განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
281100118002569314
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 28110011-002569314 ( 1/41-1-)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 201- წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე -ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორ-მ-----------ს

ადვოკატ- ს----------–-------ას

ბრალდებულ- ზ-----------–---–---ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--- თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს შუამდგომლობა.

 

1.ბრალდებული: ზ-----------–---–---ს მიმართ

მამის სახელი: ა------

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 4----------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ნ----------- მ-–---------------

რეგისტრირებული: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ნ----------- მ-–---------------

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქარ- თველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ზ-----------–---–---მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

201- წლის 29 ივლისს ქ. ს----ში, ღ-------–--ს ქუჩა №--ში ზ-----------–---–---მ უკანონოდ შეიძინა და პირადად შეინახა დიდი ოდენობით 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

201- წლის 31 ივლისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------ს, ბრალდებულ ზ-----------–---–---სა და ადვოკატ ს----------–-------ას შორის.

 

პროკურორი მ----------- შუამდგომლობს ზ-----------–---–---ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული ზ-----------–---–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ-----------–---–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ "საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ამავე კანონის პირველი პუნქტის ,,ბ-ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.

 

ნივთიერი მტკიცებულება, 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, „H-----”-ს ფირმის დამტენი მოწყობილობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

 

ზ-----------–---–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----------–-------ა ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ბრალდებულ ზ-----------–---–---ს წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული ზ-----------–---–--- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

 

ბრალდებული ზ-----------–---–--- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირე-ბელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ზ-----------–---–---ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:

 

ბრალდებულ ზ-----------–---–---ს აღიარებით.

 

201- წლის 29 ივლისის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------–---–---ს მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ.8-14)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201- წლის 30 ივლისის განჩინებით გადა- უდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------–---–---ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ 78-81 )

 

201- წლის 29 ივლისის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------–---–---ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 29-37)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201- წლის 30 ივლისის განჩინებით გადა- უდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------–---–---ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ 82-85 )

 

საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპე- რტის 201- წლის 30 ივლისის №335/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ71-77);

 

მოწმეების ნ----------–---ას, დ--------------–-ას, ვ-–----------–-----–--ას, ა-----------–---–---ს და თ---------–--–--ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ ზ-----------–---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთე-ბულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურე-ბულად მიაჩნია ზ-----------–---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

ზ-----------–---–---ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმე-ბელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

ზ-----------–---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო მეხუთე ნაწილის შესაბამისად ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. .

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება;

 

ნივთიერი მტკიცებულება, 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, „H-----”-ს ფირმის დამტენი მოწყობილობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20--210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--- თანხმობით ზუგდიდის რაიონულის პროკურატურის პროკურორის მ-----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------ს, ბრალდებულ ზ-----------–---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ს----------–-------ას შორის.

 

3.ცნობილ იქნას დამნაშავედ ზ-----------–---–--- (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ზ-----------–---–---ს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.ზ-----------–---–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 201- წლის 31 ივლისის 15:19 საათიდან.

 

6. ზ-----------–---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 201- წლის 29 ივლისიდან -31 ივლისის ჩათვლით.

 

7.ზ-----------–---–---ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

8.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად ზ-----------–---–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ნაფიჩხოვი მ-–---------------)

 

9.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ზ-----------–---–---ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

10.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად ზ-----------–---–---ს (პირადი ნომერი 4----------) 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება.

დ) პედაგოგიური და საგანმანათებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.

ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო დაწესე- ბულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.

ვ) პასიური საარჩევნო უფლება.

ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

11.ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

12. ნივთიერი მტკიცებულება, 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, „H-----”-ს ფირმის დამტენი მოწყობილობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

 

13.ზ-----------–---–---ს განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

14.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

15.განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილევლმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

16.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე ნ. აკობია