაღობა ეს არის განზრახი დანაშაული, რაც ხასიათდება სპეციალური მიზნით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ დ----- ლ----------სა და მოწმე გ------- გ--------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------- მ------–-–---–ი 2018 წლის 10 თებერვალსაც იმყოფებოდა დაზარალებულის მაღაზიაში, მან შეარჩია მობილური ტელეფონი, რომლის დაუფლებაც სურდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით კვლავ უკან დააბრუნა და მაღაზია დატოვა ისე, რომ არ წაუღია ტელეფონი. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის თქმით ბრალდებულს თან ჰქონდა დანა, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მათ დასანახად. განსახილველ შემთხვევაში თუ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა ჩაედინა ყაჩაღობა, რატომ არ განახორციელა აღნიშნული, მაშინ, როდესაც ობიექტურად ამის ჩადენაში ხელს არაფერი უშლიდა?! აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულს არ ჰქონია ყაჩაღობის განზრახვა;

 

4.10.4. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თავად დაზარალებულის ჩვენების შემდეგ ნაწილზე: მას შემდეგ რაც გ------- მ------–-–---–მა არც თანხა გადაუხადა დაზარალებულს და არც ტელეფონი და მისი ყუთი დაუბრუნა მას, მან ტელეფონი წაიღო და წავიდა ,,სპილო რომ დადის დინჯი ნაბიჯებით ისე, არ აუჩქარებია.“ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარების დონის ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მან მშვიდად და აუჩქარებლად, ,,სპილოს დინჯი ნაბიჯებით“ დატოვოს შემთხვევის ადგილი მას შემდეგ, რაც იგი დანის გამოყენებით განახორციელებს სხვა პირზე ყაჩაღურ თავდასხმას;

 

4.10.5. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან აღნიშნა, რომ ბრალდებული ხელში ათამაშებდა დანას, სასამართლო განმარტავს, რომ თავად დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მან გ------- მ------–-–---–ს გადასცა ტელეფონი და ტელეფონის ყუთი, ვინაიდან ეგონა, რომ ბრალდებული გამოიტანდა ფულს ბანკომატიდან და გადაუხდიდა, ან მათ შეხვდებოდათ ბრალდებულის ძმაკაცის მამა და მისცემდა ფულს, თუმცა მას შემდეგ რაც ასე არ მოხდა და მან გ------- მ------–-–---–ს მოსთხოვა ტელეფონისა და ყუთის უკან დაბრუნება, ბრალდებულმა მას უთხრა, რომ არ უბრუნებდა აღნიშნულ ნივთებს და ჰკითხა ,,რას მიზავ, მიჩივლებო?!“ დაზარალებულისვე განმარტებით, სწორედ ამ ქმედებების შემდეგ აათამაშა მან ხელში დანა, თუმცა არ ახსოვს, საიდან ამოიღო გ------- მ------–-–---–მა აღნიშნული.

 

4.11. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მატერიალური ფაქტი, რომ გ------- მ------–-–---–მა განახორციელა დ----- ლ----------ზე თავდასხმა, მისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რის გამოც გ------- მ------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, ვინაიდან მის მიერ განხორციელებულ ქმედებაში იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები.

 

4.13. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული გ------- მ------–-–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ------- მ------–-–---–მა, დ----- ლ----------ს, „ა--------“-ის მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი თავის ყუთთან ერთად გამოართვა იმ შეთავაზებით, რომ გადაუხდიდა თანხას, თუმცა მოტყუებით დაეუფლა რა ნივთს, არ გადაიხადა მისი საფასური და არც თავად ნივთი დაუბრუნა კანონიერ მფლობელს და მან იგი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გ------- მ------–-–---–ის ქმედებაში არის ყაჩაღობის შემადგენლობის ნიშნები, 4.9. და 4.10. პუნქტებში განხილული გარემოებებზე დაყრდნობით.

 

4.14. დაცვის მხარის არგუმენტაცია გ------- მ------–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ნივთიერი მტკიცებულებები) გამოკვლევის შედეგად, უტყუარად დადგინდა გ------- მ------–-–---–ის მიერ თაღლითობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მითუმეტეს, რომ მობილური ტელეფონის გ------- მ------–-–---–ის მიერ ფლობის ფაქტს, თავად დაცვის მხარეც არ უარყოფს.

 

· სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, თ---------- თ------ა, გ-------------ა, ი-----–- მ------–-–---–ი, გ---- მ------–-–---–ი, ი------------ე, თ----- ა-----ე და ა---------– მ------–-–---–ი. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. ამ ინფორმაციას სასამართლოს არც მოწმე გ------- მ-–-–------ი აწვდის, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. ზემოთჩამოთვლილ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოთქვამს თავიანთ ვარაუდებს სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევებზე, თუმცა კონკრეტულ და არგუმენტირებულ ვერსიას იმის თაობაზე, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ სამართალდამცავს გ------- მ------–-–---–ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ, არ აწვდიან სასამართლოს. ამასთან საგულისხმოა, რომ ყველა ზემოხსენებული პირი არის ბრალდებულის ახლო მეგობარი, ნათესავი ანდა ოჯახის წევრი, შესაბამისად, სწორედ მათი მხრიდან იკვეთება დაინტერესება, რომ გ------- მ------–-–---–ს აარიდონ თავიდან მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების კანონშესაბამისობა შეფასებული იქნა კომპეტენტური სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე. აღნიშნული საკითხი ასევე შესწავლილ იქნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც და სასამართლო ადგენს, რომ არ გამოკვეთილა რაიმე არსებითი კანონდარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ------- მ------–-–---–ის ბრალეულობის საკითხზე მსჯელობის ნაწილში.

 

· რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, თითქოსდა გ------- მ------–-–---–მა, 2018 წლის 11 თებერვალს, დ----- ლ----------ს გადაუხადა მობილური ტელეფონის ღირებულების ნახევარი - 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ნახევრის გადახდას დაპირდა მეორე დღეს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს მხოლოდ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ დაზარალებულ ლ----------ს დაკითხვისას არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარეს კითხვაც კი არ დაუსვამს დაზარალებულისთვის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ არ უცდია ამ მნიშნელოვანი საკითხის წარმოჩენა, მაშინ, როდესაც პირველ რიგში ის უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, გაემყარებინა ბრალდებულის აღნიშნული ვერსია და ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც ბრალდებულმა გ------- მ------–-–---–მა მიუთითა დაკითხვისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ტელეფონის ღირებულების ნაწილის - 500 ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო ნაწილის კი ქმედების განხორციელებიდან მეორე დღეს მიტანის დაპირების შესახებ (აღნიშნულის შესახებ არც დაზარალებულ ლ----------ს მიუწოდებია რამე ინფორმაცია არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის).

 

4.15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.16. გ------- მ------–-–---–მა მოატყუა დ----- ლ----------, რომ თანხას გამოიტანდა ბანკომატიდან და გადაუხდიდა, ასევე შეხვდებოდა მეგობრის მამა და მისცემდა ტელეფონის ფულს, რის შემდეგაც იგი სწორედ ზემოაღნიშნული მოტყუების ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ტელეფონის ყუთს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, გ------- მ------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.17. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, გ------- მ------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დანაშაული, რომლის ნიშნებსაც რეალურად შეიცავს გ------- მ------–-–---–ის ქმედება, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ითვალისწინებს სასჯელის ალტერნატიულ, არასაპატიმრო სახეს და ასევე განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

4.18. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით - შეცვალოს კვალიფიკაცია თუ იგი არასწორია, ადგენს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოების მხედველობაში მიღებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა გ------- მ------–-–---–ის მიერ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.19. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი; აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. განსახილველი დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს; ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

4.20. რაც შეეხება ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:

 

· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით: საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს ან/და გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობა: განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დ----- ლ----------ს კუთვნილ „ა--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს და მის ყუთს და მიისაკუთრა იგი. ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ დ----- ლ----------ს მოტყუების ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ მან მსხვერპლს მოძრავი ნივთი გამოართვა საფასურად ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ. ამისათვის გ------- მ------–-–---–მა დაზარალებული ჯერ მისი ავტომანქანის და შემდეგ წ-------–ის გ---------ე მდებარე ბანკის ოფისის მიმართულებით წაიყვანა, ხოლო შემდეგ კი უთხრა, რომ თანხას ახლობელი მისცემდა და კიდევ სხვა მიმართულებით წაიყვანა. საბოლოოდ, მან დაზარალებულს არ გადაუხადა ფულადი თანხა და უთხრა, რომ ფულს მოგვიანებით მისცემდა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა დ----- ლ----------ს უთხრა, რომ ნივთს არ დაუბრუნებდა. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გ------- მ------–-–---–მა, თანხის მოგვიანებით გადახდის შეთავაზებით, ნდობა მოიპოვა დაზარალებულისაგან და სწორედ ამ გზით, მსხვერპლის მფლობელობიდან ნებაყოფლობით გავიდა და ბრალდებულის მფლობელობაში გადაინაცვლა სადავო ნივთმა. საბოლოოდ კი, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მობილური ტელეფონი და მისი კოლოფი, ისე რომ მისი საფასური კანონიერი მფლობელისათვის არ გადაუხდია.

 

· თაღლითობა რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით (სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება) ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ გ------- მ------–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული „ა--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის ღირებულება არის 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.

 

4.21. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.22. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; შესაბამისად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

4.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ------–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------- მ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. გ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- მ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 180-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - ჯარიმის სახით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, გ------- მ------–-–---–ი 2018 წლის 11 თებერვლიდან - 2018 წლის 27 ი----ის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში. შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, მას სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობა უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.5. სასჯელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი. აღნიშნული ძირითადი სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია გ------- მ------–-–---–ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და მისი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით ბრალდებულ გ------- მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად ნ-------------ის (დაბადებული 1----–-–----- ნ--------ს, პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------------ში, საკადასტრო კოდი 0----------------------) პროპორციულ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის (10000 - ათი ათასი ლარის) ექვივალენტურია, დადებული ყადაღა.

 

7.2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- გ------- მ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: მაჯის საათი, „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჯეოსელის სიმბარათით და თანხა 2 (ორი) ლარის და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

- თ----- ა-----ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი და დ----- ბ--------ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

- გ------- მ------–-–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

 

2. გ------- მ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 11 თებერვლიდან - 2018 წლის 27 ი----ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

3. მსჯავრდებულ გ------- მ------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ი----ის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. გაუქმდეს გ------- მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით, ნ-------------ის (დაბადებული 1----–-–----- ნ--------ს, პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------------ში, საკადასტრო კოდი 0----------------------) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

 

5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- გ------- მ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: მაჯის საათი, „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჯეოსელის სიმბარათით და თანხა 2 (ორი) ლარის და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- თ----- ა-----ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი და დ----- ბ--------ისგან ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- გ------- მ------–-–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე