განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(№0----------1)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა-------–--–------–-–-ილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------------------------–-------–--ლი (დაბადებული - 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ყ------–ი სო----–--------–ი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–-------------–---–----------------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატები: ხათ----------–--–--ა, ქეთ--------------ი, გაი-------------ნი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ვ-------- ჟ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,7564 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 54 ცალი ტაბლეტი. იგი, ასევე 2,575 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველ 50 ცალ ტაბლეტს ინახავდა პირადად, რაც 2018 წლის 12 მაისს ამოღებული იქნა ქ.თბილისი, ა-–----------------- ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. 2018 წლის 31 მარტს, ქ.თბილისი, რუსთაველის ქუჩა N---ში (შესასვლელი გ---------ოვის ქუჩა N34) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---ი“-ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2018 წლის 15 აპრილს, ქ.თბილისი, რუსთაველის ქუჩა N---ში (შესასვლელი გ---------ოვის ქუჩა N34) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---ი“-ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ვ-------- ჟ-------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ს----------–--ის, ს---–--------------–---–ის, გ---------------ის, გ--------------–--ლისა და ბ----------რის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, ხმის და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, დათვალიერების ოქმები, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N7----------ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N8----------/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N1-----------/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1---ფ დასკვნა, 2018 წლის 20 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N4-----ვ-ტ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ვ-------- ჟ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. , 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ვ-------- ჟ-------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილით დასჯადია მისი შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - ს----------–--ის, ს---–--------------–---–ის, გ---------------ის, გ--------------–--ლისა და ბ----------რის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ხმის და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N7----------ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N8----------/ქრ დასკვნით, ნივთიერი საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N1-----------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1---ფ დასკვნით, 2018 წლის 20 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N4-----ვ-ტ დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-------- ჟ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,7564 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 54 ცალი ტაბლეტი. იგი, ასევე 2,575 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველ 50 ცალ ტაბლეტს ინახავდა პირადად, რაც 2018 წლის 12 მაისს ამოღებული იქნა ქ.თბილისი, ა-–----------------- ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად. მანვე, 2018 წლის 31 მარტს, ქ.თბილისი, რუსთაველის ქუჩა N---ში (შესასვლელი გ---------ოვის ქუჩა N34) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---ი“-ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. მანვე, 2018 წლის 15 აპრილს, ქ.თბილისი, რუსთაველის ქუჩა N---ში (შესასვლელი გ---------ოვის ქუჩა N34) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---ი“-ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-------- ჟ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, რისთვისაც ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას.
4.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ვ-------- ჟ-------–---–ის სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4.6. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს ვ-------- ჟ-------–---–ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - იგი არ არის ნასამართლევი, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ვ-------- ჟ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
4.7. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------- ჟ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (შეძენა, შენახვა, გასაღება) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2. ვ-------- ჟ-------–---–ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. ვ-------- ჟ-------–---–ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-------- ჟ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5. ვ-------- ჟ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მაისიდან.
6. ვ-------- ჟ-------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.
7. ვ-------- ჟ-------–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
- ვ-------- ჟ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა; ვ-------- ჟ-------–---–თან განხორციელებული საკონტროლე შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
- რვა ცალი ელექტრონული დისკი, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე