განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----– ს--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----- ო------ი, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად თბილისი, დ---–-------------------ში მცხოვრები.
ადვოკატი - ვ----– მ-----–-–--ლი
თარჯიმანი: მ------ კ--–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ა----- ო------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი:
ა----- ო------მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ - 0,0034 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 19 მაისს ფულადი თანხის 350 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ზ------ გ------–--ეზე - თბილისში, ლ----------ის ქ. N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თ---–---------–-–---------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ ზ------ გ------–--ისაგან ამოღებული იქნა თბილისში, ბ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. 2018 წლის 22 მაისის ეპიზოდი:
ა----- ო------მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ – 0,00367 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 22 მაისს 350 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ზ------ გ------–--ეზე - თბილისში, ლ----------ის ქ.N 13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თ---–---------–-–---------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ ზ------ გ------–--ისაგან ამოღებული იქნა თბილისში, ბ--------ის ქ. 29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
3. 2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი:
ა----- ო------მა უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 6 ივნისს უკანონოდ ინახავდა თბილისში, დ---–-------------ი N4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ – 0,0114 გრამის ოდენობით, რაც თ---–---------–-–------------------------------------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- მ---------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შ--------–---------–-–--------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დეტექტივების სამმართველოში შევიდა ზ------ გ------–--ის განცხადება, რომლის თანახმადაც ის იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელთან, შესაბამისად სურდა თანამშრომლობა გამოძიებასთან. დაიწყო გამოძიება და განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, რის შემდგომაც დაინიშნა ექსპერტიზები, ასევე ჩატარდა ჩხრეკები და დააკავეს ბრალდებული. მოწმემ განმარტა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2-ჯერ და ორივეჯერ მოხდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. 2018 წლის 22 მაისს ზ------ გ------–--ისაგან ამოიღო საკონტროლო შესყიდვის შემდეგ შეძენილი აბის ნატეხი, დაახლოებით 150-200 მეტრში იმყოფებოდნენ და შეძლებისდაგვარად ახდენდნენ ვიზუალურ კონტროლს, თუმცა არა სრულყოფილ პროცესზე. შეძენილი ნივთიერების წარდგენა და ამოღება შეძენიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა, შესაბამისად გამორიცხავს შეცვლის ფაქტს, ამასთან არ იყო იმის საშუალება შეეცვალა მას ნივთიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ გ------–--ემ განმარტა, რომ მან საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის მაისში ა----- ო------ისგან საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაცემული თანხებით 2-ჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ თითოეულ შემთხვევაში 350 ლარად ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული ნახევარი გრამი - სუბოტექსი. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ შეძენილი აბის ნატეხები კი გადასცა გამომძიებელს. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული მარტო ხვდებოდა, თავადაც მარტო იყო, თუმცა გამომძიებელი ელოდებოდა რეალიზაციის ადგილთან ახლოს - დაახლოებით 50 მეტრში, სავარაუდოდ გამომძიებელი ახდენდნენ ვიზუალურ კონტროლს. საკონტროლო შესყიდვისას ორივე შემთხვევაში აღჭურვილი იყო სათვალთვალო ვიდეოკამერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- გ-----ამ განმარტა, რომ არის თ---–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში დეტექტივი. 2018 წლის 26 მაისს განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ა----- ო------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე. გამოძიების შედეგად სასამართლოდან აღებული იქნა განჩინებები: ა----- ო------ის დაკავების, პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. თანამშრომელ დ----- ლ---–----ესთან, დ----- მ----–-–---–თან და თარჯიმანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბრალდებულის მითითებით ამოღებული იქნა ნარკოტიკულ საშუალება.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ლ---–----ემ და დ----- მ----–-–---–მა. დ----- ლ---–----ემ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა თარჯიმანი, ადვოკატი მივიდა პირად ჩხრეკის დაწყებამდე. ბინის ჩხრეკის დროს დამსწრე პირებს და ბრალდებულს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. დ----- მ----–-–---–მა კი განმარტა, რომ ბინის ჩხრეკისას ბრალდებულის მითითებით ამოღებული თეთრი ფერის ნარკოტიკული საშუალება ვერცხლისფერ ქაღალდში იყო გახვეული. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები, როგორც ბრალდებულის ისე გამომძიებლისა და თარჯიმნის მიერ. საგამოძიებო მოქმედებების დროს არც ადვოკატს და არც ბრალდებულს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-- პ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თბ--–---------–-–--------------------------------------------------–-------- განყოფილებაში. მოცემული საქმის ფარგლებში 2018 წლის 19 მაისს ზ------ გ------–--ისაგან ამოიღო საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი აბის ნატეხი, რაც შემდგომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იყო ნარკოტიკული საშუალება. საკონტროლო შესყიდვისას იმყოფებოდა დაახლოებით 200 მეტრში და ვიზუალურ თვალთვალს ვერ ახდენდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შ--------–---------–-–--------------------------------------------------–------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული აქვს 2 საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ დაკითხა მოწმე ზ------ გ------–--ე და აუღო ნერწყვის ნიმუში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე----- კ-----–-–---–მა და დ----- გ-------–---–მა განმარტეს, რომ არიან ს----------–----–--------------------------–------------------------------------------------ ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტები. მოწმეებმა დაადასტურა მათ მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება;
2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის.
ო------ი ა-----ი - ფონოგრამაში: Rec1-0001.avi ( ჩანაწერის ხანგრძლივობით 00 წთ და 34 წმ); Rec1-0001.avi ( ჩანაწერის ხანგრძლივობით 01წთ და 25 წმ).
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------- ბ----------ემ განმარტა, რომ ის არის საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 ივნის გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „Rec1_0001.avi” და „Rec1_0001.avi”, არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;
2. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „Rec1_0001.avi” და „Rec1_0001.avi”, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
3. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული, 2-.0-.1--- წელს დაბადებული ა----- რ----ის ძე ო------ის (პN 0----------), სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
4. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული, 2-.0-.1--- წელს დაბადებული ა----- რ----ის ძე ო------ის (პN 0----------), ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით „Rec1_0001.avi” და „Rec1_0001.avi”, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
მოწმემ განმარტა, რომ საკვლევად წარედგინა 2 ვიდეოგრამა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---- ო------ამ განმარტა, რომ ის არის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
პაკეტში წარწერით: „... ზ------ გ------–--ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება...“ მოთავსებულ ფოლგის შეფუთვაზე (ობ.N1) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ზ------ გ------–--ის (ობ.N3; პაკეტი, წარწერით: „ ...ნერწყვის ნიმუში მოწმე ზ------ გ------- ძე გ------–--ის დაბ. 06.08.73 პირის ღრუდან ...“) და ა----- ო------ის (ობ. N4; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში ბრალდებული ა----- რ----ის ძე ო------ის დაბ. 2-.0-.62. პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილისგან.
პაკეტში წარწერით: „...ზ------ გ------–--ისგან ამოღებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება...“ მოთავსებულ ფოლგის შეფუთვაზე (ობ.N2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა----- ო------ს. (ობ.N2).
პაკეტში წარწერით: „... შესაფუთი ქაღალდები...“ მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან.
მოწმემ დაადასტურა, რომ კვლევისთვის წარედგინა 4 პაკეტი, დალუქულ მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------- ც-------ამ და ნ---- ნ----–---–მა განმარტეს, რომ არიან საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ექსპერტები. მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ 2018 წლის 28 მაისს ექსპერტ ნ---- ნ----–---–თან ერთად გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ზ------ გ------–--ისგან ნებაყოფლობით წარმოდგენილ და ამოღებული სიგარეტ „დავიდოვის“ ვერცხლისფერ ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდის ნაჭერში გახვეული, ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტის ერთი ცალი ნატეხი, ნაწილობრივი ამოტვიფრული ლოგოთი „B”, წონით - 0,1870 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,00367 გრამს.
მოწმემ განმარტა, რომ ნივთიერება იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- დ--------ემ და ნ----- ო-----------ემ განმარტეს, რომ არიან საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ექსპერტები. მოწმეებმა დაადასტურა მათ მიერ 2018 წლის 7 ივნის გაცემული N---------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ა----- ო------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული“ 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული ვერცხლისფერ ქაღალდში 4 (ოთხი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, თითოეულზე ნაწილობრივ წარწერით: „B” და „8“, სულ საერთო წონით - 0,575 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო წონით - 0,0114 გრამს.
მოწმემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ საკვლევი ობიექტი წარედგინებათ დაულუქავი კვლევას არ ატარებენ, მოცემულ შემთხვეაში რადგან კვლევა ჩატარებულია იგულისხმება, რომ საკვლევი ობიექტი იყო დალუქული სახით.
მოწმე ნ----- ო-----------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 23 მაისს ექსპერტ პ------ წ--–---–--ესთან ერთად გაცემული დასკვნა N----------------, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ზ------ გ------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი“ - ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივი წარწერით: „8„ , წონით 0,18 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0.0034 გრამს. საკვლევად ობიექტი წარდგენილი იყო დალუქული სახით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა----- ო------მა მოწმის სახით დაკითხვისას ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ (მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში) და განმარტა, რომ ზ------ გ------–--ეს იცნობდა, შეხვედრისას შეამჩნია, რომ მას ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული, ამიტომ შეთანხმების შემდეგ მიუტანა არა ნარკოტიკული საშუალება, არამედ სხვა წამალი, კერძოდ ფსიქოტროპული ნივთიერება, რომლიც ურეცეპტოდ იყიდა ა--–-----ში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში. იგივე განმეორდა მე-2 შეხვედრისას, ანუ მისცა სხვა საშუალება და არა ნარკოტიკული საშუალება, რადგან იცოდა, რომ ზ------ გ------–--ეს ჰქონდა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა. ბრალდებულმა განმარტა, რომ დააკავეს საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკისას თავად მიუთითა ადგილზე, სადაც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - სუბოტექსს. ბრალდებულმა ვერ განმარტა, რატომ შეხვდა მეორეჯერ, იმ შემთხვევაში თუ პირველჯერზე მიხვდა, რომ ზ------ გ------–--ეს ჰქონდა ვიდეოჩამწერი მოწყობილობა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 16 მაისს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.
2018 წლის 16 მაისის ზ------ გ------–--ის განცხადების თანახმად მისი ნაცნობი ა----- ო------ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და რამდენადაც ინფორმაციას ფლობს ახდენს რეალიზაციასაც.
2018 წლის 16 მაისის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად გამომძიებელმა გ-- პ------–---–მა ზ------ გ------–--ეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 350 ლარი.
2018 წლის 19 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ზ------ გ------–--ისაგან ამოღებული იქნა ნებაყოფლობით წარდგენილი მცირე ზომის მოვერცხლისფრო ფერის ქაღალდში გახვეული მოთეთრო ფერის აბის ნატეხი.
2018 წლის 22 მაისის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად გამომძიებელმა გ--- მ---------ემ ზ------ გ------–--ეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 350 ლარი.
2018 წლის 22 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ზ------ გ------–--ისაგან ამოღებული იქნა მცირე ზომის მოვერცხლისფრო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის აბის ნატეხთან ერთად.
2018 წლის 30 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: ზ------ გ------–--ე ხვდება გამოძიებისათვის დადგენილ პიროვნებას - ა----- ო------ს და უჯდება ავტომანქანაში, უთვლის და აძლევს თანხას, რის შემდეგაც უკვე ა----- ო------ი აძლევს მცირე ზომის მოვერცხლისფრო ქაღალდს, რომელსაც ზ------ გ------–--ე ხსნის, რა დროსაც ჩანს მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის სავარაუდოდ აბის ნატეხი.
2018 წლის 6 ივნისის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ჩხრეკა ჩატარდა ა----- ო------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისში, დ---–-------------ი N4-ში. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ბრალდებულ ა----- ო------ის მიერ მითითებული ვერცხლისფერი ფერის 4 ცალი შეკვრა, მასში მოთავსებული თეთრი ფერის აბებით.
2018 წლის 6 ივნისის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად ა----- ო------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული კვლევისას დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალება - მეტადონის და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ნარკოტიკული საშუალება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ ა----- ო------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, რომელიც შეეხება მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენების სანდოობას და ამ უკანასკნელის მიერ შესაძლო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტს, რის დადასტურებასაც დაცვის მხარე ცდილობს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მის კითხვაზე აღნიშნულმა მოწმემ გასცა პასუხი, რომ ის მოცემული საქმის მსგავსად სხვა სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს, როგორც მოწმე და ეს მაშინ როცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალების თანახმად, ზ------ გ------–--ეს 2018 წლის 14 მაისს მართლაც აქვს წარდგენილი საგამოძიებო ორგანოში განსახილველი საქმის მსგავსი შინაარსის განცხადება, რის საფუძველზეც დაიკითხა და იმავე დღეს დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენების ეს ნაწილი შესაძლოა მართლაც შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მისი პირადი სურვილით არ გასცეს ინფორმაცია სხვადასხვა საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებთან მისი თანამშრომლობის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, რომელიც უთითებს ა----- ო------ის მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს 2 ეპიზოდად, შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მთელი რიგი მტკიცებულებისა, რაც გამორიცხავს მისი ჩვენების აღნიშნული მიმართულებით შესაძლო ცრუ შინაარს და არასანდოობას, კერძოდ:
საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2018 წლის 6 დეკემბრის დასკვნის თანახმად, რომლის საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა ზ------ გ------–--ის საკონტროლო შესყიდვისას გადაღებული ვიდეოჩანაწერები დადგინდა, რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ამასთან ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის. ო------ი ა-----ი - ფონოგრამაში: Rec1-0001.avi (ჩანაწერის ხანგრძლივობით 00 წთ და 34 წმ); Rec1-0001.avi ( ჩანაწერის ხანგრძლივობით 01წთ და 25 წმ).
საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 14 ივნისის დასკვნა თანახმად: ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2-.0-.1--- წელს დაბადებული ა----- რ----ის ძე ო------ის (პN-----------), ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდებული თავადაც ადასტურებს ვიდეოგრამაში მის მონაწილეობას.
ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნა, რომლის თანახმადაც: პაკეტში წარწერით: „...ზ------ გ------–--ისგან ამოღებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება...“ მოთავსებულ ფოლგის შეფუთვაზე (ობ.N2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა----- ო------ს. (ობ.N2).
ამასთან, შ--------------------------–----------- დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის დასკვნის თანახმად - ზ------ გ------–--ისგან ნებაყოფლობით წარმოდგენილ და ამოღებული სიგარეტ „დავიდოვის“ ვერცხლისფერ ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდის ნაჭერში გახვეული, ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტის 1 ცალი ნატეხი, ნაწილობრივი ამოტვიფრული ლოგოთი „B”, წონით - 0,1870 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,00367 გრამს, ხოლო 2018 წლის 23 მაისის დასკვნის თანახმად: „ზ------ გ------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი“ - ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივი წარწერით: „8“, წონით 0,18 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0.0034 გრამს.
აღნიშნული კვლევების ჩამტარებელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მათ საკვლევად წარედგინათ დალუქული ობიექტები, ექსპერტ ა-–---------- დ--------ის განმარტებით, კი კვლევა არ ტარდება იმ შემთხვევაში თუ ობიექტი არ არის სათანადოდ დალუქული, აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია საკვლევი ობიექტი გამოიცვალა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას მოწმე ზ------ გ------–--ის მიერ ა----- ო------ის მიერ გადაცემული აბის ნატეხების შეცვლის შესახებ, გამომძიებლის მიერ ამოღების ჩატარებამდე, რის დამტკიცებასაც ცდილობს იმაზე მითითებით, რომ მოწმემ საკონტროლო შესყიდვისას ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ სადავო აბების უშუალოდ გადაცემის ფაქტი, რაც თითქოსდა ზრდის დაშვებას, რომ მას ა----- ო------ისაგან ნატეხის აღებიდან გამომძიებლისათვის გადაცემამდე შეეძლო გამოცვლა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე ზ------ გ------–--ისა და გამომძიებლების ჩვენების თანახმად, საკონტროლო შესყიდვისას გამომძიებლები იმყოფებოდნენ დაახლოებით 150-200 მეტრის მოშორებით, რის შესახებაც ცხადია ცნობილი იყო ზ------ გ------–--ისათვის, ისევე როგორც იმ ფაქტის შესახებ, რომ საკონტროლო შესყიდვისთანავე მასთან ჩატარდებოდა ამოღება და გამომძიებლები ამოიღებდნენ შეძენილ ნივთიერებას. ასეთ პირობებში კი დაშვება, რომ ზ------ გ------–--ემ შესყიდვის ადგილიდან ამოღების ადგილამდე, ანუ დაახლოებით 150-200 მეტრში მოახერხა, ფოლგის ქაღალდში მოთავსებული აბის ნატეხის გამოცვლა არარეალურია. ამოღებულ ფოლგის ქაღალდთან ბრალდებულის შემხებლობას კი ადასტურებს - ექსპერტიზის დასკვნა - პაკეტში წარწერით: „...ზ------ გ------–--ისგან ამოღებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება...“ მოთავსებულ ფოლგის შეფუთვაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა----- ო------ს.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია საქმის გამომძიებელ გ--- მ---------ის ჩვენება, რომ ის შეძლებისდაგვარად ახდენდა ვიზუალურ კონტროლს, თუმცა არა სრულყოფილ პროცესზე. ნივთიერების წარდგენა და ამოღება შეძენიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა, რა დროშიც ზ------ გ------–--ეს არ ჰქონდა შეცვლის საშუალება, შესაბამისად გამორიცხავს შეცვლის ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის აღნიშნული ვერსია მიზნად ისახავს მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებულისათვის ნაკლები ბრალის დადასტურებას, რადგან ფარულის საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალითა და კრებსით დგინდება, რომ ბრალდებული ა----- ო------ი ზ------ გ------–--ეს ნამდვილად აძლევს აბის ნატეხებს, ხოლო ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა შეამჩნია ბრალდებულს ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა და გადასცა არა ნარკოტიკული საშუალება არამედ ფსიქოტროპული ნივთიერება ლოგიკას მოკლებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, საერთოდ რატომ გადასცა აბის ნატეხები და გამოართვა ფული, თუ მისთვის იმთავითვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა რეალიზაციის ვიდეო გადაღება, მითუფრო რატომ შეუთანხმდა და შეხვდა მეორე ეპიზოდში.
სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პირობებში ცხადია სასამართლო მხარის რაიმე ვერსიას პირდაპირ - სათანადო მტკიცებულებების გარეშე, უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს, მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს მხარე აცხადებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე.
დაცვის მხარის მიერ ვერსიების დასამტკიცებლად არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, ხოლო ის ფაქტი, რომ ზ------ გ------–--ე მოწმის სახით ფიგურირებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე აღძრულ სხვა სისხლის სამართლის საქმეში არ ადასტურებს მის რაიმე სახის ინტერესს. დაცვის მხარემ თავის მხრივ ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა მას მოცემული ბრალდებულის მიმართ, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მისი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა----- ო------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი).
რაც შეეხება 2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ა----- ო------მა უკანონოდ შეიძინა და თბილისში, დ---–-------------ი N4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,0114 გრამის ოდენობით, გადა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დადასტურებულია გამომძიებლების მიერ მიცემული ჩვენებებით, ამოღების ოქმითა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი. იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,0012 გრამიდან 0,012 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ 1. 2018 წლის 19 მაისს ა----- ო------ის მიერ შეძენილი, შენახული და ზ------ გ------–--ეზე გასაღებული - ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი, წონით - 0.0034 გრამი, 2. 2018 წლის 22 მაისს ა----- ო------ის მიერ შეძენილი, შენახული და ზ------ გ------–--ეზე გასაღებული - ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0,00367 გრამი, და 3. ა----- ო------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და 2018 წლის 6 ივნისს შენახული ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი, წონით - 0,0114 გრამი, დამოუკიდებლად მიეკუთვნებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა----- ო------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი), რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-11 წლამდე ვადით, ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, ა----- ო------ს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----- ო------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 22 მაისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა----- ო------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. ა----- ო------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ა----- ო------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ივნისიდან;
4. ა----- ო------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. 3 ცალი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ინახება შ--------–---------–-–--------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ა----- ო------ის და ზ------ გ------–--ის ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი