გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210018002679288
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30184 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი მაია შეყრილაძე

მოსარჩელე ნ---- ს---------

მოპასუხე ვ---- ს--------–---

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ვ---- ს--------–---სათვის არასრულწლოვანი შვილის, ს-------------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 17 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ნ---- ს---------ს და მოპასუხე ვ---- ს--------–---ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-----------ს შეეძინათ შვილი ს-------------–--ე. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ს-------------–--ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, ნ---- ს--------–---სთან ერთად. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. ნ---- ს--------- იმყოფება მეორე ქორწინებაში და მას ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 1------ს დაბადებული მ---- მ---------–---–-. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ს-------------–--ის აღზრდა-განვითარებაში. მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის მოპასუხის სამუშაო ადგილისა და მისი შემოსავლის შესახებ. ვ---- ს--------–--- ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში და უწევდეს მას სტაბილურ ფინანსურ დახმარებას (სარჩელი, 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ს-------------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ .

 

მოპასუხე ვ---- ს--------–--- არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამ ეტაპზე, მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი. ამასთან, მოპასუხე ქორწინებაშია სხვა პირთან და ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი, ს--–---- ს--------–---. მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(შესაგებელი, 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ---- ს--------- და მოპასუხე ვ---- ს--------–--- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ნ---- ს--------- ქორწინებაში იმყოფება მ-----– მ---------–---–თან. მოსარჩელე მეუღლესთან, მ--–---- მ---------–---–თან, არასრულწლოვან ს-------------–--ესთან და მ---- მ---------–---–თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

3.1.3. არასრულწლოვანი ს-------------–--ე სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_სსიპ ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლის მიერ 20118 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა M------------- (ს.ფ. 20).

3.1.4. მოსარჩელე ნ---- ს--------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ---- ს--------ის მიერ მიღებული შემოსავალი ფიქსირდება 2017 წლის აპრილის თვეში - 37.5 ლარის ოდენობით. სხვა შემოსავალი, მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 01 იანვრიდან არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 68-70).

3.1.5. მოპასუხე ვ---- ს--------–--- ცხოვრობს მეუღლესთან, ნ----- ჩ---–---სთან და არასრულწლოვან შვილთან, ს--–---- ს--------–---სთან ერთად;

მოპასუხე ბოლოს დასაქმებული იყო 2006 წელს კერძო კომპანიაში მ--–---------–-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ---- ს---------ს და ვ---- ს--------–---ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-----------ს შეეძინათ შვილი ს-------------–--ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსრს საბურთალოს სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------ გაცემული დაბადებს მოწმობა ნ--------, აქტის ჩანაწერი Nნ-------- (ს.ფ. 16);

_სრს საბურთალოს სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------ გაცემული მამობის დადგენის მოწმობა დ--------- აქტის ჩანაწერი Nდ--------- (ს.ფ. 17).

_არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი N0--------------- (ს.ფ. 18).

3.2.2. ნ---- ს---------ს და მ-----– მ---------–---–ს ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 1------ს შეეძინათ შვილი მ---- მ---------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1------ს გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ვ---- ს--------–---ს მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 68).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ---- ს---------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი 2--- წლის 1-----------ს დაბადებული ს-------------–--ე. (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- ს--------- და მოპასუხე ვ---- ს--------–--- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ნ---- ს--------- ქორწინებაში იმყოფება მ-----– მ---------–---–თან და მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2--- წლის 1------ს დაბადებული მ---- მ---------–---–-. მოსარჩელე მეუღლესთან, მ--–---- მ---------–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან, ს-------------–--ესთან და მ---- მ---------–---–თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში. არასრულწლოვანი ს-------------–--ე სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლაში (3.1.1., 3.1.2., 3.1.3., 3.2.2).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ---- ს--------ის მიერ მიღებული შემოსავალი ფიქსირდება 2017 წლის აპრილის თვეში - 37.5 ლარის ოდენობით. სხვა შემოსავალი, მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 01 იანვრიდან არ უფიქსირდება. ამჟამად, მოსარჩელე ნ---- ს--------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები (3.1.4).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

ვ---- ს--------–--- ქორწინებაშია ნ----- ჩ---–---სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ს--–---- ს--------–---. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად (3.1.5). სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ვ---- ს--------–---ს მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (3.2.3). საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, იგი ბოლოს მუშაობდა 2006 წელს კერძო კომპანიაში მ--–---------–-----. მოპასუხე ვ---- ს--------–---ს სახელზე უძრავი ან მოძრავი ნივთი არ არის რეგისტრირებული.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაქმებული არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარე. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახით შემოსავლის მიღება. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს, გარდა არასრულწლოვანი ს-------------–--ისა, ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი, ს--–---- ს--------–---. ამდენად, ყურადსაღებია არამხოლოდ ს-------------–--ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი ს--–---- ს--------–---ს კანონით დაცული უფლებები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვზე ზრუნვის და მათი რჩენის ვალდებულება თანაბრად აკისრია მოპასუხის მეუღლესაც.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. მოპასუხე ვ---- ს--------–--- თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, თითოეული არასრულწლოვანისათვის ალიმენტის სახით გადაიხადოს 30 (ოცდაათი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 31.01.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 153.9 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 154.4 ლარს, დეკემბრის თვისათვის - 155 ლარს, ხოლო ორსულიანის ოჯახისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 246.3 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 247.1 ლარს და დეკემბრის თვისათვის - 248 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში ორსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ს-------------–--ისათვის უნდა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- ს--------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ვ---- ს--------–---მ ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ---- ს--------ის (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ვ---- ს--------–---ს (პირადი №-----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ვ---- ს--------–---ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ს-------------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 17 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვ---- ს--------–---ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე