განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი-------–--------ა
დაცვის მხარე
ადვოკატი- და-----------–---–---–ი,ბრალდებული სო----------–---------–----–---–ი ;
დაბადების თარიღი: 0-----------------–--–--
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ნასამართლეობა: არ მქონე;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, მ------------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------------------------------------------
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 ოქტომბერს, სო-------–----–--ლი, ყოფილ მეუღლესთან მზ------–----–---–თან ერთად, იმყოფებოდა ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–---------------------------ში, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისას სო-------–----–--ლი იმყოფებოდა რა ალკოჰოლური თრობის ქვეშ გახდა აგრესიული და ყოფილ მეუღლეზე მზ------–----–---–ზე, განახორციელა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფა, მკერდზე ერთხელ დაარტყა მუშტი და ხელი მოუჭირა მკლავზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2018 წლის 03 ნოემბერს სო-------–----–--ლი, ყოფილ მეუღლესთან მზ------–----–---–თან ერთად, იმყოფებოდა ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–---------------------------ში, რა დროსაც, ურთირთშელაპარაკებისას სო-------–----–--ლი იმყოფებოდა რა ალკოჰოლური თრობის ქვეშ გახდა აგრესიული და ყოფილ მეუღლეზე მზ------–----–---–ზე, განახროციელა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახისა და მუცლის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 17 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ სო-------–----–--ლის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2019 წლის 29 იანვარს საქმის არსებითი განხილვის დროს სო-------–----–--ლმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, სო-------–----–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: მზ------–----–---–ის, ბა--------------–---–ის, და-----------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია ბრალდებულ სო-------–----–--ლის გამოკითხვისას მიღებული ინფრომაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა სო-------–----–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სო-------–----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სო-------–----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, სო-------–----–--ლის აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე იმ გარემოებას, რომ მეუღლეს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
სო-------–----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
სო-------–----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანქთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ სო-------–----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ სო-------–----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სო-------–----–--ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სო-------–----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 ნოემბრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ სო-------–----–--ლს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე