განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ _ ლ---- გ-------–--ის
ბრალდებულ _ ვ------- შ--–--------ის
ადვოკატ _ მ--- ბ----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ვ------- გ----ს ძე შ--–--------ის, დაბადებულის 1--- წლის 1---------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.თბილისში, თ---------------------–-, კორპუსი №--, ბინა №---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------- შ--–--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ------- შ--–--------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თ---------------------–-, კორპუსი №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------- შ--–--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - მ-------- ს---–--ის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელის შეკრული მტევანი ორჯერ დაარტყა მას თავში, რა დროსაც მ-------- ს---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ვ------- შ--–--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი).
2018 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, თ---------------------–-, კორპუსი №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------- შ--–--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - მ-------- ს---–--ის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელის შეკრული მტევანი დაარტყა მას მარცხენა მხარში, ხელი ჰკრა და მიაჯახა ფანჯრის ჩარჩოს, რა დროსაც მ-------- ს---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ვ------- შ--–--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი).
2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 08:10 საათზე, ქ. თბილისში, თ---------------------–-, კორპუსი №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------- შ--–--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - მ-------- ს---–--ის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელის შეკრული მტევანი დაარტყა მას სახის მარცხენა მხარეს, თვალის ქვემოთ, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის წვივის არეში, რა დროსაც მ-------- ს---–--ემ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ მ-------- ს---–--ის არასრულწლოვანი შვილები - ლ--–- და დ------ შ--–--------ეები.
ე.ი. ვ------- შ--–--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
2018 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში, 27 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე და 28 ნოემბერს, დაახლოებით 08:10 საათზე ქ. თბილისში, თ---------------------–-, კორპუსი №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------- შ--–--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - მ-------- ს---–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ვ------- შ--–--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ვ------- შ--–--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, ვ------- შ--–--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მისივე განმარტებით, გამოიწვია დაზარალებულის არასათანადო ყურადღებამ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რამაც წარსულში უკვე გამოიწვია მძიმე შედეგი (ერთ-ერთმა ბავშვმა მიიღო დამწვრობა). რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებული არავითარ საფრთხეს არ განიცდის, მას პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას, ამასთან, ისინი აღარ აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას და განქორწინების პროცესში არიან, სასამართლოს გზით თანხმდებიან შვილების ნახვის დღეებზე (რაც ასევე დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მორიგების აქტით), რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთან განქორწინების პროცესშია და აღარ აპირებს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან (დაკავებამდე ჰქონდა კერძო ბიზნესი და ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარამდე), აქტიურად მონაწილეობს შვილების აღზრდის პროცესში, მეზობლები ვ------- შ--–--------ეს ახასიათებენ, როგორც კანონმორჩილ ადამიანს, მზრუნველ და ყურადღებიან მეუღლესა და მამას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ბრალდებულის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მორიგების აქტში ასახული მ-------- ს---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულება, „მათი შვილების ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში აცნობოს ვ------- შ--–--------ეს, რათა მან უზრუნველყოს დახმარება ბავშვების ავადმყოფობის აღმოფხვრის გზით“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია იმ პირობებში, როდესაც მის კმაყოფაზე არიან მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში, მარჩენალის გარეშე დარჩებიან. ასევე მიზანშეუწონელია მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება, რამდენადაც იგი არის დასაქმებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება ხელს შეუშლის ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 26 ნოემბრისა და 2018 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდები) პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------- შ--–--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი - 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ვ------- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი - 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ვ------- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ვ------- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- შ--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. მსჯავრდებულ ვ------- შ--–--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 ნოემბრიდან - 2019 წლის 23 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. მსჯავრდებულ ვ------- შ--–--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ------- შ--–--------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
8. ვ------- შ--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ------- შ--–--------ეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი