განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/210-2018
(038230918001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- მ----–----–--ე, დაბადებული 1972 წლის 10 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული ხაშურში, გიორგი სააკაძის ქუჩის №130-ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხაშურში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №61-ში
ადვოკატი - ვ--–----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
დ----- მ----–----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ოთხი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, დ----- მ----–----–--ემ ხაშურში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №61-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილების გ-------– და ა------- მ----–----–--ეების მიმართ, ასევე, მათი თანდასწრებით მეუღლის თ---------–-–---–ის და სრულწლოვანი შვილის ნ---- მ----–----–--ის მიმართ; კერძოდ, მას შემდეგ, რაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნებულს მეუღლემ, თ---------–-–---–მა სთხოვა, შეეწყვიტა მათი (ოჯახის წევრების) სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამშვიდებულიყო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელები რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლის ცემის შემდეგ, მან ძალადობა განახორციელა შვილების მიმართ - ჯერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და ტანის არეში დაარტყა ხელი სრულწლოვან შვილს ნ---- მ----–----–--ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო შემდეგ არასრულწლოვან შვილს გ-------– მ----–----–--ეს ტანის არეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ა------- მ----–----–--ეს, რომელიც ასევე არასრულწლოვანია, ტანის არეში დაარტყა ფეხი, რამაც ასევე გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დ----- მ----–----–--ემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- მ----–----–--ემ მეუღლის, თ---------–-–---–ისა და სრულწლოვანი შვილის ნ---- მ----–----–--ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილების ა------- და გ-------– მ----–----–--ეების თანდასწრებით, ასევე ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილების გ-------– და ა------- მ----–----–--ეების მიმართ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- მ----–----–--ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; არ არის ნასამართლევი (მისი ნასამართლობა გაქარწყლებულია); აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს თ---------–-–---–სა და ნ---- მ----–----–--ეს ბრალდებულის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები და არ არინ დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა 2018 წლის 27 სექტემბერს; გათავისუფლებიდან დღემდე მისი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარის განმარტებით, ოჯახში კონფლიქტი აღმოფხვრილია; ბრალდებული დასაქმებულია და მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დ----- მ----–----–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები გამოძიების ეტაპზევე შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდა დ----- მ----–----–--ეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- მ----–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი (2 წლით თავისუფლების აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
დ----- მ----–----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; ი-----–- მ----–----–--ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6-----------), რომელიც მდებარეობს ქალაქ ხაშურში და რაც დ----- მ----–----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია 5000 ლარის ნაწილში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გ-------– რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი