განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის 1/5----14
(გამოძიების 0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-----–- ზ-------–---–ი,ბრალდებული - ლ---- ე-–--------–---–ი, დაბადებული 19---–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----------------------------–-------------–-------------------------------ში,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2014 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, თბილისში, ვ------- გ--------–ის ქ------ მიმდებარედ, ლ---- ე-–--------–---–მა ტაქსის მძღოლს ზ----- მ-------–---–ს მუცლის არეში მიადო დანა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფული.
სასამართლომ დადგენილად ცნო:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, ლ---- ე-–--------–---–ის მიერ 2014 წლის 9 სექტემბრის დილის საათებში, ტაქსის მძღოლის მიმართ ყაჩაღობის ჩადენა.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
ზ----- მ-------–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს, გამთენიისას, ტაქსაობდა კუთვნილი ავტომობილით. ბ--–-----–--------- კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა და უთხრეს აეყვანა თ--–---–-. მან მგზავრობის ღირებულებად დაუსახელა 15 ლარი და იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, თანხის წინასწარ გადახდა მოითხოვა. უთხრეს, რომ თანხა სრულად არ ჰქონდათ და მას სოფელში ასვლისას მისცემდნენ.
გადმოვიდა მანქანიდან და თხოვა თავადაც გადმოსულიყვნენ. როცა ორივე მათგანი გადმოვიდა მისი კუთვნილი მანქანიდან, ისევ მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. სწორედ მაშინ, ბრალდებულმა ხელი ჰკრა მეორე პიროვნებას „შენ იქით გადიო“ და წინა სალონში მარჯვენა მხარეს ჩაუჯდა. ამოიღო გასაშლელი ვერცხლისფერი დანა, გვერდიდან მიადო მუცლის არეში და მოსთხოვა ,,ფული მომეცი, რაც გაქვსო“. მანქანა სწრაფად დაძრა, ხელში ჩაარტყა და ე-–--------–---–ს ხელიდან დანა გააგდებინა. ისე, რომ ვერ მოასწრო ე-–--------–---–მა მანქანიდან გადმოსვლა ატარა ის ო--------–-------------------- მიმართულებით და შემდეგ ა------–---------------------------------1--------–------. იმავე ტერიტორიაზე ასფალტი იყო გაფუჭებული, ბრალდებულმა ისარგებლა რა მანქანის ნელი სვლით, გააღო კარები, გადახტა და გაიქცა. ლ---- ე-–--------–---–ის მოძებნის მიზნით, გამორთო ტაქსის ნიშანი და დაბრუნდა იმავე ტრიტორიაზე, სადაც შენიშნა ბრალდებული, რომელმაც მისი მანქანა ვერ იცნო და ხელი დაუქნია. ჩაუწვა უკანა სალონში, უთხრა ჩქარა იარე პოლიციელები მომდევენო.
ს--------------–ი ს-------------- იყვნენ, როცა ე-–--------–---–მა თავი ამოყო და მიხვდა, რომ ისევ მის მანქანაში იჯდა. იმავე ტერიტორიაზე მივიდა პოლიციის „პოსტთან“ და თანამშრომლებს მიუთითა, რომ მანქანაში მჯდომმა პირმა დააყაჩაღა.
ამავე ჩვენებით, დაკითხვის შემდეგ, მან დანა რომელიც ე-–--------–---–ს მისი მანქანის სალონში ჩაუვარდა გამომძიებელს წარუდგინა. განმარტა, რომ წარსულში ნასამართლევია ქურდობისა და ნარკოტიკებისათვის.
დი----------------------------------–-------- განყოფილების თანამშრომლის რ---------------- ჩვენებით 2014 წლის 9 სექტემბერს, ი-----–- გ-----–---–თან ერთად ს--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. გამთენიისას, დაახლოებით ექვსის ნახევარზე, დიდი სისწრაფით შემოვარდა და მათ წინ მანქანა გააჩერა ზ----- მ-------–---–მა. გამოაღო ავტომანქანის უკანა კარები და უთხრა, რომ სალონში მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი გ--------–ის ქუჩაზე მას დანის მუქარით აყაჩაღებდა.
დაზარალებულის მითითებით ადგილზე დააკავეს ბრალდებული, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა აგრესიულად იყო განწყობილი მძღოლის მიმართ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულისაგან ამოღებული იქნა მხოლოდ სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და კანონსაწინააღმდეგო ნივთი მას არ ჰქონია. მათთვის დანა დაზარალებულს არ წარუდგენია. მისთვის უცნობია, თუ როგორ მიხვდა დაზარალებული, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რადგან კერძო ავტომანქანას რომელშიც ისინი ისხდნენ ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა.
ამავე ჩვენებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა ძ---–-------–------------–------------–---- გამომძიებელმა.
გიგვე ფაქტობრივი გარემოებები განმარტა მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-----–---–მა.
ძვ--–-------–-----------------–-------–- განყოფილების თანამშრომლის გ------- ე-–---–---–ის ჩვენებით, 2014 წლის 9 სექტემბერს გამთენიისას პოლიციის განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ს--------------–ი, ს---------- მიმდებარედ დააკავეს ლ---- ე-–--------–---–ი, რომელიც თანხის მოთხოვნით დანით ემუქრებოდა ტაქსის მძღოლს. როდესაც ადგილზე მივიდა ჩხრეკა დასრულებული ჰქონდათ, დამკავებელმა პირებმა უთხრეს დრო რაც ასახა მის მიერ შედგენილ ოქმში. დანა გამოძიებაში წარდგინა დაზარალებულმა მას შემდეგ რაც დაკითხეს.
მოწმებმა მ--–---- ჩ-------ემ და დ----- პ----–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობა.
ბრალდებულ ლ---- ე-–--------–---–ის ჩვენებით, მეგობართან, ზ----- მ------–---–თან ერთად გამთენიისას ბრუნდებოდა თ---–------------–---–ი. გააჩერეს ტაქსი, მძღოლმა მათ 15 ლარის წინასაწრ გადახდა მოსთხოვა. უთხრეს, რომ დასახელებულ თანხას სოფელში მიყვანისთანავე გადაიხდიდნენ. მძღოლმა მათ უხეშად მიმართა და უთხრა მანქანიდან გადასულიყვნენ. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ზ----- ე-–--------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თავადაც უპასუხა. ზ-----ი მ------–---–ი კამათში არ ჩარეულა და გვერდზე იდგა. მძღოლმა უთხრა, „დაჯექი მანქანაში, შენთან მაქვს საქმეო“. ჩაჯდომისთანავე ზ----- მ-------–---–მა მას მოულოდნელად სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წასკდა და ტანსაცმელი დაესვარა. მანვე მანქანა ადგილიდან სწარფად დაძრა და არ მისცა ჩამოსვლის საშუალება. აიყვანა ო--------–----ნ ს--------------–ი და მასზე პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ მანქანაში დანით დააყაჩაღა.
ამავე ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან არ ამოუღიათ. ასევე მისი თანდასწრებით არ მოუხდენიათ ადგილზე დანის ამოღება, რომელზეც მათ ზ----- მ-------–---–მა განუმარტა.
მანვე განმარტა, რომ დაზარალებული თავად იყო რადგან მ-------–---–მა ხელი სახეში გაარტყა და ცხვირიდან წამოსული სისხლის ლაქები მის ტანსაცმელზეც იყო განთავსებული, რაც შემდეგ გამოძიების მიერ დანიშნული ბიოლოგიური ესქპერტიზითაც დადასტურდა.
ლ---- ე-–--------–---–მა უარყო დანაშაულის ჩადენა და ითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
მოწმე ზ----- მ------–---–ის ჩვენებით, ლ---- ე-–--------–---–თან ერთად ნასვამი ბრუნდებოდა თ---–------------–---–ი. გააჩერეს ტაქსი, მძღოლმა 15 ლარი მოითხოვა, რადგან ხურდა 5 ლარამდე ჰქონდათ, სთხოვეს, რომ დარჩენილ ნაწილს ადგილზე დაუმატებდნენ. იმის გამო, რომ ტაქსისტმა უარი უთხრა, გადმოვიდნენ მანქანიდან, თუმცა ლ----სა და მ-------–---–ს შორის სიტყვიერი კამათი ისევ გაგრძელდა. ისე, რომ არ იცის რა მოხდა, მძღოლი ისევ მანქანაში დაბრუნდა და მას გვერდით მარჯვენა მხრიდან ლ---- მიუჯდა. მანქანა სწრაფი სვლით მოწყდა ადგილიდან, რა მიმართულებით მისთვის უცნობია, ხოლო თვითონ იმავე ადგილზე დარჩა.
მოწმის განმარტებით, 2014 წლის 8-9 სექტემბერს მან ლ----სთან ერთად გაატარა დღე და დანა მის ხელში არ დაუნახავს.
შარვლისა და პერანგის დათვალიერების ოქმით, ლ---- ე-–--------–---–მა ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელ გ------- ე-–---–---–ს ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის პერანგი. ჯინსის შარვალს წინა მარცხენა ფეხის ტოტზე აღენიშნება მოწითალი ფერის ლაქები, ლაქები აღენიშნება შარვლის ღილებით შესაკრავთან. მოწითალო ლაქებია შარვლის უკანა ჯიბესთან და უკანა ქვედა მხარეს. ასევე, პერანგს შესაკრავთან ზემოთ აღენიშნება მოწითალო ლაქა.
სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ლ---- ე-–--------–---–ისგან, მისი თანხმობით აღებული იქნა სისხლი.
ბიოლოგიური ექსპერტიზის #------ დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- ე-–--------–---–ის სისხლის მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ზ----- მ-------–---–ის სისხლი მუეკუთვნება Βα /III/ ჯგუფს; ლ---- ე-–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ლ---- ე-–--------–---–ის სისხლი და ლ---- ე-–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოგილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.
ექსპერტმა ნ----- თ------ დაადასტურა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება და განმარტა, რომ ლ---- ე-–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე აღმოჩნდა მხოლოდ ლ---- ე-–--------–---–ის Аβ/II/ ჯგუფის სისხლი და ზ----- მ-------–---–ის სისხლი რომელიც მუეკუთვნება Βα /III/ ჯგუფს არ აღმოჩენილა.
წარდგენილი იყო ზ----- მ-------–---–ის და ლ---- ე-–--------–---–ის სისხლის ნიმუშებიც. დაადგინა, რომ ზ----- მ-------–---–ის სისხლი მიეკუთვნება მესამე ჯგუფს, ხოლო ლ---- ე-–--------–---–ის - მეორე ჯგუფს. ამავე ჩვენებით, ტანსაცმელზე არსებული ლაქები განეკუთვნება მეორე ჯგუფს, რომელიც ეკუთვნის ლ---- ე-–--------–---–ს.
დათვალიერების ოქმით, ზ----- მ-------–---–მა გ------- ე-–---–---–ს წარუდგინა ვერცხლისფერი გასაშლელი დანა, რითაც ლ---- ე-–--------–---–მა დააყაჩაღა.
ტექნიკური ექსპერტიზის #-----–- დასკვნით დადგენილია, რომ დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტმა დ------ კ-------მ, დაადასტურა ჩატარებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და განმარტა, რომ ცივი იარაღს ჰქონდა თუ არა ჟანგი ან სისხლი, ამის შესახებ შეკითხვა დასმული არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია. საქმეში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], N54810/00, §96, ECHR 2006, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოების მთელი პროცესი სამართლიანი, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად მოხდა დაცვის უფლებების პატივისცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ის მოიპოვეს. რამდენადაც არ არის აუცილებელი, დადგეს სამართლიანობის პრობლემა, როცა მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება“.
სასამართლო ითვალისწინებს რა სტრასბურგის სასამართლოს ზემოთმოყვანილ მიდგომას მტკიცებულების სანდოობის მიმართ განმარტავს, რომ მტკიცებითი სამართალი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას თუ რომელს მიენიჭოს მეტი მტკიცებულებითი ძალა, მოწმის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას, ამოღებულ ნივთმტკიცებას და ა.შ. თოთოეული მათგანი მისი სახის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს შეფასებული. სწორედ ამიტომ კანონმდებელი უთითებს, რომ სამართლაწარმოების პროცესში არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა იმავდრულად უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულების წონა მატულობს იმისდა მიხედვით, თუ მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ასევე როგორი სიზუსტითა და დამაჯერებლობით ამტკიცებს ან უარყოფს მას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მნიშვნელოვანია შეფასდეს ზ----- მ-------–---–ის ჩვენება, რადგან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ქმედებას, რომელიც ბრალად აქვს შერაცხული ლ---- ე-–--------–---–ს, სხვა თვითმხილველი არ გააჩნია.
ზ----- მ-------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით მას ორმა ნასვამმა ახალგაზრდა მამაკაცმა თ--–---–- წაყვანა სთხოვა და მას შემდეგ რაც უარი უთხრა, რომ თანხა წინასწარ უნდა მიეცათ მათ შორის კამათი გაიმართა. ამავე ჩვენებით, ციტირება სხდომის ოქმიდან „ ...მე გადმოვედი და ვთხოვე, რომ გადმოსულიყვნენ, ისინი გადმოვიდნენ“.
როცა შემდეგ ისევ მანქანში ჩაჯდა, ლ---- ლ---------–---–მა მასთან ერთად მყოფ პირს უთხრა „შენ გადი იქითო“, ხელის კვრით მოიცილა, ჩაუჯდა დაქოქილ მანქანაში და მუცელზე დანის დადებით მოსთხოვა ფულადი თანხა. იმავე ჩვენებაში დაზარალებული აგრძლებს, რომ მან მანქანა დაძრა, ხელი ჩაარტყა ლ---- ე-–--------–---–ს და ხელიდან დანა გააგდებინა.
დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებაში გადმოცემულ იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან. კერძოდ, 2014 წლის 9 სექტემბრის დაკითხვის ოქმში ზ----- მ-------–---–ი განმარტავს, რომ „ ...დავინახე მეორე პირსაც სურდა მანქანაში ჩაჯდომა, მანქანა დავძარი ადგილიდან, მოძრაობისას მოვახერხე და აღნიშნულ პირს (საუბარია ლ---- ე-–--------–---–ზე) წავართვი დანა....“
მართალია გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მტკიცებულებად არ იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს ისინი მოწმის ჩვენების სანდოობის კუთხით.
ზ----- მ--------–---–ი ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ ლ---- ლ---------–---–ს მას მერე რაც ხელი ხელში ჩაარტყა დანა გაუვარდა და საგანი „თავის მხარეს სიდენიის შუაში“ ჩავარდა, ხოლო შემდეგ, ჯვარდენი დაკთხვისას იმავე საკითხზე დასმულ შეკითხვაზე ზ----- მ-------–---–ი არსებითად განსხვავებულ პასუხს სცემს მხარეს, რომ როცა ლ---- ე-–--------–---–ს ხელიდან დანა გაუვარდა, ვერ ნახა, თავადაც ბევრი ეძება მანქანაში და ამით ახსნა ის გარემოება თუ რატომ არ წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს მაშინვე დანაშაულის საგანი.
ლ---- ე-–--------–---–მა როგორც გამოძიებაში დაკითხვისას, ასევე სასამართლო სხდომაზე უარყო რა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი განმარტა, რომ დანა რომელიც შემდეგ წარუდგინა ზ----- მ-------–---–მა გამოძიებას მას არ ეკუთვნის. თავად დაზარალდა როცა ზ----- მ-------–---–მა მას მოსთხოვა მანქანაში ჩაჯდომა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, შემდეგ კი სწრაფი სვლით ისე, რომ ვერ მოასწრო გადმოსვლა ატარა ქალაქში, ო--------–----ნ აიყვანა ს--------------–ი და პოლიციელებს უთხრა სიცრუე, რომ დანის გამოყენებით სთხოვდა ფულად თანხას.
იგივე განმარტა ზ-----ი მ------–---–მა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ ისინი დღის განმავლობაში ერთად იყვენენ და ლ----ს ხელში მას დანა არ დაუნახავს.
ლ---- ე-–--------–---–ისა და ზ-----ი მ------–---–ის ჩვენებები ურთიერთავსებადია იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ ზ-----ი მ------–---–ი არმცთუ ისევ მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას, როგორც ეს განმარტა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა და შემდეგ შეცვალა, მოწმის განმარტებით, ის იდგა მანქანიდან მოშორებით და საუბარი არ გაუგია.
გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას ზ----- მ-------–---–ს, რომ მან ხელი გაარტყა ლ---- ე-–--------–---–ს სახის არეში, რის გამოც სისხლით დაესვარა ტანსაცმელი არ უთქვამს და ზემოაღნიშნული მხოლოდ ჯვარედინი დაკითხვის დროს სასამართლო სხდომაზე დაადასტურა.
ლ---- ე-–--------–---–ის ჩვენების სანდოობას, რომ მას მართლაც დაარტყა ხელი სახის არეში ზ----- მ-------–---–მა, ადასტურებს ასევე ლ---- ე-–--------–---–ის შარვლისა და პერანგის დათვალიერების ოქმი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20---–-–-–------------–----------–------------ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელია და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არა აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულების ფორმირება და საბოლოოდ ასკვნის, რომ მტკიცებულებათა ამ კრიტერიუმით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე, მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გამოძიების, ასევე, სასამართლო სხდომაზე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისას დაზარალებულის ჩვენებაში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, არსებული მტკიცებულება არსანდოა და ვერ აკმაყოფილებს ზემოთმოყვანილ კრიტერიუმებს.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ირიბი ჩვენება, როგორც ნებისმიერი ნაწარმოები მტკიცებულება, სარწმუნოობის უფრო დაბალი ხარსიხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებასთან შედარებით, ვინაიდან მატულობს ჩვენების თანამდევი ინფორმაციის დამახინჯების ობიექტიური და სუბიექტური საფრთხეები.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაზარალებულის არასანდო ჩვენება, პოლიციელთა ირიბი ჩვენებები რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან რა ყაჩაღურ თავდასხმას ეყრდნობიან ზ----- მ-------–---–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამ უკანასკნელის მიერ დაკითხვის შემდეგ წარდგენილი დანა რომელიც ეჭვს აჩენს მის წარმომავლობასა და კუთვნილებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ მოიპოვება აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ---- ე-–--------–---–ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ის უნდა იქნეს გამართლებული.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით არსებული პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დანა და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- ე-–--------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- ე-–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ ლ---- ე-–--------–---–ს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები: - მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ---- ე-–--------–---–ს, ხოლო ზ----- მ-------–---–ის და ლ---- ე-–--------–---–ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/