განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ--- გ----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--–- ი----- ასული ჩ--------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას).
ბრალდებული - ე-–----- ი---------- ძე ჩ--------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას).
ადვოკატი - რ----- რ-–-----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2014 წლის ნოემბერში, ე-–----- ჩ--------ემ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში მდებარე რ----- ს------ის სახლში და უწყვეტად განაგრძობს ცხოვრებას, რითაც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.
1.2.2014 წლის ნოემბერში, ნ--–- ჩ--------ემ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში მდებარე რ----- ს------ის სახლში და უწყვეტად განაგრძობს ცხოვრებას, რითაც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას.
2.1. დაზარალებულ რ----- ს------ის ჩვენებით დადგინდა, 2008 წელს, მისი ზეპირსიტყვიერი თანხმობით, კუთვნილ 16 000 აშშ დოლარზე გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შ----- ხ----ეს და ე------ ჩ--------ეს შორის. იპოთეკის საგანი იყო უძრავი ქონება, მდებარე თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში. მოგვიანებით შ----- ხ----ემ რ----- ს------ის სასარგებლოდ დათმო უფლება, რის გამოც საჯარო რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, შ----- ხ----ის ნაცვლად იპოთეკარად მიეთითა რ----- ს------ე. მას შემდეგ, რაც ე------ ჩ--------ემ დაარღვია, როგორც რ----- ს------ის, ასევე სხვა პირის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოხდა იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონების აუქციონის წესით გასხვისება. აუქციონის გზით რ----- ს------ემ ხსენებული უძრავი ქონება შეიძინა. ე------ ჩ--------ის მშობლებმა ნ--–- და ე-–----- ჩ--------ეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, ნებაყოფლობით არ გამოათავისუფლეს სახლი, რის გამოც დაზარალებულმა მიმართა აღსრულების პოლიციას იძულებითი გამოსახლების თაობაზე. რამდენჯერმე ჩაინიშნა გამოსახლების პროცესი, თუმცა ნ--–- ჩ--------ის თხოვნით არაერთხელ გადაიდო. ნ--–- ჩ--------ემ ითხოვა დრო პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დადო პირობა ბინის ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ. დაზარალებული მოითხოვდა მის მიერ უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის ანაზღაურებას, რაც ბრალდებულებმა არ შეასრულეს. რ----- ს------ის განცხადების საფუძველზე მოხდა ე------ ჩ--------ის ოჯახის იძულებით გამოსახლება, რომელსაც ესწრებოდა მისი წარმომადგენელი ვ------- გ--–-–---–ი. გამოსახლების შემდეგ სახლის გასაღები გადაეცა ვ------- გ--–-–---–ს, ამ უკანასკნელმა გასაღები თავის მხრივ გადასცა დაზარალებულს. რ----- ს------ე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, 2016 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეიტყო, რომ მის კუთვნილ სახლში უნებართვოდ ცხოვრობდნენ ე-–----- და ნ--–- ჩ--------ეები. ამის შემდგომ მიმართა სამართალდამცავებს. რ----- ს------ემ განმარტა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ვერ ახერხებს ისარგებლოს კუთვნილი ქონებით, ვინაიდან ბრალდებულები უწყვეტად ცხოვრობენ მის ბინაში და მას როგორც მესაკუთრეს არ ეძლევა მისი უძრავი ქონების ფლობის და განკარგვის შესაძლებლობა.
2.2. მოწმე შ----- ხ----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ რ----- ს------ის კუთვნილი ფულადი თანხით, ამ უკანასკნელის ზეპირსიტყვიერი თანხმობის საფუძველზე გაფორმდა მასსა და ე------ ჩ--------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--–-- ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონება. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მან ნებაყოფლობით დათმო უფლება რ----- ს------ის სასარგებლოდ.
2.3. 2008 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით, ე------ ჩ--------ესა და შ----- ხ----ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ე------ ჩ--------ემ ისესხა 16 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი, ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0--------------- ჩაიდო იპოთეკაში შ----- ხ----ის სასარგებლოდ.
2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2008 წლის 22 მაისის მდგომარეობით თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0---------------, შენობა ნაგებობების საერთო ფართი 136,44 კვ.მ, წარმოადგენს ე------ ჩ--------ის საკუთრებას. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა 2008 წლის 20 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე და იპოთეკარია შ----- ხ----ე.
2.5. უფლების დათმობის შესახებ 2009 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით, შ----- ხ----ემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლება დაუთმო რ----- ს------ეს.
2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს #A---------------- განკარგულების თანახმად, თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0--------------- შეიძინა რ----- ს------ემ 2011 წლის 28 ოქტომბრის აუქციონზე. რ----- ს------ემ უძრავი ნივთი შეიძინა 34 960 ლარად.
2.7. რ----- ს------ის საკუთრების უფლებას ადასტურებს საჯარო რეესტრის 2013 წლის 26 ივნისის ამონაწერი, რომლის მიხედვით თ---–--–-- ე------------------ ქუჩის #---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 0---------------, 3-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა #1-ში საერთო ფართი 2----- კვ.მ. (მათ შორის სარდაფში 2---- კვ.მ, I სართულზე 5---- კვ.მ, II სართული 1----- კვ.მ.) ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, წარმოადგენს რ----- ს------ის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 4 ნოემბრის განკარგულება.
2.8. წერილობითი დოკუმენტებით დგინდება, რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2013 წლის 15 ნოემბერს, იძულებითი ღონისძიება (გამოსახლება) ჩატარდა 2014 წლის 2 ოქტომბერს, უძრავი ქონება მდებარე ქ------–---- ზ-------ას ქუჩა #-- გადაეცა (ჩაბარდა) კრედიტორის წარმომადგენელს ვ------- გ--–-–---–ს.
2.9. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილების თანამშრომლის ვ------- ფ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2014 წელს, კრედიტორის რ----- ს------ის განცხადების საფუძველზე განახორციელა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიება - გამოსახლება ქ------–--–- ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლების პროცესში ბინაში იმყოფებოდა ნ--–- ჩ--------ე, რომელმაც ბინა დატოვა, თუმცა ითხოვა, რომ კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები გარეთ არ გაეტანათ და მოგვიანებით თავად გაიტანდნენ. იძულებითი გამოსახლების პროცესში მოხდა ბინაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა, აღნიშნულის თაობაზე შედგა ოქმი, კარი გასაღებით დაიკეტა და გასაღები გადაეცა მესაკუთრის წარმომადგენელს ვ------- გ--–-–---–ს.
2.10. 2014 წლის 2 ოქტომბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით დადასტურდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა ვ------- ფ------–---–მა, პოლიციელების კ------------- ჩ-------ის, ზ----- კ----–--ის, დ----- თ-------ის, რ----- ჯან--–-ძის, ასევე კრედიტორის რ----- ს------ის წარმომადგენლის ვ------- გ--–-–---–ის და სახლში ფაქტობრივად მცხოვრები ნ--–- ჩ--------ის მონაწილეობით, მოქალაქე რ----- ს------ის 2013 წლის 29 ოქტომბრის #------ განცხადების საფუძველზე განახორციელა თბილისში ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე სადავო უძრავი ქონებიდან პირთა იძულებით გამოსახლება. აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები და უძრავი ქონება ოქმში აღწერილ მოძრავ ნივთებთან ერთად ჩაბარდა კრედიტორის რ----- ს------ის წარმომადგენელს - ვ------- გ--–-–---–ს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კრედიტორის წარმომადგენელმა ჩაკეტა კარები.
2.11. იძულებითი გამოსახლების შემდეგ, 2014 წლის 2 ოქტომბერს, კრედიტორის წარმომადგენელს ვ------- გ--–-–---–სა და ნ--–- ჩ--------ეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება მასზედ, რომ 2014 წლის 30 ოქტომბრამდე, ნ--–- ჩ--------ის ოჯახი გაიტანდა საკუთარ მოძრავ ნივთებს და მესაკუთრის ნებართვის გარეშე ის და მისი ოჯახის არცერთი წევრი არ დაბრუნდებოდნენ რ----- ს------ის სახლში.
2.12. მოწმე ვ------- გ--–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წლის 2 ოქტომბერს დაესწრო თბილისში ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე რ----- ს------ის კუთვნილი ბინიდან იძულებით გამოსახლების პროცესს, როგორც კრედიტორის წარმომადგენელი. იქამდე გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო ნ--–- ჩ--------ის მიზეზით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც. ნ--–- ჩ--------ეს მიეცა ორი თვის ვადა, რათა ოჯახს ნებაყოფლობით გაეთავისუფლებინა ბინა და წაეღოთ კუთვნილი მოძრავი ნივთები. პირობა არ შესრულდა, რის გამოც 2014 წლის 2 ოქტომბერს მოხდა იძულებითი გამოსახლება, ნ--–- ჩ--------ემ დატოვა ბინა, აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. იძულებითი გამოსახლების შემდეგ მოწმეს გადაეცა სახლის გასაღები, რომელიც შემდგომ, თავის მხრივ გადასცა დაზარალებულს. ვ------- გ--–-–---–მა კატეგორიულად განმარტა, რომ არც მას და არც ბინის მესაკუთრეს რ----- ს------ეს არ მიუციათ ნებართვა ნ--–- და ე-–----- ჩ--------ეებისთვის, რომ ეცხოვრათ ხსენებულ ბინაში.
2.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ე-–----- და ნ--–- ჩ--------ეების მეზობლად მცხოვრები ზ----- ე---------ი, რომელმაც დაადასტურა იძულებითი გამოსახლების ფაქტი. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ იძულებით გამოსახლების დროიდან დაახლოებით ერთი თვეში ნ--–- ჩ--------ე და ე-–----- ჩ--------ე კვლავ ხსენებულ ბინაში ცხოვრობდნენ.
2.14. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებლის გ--- მ--------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს, მოქალაქე რ----- ს------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლის ფაქტზე, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას. გამოძიების ფარგლებში ჩაატარა ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე სახლის დათვალიერება ექსპერტების, დაზარალებულისა და ბინაში მყოფი ნ--–- ჩ--------ის მონაწილეობით. დათვალიერების შედეგი მოწმობდა, რომ ბინაში ცხოვრობდნენ ბრალდებულები.
2.15. თბილისში ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე სახლის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი დაადასტურეს ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მ------ ქ----–---–მა და ნ----ა მ------–---–მა, რომელთა ჩვენებების თანახმად, ხსენებულ სახლში ინახებოდა არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი და აშკარა იყო რომ ბინაში ცხოვრობდნენ.
2.16. მოწმე ე------ ჩ--------ემ დაადასტურა ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვისა და შემდგომ აღნიშნული ქონების რ----- ს------ის საკუთრებაში გადასვლის ფაქტი. მოწმემ ასევე დაადასტურა იძულებით გამოსახლების ფაქტი და განმარტა, რომ გამოსახლება მოხდა ნ--–- ჩ--------ის თანდასწრებით, იმ დროისთვის ე-–----- ჩ--------ე იმყოფებოდა რაჭაში და მან არ იცოდა გამოსახლების შესახებ. მოწმის განმარტებით, გამოსახლების შემდეგ, ნ--–- ჩ--------ე ვ------- გ--–-–---–ისგან აღებული ნებართვით კვლავ შევიდა ბინაში საცხოვრებლად და აღნიშნულის შემდეგ ნ--–- და ე-–----- ჩ--------ეები უწყვეტად ცხოვრობენ ე------ ს------ის ბინაში.
2.17. ბრალდებულმა ე-–----- ჩ--------ემ დაადასტურა, რომ ცხოვრობს ე------ ს------ის ბინაში თ---–--–-- ზ-------ას ქუჩა #---ში. იძულებითი გამოსახლების მომენტისთვის იგი იმყოფებოდა რაჭაში, თბილისში დაბრუნების შემდეგ მეუღლისგან ნ--–- ჩ--------ისგან შეიტყო, რომ მოხდა იძულებითი გამოსახლება. თუმცა იმის გამო, რომ მას სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა და იყო ავად, შევიდა დაზარალებულის ბინაში და მას შემდეგ ნ--–- ჩ--------ესთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს.
2.18. ბრალდებულმა ნ--–- ჩ--------ემ დაადასტურა, რომ თ---–--–-- ზ-------ას ქუჩა #---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, შვილმა ე------ ჩ--------ემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთა იპოთეკით. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, უძრავი ქონება, აუქციონის გზით შეიძინა რ----- ს------ემ და გადავიდა მის საკუთრებაში. 2014 წელს მოხდა ნ--–- ჩ--------ის იძულებითი გამოსახლება, ამ დროისთვის ე-–----- ჩ--------ე იმყოფებოდა რაჭაში, ხოლო თავად, დროებით მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღეში ე-–----- ჩ--------ე ჩამოვიდა თბილისში და ნ--–- ჩ--------ისგან შეიტყო გამოსახლების შესახებ. ე-–----- ჩ--------ეს ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ გადაწყვიტა გამოსახლების მიუხედავად ბინაში საცხოვრებლად შესვლა. ნ--–- ჩ--------ის ჩვენებით, ვინაიდან მას და მის მეუღლეს სხვაგან საცხოვრისი არ ჰქონდათ, თან იყვნენ ავად, ვ------- გ--–-–---–ს სთხოვა ნებართვა, რათა ეცხოვრათ ხსენებულ სახლში. ვ------- გ--–-–---–მა თანხმობა განუცხადა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამის თაობაზე არ უნდა შეეტყო სახლის მესაკუთრეს რ----- ს------ეს. ვ------- გ--–-–---–ის თანხმობით, რომელიც არ იყო შეთანხმებული ბინის მესაკუთრესთან, ნ--–- ჩ--------ე შევიდა საცხოვრებლად სადავო ბინაში და მას შემდეგ მეუღლესთან ე-–----- ჩ--------ესთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს.
2.19. ბრალდებულებმა ჩვენებებში დაადასტურეს, რომ 2014 წელს, იძულებითი გამოსახლების შემდეგ, ბინის მესაკუთრის რ----- ს------ის ნებართვის გარეშე, შევიდნენ ამ უკანასკნელის უძრავ ქონებაში საცხოვრებლად და მას შემდეგ უწყვეტად ცხოვრობენ. ბრალდებულები შეეცადნენ მათი ეს ქმედება გაემართლებინათ უკიდურესი აუცილებლობით - სხვა საცხოვრისის არქონის და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით. ნ--–- ჩ--------ე ასევე შეეცადა იმის მტკიცებას, რომ ბინაში შევიდა დაზარალებულის წარმომადგენლის ვ------- გ--–-–---–ის თანხმობით, მესაკუთრისგან მალულად. სასამართლო ბრალდებულების არგუმენტაციას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ბრალდებულებმა ნ--–- ჩ--------ემ და ე-–----- ჩ--------ემ ჩვენებებში თავად დაადასტურეს, რომ რაჭის რეგიონში გააჩნიათ უძრავი ქონება, მაგრამ იქ არ ცხოვრობენ ყოფითი პირობების არქონის გამო. სასამართლოს შეფასებით, საყოფაცხოვრებო პირობები ვერ განიხილება საცხოვრისის არქონად და სხვის უძრავ ქონებაში უკანონოდ შეჭრის ლეგიტიმურ საფუძვლად. 2. ბრალდებულ ნ--–- ჩ--------ის და მოწმე ე------ ჩ--------ის ჩვენებები, თითქოს, ე-–----- და ნ--–- ჩ--------ეები რ----- ს------ის უძრავ ქონებაში ცხოვრობდნენ დაზარალებულის წარმომადგენლის ვ------- გ--–-–---–ის ნებართვით, გარდა მათი, როგორც დაინტერესებული პირების ჩვენებებისა, სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, უფრო მეტიც, აღნიშნული ნებართვის გაცემას კატეგორიულად გამორიცხავს მოწმე ვ------- გ--–-–---–ი. სასამართლომ, რომც მოახდინოს დაშვება იმისა, რომ ნ--–- და ე-–----- ჩ--------ეები მესაკუთრის რ----- ს------ის ბინიდან გამოსახლების შემდეგ, ვ------- გ--–-–---–ის ნებართვით შევიდნენ სახლში საცხოვრებლად, აღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება ბრალდებულების გამართლების საფუძველი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ორივე ბრალდებულები და განსაკუთრებით ნ--–- ჩ--------ე ჩვენებებში დაბეჯითებით და დამაჯერებლად აცხადებენ, რომ სადავო ბინაში საცხოვრებლად შევიდნენ მესაკუთრის რ----- ს------ის ნებართვის გარეშე, დაზარალებული არ იყო ინფორმირებული, რომ ბრალდებულები ცხოვრობდნენ მის კერძო საკუთრებაში.
2.20. რაც შეეხება დაცვის არგუმენტს, რომ მესაკუთრეს ფიზიკურად უნდა ჰქონდეს დაცული მფლობელობაში არსებული ნივთი, სხვა შემთხვევაში, თავისუფალ ქონებაში შესვლა, თუ იქ შესვლისას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გვხვდება, არ არის სისხლისსამართლებრივი დავის საგანი, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას. სასამართლო განმარტავს, ბრალდებულთათვის ბრალადწარდგენილი ქმედება გულისხმობს სწორედ ბინის ხელშეუხებლობის უკანონოდ დარღვევას და აღნიშნული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად სავალდებულოა ზუსტად და ნათლად იქნეს გამოკვეთილი ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტია, რომ ბინის მესაკუთრე არის რ----- ს------ე. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ რ----- ს------ის კუთვნილი ბინის მართლზომიერი მფლობელობის განმაპირობებელი საფუძველი, აღნიშნული პირები უძრავ ქონებაში შეიჭრნენ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
2.21. ზემოთ განხილული ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ე-–----- ჩ--------ისა და ნ--–- ჩ--------ისათვის ცნობილი იყო, რომ თ---–--–-- ე.ზ-------ას ქუჩა #---ში (საკადასტრო კოდი: 0---------------) მდებარე უძრავი ქონება, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით, აუქციონის წესით, იურიდიულად გავიდა მათი ოჯახის საკუთრებიდან. ასევე დავას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ ე-–----- ჩ--------ისა და ნ--–- ჩ--------ისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ბინიდან მათი ოჯახის იძულებითი გამოსახლების შესახებ. ბრალდებულებს შეგნებული და გააზრებული ჰქონდათ, რომ იძულებითი გამოსახლების შემდეგ არ გააჩნდათ აღნიშნული ქონების ფლობის უფლება, თუმცა ამის მიუხედავად, განზრახ დაარღვიეს მფლობელობისა და საკუთრების უფლება, დაზარალებულის ნებართვის გარეშე სხვადასხვა დროს, დამოუკიდებლად შევიდნენ მის სახლში და უწყვეტად განაგრძეს ცხოვრება.
2.22. წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა მატერიალური ფაქტი, რომლის მიხედვით რ----- ს------ის ნების საწინააღმდეგოდ, მის უძრავ ქონებაში უკანონოდ შეიჭრნენ ბრალდებულები ე-–----- ჩ--------ე და ნ--–- ჩ--------ე და წლების განმავლობაში ახორციელებენ ბინის უკანონო ფლობას. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ მასზედ, რომ იძულებითი გამოსახლების შემდეგ, 2014 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ჯერ ე-–----- ჩ--------ე და შემდგომ ნ--–- ჩ--------ე შევიდნენ რ----- ს------ის კუთვნილ სახლში ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ. სასამართლო განმარტავს, რომ რ----- ს------ეს ქონების კეთილსინდისიერი ფლობის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტის საფუძველზე გააჩნია თავისი საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლება, თუმცა ეს უფლება, საკუთარი განზრახი ქმედებით შეუზღუდეს ე-–----- ჩ--------ემ და ნ--–- ჩ--------ემ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანების დაცვით სასამართლომ ორივე მხარეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა მეორე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევასა და გაბათილებაზე, ასევე დაცვის მხარეს მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა.
3.3. მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, გამოკვლეული მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ე-–----- ჩ--------ემ და ნ--–- ჩ--------ემ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლით, დაარღვიეს ბინის ხელშეუხებლობა. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ე-–----- ჩ--------ემ, ასევე ბრალდებულმა ნ--–- ჩ--------ემ დამოუკიდებლად ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე. მოცემულ შემთხვევაში, ე-–----- ჩ--------ე, ისევე როგორც ნ--–- ჩ--------ე, რომლებმაც იცოდნენ, რომ ბინის კეთილსინდისიერი მესაკუთრე იყო რ----- ს------ე, იძულებითი გამოსახლების შემდეგ, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს, სხვადასხვა დროს, ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდნენ საცხოვრებლად მის ბინაში, სადაც უწყვეტად ცხოვრობენ.
3.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელობის ან/და საკუთრების უფლების ხელყოფას და ამ უფლებით სარგებლობისთვის ხელშეშლას კრძალავს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი. მითითებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას.
3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულებს ე-–----- ჩ--------ეს და ნ--–- ჩ--------ეს. ისინი არიან პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინეს.
3.7. და ბოლოს, სასამართლო დასკვნის სახით აცხადებს, რომ ე-–----- ჩ--------ემ და ნ--–- ჩ--------ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით - რ----- ს------ის ბინაში უკანონო შეჭრით ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ--–- ჩ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ე-–----- ჩ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რათა სახელმწიფოში დაცული იქნეს საკუთრების, მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ფლობის უფლება. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულებზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ განაგრძონ რ----- ს------ის ბინით კვლავ უკანონოდ სარგებლობა. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანობის აღდგენის პრინციპს, რომელიც მიიღწევა კანონიერი და ობიექტური მართლმსაჯულების გზით, მართლმსაჯულება არის ბერკეტი და საშუალება თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის დაზარალებულმა აღიდგინოს დარღვეული უფლება, განსახილველ შემთხვევაში ეს უფლება შეიძლება აღდგეს მხოლოდ იმ პირობებში თუკი მესაკუთრე ფაქტობრივად და მატერიალურად დაიბრუნებს საკუთრებას, რომლის დაცვის გარანტიაც არის საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი კანონი.
5.4. სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო მხედველობაში იღებს ნ--–- და ე-–----- ჩ--------ეების ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ცნობებით ორივე მათგანი დაავადებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებით, გულის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, ამასთან ე-–----- ჩ--------ე მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია. შესაბამისად, მათ მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა იქნება განსაკუთრებით მკაცრი და შეუსაბამო. რაც შეეხება სასჯელის სხვა ალტერნატიულ სახეს, როგორიცაა შინაპატიმრობა (გამასწორებელი სამუშაო არ გამოიყენება) ამ უკანასკნელის სპეციფიური ხასიათიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულები დღეის მდგომარებით ცხოვრობენ დაზარალებულის ბინაში აღნიშნული სასჯელები ვერ იქნება გამოყენებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მსჯავრდებულთათვის სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულთა მატერიალური მდგომარეობა, ორივე მათგანი არის პენსიონერი და მათი შემოსავლის წყარო არის მხოლოდ პენსია (ე. ჩ--------ე 79 წლის, ნ. ჩ--------ე 68 წლის).
5.5. სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამნაშავე პირთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს ჯარიმა, თითოეულის მიმართ 1000 -1000 ლარის ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--–- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
2. ე-–----- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა