განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002805607
N1/3-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
11.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ზუ----- ბა–--–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №02----------)
ბრალდებული:ზუ----- ბა–--–-–--ლი;
მამის სახელი: გი------;
დაბადებული: 21.01.1----–--–--
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე.
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი, სოფელი ს------
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი, სოფელი ს------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
1. კვალიფიკაცია: ზუ----- ბა–--–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მცხოვრები ზუ---- ბა–--–-–--ლი, რომელიც 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის აგვისტოს თვიდან ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ---- ბა–--–-–--ლი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას ეკ- ბე------–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ზუ---- ბა–--–-–--ლის ქმედებები იწვევდა ეკ- ბე------–--ლის ტანჯვას.
2. კვალიფიკაცია: ზუ----- ბა–--–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლით ნასამართლევმა ზუ---- ბა–--–-–--ლმა, ქონებრივ საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ხელი მოუჭირა ხელების არეში თავის დას რუ------- ბა–--–-–--ლს, ასევე მას უკბინა თითზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. სის 126
3. კვალიფიკაცია: ზუ----- ბა–--–-–--ლმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ზუ----- ბა–--–-–--ლმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა დედის - ეკ- ბე------–--ლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა 2018 წლის 7 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:05 საათზე, ზუ---- ბა–--–-–--ლი მთვრალი მივიდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში და დედას, ეკ- ბე------–--ლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ზუ----- ბა–--–-–--ლი 2018 წლის 24 დეკემბერს 01:05 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 25 დეკემბერს და 2019 წლის 14 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მცხოვრები ზუ---- ბა–--–-–--ლი, რომელიც 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის აგვისტოს თვიდან ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ---- ბა–--–-–--ლი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას ეკ- ბე------–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ზუ---- ბა–--–-–--ლის ქმედებები იწვევდა ეკ- ბე------–--ლის ტანჯვას.
1.2. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 201:10 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლით ნასამართლევმა ზუ---- ბა–--–-–--ლმა, ქონებრივ საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ხელი მოუჭირა ხელების არეში თავის დას რუ------- ბა–--–-–--ლს, ასევე მას უკბინა თითზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სის 126
1.3. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ზუ---- ბა–--–-–--ლმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა დედის - ეკ- ბე------–--ლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა 2018 წლის 7 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:05 საათზე, ზუ---- ბა–--–-–--ლი მთვრალი მივიდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში და დედას, ეკ- ბე------–--ლს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: დაზარალებულ ეკ- ბე------–--ლის და რუ------- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზუ---- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ბე-- ზა-------–--ლის, ვა------ გუ----–-–--ლის, მა--- კ--–-----ძის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 07 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი და შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 12 დეკემბრის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელი დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ზუ---- ბა–--–-–--ლის მიმართ, ბარლდებულის ნასამართლობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ბა–--–-–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას- ეკ- ბე------–--ლს, დას რუ------- ბა–--–-–--ლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ დაზარალებულები დედა - ეკ- ბე------–--ლი და და - ნინო ბა–--–-–--ლი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და მათზე ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას ანხორციელებდა ბრალდებული.
2.2. ჩადენილი არაერთგზის
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით კერძოდ: დაზარალებულ ეკ- ბე------–--ლის და რუ------- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზუ---- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ბე-- ზა-------–--ლის, ვა------ გუ----–-–--ლის, მარი კ--–-----ძის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 07 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი და შემაკავებელიმ ორდერი. 2018 წლის 12 დეკემბრის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელი დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ზუ---- ბა–--–-–--ლის მიმართ, ბარლდებულის ნასამართლობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ბა–--–-–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას- ეკ- ბე------–--ლს, დას რუ------- ბა–--–-–--ლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის.
საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის მე 15-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე და საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ზუ---- ბა–--–-–--ლი ნასამართლევია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის. ამდენად მან დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
2.3. ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: დაზარალებულ ეკ- ბე------–--ლის და რუ------- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზუ---- ბა–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ბე-- ზა-------–--ლის, ვა------ გუ----–-–--ლის, მა--- კ--–-----ძის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 07 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი და შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 12 დეკემბრის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელი დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ზუ---- ბა–--–-–--ლის მიმართ, ბარლდებულის ნასამართლობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ბა–--–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის დედის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას დაედო სახდელი, მიუხედავად ამისა კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და დედას ეკ- ბე------–--ლს 2018 წლის 23 დეკემბერს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საქმეზე დადასტურდა, რომ ეკ- ბე------–--ლი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, კერძოდ - დედა. დადასტურებულია, რომ ბრალდებულს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა დედის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მან დაარღვია.
შეურაცხყოფა შეიძლება იყოს გალანძრვა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, რაც ადამიანში სულიერ ტანჯვას იწვევს.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ბა–--–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემეტური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზუ---- ბა–--–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზუ---- ბა–--–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ისჯება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ---- ბა–--–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში და ყოველივეს გათვალისწინებით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელად თავისუფლების აღკვეთის პირობებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუ---- ბა–--–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი. (პირველი ეპიზოდი).
2. ზუ---- ბა–--–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი. (მეორე ეპიზოდი).
3. ზუ---- ბა–--–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ზუ---- ბა–--–-–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვიდან 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ ზუ---- ბა–--–-–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე.
6. ზუ---- ბა–--–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა გაუქმდეს და ზუ---- ბა–--–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 24 დეკემბრის 01:05 საათიდან.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. მხარეების მიერ, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N24)
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე