გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34----1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ოთ-----------–---–ი.
წარმომადგენელი - ინ-------–--ე.
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–------------.
წარმომადგენელი - ავ--------–-------------ე.
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ლი-----------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–----------------------------------, გას----–--–ი 1------–---- და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებული იქნას ოთ-----------–---–ი.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 197- წლიდან რეგისტრირებულია და უწყვეტად ცხოვრობს მისამართზე ქ-------–----------------------------------, გას----–--–ი 1------–----. უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სართულიან საცხოვრებელ სახლს ფართით 642 კვ. მეტრი. აღნიშნული ქონება მოსარჩელის მამამ გრ-–---------–---–მა 197- წლებში შეიძინა ლი-----------------საგან, რომელიც სახლის გაყიდვის შემდეგ ამავე მისამართზე აღარავის უნახავს. გრ-–---------–---–ი 197- წლიდან უვლიდა და სარგებლობდა სადაო უძრავი ქონებით, იგი ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. გრ-–---------–---–ი გარდაიცვალა 20---–-–---------სს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც მიიღო მოსარჩელე ოთ-----------–---–მა და მისმა ძმამ ნო-------------–---–მა, თუმცა ეს უკანასკნელი არ ცხოვრობს ლი-----------------საგან შეძენილ ფართში და იგი არ წარმოადგენს მოსარგებლე პირს.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონების მდებარე მისამართზე - ქ-------–----------------------------–-------------------–--–---, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტობრივი ფართობი 642 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75,86 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 36,78 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 30,59 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-ე-ზ-გ-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 107 კვ. მეტრი - რეგისტრირებულია ლი-----------------ს საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 19);
3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე (მოსარჩელის მიერ დამზადებული ნახაზის მიხედვით) მდებარე ქ-------–--------------------------------------------------------------------- კვ. მეტრი, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201--–-–------------ის №1----- მიმართვა (ს.ფ. 26);
3.1.3. დადგენილია, რომ ლი-----------------ს გარდაცვალების თარიღი არის 201--–-–---------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 1-);
3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 201--–-–---------------ს გაცემული №1------- ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გარდაცვლილი ლი--------------ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 201--–-–--------------ის №1------- ცნობა (ს.ფ. 1-);
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 201--–-–---------------ს გაცემული №1------- ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ლი-----------------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 201--–-–--------------ის №1------- ცნობა (ს.ფ. 1-);
3.1.6. დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა გრ-–---------–---–ი 19---–-–---------------დან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, აე--------------------------------------. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული 197--–-–------------–---ან მოსარჩელე ოთ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–--------–--ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 20);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 22-24);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-----------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 21);
3.1.7. დადგენილია, რომ ოთ-----------–---–ი წარმოადგენს, 20---–-–---------სს გარდაცვლილი გრ-–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს და მან ნო--------------–---–თან ერთად თანაბარწილად მიიღო საკუთრებაში გრ-–---------–---–ის სამკვიდრო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა №1-------7 (ს.ფ. 22-24);
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე მისამართზე - ქ-------–----------------------------–-------------------–--–---, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტობრივი ფართობი 642 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75,86 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 36,78 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 30,59 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-ე-ზ-გ-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 107 კვ. მეტრი - რეგისტრირებულია ლი-----------------ს საკუთრების უფლებით.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ ლი-----------------ს გარდაცვალების თარიღი არის 201--–-–---------ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ლი-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მამა გრ-–---------–---–ი 19---–-–---------------დან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ა----------------------–-------------------–--–---. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული ოთ-----------–---–ის 197--–-–------------–---ან.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 197-, 198-, 199-, 201-, 201-, 201- 201- წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები და საგადასახადო უწყებები (ს.ფ. 25, 28-30, 35, 37), რომლებითაც დასტურდება, რომ მისამართზე ქ-------–---------------------------- ქ. 1--------- (სა--–---- აბონენტად რეგისტრირებულია გ-----------–---–-. ასევე წარმოდგენილია გრ-–-----------------------–---–-ს სახელზე გაცემული 197-, 197-, 197-, 197-- 1980 წლებით დათარიღებული სადაზღვეო მოწმობები (ს.ფ. 31-34, 36), რომელთა თანახმად დაზღვეულია სახლი მდებარე ქ-------–-----------------------------------------------–---.
საქმეში წარმოდგენილია 19---–-–------------თ დათარიღებული სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის მიერ გაცემული ცნობა №-, რომლის თანახმად გრ-–-----------------------–---–ს, მცხოვრები მისამართზე ქ. თ---–-----------------------------------------ა-ში, გადახდილი აქვს სადაზღვეო გადასახადი (ს.ფ. 38).
საქმეში ასევე წარმოდგენილია ოთ-----------–---–ის ოჯახის შესახებ ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი მითითებულია ქ. თბილისი, ისა--------------------ნი, ა----------------------–------------------- (ს.ფ. 39).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა არ---–------------ემ და ზა-----------–---–მა განმარტეს, რომ გრ-–---------–---–მა საცხოვრებელი სახლი მდებარე ა----------------------–-------------------, შეიძინა ეროვნებით რუსი პირებისაგან, რომლებიც აღნიშნულის შემდეგ ამავე მისამართზე აღარ გამოჩენილან, ხოლო გრ-–---------–---–ის ოჯახი საცხოვრებელ სადგომს ფლობს უწყვეტად შეძენის დღიდან. მოწმეთა განმარტებით მართალია მოსარჩელის ძმა ნო--------------–---–ი ცხოვრობს მეზობლად, თუმცა მის საკუთრებაში არსებულ სახლს არ აქვს კავშირი გრ-–---------–---–ის მიერ 197--იან წლებში შეძენილ საცხოვრებელ ფართთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ-------–----------------------------–-------------------–--–---, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტობრივი ფართობი 642 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშ არსებული ფართი 75,86 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 36,78 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 30,59 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-ე-ზ-გ-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 107 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლი----------------ს სახელზე, არის უმკვიდრო და მოსარგებლე არის ოთ-----------–---–ი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ოთ-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
დადგენილია, რომ ოთ-----------–---–ი წარმოადგენს, 20---–-–---------სს გარდაცვლილი გრ-–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს და მან ნო--------------–---–თან ერთად თანაბარწილად მიიღო საკუთრებაში გრ-–---------–---–ის სამკვიდრო ქონება. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ მოსარჩელის ძმის ნო--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სახლს არ აქვს კავშირი გრ-–---------–---–ის მიერ 197--იან წლებში შეძენილ საცხოვრებელ ფართთან.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მამა გრ-–---------–---–ი 19---–-–---------------დან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ა----------------------–-------------------–--–---.
დადგენილია, რომ ოთ-----------–---–ი 197--–-–------------–---ან რეგისტრირებულია და ცხოვრობს მისამართზე ქ-------–-------რ-------------------–-------------------–--–---, რომელიც ტექბიუროს მონაცემების თანახმად აღრიცხულია ლი-----------------ს სახელზე.
6.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ ოთ-----------–---–ი, ისევე როგორც მისი მამა გრ-–---------–---–ი, რეგისტრირებული არიან მისამართზე თბილისი, ა----------------------–-------------------–--–---.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 197-, 198-, 199-, 201-, 201-, 201- 201- წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები და საგადასახადო უწყებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მისამართზე ქ-------–---------------------------- ქ. 1--------- (სა--–---- აბონენტად რეგისტრირებულია გ-----------–---–-. ასევე წარმოდგენილია გრ-–-----------------------–---–-ს სახელზე გაცემული 197-, 197-, 197-, 197-- 1980 წლებით დათარიღებული სადაზღვეო მოწმობები, რომელთა თანახმად დაზღვეულია სახლი მდებარე ქ-------–-----------------------------------------------–---.
საქმეში წარმოდგენილია 19---–-–------------თ დათარიღებული სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის მიერ გაცემული ცნობა №-, რომლის თანახმად გრ-–-----------------------–---–ს, მცხოვრები მისამართზე ქ. თ---–-----------------------------------------ა-ში, გადახდილი აქვს სადაზღვეო გადასახადი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ოთ-----------–---–ის ოჯახის შესახებ ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი მითითებულია ქ. თბილისი, ისა--------------------ნი, ა----------------------–-------------------.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე მისამართზე - ქ-------–----------------------------–-------------------–--–---, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტობრივი ფართობი 642 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი)უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75,86 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 36,78 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 30,59 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-ე-ზ-გ-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 107 კვ. მეტრი - რეგისტრირებულია ლი-----------------ს საკუთრების უფლებით.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ლი-----------------ს გარდაცვალების თარიღი არის 201--–-–---------ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ლი--------------იას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ-------–----------------------------–-------------------–--–---, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლი-----------------ს სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
6.4. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ლი-----------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–----------------------------------, გას----–--–ი 1------–---- და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებული უნდა იქნას ოთ-----------–---–ი.
7. საპროცესო ხარჯები.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ოთ-----------–---–ი სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ლი-----------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–----------------------------------, გას----–--–ი 1------–---- და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებული იქნას ოთ-----------–---–ი.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე