განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
160141318002738206
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002738206

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/303-18 4 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019201118003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ცაცა ებრალიძე

ხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: აიდა აკოფიანი

 

ბრალდებული: თ------- ა-–---------ი

მამის სახელი: მაგამედ

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–------------------------–-------–-----–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებული: ე-––-- ა-–---------ი

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 1----–-–-----------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–------------------------–-------–-----–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თ------- ა-–---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ძველ ქვეშში მდებარე თ------- ა-–---------ის საცხოვრებელ სახლში, თ------- ა-–---------მა მეუღლეს -თ--–---- ა-–---------ას, თავიანთი ქალიშვილისათვის მობილურ ტელეფონზე დარეკვასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, მუშტი დაარტყა მარჯვენა ყურთან, რის გამოც თ--–---- ა-–---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივიული.

 

1.2 ე-––-- ა-–---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდესის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ძველ ქვეშსი მდებარე თ------- ა-–---------ის საცხოვრებველ სახლში, ე-––-- ა-–---------მა ძმას-ე-–----- ა-–---------ს, იმის გამო, რომ იგი გამოესარჩლა დედას - თ--–---- ა-–---------ას, რომლესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ- თ------- ა-–---------მა, ყელში მოუჭირა ხელი, ხოლო შემდეგ ჯერ საწოლის თავზე და შემდეგ ტანსაცმლის კარადის კარებზე მიარტყმევინა თავი, წააქცია ძირს და მარცხენა ბარძაყის არეში ჩაარტყა ფეხი, რის გამოც ე-–----- ა-–---------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ თ------- ალომამედოვი არის თ--–---- ა-–---------ას მეუღლე, ხოლო ე-––-- და ე-–----- ა-–---------ები არიან მათი შვილები და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

2018 წლის 17 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N008613818 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (21.11.2018წ.) ე-–----- ა-–---------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა და ზედ ხაზოვანი ფრომის ნაჭდევები მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუქბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 17 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N008613918 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (21.11.2018წ.) თ--–---- ა-–---------ას სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული თ--–---- ა-–---------ას და ე-–----- ა-–---------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე კამრან აგაევის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, 2018 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 21 ნოემბრის დათვალიერების ოქმით, დადგენილია რომ თ------- ა-–---------მა მეუღლის თ--–---- ა-–---------ას მიმართ განხორციელა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე დადგენილია რომ ე-––-- ა-–---------მა ძმის ე-–----- ა-–---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რსაც შედეგან ასევე მოყვა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა თ------- და ე-––-- ა-–---------ებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ------- ა-–---------ის და ე-––-- ა-–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების თ------- ა-–---------ის და ე-––-- ა-–---------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული თ--–---- ა-–---------ას და ე-–----- ა-–---------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე კამრან აგაევის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერები, 2018 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმები, 2018 წლის 21 ნოემბრის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N008613818 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N008613918 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა თ------- ა-–---------ის და ე-––-- ა-–---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ------- ა-–---------ის და ე-––-- ა-–---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ------- ა-–---------მა თ--–---- ა-–---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ე-––-- ა-–---------მა ე-–----- ალმამეოდვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითავლისწინებს რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულს. შერიგებულები არიან დაზარალებულებთან. ე-––-- ა-–---------ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ისინი ხასიათდებიან დადებითად თანასოფლელების მიერ.

 

5.3. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, თ------- ა-–---------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, თ------- ა-–---------ს თავისუფლების აღკვეთა6(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთ) წელი.

 

რაც შეეხება ე-––-- ა-–---------ს დანაშაულის ჩადენის მოტივის, ძალადობის ხარისხის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ე-––-- ა-–---------ს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთ) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხი:

 

6.1. სსაქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ოთხი ცალი ბიოლოგიური ჩხირი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თ--–---- ა-–---------ის და ე-–----- ა-–---------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ------- ა-–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

თ------- ა-–---------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - თ------- ა-–---------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თ------- ა-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ე-––-- ა-–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ე-––-- ა-–---------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ე-––-- ა-–---------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ე-––-- ა-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ოთხი ცალი ბიოლოგიური ჩხირი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თ--–---- ა-–---------ის და ე-–----- ა-–---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე