განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002457273
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ია ბაისონაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ნ-------- ჭ-----ის

ბრალდებულ – გ--- კ----–-–---–ის

ადვოკატ – მ--- გ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– გ--- თ------ის ძე კ----–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის----------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: ქ. ს-----------ში, დ-----------–-----–-- გამზირი #---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-, ჩ------–---–ის ქუჩა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- კ----–-–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- კ----–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

თ--- ა-------–---–ი და გ--- კ----–-–---–ი დაახლოებით 2016 წლის შემოდგომის პერიოდიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ გ--- კ----–-–---–ის მშობლების სახლში, ქ. თბილისში, ჩ------–---–ის ქუჩა #---ში. გ--- კ----–-–---–სა და თ--- ა-------–---–ს შორის იყო კონფლიქტი საცხოვრებელი პირობებისა და იმის გამო, რომ იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. 2017 წლის მაისის თვეში, ფეხმძიმობის პერიოდში მყოფ თ--- ა-------–---–ს ურთიერთშელაპარაკებისას გ--- კ----–-–---–მა ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, გ--- კ----–-–---–ი და თ--- ა-------–---–ი საცხოვრებლად გადავიდნენ ამ უკანასკნელის მამის - რ---- ა-------–---–ის სახლში, მდებარე ქ. თბილისში, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში, სადაც 2017 წლის დეკემბრის თვეში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--- კ----–-–---–მა, ოჯახის წევრის, ბებიის (ასევე თ--- ა-------–---–ის) თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა მეუღლეს - თ--- ა-------–---–ს სახის არეში, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის მარტის თვიდან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო თ--- ა-------–---–მა და გ--- კ----–-–---–მა შეწყვიტეს თანაცხოვრება, თუმცა ამის შემდეგაც იგი ახორციელებდა ძალადობას მსხვერპლის მიმართ, აკონტროლებდა მის ქცევას და პირად ცხოვრებას.

 

გ--- კ----–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ასევე, 2018 წლის იანვრის თვეში ქ. თბილისში, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ--- კ----–-–---–მა ხელი გაარტყა სახის არეში მისი მეუღლის მამას - რ---- ა-------–---–ს, რომელიც შეეცადა გაენეიტრალებინა წარმოქმნილი კონფლიქტი გ--- კ----–-–---–სა და მის შვილს - თ--- ა-------–---–ს შორის. დარტყმის შედეგად რ---- ა-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ--- კ----–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება გ--- კ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - თ--- ა-------–---–ის მიმართ 2017 წლის მაისის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), თუმცა წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას (თ--- ა-------–---–ისა და რ---- ა-------–---–ის ეპიზოდები), კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ--- კ----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ--- ა-------–---–თან, რომელიც ხშირად იყო გაღიზიანებული, სვამდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც უარყოფითად მოქმედებდა მის ცოლზე და იქცეოდა არაადეკვატურად. 2017 წლის მაისის თვეში, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს მეუღლე დახვდა გაღიზიანებული, თუმცა მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ მომხდარა. ასევე, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მეუღლის მიმართ ძალადობას 2017 წლის დეკემბრის თვეში, ისევე, როგორც არც 2018 წლის იანვრის თვეში უძალადია სიმამრის მიმართ, უფრო მეტიც, იგი აღნიშნულ პერიოდში საერთოდ არ ცხოვრობდა ქ------–--–-, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში. ბრალდებულის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომელთაც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, არიან ერთი ოჯახის წევრები და მათ შურისძიება ამოძრავებთ მის მიმართ, კერძოდ, იმის გამო რომ მან მათი ახლო ნათესავი რ----- მ-------–ი ამხილა მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. სწორედ ამის გამო მოწმეებმა მის წინააღმდეგ შეკრეს პირი და ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა თ--- ა-------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--- კ----–-–---–თან, რომელიც იყო ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი და ამის გამო თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. გ--- კ----–-–---–ი ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ იყო „განსხვავებული გიჟი“ და ემუქრებოდა დედობის უფლების ჩამორთმევით, რადგან იყო დაავადებული შეძენილი ეპილეფსიით. 2017 წლის მაისის თვეში, როდესაც ის იყო ერთი თვის ორსული (რაც იცოდა გ--- კ----–-–---–მა) და ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის მშობლების ბინაში, ქ. თბილისში, ჩ------–---–ის ქუჩა #---ში, გ--- კ----–-–---–მა ხელი წაუჭირა მას ყელის არეში და ახრჩობდა, ასევე, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის დროს სახლში იყვნენ მხოლოდ ორნი, ის და გ--- კ----–-–---–ი და სხვა აღნიშნულ ძალადობას არ შესწრებია. ასევე, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ბებიის - თ--- ა-------–---–ის თანდასწრებით, გ--- კ----–-–---–მა კვლავ განახორციელა მის მიმართ ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი ასევე შეესწრო 2018 წლის იანვრის თვეში გ--- კ----–-–---–ის მიერ მამამისისთვის სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტს. თ--- ა-------–---–ის განმარტებით, მან აღნიშნული ძალადობების შესახებ იმიტომ არ მიმართა მაშინვე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გ--- კ----–-–---–ი მას სწერდა მუქარის შემცველ SMS-ებს და ეშინოდა მისი, თუმცა, შემდეგ უკვე ვინაიდან ცრუდ დაასმინა მისი მამიდაშვილი - რ----- მ-------–ი, გადაწყვიტა გამოძიებისათვის მიეწოდებინა მის მიერ ჩადენილი ძალადობების შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა რ---- ა-------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი - თ--- ა-------–---–ი და გ--- კ----–-–---–ი დაოჯახდნენ 2016 წლის შემოდგომაზე. რამდენიმე თვის შემდეგ, მათ საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო შვილი და სიძე საცხოვრებლად გადავიდნენ მასთან, ქ------–--–-, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში. 2017 წლის დეკემბრის თვიდან გ--- კ----–-–---–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღება, რა დროსაც იგი ხდებოდა აგრესიული და არაადეკვატური. 2018 წლის იანვრის თვეში, მორიგი ალკოჰოლური თრობის დროს, მის შვილსა და სიძეს შორის არსებული კონფლიქტისა და ჩხუბის გამო, მათი დამშვიდების მიზნით შევიდა მათთან ოთახში, რა დროსაც გ--- კ----–-–---–მა სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ლოყაზე გაუსკდა კანი და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულით მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რ---- ა-------–---–ის განმარტებით, გ--- კ----–-–---–ის ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე მათთან შევიდნენ მეზობლად - იმავე სახლის მეორე ნაწილში მცხოვრები ბიძაშვილი - ლ---- ა-------–---–ი და ამ უკანასკნელის დისშვილი - თ------ ე-–--------–---–ი, რომლებიც ესწრებოდნენ ბრალდებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს და რომელთაც გააშველეს ისინი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ--- ა-------–---–მა (ბებიამ) განმარტა, რომ მისი შვილიშვილი თ--- ა-------–---–ი და გ--- კ----–-–---–ი, რომლებიც თანაცხოვრების ბოლო პერიოდი საცხოვრებლად გადავიდნენ მათთან, ხშირად ჩხუბობდნენ, რადგან გ--- კ----–-–---–ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც იგი ყველას მიმართ ხდებოდა აგრესიული. 2017 წლის დეკემბრის თვეში, უშუალოდ მისი თანდასწრებით, გ--- კ----–-–---–მა სახის არეში დაარტყა ხელი მის შვილიშვილს - თ--- ა-------–---–ს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვეში, ასევე მისი თანდასწრებით, სახის არეში დაარტყა ხელი მის შვილს - რ---- ა-------–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ------ ე-–--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის ბოლო პერიოდში მისი ბიძაშვილი თ--- ა-------–---–ი და მისი მეუღლე გ--- კ----–-–---–ი საცხოვრებლად გადავიდნენ თ--- ა-------–---–ის მამის - რ---- ა-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------–--–-, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში, სადაც სახლის მეორე ნახევარში ასევე ცხოვრობს თვითონაც, რის შემდეგაც მას ხშირად ესმოდა მეუღლეთა შორის ყვირილისა და ჩხუბის ხმა. 2018 წლის იანვრის თვეში, ჩხუბისა და ყვირილის ხმაზე ის და ლ---- ა-------–---–ი შევიდნენ რ---- ა-------–---–ის სახლში, რა დროსაც უშუალოდ შეესწრო გ--- კ----–-–---–ის მიერ რ---- ა-------–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტს. ხელის დარტყმის შედეგად რ---- ა-------–---–ს წამოუვიდა სისხლი, ხოლო გაშველების დროს გ--- კ----–-–---–ის მხრიდან მასაც მოხვდა ხელი, თუმცა ფიზიკური ტკივილი არ განუცდია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ---- ა-------–---–მა განმარტა, რომ თ--- ა-------–---–ი და გ--- კ----–-–---–ი დაოჯახებიდან რამდენიმე თვეში საცხოვრებლად გადავიდნენ თ--- ა-------–---–ის მამის - რ---- ა-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------–--–-, ო--------ის დ-----–---- ჭ--------ს ქუჩა #---ში, სადაც სახლის მეორე ნახევარში ასევე ცხოვრობს თვითონაც, რის შემდეგაც მას ხშირად გაუგია მეუღლეთა შორის კონფლიქტისა და ჩხუბის ხმა. 2018 წლის იანვრის თვეში, ჩხუბისა და ყვირილის ხმაზე ის და მისი დისშვილი - თ------ ე-–--------–---–ი გავიდნენ რ---- ა-------–---–ის სახლში, რა დროსაც მათი უშუალო თანდასწრებით გ--- კ----–-–---–მა, რომელიც იყო ნასვამი და აგრესიული, რ---- ა-------–---–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც სახიდან წამოუვიდა სისხლი. მან თ------ ე-–--------–---–თან ერთად შეძლო გ--- კ----–-–---–ისა და რ---- ა-------–---–ის გაშველება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რ----- მ-------–მა განმარტა, რომ მისთვის ბიძაშვილისაგან - თ--- ა-------–---–ისაგან არის ცნობილი, რომ მისი მეუღლე - გ--- კ----–-–---–ი ხშირად სვამდა ალკოჰოლს, რის შემდეგაც ხდებოდა აგრესიული და არაადეკვატური. ბიძაშვილის თქმით, იგი ხშირად ძალადობდა თ--- ა-------–---–ზე და ამის გამო მასთან ცხოვრება იყო აუტანელი, თუმცა გ--- კ----–-–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების თანამშრომლებმა – მოწმეებმა გ------- გ---–--–-–---–მა, კ------- ე-–--------–---–მა და მ---- მ------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

დაცვის მხარის მოწმე ნ---- წ---–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლიდან მუშაობს გ--- კ----–-–---–თან ერთად, რომელსაც ახასიათებს დადებითად. ამასთან, გ--- კ----–-–---–სა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა იხსენებს შემთხვევას, როდესაც 2017 წლის მარტის თვეში გ--- კ----–-–---–ი აღელვებული მივიდა სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და სახლიდან გამოერიდა.

 

სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2017 წლის მაისის თვეში, გ--- კ----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორსული მეუღლის - თ--- ა-------–---–ის მიმართ ძალადობას. ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც თავის მხრივ სასამართლოს მიაწოდა არასარწმუნო ინფორმაცია, კერძოდ, განმარტა, რომ გ--- კ----–-–---–მა მასზე ძალადობა განახორციელა 2017 წლის მაისის თვეში, მაშინ როდესაც იგი იყო ერთი თვის ორსული, მან ასევე განმარტა, რომ შვილი შეეძინა 2017 წლის ნოემბრის თვეში - ორსულობის ცხრა თვის თავზე, მაშინ, როცა ცხრა თვის ვადის ნოემბერში დასრულების გათვალისწინებით იგი მაისის თვეში უნდა ყოფილიყო არა ერთი, არამედ სამი თვის ორსული. ამასთან, მოცემული ძალადობის ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი პირი, რომელიც დაადასტურებდა გ--- კ----–-–---–ის მხრიდან ორსული მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელებას. თავად დაზარალებულის თქმით, აღნიშნული ძალადობის დროს სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ ორნი - თვითონ დაზარალებული და ბრალდებული, რომელთაგან დაზარალებული განმარტავს, რომ გ--- კ----–-–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა, ხოლო ბრალდებული ამბობს, რომ მას მეუღლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. იმ ფონზე კი, როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი არ არის სხვა დამატებითი ინფორმაცია და უზუსტობაა თავად დაზარალებულის ჩვენებაშიც, მტკიცებულების არასანდოობისა და არასაკმარისობის გამო ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ გ--- კ----–-–---–მა 2017 წლის მაისის თვეში ჩაიდინა აღნიშნული ძალადობა, ხოლო ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--- კ----–-–---–ის მიერ 2017 წლის მაისის თვეში თ--- ა-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდება ვერ დადასტურდა საკმარისი მტკიცებულებებით და არ არსებობს მის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--- კ----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

რაც შეეხება გ--- კ----–-–---–ის მიერ 2017 წლის დეკემბრის თვეში მეუღლის - თ--- ა-------–---–ისა და 2018 წლის იანვრის თვეში სიმამრის - რ---- ა-------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტებს, ბრალდების ამ ნაწილში, საქმის ირგვლივ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ გ--- კ----–-–---–მა მართლაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), კერძოდ:

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში გ--- კ----–-–---–ის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნული დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში, გ--- კ----–-–---–მა სახის არეში დაარტყა ხელი, რაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა თვითმხილველმა მოწმე თ--- ა-------–---–მა (დაზარალებულის ბებიამ).

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე აშკარად დასტურდება, რომ 2018 წლის იანვრის თვეში გ--- კ----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიმამრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნული დასტურდება თავად რ---- ა-------–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში, მის შვილსა და სიძეს შორის არსებული კონფლიქტის დროს, გაშველების მიზნით შევიდა მათთან ოთახში, რა დროსაც ასევე კონფლიქტის ხმაზე მათთან შესული ლ---- ა-------–---–ისა და თ------ ე-–--------–---–ის თანდასწრებით, ასევე, შვილის - თ--- ა-------–---–ის და დედის - თ--- ა-------–---–ის თანდასწრებით გ--- კ----–-–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ რ---- ა-------–---–ის ჩვენება ზედმიწევნით დაადასტურეს ფაქტის შემსწრე ოთხმა პირმა: შვილმა - თ--- ა-------–---–მა, დედამ - თ--- ა-------–---–მა, ლ---- ა-------–---–მა და თ------ ე-–--------–---–მა. სწორედ ლ---- ა-------–---–მა და თ------ ე-–--------–---–მა გააშველეს ბრალდებული და რ---- ა-------–---–ი. რაც შეეხება ბრალდებულ გ--- კ----–-–---–ის მიერ მოყვანილ არგუმენტს - თითქოს 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვეში საერთოდ არ ყოფილა ო--------აში და შესაბამისად, ძალადობას ფიზიკურად ვერ განახორციელებდა, მას სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არაერთ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებას, რომლებიც თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ--- კ----–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (თ--- ა-------–---–ისა და რ---- ა-------–---–ის ეპიზოდები).

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმე - ნ---- წ---–-----ს, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მხოლოდ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების თაობაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ ძალადობის ფაქტთან მიმართებაში არავითარ ინფორმაციას არ ფლობს, აღნიშნული მტკიცებულება პირის ბრალეულობაზე მსჯელობის ასპექტში რჩება სასამართლოს შეფასების მიღმა და იგი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, გ--- კ----–-–---–ი და თ--- ა-------–---–ი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი და ასევე რ---- ა-------–---–ი ითვლებიან ოჯახის წევრებად.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რადგან ბრალდებულსა და დაზარალებულ თ--- ა-------–---–ს შორის ურთიერთობა, როგორც ირკვევა, ატარებდა სისტემატურად კონფლიქტურ ხასიათს. მოწმეები ლ---- ა-------–---–ი და თ------ ე-–--------–---–ი აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ გაუგიათ გ--- კ----–-–---–სა და თ--- ა-------–---–ს შორის ჩხუბისა და ყვირილის ხმა, რაც ძირითადად განპირობებული იყო გ--- კ----–-–---–ის მიერ ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარებით და ამით გამოწვეული აგრესიული დამოკიდებულებით გარშემომყოფების მიმართ.

 

გ--- კ----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს სასჯელთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემული კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, იგი ცდილობს არ გამოვლინდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთი მხრივ, ძალადობის ხასიათს - მოცემულ შემთხვევაში გ--- კ----–-–---–ის მიერ მეუღლისა და სიმამრის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული სიმძიმით გამორჩეული, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ხანგრძლივი დროით იზოლირების საჭიროებას, მეორე მხრივ, ბრალდებულის პიროვნებას, რომელიც არ არის ნასამართლევი (იგი სამგზის შეწყალებულია). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ--- ა-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში მას უნდა განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რ---- ა-------–---–ის შემთხვევაში - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სამომავლო რისკებს და ხელს შეუწყობს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულის ნორმალურ ქცევას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- კ----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გ--- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ--- ა-------–---–ის ეპიზოდი, 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გ--- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ---- ა-------–---–ის ეპიზოდი, 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- კ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. მსჯავრდებულ გ--- კ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი