განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100118002714342
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24დეკემბერი,2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----------–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–- ა------- ასული კ-----–--–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–-- რაიონის სოფელ მ--------––- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ლ--–--- დასახლება, პ------–- მ/რაიონი, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ)

 

ბრალდებული - ლ------ დ------- ასული კ--–------, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–-- რაიონის სოფელ ყ------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ნ--–----------–-----, რ---------- ქ.#1--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ადვოკატი - ა-–---------- ხ--–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, ა----–-- ლ------ ქ.#-, ბინა #4--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-----–- კ-----–--–---–მა მ--–--- ნ-----–---ს და ა----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელით სწვდა მ--–--- ნ-----–---ს თმებში და ძალით გადმოიყვანა საწოლიდან, რა დროსაც სახეში, მარცხენა ლოყაზე, სამჯერ, ძლიერად გაარტყა გაშლილი ხელი, ასევე ხელს ურტყამდა მარჯვენა მკლავსა და ზურგზე. ცემის შედეგად მ--–--- ნ-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხოლო, ა-----------ეს თმებში მოქაჩა, ამავდროულად მუშტს ურტყამდა მარცხენა მკლავსა და მარცხენა ფერდში, რა დროსაც ა----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, ა----–-- ლ------ ქ.#-, ბინა #4--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ------ კ--–------მ ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა მ--–--- ნ-----–---ს, ჯოხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე და ბარძაყზე, რა დროსაც მ--–--- ნ-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

2.3.სასამართლოს დასკვნა ნ-----–- კ-----–--–---–ის და ლ------ კ--–------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - მ--–--- ნ-----–---ს, ა----------ის და მოწმეების - მ--------- კ-----–--–---–ის, ნ--–- კ-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დანაშაულებრივი ხელყოფის ობიექტი არის ადამიანის სხეულებრივი ხელშეუხებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი მაკვალიფიცირებელ გარემოებად განიხილავს ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ. უდავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს ნ-----–- კ-----–--–---–მა სცემა ორი პირი მ--–--- ნ-----–--- და ა----------ე, ხოლო ლ------ კ--–------მ სცემა ერთი პირი მ--–--- ნ-----–---. ცემის შედეგად ორივე მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.2.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ-----–- კ-----–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ), ხოლო ლ------ კ--–------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1.ნ-----–- კ-----–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. ლ------ კ--–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ბრალის აღიარებას, მათ წარსულ ცხოვრებას - არ არიან ნასამართლევნი, უდავოდ გახადეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც მაქსიმალურად დაზოგეს სახელმწიფო და სასამართლო რესურსი. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებასაც, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ნ-----–- კ-----–--–---–ისა და ლ------ კ--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.3.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის და ბრალდებულთა პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით (არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ამავე დროს სოციალურად დაუცველები), სასამართლოს შეფასებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იქნება საკმარისი შემაკავებელი ბერკეტი, რაც გამორიცხავს ბრალდებულთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულთათვის, გააცნობიერონ თავიანთი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.

 

5.4. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ნ-----–- კ-----–--–---–ისა და ლ------ კ--–------ს სათანადო ქცევას, რათა არ გაგრძელდეს დაზარალებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულებმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2(ორი) დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–- კ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათი.

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ნ-----–- კ-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3.ლ------ კ--–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ------ კ--–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2(ორი) დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა