განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100115002418439
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №---------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

26 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - გურამ კრავეიშვილი

 

დაცვის მხარე

დამცველები - ლ---- დ-----აია, ი----–----–----ე, ს---–--------–---

ბრალდებული - კ---- შ--–--ს ძე ჩ-------ი, დაბადებული - 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს-------ს რაიონის სოფელ ჯ--–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-----ს მე-4-----, კორპუსი N---, ბინა N---ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).

ბრალდებული - ი---- შ--–--ს ძე ჩ-------ი, დაბადებული - 1--- წლის 0--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–ის ხ------ მე--- კილომეტრი, კორპუსი N-, ბინა N--ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).

ბრალდებული - ი---- გ--------ის ძე ს------ე, დაბადებული - 1--6 წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ------ ქუჩა N---ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).

ბრალდებული - მ------- ვ----- ასული ტ--–----ე, დაბადებული - 1--- წლის 1------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, რ--------ს გ-------–--–ი, სახლი N--1, ბინა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------ს რაიონის სოფელ ე–---–-.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კ---- ჩ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 7 ოქტომბერს კ---- ჩ-------მა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თბილისში, დ------ ს--–---–-----–----–- მ-----------ს ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------, ღირებული 2- 155 ლარად), რაც მოგვიანებით 15 000 აშშ დოლარად დატვირთა იპოთეკით ე----------–---–ის სახელზე, ხოლო იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებულ თანხას დაეუფლა თავად.

ი---- ჩ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 21 ოქტომბერს ი---- ჩ-------მა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თბილისში, დ------ ს--–---–-----–----–- მ-----------ს ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------, ღირებული 2- 155 ლარად), რაც მოგვიანებით 16 000 აშშ დოლარად გაასხვისა ხ------- ჯ-----–---–ზე, ხოლო გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას დაეუფლა თავად.

ი---- ს------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 9 სექტემბერს ი---- ს------ემ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თბილისში, დ------ ს--–---–-----–----–- მ----------- „ქ--–-------ს“ ტერიტორიაზე მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------, ღირებული 28 797 ლარად).

მ------- ტ--–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 25 ივნისს მ------- ტ--–----ემ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თბილისში, დ------ ს--–---–-----–----–- მ-----------ს ტერიტორიაზე მდებარე 1264 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------- ღირებული 67 0-2 ლარად), რაც მოგვიანებით 38 000 აშშ დოლარად გასხვისა გ------- კ--–-ძეზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კ---- ჩ-------ის, ი---- ჩ-------ის, ი---- ს------ის და მ------- ტ--–----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - ზ------- წ---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს სსიპ ს----–-–-------------------------–-----------ში. მის მოვალეობაში შედის სახელმწიფო ქონების ა-----–-------------------. დაურეგისტრირებელი აღურიცხავი უძრავი ქონება თუ არ არსებობს რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ განკარგვას. შესაბამისად, დ------ მ----ში ს-–----–- მ-----------ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები იყო დაურეგისტრირებელი, რომელებიც ბრალდებულების მიერ დარეგისტრირებული იქნა გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებულთა ქმედებით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

მოწმე გ--- გ-------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 1990-1998 წლის ჩათვლით არჩეული იყო მ-–-------–--–------------------------------- თანამდებობაზე. პირველ ეტაპზე მიწის ნაკვეთებს გასცემდნენ მ-----------ში მომუშავე პირებზე, თუმცა 1994 წლის შემდეგ მიწის ნაკვეთის გაცემა ხდებოდა პირის განცხადების საფუძველზე. მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხდებოდა სახელმწიფოს მიერ და თითოეულ პირზე გაიცემოდა 500-დან 1500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი. კომისიის მიერ მიწის ნაკვეთების გაცემა მოხდა ხუთ ეტაპად და ჯამში გაიცა 1--- მიწის ნაკვეთი, რაზედაც შედგა დ------ ს--–---–-----–----–- მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მინის ნაკვეთების სია. სიაში მითითებულია გაცემული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი პიროვნებების, ნუმერაციის და მიღება-ჩაბარების აქტების ნუმერაციის მითითებით. მოწმის განმარტებითვე, კომისიას არ გაუცია 1----ზე მეტი მიწის ნაკვეთი და შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული არ არის მიღება-ჩაბარების აქტები კ---- ჩ-------ის, ი---- ჩ-------ის, ი---- ს------ის და მ------- ტ--–----ის სახელზე, რადგანაც მათ გასცეს მიწის ნაკვეთები მხოლოდ 1--- პირზე და გაიცა ამდენივე მიღება-ჩაბარების აქტი. მოწმის ჩვენებითვე, იგი ავსებდა დოკუმენტაციას, თავად ზომავდა მიწის ნაკვეთებს, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთის მომავალ მესაკუთრესთან ერთად აღნიშნული დოკუმენტი მიჰქონდა დირექტორთან - ჯ----– ტ--–--–-–---–თან, რომელიც მასთან ერთად აწერდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტს.

მოწმე ჯ----– ტ--–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991-1998 წლის ჩათვლით იყო დ------ ს-–----–- მ-----------ს დირექტორი. მ-----------ს მიწებში შედიოდა ს-–----–- მ-----------ს მიწების გარდა ქ--–-------- მიწებიც. მიწების გაცემაზე კანონის ამოქმედების შემდეგ, დ------ში ს--–---–-----–----–მა მ-----------მ დაიწყო მიწის ნაკვეთების გაცემა, რომლის რაოდენობას განსაზღვრავდა რაიონის სოფლის მ-----------ს განყოფილება. კომისიის მიერ ჯამში გაცემული იქნა დაახლოებით 1500-მდე მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის გაცემა ხდებოდა შემდეგი წესით: მოქალაქე მიმართავდა განცხადებით მიწის ნაკვეთის მიღების თაობაზე, რომელსაც უგზავნიდა კომისიის თავჯდომარეს, რომელიც ანაწილებდა მიწებს და შემდეგ მის მიერ ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა, როდესაც შესავსები იყო ბევრი მიღება-ჩაბარების აქტი, შევსებაში ეხმარებოდნენ ხან თანამშრომლები, ხან მოადგილე - გ--- გ-------ძე. პირებზე, რომლებზეც მოხდა დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მინის ნაკვეთების გაცემა, შედგა სპეციალური სია, რომელიც დაახლოებით გაცემულია 1500 პირზე, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებულთა სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა ნუმერაციაც 1600-ზე ზემოთ არის, მის მიერ არ არის გაცემული და მათზე არსებული ხელმოწერები მას არ ეკუთვნის.

მოწმე გ------- ც------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მის სამსახურს მიმართა თ---–------------------------------------ო ნაწილის გამომძიებელმა, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის გამოთხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წერილის შესვლის შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმებისა და გამოთხოვის მიზნით წერილი იგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ არქივში, რომლის საფუძველზე მოწმდება არქივში ინახება თუ არა განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, დადებით შემთხვევაში მოძიებული დოკუმენტაცია ეგზავნება გამომძიებელს. გამომძიებლის წერილის პასუხად მოძიებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ არქივში დაცული დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სია. აღნიშნულ საქმეზე არქივიდან გადაეგზავნათ სია 39 გვერდად, რომელშიც ჩამოთვლილია ის პირები ნუმერაციის მიხედვით, რომლებზეც გაცემულია კონკრეტული ფართის მიწის ნაკვები გაცემის წლების მითითებით. საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი დ------ სასწავლო ს-–----–- მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სია არის სრულყოფილი დოკუმენტი, რადგანაც სხვადასხვა დამატებითი სია, რომ ყოფილიყო დაცული არქივში აუცილებლად გადაეგზავნებოდათ და მოხდებოდა გამოძიებისათვის მიწოდება. მისივე განმარტებით, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაესაუბრა ეროვნული არქივის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული სიის მოცემული სახით დაცულობა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ეროვნული არქივის სამსახურის მენეჯერის - ნ-------------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ არქივში დაცულია სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ყველა სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტები ამჟამად ინახება ეროვნული არქივის სამსახურში, რადგანაც მოხდა არქივის ცენტრალიზაცია. 2--- წლის 08 მაისის K---------------- წერილის თანახმად, ეროვნული არქივის მიერ მოძიებულ იქნა დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სია, რომელიც არის საბოლოო სახით. აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა ლილოს არქივშიც, სადაც დაუდასტურეს, რომ სია იყო საბოლოო. მოწმის განმარტებითვე, აღნიშნული სია არის საბოლოო სახის და სხვა დოკუმენტი საჯარო რეესტრში და არქივში დ------ საცდელ მ-----------ზე მიწის განაწილების შესახებ არ ინახება.

მოწმე ე-- ნ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წელს შეუთანხმდა კ---- ჩ-------ს მასზე, რომ სესხის სახით გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, 6 თვის ვადით, 3.5%-იანი სარგებლით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთებოდა ე.წ. „-----–--------–--“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეთანხმება რამდენიმე დღეში დაადასტურეს სანოტარო აქტით. კ---- ჩ-------მა დადგენილ ვადაში არ გადაუხადა მისი კუთვნილი თანხა, იგი არ პასუხობდა მის ზარებს და ვერ შეძლო კ---- ჩ-------თან დაკავშირება, რის გამოც მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კ---- ჩ-------ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რა დროსაც გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ნაკვეთი უკანონოდ იყო ბრალდებულის მიერ დარიგისტრირებული და მასზე იძულებითი აღსრულება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, მასზე მიყენებული ზიანი დღემდე ასანაზღაურებელია.

მოწმე ხ------- ჯ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წელს უნდოდა თანხის გასესხება და სწორედ აღნიშნული მიზნით დახმარება სთხოვა მაკლერს, რომელიც დაუკავშირდა მოგვიანებით და განუმარტა, რომ იყო პირი - ი---- ჩ-------ი, რომელსაც სჭირდებოდა 16 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში საკუთრებაში გადაეცემოდა ი---- ჩ-------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ვინაიდან, აპირებდა სახლის აშენებას და სჭირდებოდა მიწის ნაკვეთი დათანხმდა შეთავაზებას. ი---- ჩ-------თან ერთად მივიდა სანოტარო ბიუროში, გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგ ი---- ჩ-------ს გადასცა 16 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით სამ დღეში საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად შეიტანა დოკუმენტაცია, საიდანაც მოუვიდა წერილობითი პასუხი, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო წარმოებაზე ეთქვა უარი. მოწმის განმარტებითვე, ი---- ჩ-------ს მისთვის არ უჩვენებია არავითარი საკუთრების დამდგენი დოკუმენტი, არც მიღება-ჩაბარების აქტი და არც საჯარო რეესტრის ამონაწერი. ბრალდებულს ეჩქარებოდა თანხის მიღება, რის გამოც ფაქტობრივად სიტყვაზე ენდო.

მოწმის სახით დაკითხული ლ---- ვ------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ---–------------------------------------ო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დათვალიერებული იქნა საჯარო რეესტრის ვებგვერდი, მოძიებული იქნა რამდენიმე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრიდან ამოღებული იქნა მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, სარეფორმო სია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ვის გადაეცა მიწის ნაკვეთები, წერილზე დართული იყო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც გაცემული იქნა კომისიის მიერ. მის მიერ აღებული იქნა ხელწერის ნიმუშები, დანიშნული იქნა სასაქონლო და ხელწერის ექსპერტიზები, ბრალდებულებს გააცნო დადგენილებები პირის ბრალდების შესახებ.

1998 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტის მიხედვით, მ–------ რაიონის სოფელ დ------ სსმ მ-–------------------------- თავმჯდომარის გ. გ-------ძის და მ-----------ს ხელმძღვანელ ჯ. ტ--–--–-–---–ის მიერ მოქ. ი---- ჩ-------ს სარგებლობაში გადაეცა 0,12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

2--- წლის 29 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამოსყიდვის უფლებით, დადგინდა რომ ი---- ჩ-------მა გამოსყიდვის უფლებით ხ------- ჯ-----–---–ს მიჰყიდა მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, დ------ ს--–---–-----–----–- მ-----------ში.

1998 წლის 21 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--26 აქტის მიხედვით, მ–------ რაიონის სოფელ დ------ სსმ მ-–------------------------- თავმჯდომარის გ. გ-------ძის და მ-----------ს ხელმძღვანელ ჯ. ტ--–--–-–---–ის მიერ მოქ. ი---- ს------ეს სარგებლობაში გადაეცა 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

1998 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--34 აქტის მიხედვით, მ–------ რაიონის სოფელ დ------ სსმ მ-–------------------------- თავმჯდომარის გ. გ-------ძის და მ-----------ს ხელმძღვანელ ჯ. ტ--–--–-–---–ის მიერ მოქ. კ---- ჩ-------ს სარგებლობაში გადაეცა 0,12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

2--- წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ე-- ნ------–---–მა 15 000 აშშ დოლარი ასესხა კ---- ჩ-------ს, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში მდებარე 1200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2--- წლის 9 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დ------ სასწავლო ს-–----–- მ----------- „ქ--–-------“, ფართი 1500 კვ.მ მესაკუთრეა - ი---- ს------ე.

2--- წლის 20 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დ------ სასწავლო ს-–----–- მ-----------, ფართი 1200 კვ.მ მესაკუთრეა - კ---- ჩ-------ი.

2--- წლის 21 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დ------ სასწავლო ს-–----–- მ-----------, ფართი 1200 კვ.მ მესაკუთრეა - ი---- ჩ-------ი.

20-5 წლის 12 თებერვლის ხელწერის N0------5 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა ი---- ს------ის სახელით, განლაგებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისადმი წარდგენილ განცხადებაზე 0-.0-.2--- წლის თარიღით, გრაფაში „დაინტერესებული პირი“, შესრულებულია ი---- ს------ის მიერ. ხელმოწერები მ------- ტ--–----ის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისადმი წარდგენილ განცხადებებზე, 2-.0-.2--- წლის თარიღებით, გრაფებში: „დაინტერესებული პირი“ და „განმცხადებლის ხელმოწერა“, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 0-.0-.1- წლის თარიღით პირველ და მეორე გვერდებზე გრაფებში“, „დაინტერესებული პირი მესაკუთრე“ და „დაინტერესებული პირის ხელმოწერა“, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, 3-.0-.1- წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფებში: „გამყიდველი“, „ხელმოწერა“ შესრულებულია მ------- ტ--–----ის მიერ. ხელმოწერები კ---- ჩ-------ის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე, 03.1-.1- წლის თარიღით, გრაფაში: „დაინტერესებული პირი“, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 2-.0-.1- წლის თარიღით, პირველ და მეორე გვერდებზე, გრაფებში: „დაინტერესებული პირი“ და „დაინტერესებული პირის ხელმოწერა“ შესრულებულია კ---- ჩ-------ის მიერ. ხელმოწერა კ---- ჩ-------ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული სახისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე 13.1-.1- წლის თარიღით, რეესტრში რეგისტრაციის N---------- ბოლო გვერდზე გრაფაში: „მსესხებელი“, შესრულებულია კ---- ჩ-------ის მიერ. ხელმოწერები ი---- ჩ-------ის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ლიბერთი ბანკის საგადახდო დავალებაზე 1-.1-.1-, გრაფაში „ხელმოწერა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე შედგენილ განცხადებაზე 1-.1-.1- წლის თარიღით, გრაფაში დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზე, 2-.0-.1- წლის თარიღით, მეორე გვერდზე, გრაფაში: „დაინტერესებული პირის ხელმოწერა“ შესრულებულია ი---- ჩ-------ის მიერ. ხელმოწერა ი---- ჩ-------ი სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, 29.1-.1- წლის თარიღით, ბოლო გვერდზე „გამყიდველი“, შესრულებულია ი---- ჩ-------ის მიერ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: მ--- ვ------------მ.

20-5 წლის 13 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ------ში, ქ--–-------ზე მდებარე შესაფასებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0--------------- (რეგისტრირებული ი---- ს------ის სახელზე), 1500 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულება 2--- წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 28 797 ლარს. ქ. თბილისში, დ------ში დ------ ს--–---–------–--ელ მ-----------ში მდებარე შესაფასებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0--------------- (რეგისტრირებული კ---- ჩ-------ის სახელზე), მთლიანი 1200 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 2--- წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 2- 155 ლარს. ქ. თბილისში, დ------ში დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში მდებარე შესაფასებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0--------------- (რეგისტრირებული ი---- ჩ-------ის სახელზე), მთლიანი 1200 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 2--- წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 2- 155 ლარს. ქ. თბილისში, დ------ში დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში მდებარე შესაფასებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0-.7-.1-.0--.4-- (რეგისტრირებული ჯერ მ------- ტ--–----ის, შემდეგ გ------- კ--–-ძის სახელზე), მთლიანი 1264 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 2--- წლის ივნისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 67 0-2 ლარს.

დ------ სასწავლო საცდელ მ-----------ში სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სიის და საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი მიღება- ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ არც მიწის ნაკვეთების სიაში და არც მიღება-ჩაბარების აქტებში არ მოიპოვება მ------- ტ--–----ის, ი---- ს------ისე, კ---- ჩ-------ის და ი---- ჩ-------ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთები.

ბრალდებულებმა: ი---- ს------ემ და მ------- ტ--–----ემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, სრულად ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გახადეს სადავოდ.

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულებმა: ი---- და კ---- ჩ-------ებმა არ ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითხოვეს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა და განმარტეს, რომ მათზე მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა და შემდეგ, დარეგისტრირება მოხდა კანონიერად, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ კ---- ჩ-------თან, ი---- ჩ-------თან, ი---- ს------ესთან და მ------- ტ--–----ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით კი განმარტავს შემდეგს:

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან და არასაკმარისობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის და მოწმეთა ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ სიასთან და მიღება-ჩაბარების აქტებთან.

ამასთან, გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - თ------ წ---–-----ის და დ----- შ---–---–ის ჩვენებები, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები არ ფლობდნენ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. კერძოდ, მათ არ იციან თუ როდის მიიღეს მიწის ნაკვეთები ი---- და კ---- ჩ-------ებმა, არ უნახავთ ნაკვეთების გადაცემის მომენტი, არ უნახავთ ბრალდებულებთან ერთად აღნიშნული მიწის ნაკვეთები და არ უნახავთ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ბრალდებულებმა „მიწის ნაკვეთები დაითრიეს“.

ამდენად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა: კ---- ჩ-------მა, ი---- ჩ-------მა, ი---- ს------ემ და მ------- ტ--–----ემ ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინეს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან კ---- ჩ-------ი და ი---- ჩ-------ი თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოება და ბრალდებულთა ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება და 3. მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ კ---- ჩ-------ი, ი---- ჩ-------ი, ი---- ს------ე და მ------- ტ--–----ე მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 1- 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული მხარისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ბევრად აღემატება 1- 000 ლარს. აღნიშნული კი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

სასამართლო ასევე უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 1-862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 3--85/0- განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია ისიც, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- ჩ-------მა, ი---- ჩ-------მა, ი---- ს------ემ და მ------- ტ--–----ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---- ჩ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ი---- ჩ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ი---- ს------ის და მ------- ტ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულთა პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თ---–------------------------------------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გურამ კრავეიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული მასალებიდან გაირკვა, მ/წლის 26 დეკემბერს ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულ მ------- ტ--–----ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფო რესურსებისა და საჯარო ინტერესების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების მიზნით, თ---–------------------------------------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გურამ კრავეიშვილს და ბრალდებულ მ------- ტ--–----ეს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე დანაშაულის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების ფორმით.

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

20-8 წლის 26 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა - გურამ კრავეიშვილმა, ბრალდებულმა – მ------- ტ--–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი----–----–----ემ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები: ბრალდებულის აღიარებითი და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაცია, სასაქონლო და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნები უტყუარად ადასტურებენ მ------- ტ--–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ბრალდებული მ------- ტ--–----ე აცნობიერებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება და თუ სასამართლო არ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ და გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- 4 ცალი დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---–------------------------------------ო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ გურამ კრავეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ მ------- ტ--–----ეს შორის 20-8 წლის 26 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. მ------- ტ--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 0- (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი და 0- (ექვსი) თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3-00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. მ------- ტ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს იმერეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მ------- ტ--–----ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ს-----------ს რაიონი, სოფელი ე–---ი და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

6. კ---- ჩ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. ი---- ჩ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

8. კ---- და ი---- ჩ-------ების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას შ--–-- ჩ-------ის, ლ---- ჩ-------ის და ნელი წ---–-----ის თანასაკუთრებაში არსებულ 42.33 კვ.მ უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, დ------ სარემონტო ქარხნის დასახლება, კორპუსი N-, ბინ----, საკადასტრო კოდით - 0----------------------- რომელიც დაყადაღებულია 1- 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში.

9. ი---- ს------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

10. ი---- ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

11. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 11 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას დ------ ს--–---–-----–----– მ-----------ში მდებარე N0---------------- N0-----------------------------------------------------7-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებს.

12. ნივთმტკიცება:

- 4 ცალი დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

15. განაჩენი საპროცესო შეთანხმების ნაწილში არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

16. მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

17. პროკურორის მიერ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დ----- მგელიაშვილი