განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
330100118002732668
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2---------ი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ დ----------------–---–-ს,ადვოკატ მ------------–-–---–-ს,თარჯიმან ს----------------------ს,ბრალდებულ მ-----------------------–------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----------------------–------ს - დაბადებულის 1----–-–------------------, ი----------–-----------------–---- მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ი----------–----------------–---–ი, ქ.ფ--------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----------------------–-----მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ-----------------------–-----მა, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 81,5247 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი‘‘, საიდანაც ნაწილი - 64,0204 გრამი უკანონოდ გაასაღა ა-------–-----------ზე, ხოლო ნაწილს -17,5043 გრამს უკანონოდ ინახავდა სხეულში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2----–-–---- ოქტომბერს საქართველოს ში------------------------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა, თბილისში, შ----------------–--–--------------------ში მდებარე, სასტუმრო ,----–------------------––-----------------–---- ოთახში, ა-------–-----------ისგან და, თბილისში, კ--–-------------ში მდებარე ,,--------------–-–-‘‘, ექიმ თ---------------გან, მ-----------------------–------ს მიერ სხეულიდან გამოდევნის შემდგომ.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-----------------------–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ მ-----------------------–------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ მ-----------------------–------ს, მოწმეების: ზ---------------------ს, ა-------–-----------ის, თ---------------, გ----------------, ე-–-------–---–----სა და ა-–----------ის გამოკითხვის ოქმებით; მ-----------------------–------ს მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფიით; 2----–-–---- ოქტომბრის ამოღების ოქმებით; ქიმიური ექსპერტიზის #2----------------------------------ქრ დასკვნებით; ფონოსკოპიური ექსპერტიზის #2----- დასკვნით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით - დადასტურებულად მიაჩნია მ-----------------------–------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ა-------–-----------ზე უკანონო გასაღება.

 

ზემოაღნიშნულის გამო, მ-----------------------–------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

მ-----------------------–------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ-----------------------–-----მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უკანონოდ გაასაღა სხვა პირზე, ნაწილს კი ინახავდა სხეულში, რითაც შექმნა მისი გავრცელების რეალური საფრთხე.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მ-----------------------–------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ მ-----------------------–-----ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ-----------------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ-----------------------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–---- ოქტომბრიდან.

 

მ-----------------------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მ-----------------------–-----ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 30 ცალი ასდოლარიანი კუპიურა გადაეცეს სა---------–----–---–--------–---------------–----------–-–--------------------; მ-----------------------–------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ფულადი თანხა და პასპორტი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს; ნარკოტიკული საშუალებები, მისი შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე