განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე N---------
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------- ჩ----ე,სტაჟიორ-პროკურორები - გ------ კრ----–---–ი, ნ---- მ----ა, ა-----–---–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ----ი პ-----ს ძე ხ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–----- ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლ------------------–---–----------ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------–---–ის ქ. N--.
ადვოკატი - მ--–---- ვ--–------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------ს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ. თბილისში, შ-–--–--------------ში მდებარე ა------------–-----------------------–------------–----ე მომუშავე ლ---- ხ-----–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხსენებულ მისამართზე გაჩერებულ, მისივე კლიენტის - დ----- კ--------ის შვილის - ვ------- კ--------ის კუთვნილ „ფ---------------ი“-ს ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით J--------. ლ---- ხ-----–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ვ------- კ--------ეს მიადგა 11500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
2.1.1. მოწმე დ----- კ--------ის 2----–-–----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტის თვის ბოლოს შვილის - ვ------- კ--------ის სახელზე გააფორმა ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------, რომლითაც იგი სარგებლობდა. დ----- კ--------ე ბოლო ერთი წელია იცნობს ქ. თბილისში, შ-–--–-----------ში მდებარე კერძო ა------------ის ტერიტორიაზე განთავსებული ავტო-ს-----–--ოს მ---–---ს - ლ---- ხ-----–---–ს, რომელთანაც ადრე რამდენჯერმე ჰყავდა მანქანა გ------–--დ მიყვანილი. მას მობილურ ტელეფონში აქვს ლ---- ხ-----–---–ის მობილური ტელეფონი 5---------- და მანქანის გ------–--დ წინასწარ უკავშირდებოდა. დ----- კ--------ეს ლ---- ხ-----–---–თან მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია და მისთვის უცნობია მისი საცხოვრებელი მისამართი, აქვს თუ არა მართვის მოწმობა და ასევე სხვა მონაცემები. 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით შუადღით, მის სარგებლობაში არსებული ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------, დ----- კ--------ემ მიიყვანა ქ. თბილისში, შ-–--–-----------ში მდებარე ა------------–----ში და გასაღებთან ერთად ჩააბარა მ---–---ს - ლ---- ხ-----–---–ს, რომლისთვისაც მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა არ გადაუცია. მოლაპარაკების თანახმად, ლ---- ხ-----–---–ი, მეორე დღის საღამოს საათებში მას მანქანას ჩააბარებდა ქიმიურად გაწმენდილს და გარეცხილს. 2018 წლის 21 მაისს, საღამოს საათებში, ლ---- ხ-----–---–მა დ----- კ--------ეს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ვინაიდან მანქანის სალონი ჯერ კიდევ სველი იყო, ჯობდა მანქანა მეორე დღეს წაეყვანა, რაზედაც დ----- კ--------ე დაეთანხმა. ლ---- ხ-----–---–მა მას უთხრა, რომ თავად დაურეკავდა, როცა მანქანა მზად იქნებოდა, თუმცა ლ---- ხ-----–---–მა დ----- კ--------ეს 2----–-–----------ს არ დაურეკა და არც ამ უკანასკნელის სატელეფონო ზარებს პასუხობდა, რის გამოც დ----- კ--------ე შვილთან - ვ------- კ--------ესთან ერთად 16:00 საათისთვის მივიდა ა------------ის ტერიტორიაზე. ადგილზე მისულებს არც ავტომანქანა და არც ლ---- ხ-----–---–ი ა------------ის ტერიტორიაზე არ დახვდათ, ხოლო უცნობმა პირებმა კი განუცხადეს, რომ წინა დღეს, მ---------------- ,,ს-------–---–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ხ-----–---–ს დ----- კ--------ის კუთვნილი ავტომანქანით მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და დაზიანებული მანქანა გადაყვანილი იქნებოდა ა---------–-----------–--–--------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ,,1--------------------------ზე“. დ----- კ--------ემ, შვილთან - ვ------- კ--------ესთან ერთად ნახა ს-------------------ზე გაჩერებული ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული. ამის შემდეგ, მან კვლავ სცადა ლ---- ხ-----–---–თან მობილურ ტელეფონზე დაკავშირება, მაგრამ ეს უკანასკნელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. დ----- კ--------ემ მომხდარის შესახებ დარეკა 1---ში და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანით ლ---- ხ-----–---–ს ავტოსაგზაო შემთხვევა ჰქონდა 2----–-–----------ს, ღამის საათებში. დ----- კ--------ის განცხადებით, მას ლ---- ხ-----–---–ისთვის არ მიუცია მანქანის ა------------ის ტერიტორიიდან გაყვანის უფლება და ლ---- ხ-----–---–ის ქმედების შედეგად მას მიადგა 12500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის მატერიალური ზიანი.
2.1.2. მოწმე ვ------- კ--------ის 2----–-–----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მამამისმა - დ----- კ--------ემ 2018 წელს იყიდა და მის სახელზე გააფორმა ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------, რომლითაც სარგებლობდა დ----- კ--------ე. ეს უკანასკნელი მანქანის გ------–--დ დადიოდა ქ. თბილისში, შ-–--–-----------ში მდებარე ა------------–----ში და დაახლოებით ნახევარი წელია იცნობს აღნიშნულ ს-----–--ოში მომუშავე მ---–--- ლ---- ხ-----–---–ს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია. მოწმემ მამისგან იცის, რომ 2018 წლის 20 მაისს, შუადღის საათებში, დ----- კ--------ემ, ქ. თბილისში, შ-–--–-----------ში მდებარე ა-----------–----ში, ლ---- ხ-----–---–ს გ------–--დ მიუყვანა და გასაღებთან ერთად ჩააბარა ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც ქ---------–-----ის შემდეგ ლ---- ხ-----–---–ს უნდა ჩაებარებინა მეორე დღეს. მან იცის, რომ დ----- კ--------ეს ლ---- ხ-----–---–ისთვის არ მიუცია ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიიდან გაყვანის უფლება. 2----–-–----------ს, დ----- კ--------ემ შვილს უთხრა, რომ ლ---- ხ-----–---–ს არ დაურეკავს და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, რის გამოც იგი მამასთან ერთად მივიდა ა------------ის ტერიტორიაზე, სადაც მათ არ დახვდათ არც ავტომანქანა და არც ლ---- ხ-----–---–ი, იქ მყოფმა პირებმა კი მათ უთხრეს, რომ ლ---- ხ-----–---–ს, მ---------------- ,,ს-------–---–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათი მანქანით მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ვ------- კ--------ემ მამასთან ერთად ნახა ა---------–-----------–--–--------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ,,1--------------------------ზე“ მდგომი, მათი კუთვნილი ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------, რომელიც იყო დაზიანებული. ამის შემდეგ, დ----- კ--------ემ სცადა ლ---- ხ-----–---–თან დაკავშირება, რომელიც არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, რის შემდეგაც მისი ტელეფონიდან დარეკა 1---ში და მომხდარის შესახებ შეატყობინა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მოსვლისას, გადამოწმებით დადგინდა, რომ დ----- კ--------ის სარგებლობაში არსებული ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანით ლ---- ხ-----–---–ს ავტოსაგზაო შემთხვევა ჰქონდა 2----–-–----------ს, ღამის საათებში.
2.1.3. მოწმე ლ---- ნ------ის 2----–-–----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს ც--–------–---------–ის თანამდებობაზე ქ. თბილისში ა---------–-----------–--–--------------–---ს მიმდებარედ განთავსებულ შ---------------------------ოს სსიპ ,,1--“-ის ს--–---–-----------–---–---------------------------ზე, სადაც 2----–-–----------ს, დილის 0---- საათზე, საპატრულო ეკიპაჟის გამოძახებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, მ---------------- ,,ს-------–---–ის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ,,1--“-ის ე------------ის მიერ შეყვანილია დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი ,,ფ---------------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J--------. მიღება-ჩაბარების N----- აქტში დაფიქსირებულია დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი - ლ---- ხ-----–---–ი, რომელიც იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე.
2.1.4. მოწმე ზ------ კ-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი 2018 წლის მაისის თვეში მუშაობდა ლ---- ხ-----–---–თან ერთად ქ. თბილისში, შ-–--–-----------ში მდებარე კერძო ა------------ის ტერიტორიაზე განთავსებულ ა------------–----ში, მ---–---ად. მის ფუნქციაში შედიოდა ავტომანქანის ქ---------–-----ა. ზ------ კ-------ემ, 2018 წლის 19 მაისს პირველად ნახა დაზარალებული, რომელმაც შავი ფერის ავტომანქანა ,,ფ---------------ი“ ქ---------–-----ისთვის მიუყვანა და გასაღებთან ერთად ჩააბარა ლ---- ხ-----–---–ს, რადგან მისი კლიენტი იყო. ზ------ კ-------ემ იმ დღესვე დაშალა ავტომანქანა, ამოიღო ავტომანქანიდან სავარძლები, თუმცა ავტომანქანის ქ---------–-----ა იმ დღესვე ვერ შეძლო, რადგან არ ჰქონდათ საწმენდი ხსნარები. ავტომანქანა იმ ღამით ა------------ის ტერიტორიაზე დაუტოვეს თანამშრომელს. ლ---- ხ-----–---–მა მობილური ტელეფონი დაალომბარდა და აღებული თანხით შეიძინა საწმენდი ხსნარები. ზ------ კ-------ემ ავტომანქანა ააწყო გვიან, 2018 წლის 21 მაისს. დაზარალებული 2018 წლის 21 მაისს, 18:00 საათისთვის უნდა მისულიყო, მაგრამ ვინაიდან მანქანა გვიან ააწყო, იგი 20:00 საათისთვის დაიბარეს. დაზარალებული არ ჩანდა, რის გამოც ლ---- ხ-----–---–მა დილას თავისი, ხოლო საღამოს თანამშრომლის ტელეფონიდან სცადა მასთან დაკავშირება,თუმცა უშედეგოდ. ლ---- ხ-----–---–ი სახლში არ გაჰყვა მასთან 21 მაისს სამსახურში მისულ დას და მის ძმაკაცს, რადგან გვიანობამდე ელოდებოდა დაზარალებულს. წინა დღეს ა------------ის ტერიტორიაზე გაიძარცვა ავტომანქანები, რის გამოც ზ------ კ-------ეს და ლ---- ხ-----–---–ს შეეშინდათ ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიაზე დატოვება. ვინაიდან ავტომანქანა აწყობილი იყო და არ ჩანდა დაზარალებულიც, ხოლო მათ სამსახურში დარჩენა და ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიაზე დატოვება არ შეეძლოთ, გადაწყვიტეს, რომ ავტომანქანას ლ---- ხ-----–---–ი წაიყვანდა სახლში, სადაც მას მიაკითხავდა დაზარალებული. ავტოსაგზაო შემთხვევისას მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი და ლ---- ხ-----–---–ი შეამოწმეს სიმთვრალეზე. ზ------ კ-------ე თავად არ შესწრებია დაზარალებულის და ლ---- ხ-----–---–ის საუბარს, რადგან მანქანას აბარებდნენ ლ---- ხ-----–---–ს, რომელიც შემდეგ ზ------ კ-------ეს მიუთითებდა თუ რა იყო გასაკეთებელი. ზ------ კ-------ემ არ იცის ლ---- ხ-----–---–ს ჰქონდა თუ არა დაზარალებულისგან ავტომანქანის გაყვანის ნებართვა; ასევე მისთვის უცნობია, სხვა დროს ლ---- ხ-----–---–ი სარგებლობდა თუ არა დაზარალებულის ავტომანქანით.
2.1.5. მოწმე ლ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 21 მაისს მთელი დღის მანძილზე ცდილობდა ძმასთან - ლ---- ხ-----–---–თან მობილურ ტელეფონზე დაკავშირებას, მაგრამ საღამოს 23:00 საათზე მასთან სამსახურში მისვლისას გაარკვია, რომ ლ---- ხ-----–---–ს მობილური ტელეფონი ავტომანქანის გასაწმენდი ხსნარების შესაძენი თანხის სანაცვლოდ ჩაბარებული ჰქონდა ლომბარდში. როგორც ყოველთვის, მისი ძმა საღამოს ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში და ვინაიდან აღნიშნულ დღეს მას დააგვიანდა სახლში დაბრუნება, იგი მეგობართან ერთად მივიდა ლ---- ხ-----–---–თან სამსახურში, რომელიც ზ------ კ-------ესთან ერთად 18:00 საათიდან უცდიდა ავტომანქანის მესაკუთრეს, რათა მისთვის ჩაებარებინა ავტომანქანა. სახლში წასვლამდე ლ----------–---–მა ძმას შესთავაზა, აღარ დალოდებოდა ავტომანქანის მეპატრონეს და ავტომანქანა სახლში წამოეყვანა, ვინაიდან ლ---- ხ-----–---–ს ავტომანქანის მეპატრონესთან სამწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და დაზარალებულთან შეთანხმებით არაერთი მანქანა ჰყავდა გაყვანილი ა------------ის ტერიტორიიდან; მეტიც, ისინი დაზარალებულის ავტომანქანით კახეთშიც კი ყოფილან. ლ----------–---–ი არასდროს შესწრებია ლ---- ხ-----–---–ისა და დაზარალებულის საუბარს, მაგრამ როგორც ძმისგან იცის, დაზარალებული ლ---- ხ-----–---–ს ნებას რთავდა ნებისმიერ დროს ესარგებლა მისი ავტომანქანით. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 21 მაისს მისი ძმა ნასვამი არ იყო, დაზარალებულმა იცოდა ლ---- ხ-----–---–ის საცხოვრებელი მისამართი და ვინაიდან ა------------ის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ავტომანქანების გაძარცვის ფაქტს, უსაფრთხოების მიზნით, ლ---- ხ-----–---–მა სახლში წამოიყვანა ავტომანქანა, რა დროსაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში.
2.1.6. მოწმე ლ---- ც---–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 21 მაისს, 19:00 საათზე მივიდა ლ----------–---–თან სახლში, რომელმაც თხოვა ძმასთან - ლ---- ხ-----–---–თან სამსახურში გაყოლა, რადგან იგი სახლში დაბრუნებას აგვიანებდა და მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. 23:00 საათისთვის ისინი მივიდნენ ლ---- ხ-----–---–თან სამსახურში, სადაც ეს უკანასკნელი შესასვლელში თანამშრომელ ზ------თან ერთად ელოდებოდა ავტომანქანის მეპატრონეს. ლ---- ხ-----–---–მა მათ უთხრა, რომ ტელეფონი ავტომანქანის გასაწმენდი ხსნარების შესაძენი თანხის სანაცვლოდ ლომბარდში ჰქონდა დატოვებული და ავტომანქანა უკვე მზად ჰყავდა მეპატრონისთვის ჩასაბარებლად. ლ---- ც---–---ემ და ლ----------–---–მა მას ურჩიეს, რომ ავტომანქანა სახლში წამოეყვანა და მეპატრონე მისამართზე მიაკითხავდა ან დილით მიეყვანა ავტომანქანა სამსახურში. მოწმის განმარტებით, მას დაზარალებულის ავტომანქანა ა------------ის ტერიტორიაზე არ დაუნახავს, არც დაზარალებულის ავტომანქანით უნახავს ლ---- ხ-----–---–ი და მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა ლ---- ხ-----–---–ს დაზარალებულისგან ავტომანქანით სარგებლობის უფლება.
2.1.7. ბრალდებულმა ლ---- ხ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულმა ავტომანქანა მიუყვანა 2018 წლის 19 მაისს, 17:00-18:00 საათებში და დაუტოვა ავტომანქანის გასაღებთან ერთად ა------------ის შესასვლელში, სადაც მისი გარეცხვა შეუძლებელი იყო, რისთვისაც საჭირო იყო ავტომანქანის გადაადგილება 20-30 მეტრის მოშორებით. მას ავტომანქანისთვის უნდა ჩაეტარებინა ქ---------–-----ა და ავტომანქანის დისკების შეღებვა. ლ---- ხ-----–---–ს უფლება ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში გადაეადგილებინა ავტომანქანა. 20 მაისს, დილის საათებში, მან თანამშრომელთან ერთად დაიწყო დავალების შესრულება, რის შემდეგაც კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დაუკავშირდა დაზარალებულს და ვინაიდან ვერ ესწრებოდა ერთ დღეში სამუშაოს დასრულება, სთხოვა ერთი დღის დამატება, რაზედაც დაზარალებული დაეთანხმა. 21 მაისს, ავტომანქანისთვის საჭირო ხარჯების გამო, თანხის სანაცვლოდ, ლ---- ხ-----–---–მა კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში, რის შემდეგაც დავალებული სამუშაო დაასრულა. ამის შემდეგ, თანამშრომლის ტელეფონზე მას დაუკავშირდა დაზარალებული, რომელსაც განუცხადა, რომ 20:00 საათისთვის ავტომანქანას მზად დაახვედრებდა. ლ---- ხ-----–---–ი საღამოს 24:00 საათამდე ელოდებოდა დაზარალებულს, რომელიც ა------------ში არ მივიდა. აღნიშნული დროის განმავლობაში, ლ---- ხ-----–---–თან სამსახურში მივიდა მისი და და მისი დის მეგობარი, რომელთაც სახლში არ გაჰყვა. ვინაიდან ავტომანქანას დაუზიანდა ცენტრალური საკეტი, რის გამოც მანქანას ვერ კეტავდა, ხოლო ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიაზე დატოვება არ იყო უსაფრთხო, ლ---- ხ-----–---–მა გადაწყვიტა ავტომანქანის სახლში წაყვანა. გზაში მას შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, მანქანით შეეჯახა ბორდიურს, ხოლო შემდეგ ხეს, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟის მიერ დაჯარიმდა. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულს სამი წელია იცნობს და დაზარალებულს მისთვის არაერთხელ მიუყვანია სხვადასხვა ავტომანქანა. დ----- კ--------ეს მისთვის არ უთქვამს, რომ ლ---- ხ-----–---–ს ავტომანქანით შეეძლო ნებისმიერ ადგილას წასვლა, მაგრამ ისიც არ უთქვამს, რომ არსად არ წაეყვანა მანქანა, რის გამოც მან ჩათვალა, რომ ჰქონდა ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიიდან გაყვანის უფლება.
2.1.8. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 11500 (თერთმეტიათასხუთასი) ლარს.
2.1.9. დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების 2----–-–----------ის მიღება-ჩაბარების N-----9 აქტით დადგენილია, რომ ავტომანქანა ფ-------ს, სახელმწიფო ნომრით - J--------, ჩამორთმევის ადგილია ს-------–---–ის მ-------------------ე ტერიტორია და დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ლ---- ხ-----–---–ი.
2.2. ქურდობა ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ქურდობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. კანონმდებლის მიერ ქურდობის პასუხისმგებლობა გამკაცრებულია დანაშაულის საგნით - სატრანსპორტო საშუალებით. სატრანსპორტო საშუალებაში იგულისხმება ტრანსპორტის სხვადასხვა სახე, მათ შორის მსუბუქი ავტომობილი.
2.2.2. საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ა/მანქანა ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------.
2.2.3. დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების 2----–-–----------ის მიღება-ჩაბარების N-----9 აქტით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდაა ცნობილი, დადგენილია, რომ ავტომანქანა ფ-------ს, სახელმწიფო ნომრით - J--------, ჩამორთმევის ადგილია ს-------–---–ის მ-------------------ე ტერიტორია და დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ლ---- ხ-----–---–ი.
2.3. ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით
2.3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის განსაკუთრებულ დამამძიმებელ გარემოებას მიეკუთვნება - ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით.
2.3.2. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 11500 (თერთმეტიათასხუთასი) ლარს.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. ყველა ზემოხსენებული მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, ასევე ბრალდებულის ჩვენებისა და დაცვის მხარის პოზიციის მოსმენის შემდგომ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ლ---- ხ-----–---–მა ჩაიდინა მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.8. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულ ლ---- ხ-----–---–ის მიერ თვითნებობისა და ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების თაობაზე, ამასთან არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ ბრალდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით:
3.8.1. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია პირის მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს. აღნიშნული წესი შესაძლოა დადგენილი იქნეს როგორც კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულვებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე; თავისად დაგულვებული უფლება კი ისეთი უფლებაა, როცა პირი ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ა/მანქანა ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, ლ---- ხ-----–---–თან გ------–--დ მიიყვანა დ----- კ--------ემ და მას არ მიუცია ბრალდებულისთვის აღნიშნული ავტომანქანით ა------------ის გარეთ გადაადგილების უფლება; შესაბამისად, ავტომანქანა არ წარმოადგენდა ლ---- ხ-----–---–ის საკუთრებას, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს არ მიუცია ბრალდებულისთვის ნებართვა, გადაადგილებულიყო გ------–--დ დატოვებული ავტომანქანით მისი სურვილისამებრ, ლ---- ხ-----–---–ს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა იმის ფიქრისა და ვარაუდისთვის, რომ მას ჰქონდა დ----- კ--------ის კუთვნილი ავტომანქანით ა------------ის გარეთ გადაადგილების უფლება; ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს ლ---- ხ-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების სსკ-ის 360-ე მუხლით კვალიფიკაციას;
3.8.2. რაც შეხება სსკ-ის 188-ე მუხლით კრიმინალიზებულ ქმედებას - ნივთის დაზიანებას გაუფრთხილებლობით, აღნიშნული გულისხმობს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას. აღნიშნულ შემთხვევაში უმთავრესია ის, რომ დანაშაულის სუბიექტი უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შედეგად იგი თავიდან აიცილებს შედეგს - სხვისი ნივთის დაზიანებას ან საერთოდ არაფრად აგდებს წინდახედულობის ნორმებს და მოქმედებს დაუდევრად, თუმცა მას აქვს ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობა იმისა, რომ გაიაზროს აღნიშნული ნორმები და იმოქმედოს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქცევებით. სსკ-ის 188-ე მუხლი გამორიცხავს პირის მიერ განზრახ განხორციელებულ ქმედებას და აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობას მხოლოდ გაუფრთხილებლობას (თვითიმედოვნების ან დაუდევრობის ფორმით). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---- ხ-----–---–მა, დ----- კ--------ის კუთვნილი ავტომანქანა, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე გაიყვანა ა------------ის ტერიტორიიდან, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და ავტომანქანით იგი შეეჯახა ხეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცხადყოფს, რომ ბრალდებულის მიერ ავტომანქანის დაუფლება მოხდა მესაკუთრისგან ფარულად, განზრახ, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და აღნიშნულს არაფერი აქვს საერთო ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებასთან, ვინაიდან ლ---- ხ-----–---–ს ავტოსაგზაო შემთხვევა მხოლოდ მას შემდეგ შეემთხვა, რაც მის მიერ უკვე დასრულებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელება, ანუ იგი ფარულად, დ----- კ--------ის თანხმობის გარეშე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უკვე დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანას. აღნიშნული გარემოებები კი გამორიცხავს ლ---- ხ-----–---–ის მიერ განხორიელებული ქმედების კვალიფიკაციას სსკ-ის 188-ე მუხლით.
3.9 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ლ---- ხ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს დაზარალებულ დ----- კ--------ის გამოკითხვის ოქმი სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაზარალებულს ბრალდებულთან მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდა და ავტომანქანის ა------------ის ტერიტორიიდან გაყვანის უფლება დაზარალებულს მისთვის არ მიუცია. აღნიშნულს ადასტურებს ბრალდებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებაც, სადაც ბრალდებულმა პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ დ----- კ--------ეს არ უთქვამს, რომ შეეძლო ნებისმიერ ადგილას წასვლა, მაგრამ ისიც არ უთქვამს, რომ არსად წაეყვანა მანქანა, რის გამოც მან ჩათვალა, რომ ჰქონდა ა------------ის ტერიტორიიდან გაყვანის უფლება. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან არ იცოდა ბრალდებულის საცხოვრებელი მისამართი, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ოჯახის წევრის - ლ----------–---–ის ვარაუდს, რომ ბრალდებულს სახლში მიაკითხავდა დაზარალებული და წაიყვანდა თავის ავტომანქანას. დაცვის მხარის მოწმეები ვერ ადასტურებენ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მეგობრულ ურთიერთობას, არ მოუსმენიათ დაზარალებულის და ბრალდებულის მოლაპარაკება, ხოლო ცალსახად ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა ბრალდებულს გადასცა ავტომანქანის გასაღები - არ ნიშნავს, რომ ბრალდებულს ჰქონდა ავტომანქანით ა------------ის ტერიტორიის გარეთ გადაადგილების და ქალაქის ქუჩებში ავტომანქანით მოძრაობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შემთხვევამდე აკავშირებდათ რაიმე მეგობრობა, ამასთან, არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე ლოგიკური არგუმენტი იმის სამტკიცებლად, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს დაზრალებულ დ----- კ--------ეს კონკრეტული პირის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარისათვის ვალდებულების დაკისრება, წარმოადგინოს თავისი ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება და პოზიციის გასამყარებელი ინფორმაცია, არ შეიძლება განხილულ იქნეს ბრალდებულისათვის თავისი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთის დაკისრებად.
3.10. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული, რომ ლ---- ხ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ლ---- ხ-----–---–ი, 2----–-–----------ს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ. თბილისში, შ-–--–--------------ში მდებარე ა------------–-----------------------–------------–----ე მუშაობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხსენებულ მისამართზე გაჩერებულ, მისივე კლიენტის დ----- კ--------ის შვილის - ვ------- კ--------ის კუთვნილ „ფ---------------ი“-ს ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - J--------, რითაც ვ------- კ--------ეს მიადგა 11500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა, ლ---- ხ-----–---–ს ავტომანქანა გასაღებთან ერთად დაუტოვა ა------------ის შესასვლელში, სადაც მისი გარეცხვა შეუძლებელი იყო, რისთვისაც საჭირო იყო ავტომანქანის გადაადგილება 20-30 მეტრის მოშორებით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულს ბრალდებულისთვის არ უთქვამს, რომ მას უფლება ჰქონდა, გ------–--დ დატოვებული ავტომანქანით წასულიყო ნებისმიერ ადგილას. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი დიდი ოდენობით, საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის - ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 11500 (თერთმეტიათასხუთასი) ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.11. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ლ---- ხ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქნტით.
3.12. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქნტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.
3.13. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების ფარულ დაუფლებაში, დიდი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.15. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება); 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს კონკრეტული შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა დიდი ოდენობით).
3.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ქურდობა ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. კანონმდებლის მიერ ქურდობის პასუხისმგებლობა გამკაცრებულია დანაშაულის საგნით - სატრანსპორტო საშუალებით. სატრანსპორტო საშუალებაში იგულისხმება ტრანსპორტის სხვადასხვა სახე, მათ შორის მსუბუქი ავტომობილი. საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ა/მანქანა ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------. დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების 2----–-–----------ის მიღება-ჩაბარების N-----9 აქტით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდაა ცნობილი, დადგენილია, რომ ავტომანქანა ფ-------ს, სახელმწიფო ნომრით - J--------, ჩამორთმევის ადგილია ს-------–---–ის მ-------------------ე ტერიტორია და დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ლ---- ხ-----–---–ი. ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულების, მოწმე დ---------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–----------ს, ავტომანქანას - ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, მართავდა ლ---- ხ-----–---–ი, რომელიც შეეჯახა ჯერ გზის სავალი ნაწილის ბორდიურს და შემდეგ ხეს.
3.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარის ზევით. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის - ,,F---------,” სახელმწიფო ნომრით - J--------, საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 11500 (თერთმეტიათასხუთასი) ლარს.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.19. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ლ---- ხ-----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება და ლ---- ხ-----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ---- ხ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდ ოდენობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ათ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ლ---- ხ-----–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- ხ-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- ,,ფ---------------ის” ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით - J--------, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გაჩერებულია საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--- განყოფილების ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ექსპერტების მიერ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2 (ორი) პაკეტად; შსს ს----------–-------–-–-----------------------------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–--იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ხ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
2. ლ---- ხ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 ივნისის 20:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ლ---- ხ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ,,ფ---------------ის” ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით - J--------, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გაჩერებულია საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--- განყოფილების ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ექსპერტების მიერ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2 (ორი) პაკეტად; შსს ს----------–-------–-–-----------------------------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–--იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე