განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №281100118002650076 (1/54 -18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
პროკურორ- ი-–------------ს
ადვოკატ- ზ------------–---ს
ბრალდებულ - ი-–----–---------ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------------ს შუამდგომლობა
1.ბრალდებულ: ი-–----–---------ას მიმართ
მამის სახელი: ნ----
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ზ----------
რეგისტრირებული: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ზ----------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 -ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ი-–----–---------ამ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი-–----–---------ამ უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 25 სექტემბრამდე უკანონოდ შეინახა 36,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი მარიხუანა, რომელიც 2018 წლის 25 სექტემბერს ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად.
2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------------ს, ბრალდებულ ი-–----–---------ას და ადვოკატ ზ------------–---ს შორის.
პროკურორი ი-–------------ შუამდგომლობს ი-–----–---------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული ი-–----–---------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ი-–----–---------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ "საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით ამავე კანონის პირველი პუნქტის ,,ბ-ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.
ნივთიერი მტკიცებულება, ი-–----–---------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 36,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სა-------–------------------------–-–--ს დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
ი-–----–---------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ------------–--- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულ ი-–----–---------ას წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული
დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ
სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ი-–----–---------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებული ი-–----–---------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან
დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ი-–----–---------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
ბრალდებულ ი-–----–---------ას აღიარებით.
2018 წლის 25 სექტემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ი-–----–---------ას საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 9-16)
ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ი-–----–---------ას საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 44-45)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2018 წლის 26 სექტემბრის №463/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 43-46)
მოწმეების კ--------------ს, დ--------------–--ს და ნ-------------–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ ი-–----–---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია ი-–----–---------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ი-–----–---------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ი-–----–---------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–----–---------ას მიმართ მიზანშეწონილია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.
ნივთიერი მტკიცებულება, ი-–----–---------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 36,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სა-------–------------------------–-–--ს დეპარტამენტის
ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------------ს, ბრალდებულ ი-–----–---------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ------------–---ს შორის.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ ი-–----–---------ა (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
4.ი-–----–---------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 27 სექტემბრის 17:45 საათიდან.
6.,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლების შესაბამისად ი-–----–---------ას მიმართ კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ზ----------)
7.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად ი-–----–---------ას (პირადი ნომერი 4----------) 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება.
დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.
ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
ვ)პასიური საარჩევნო უფლება.
ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
8.ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
9.ნივთიერი მტკიცებულება, ი-–----–---------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 36,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სა-------–------------------------–-–--ს დეპარტამენტის ჩ-------–---ს რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
10. ი-–----–---------ას განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწი-ნებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
12.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნ. აკობია