განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2019
საქმის ნომერი
330100118002790704
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ჟ----–---–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო---- ი----- ძე ბ----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- რ---------------- ქ.#6--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ)

 

ადვოკატი - გ---- ბ----------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-- რ---------------- ქ.#6--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო---- ბ----–-–---–მა მეუღლის ქ------- ბ----–-–---–ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ 72 წლის ავადმყოფ, მწოლიარე ქ------- ბ----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელები რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავისა და სახის არეში, რითაც ქ------- ბ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ო---- ბ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - მ------ ბ----–-–---–ის, ნ-----–-- მ-----–-–---–ის, მ-----------–---–ის, თ----–- შ--------–---–ის, ა--------------------ის, მ---------------–---–------------–---------------------–-–---–----------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ო---- ბ----–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. მოწმე ნ-----–-- მ-----–-–---–ის 2018 წლის 28 აპრილის გამოკითხვის ოქმით დადგინდა: ცხოვრობს იტალიურ ეზოში, რ---------------- ქ.#6--–-, ხანდაზმული ცოლ-ქმრის ო---- და ქ------- ბ----–-–---–ების მეზობლად. ნ-----–-- მ-----–-–---–ის და ბ----–-–---–ების სახლს გააჩნდათ ერთი საერთო კედელი, ქ------- ბ----–-–---–ის ოთახიდან ოდნავ ხმამაღალი ხმაც კი კარგად ესმოდა. მოწმის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ქ------- ბ----–-–---–ი იყო ლოგინად ჩავარდნილი, უმწეო მდგომარეობაში, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ქ------- ბ----–-–---–ის მეუღლე ო---- ბ----–-–---–ი სისტემატურად და ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს, როდესაც იყო მთვრალი, მეუღლეს ექცეოდა უდიერად, უყვიროდა, აგინებდა, ლანძღავდა და ფიზიკურად ძალადობდა. ნ-----–-- მ-----–-–---–ს ბ----–-–---–ების საცხოვრებელი ბინიდან ხშირად ესმოდა ო---- ბ----–-–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინება და ქ-------ს განწირული კივილის ხმა, რომელიც მეუღლეს სთხოვდა ,,ნუღა მირტყამ, მტკივა, მოვკვდებიო“, თან დახმარებას ითხოვდა ,,მიშველეთ ხალხო მკლავს, ნუთუ ჩემი ხმა არავის ესმისო’’. ოჯახში არსებულ ვითარებას მეზობლები ატყობინებდნენ ქ------- ბ----–-–---–ის შვილებს, თავად არ ერეოდნენ კონფლიქტში, ვინაიდან ო---- ბ----–-–---–ი აგრესიული იყო მეზობლების მიმართაც. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ნ-----–-- მ-----–-–---–ს ესმოდა ო---- ბ----–-–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინების ხმა, ო---- ბ----–-–---–ი აგინებდა მეუღლეს ქ------- ბ----–-–---–ს, ხოლო ეს უკანასკნელი ყვიროდა ,,მტკივა, მტკივა, ხალხო მიშველეთო“. ყვირილზე ნ-----–-- მ-----–-–---–ი გავიდა ეზოში და შეიხედა ქ------- ბ----–-–---–ის ოთახში. ოთახში შუქი იყო ანთებული და ფანჯარაზე ფარდა არ იყო ჩამოფარებული. მოწმემ კარგად დაინახა, რომ ო---- ბ----–-–---–ი სცემდა მეუღლეს, ხელებს ურტყამდა სახისა და თავის არეში, ყოველი დარტყმის დროს ქ------- ბ----–-–---–ი კიოდა ,,მტკივა, მტკივაო“. მეზობლებმა დაურეკეს ო---- ბ----–-–---–ის შვილს, რომელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე და იმ ღამით, ამის შემდეგ არ ისმოდა ო---- ბ----–-–---–ის ყვირილის ხმა. მეორე დღეს, 2018 წლის 27 აპრილს, ნ-----–-- მ-----–-–---–მა კვლავ გაიგონა ო---- ბ----–-–---–ის სახლიდან ამ უკანასკნელის ლანძღვა-გინების ხმა, იგი ისევ აყენებდა შეურაცხყოფას ქ------- ბ----–-–---–ს, ასევე ისმოდა ქ------- ბ----–-–---–ის სუსტი ხმა. აღნიშნულ დღესაც ო---- ბ----–-–---–ი იყო უკიდურესად მთვრალ მდგომარეობაში, წაიქცა სახლში შესასვლელი კარის წინ და დაარტყა თავი კიბის საფეხურს. მეზობელი შევიდა ბ----–-–---–ების ოჯახში, საიდანაც გამოსულმა ნ-----–-- მ-----–-–---–ს უთხრა, რომ ქ------- ბ----–-–---–ი დალურჯებული იყო სახეზე. ამის შემდეგ ნ-----–-- მ-----–-–---–მა დარეკა ,,112’’-ში და გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, თან განაცხადა ოჯახური ძალადობის შესახებ.

 

2.5.მოწმე თ---------- ი----–---–ის 2018 წლის 28 აპრილის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ცხოვრობს ო---- ბ----–-–---–ის მეზობლად. მათ საცხოვრებელ სახლებს ერთი საერთო კედელი ჰყოფს და ოთახებს შორის ხმაური მკვეთრად ისმის. ო----ი სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლს, რა დროსაც უკიდურესად აგრესიული ხდება გარშემომყოფთა მიმართ. მოწმეს ხშირად ესმოდა ო----ის ლანძღვა - გინება ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის, ქ------- ბ----–-–---–ის მისამართით და ამ უკნასკნელის განწირული ხმა, არ მოეკლა, შეეწყვიტა ძალადობა. თ---------- ი----–---–ი პერიოდულად უკავშირდებოდა მათ შვილებს და სთხოვდა მშობლებისთვის ყურადღების მიქცევას. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათიდან 23:00 სათამდე პერიოდში ბ----–-–---–ების სახლიდან კვლავ გამოდიოდა ბრალდებულის ლანძღვა - გინების ხმა და ქ------- ბ----–-–---–ის ყვირილი ,,მტკივა, მტკივა, ხალხო მიშველეთო’’. ყვირილზე და დახმარების თხოვნაზე, თ---------- ი----–---–ი გავიდა ეზოში, ფანჯრიდან შეიხედა ქ------- ბ----–-–---–ის ოთახში და დაინახა, რომ ო---- ბ----–-–---–ი ხელებს ურტყამდა მეუღლეს თავისა და სახის არეში და ხელის ყოველ დარტყმაზე გარკვევით ისმოდა ქ-------ს კივილი, ,,მტკივა, მტკივაოა“. ხელების გარდა, ო---- ბ----–-–---–ი მეუღლეს ბალიშსაც ურტყამდა. მოწმის განმარტებით ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

 

2.6.მოწმე მ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ცხოვრობს ბრალდებულის მეზობლად. ო---- ბ----–-–---–ი სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული ლოგინად ჩავარდნილი მეუღლის ქ------- ბ----–-–---–ის მიმართ. მ---- ჭ-----–---–ს ხშირად ესმოდა ბ----–-–---–ების სახლიდან ო---- ბ----–-–---–ის ყვირილის და გინების ხმა, იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ------- ბ----–-–---–ს, რომელიც მეუღლეს სთხოვდა შეეწყვიტა ძალადობა მასზე. მ---- ჭ-----–---–ი რამდენჯერმე დაუკავშირდა მათ შვილებს და სთხოვა მშობლებისთვის ყურადღება მიექციათ. 2018 წლის 26 აპრილს, საღამოს, კვლავ გაიგონა ო----ის ლანძღვა - გინების ხმა მეუღლის მისამართით, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

 

2.7. ო---- ბ----–-–---–ის და ქ------- ბ----–-–---–ის მეზობელმა თ----–- შ--------–---–მა გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ მეზობლად მცხოვრები ო---- ბ----–-–---–ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. მათი ოჯახიდან ხშირად ისმოდა მთვრალი ო---- ბ----–-–---–ის ყვირილის ხმა, იგი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა ლოგინად ჩავარდნილ, ასაკოვან მეუღლეს ქ------- ბ----–-–---–ს. ამ დროს, ასევე ისმოდა ქ------- ბ----–-–---–ის კივილი, ,,ნუღა დამარტყამ მტკივა, არ დამარტყა, არ მომკლა“. მეზობლები ხშირად ურეკავდნენ მათ შვილებს და სთხოვდნენ ყურადღება მიექციათ მშობლებისთვის.

 

2.8. მოწმე მ------ მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ: დედა - ქ------- ბ----–-–---–ი და მამა ო---- ბ----–-–---–ი ცხოვრობდნენ თ---–--–-- რ---------------- ქ.#6--–-. დედა ქ------- ბ----–-–---–ი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან ჩავარდნილი იყო ლოგინად და არ შეეძლო გადაადგილება, ხოლო ო---- ბ----–-–---–ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს. მეზობლები ხშირად ურეკავნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ ო---- ბ----–-–---–ი ეჩხუბებოდა ქ------- ბ----–-–---–ს. 2018 წლის 25 აპრილს, ღამით, ტელეფონზე დაუკავშირდა ქ------- ბ----–-–---–ის მეზობელი თ---------- ი----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ო---- ბ----–-–---–მა ქ------- ბ----–-–---–ს ბალიში დააფარა და გუდავსო. 2018 წლის 27 აპრილს, მ------ მ-------–---–ს კვლავ დაუკავშირდა ო---- ბ----–-–---–ის მეზობელი და უთხრა, რომ მისულიყო მშობლების სახლში. მ------ მ-------–---–ი მივიდა რ---------------- ქ.#6--–- და ნახა დედა ქ------- ბ----–-–---–ი, რომელსაც თვალის მიდამოში ჰქონდა დაზიანება, ხოლო ო---- ბ----–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

2.9. მოწმე მ------ ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ: დედა- ქ------- ბ----–-–---–ი და მამა ო---- ბ----–-–---–ი ცხოვრობდნენ თ---–--–-- რ---------------- ქ.#6--–-. დედა ქ------- ბ----–-–---–ი 2017 წლის ოქტომბრის თვიდან ჩავარდნილი იყო ლოგინად და არ შეეძლო გადაადგილება. ო---- ბ----–-–---–ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, ნასვამ მდგომარეობაში ჰქონდა საშინელი ხასიათი, შეეძლო სრულიად უმიზეზოდ ნებისმიერი ადამიანისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა, ასევე ეჩხუბა ოჯახის წევრებზე, დაემტვრია სახლში ჭურჭელი და სხვადასხვა ნივთები. მშობლების მეზობლები ხშირად ურეკავნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ ო---- ბ----–-–---–ი იყო ნასვამი და ჩხუბობდა. თავად ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებია, თუმცა მაშინ როდესაც სტუმრად მიდიოდა მშობლებთან, ნასვამი ო---- ბ----–-–---–ი უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და აგინებდა მეუღლეს ქ------- ბ----–-–---–ს.

 

2.10. 2018 წლის 9 აპრილს, ბ----–-–---–ების ოჯახში სიტყვიერი კონფლიქტის გამო, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. ქ------- ბ----–-–---–მა უარი განაცხადა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების პრევენციის მიზნით პოლიციამ შეადგინდა რეაგირების ოქმი და გააფრთხილა ო---- ბ----–-–---–ი.

 

2.11. შპს „ი----------- ს----–-----------–---------------–----- ჰოსპიტალის“ ექმის ი----- დ--–-–---–ის 2018 წლის 28 აპრილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ქ------- ბ----–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2018 წლის 27 აპრილს, თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით. ამასთან, პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახის, გულმკერდის, მხრების მიდამოში, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. პაციენტს ასევე დაუდგინდა ფილტვების ანთება.

 

2.12. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ------- ბ----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გამოკითხვა ვერ მოხდა, იგი 2018 წლის 1 ივნისს კლინიკაში გარდაიცვალა.

 

2.13.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ,,ი------–-------------–-----------–--------–------ კლინიკის” სამედიცინო დუკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ქ------- ბ----–-–---–ი კლინიკაში მოთავსდა 27.04.18 წ-ს 2---- საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა, სტუპორი, კომა, ინტრაქტანიალური ტრავმა, კისრის ტრავმა დაუზუსტებელი. გულ-მკერდის ტრავმა დაუზუსტებელი, სხვა დაზუსტებული დაზიანებები. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ქ------- ბ----–-–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახეზე და გულმკერდზე. ,,ი------–-------------–-----------–--------–------ კლინიკიდან” ქ------- ბ----–-–---–ი გადაყვანილ იქნა შპს „ი----------- სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში“ სადაც 0--06.18 წელს გარდაიცვალა. აღნიშნული კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერით ქ------- ბ----–-–---–ს თავის ტვინისა და სახის ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზი, ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერით, ქ.ბ----–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახის (პერიოკულურად, ნიკაპზე, ცხვირზე), გულმკერდის და მხრების მიდამოში. თავის ტვინისა და სახის ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა დაზიანება - ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობის სახით. ქ------- ბ----–-–---–ის თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია „-------“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხ--–---------–-ა ნ-----–---- ს----–---–მა, დასკვნის თანახმად: „არსებულ კტ გამოსახულებებზე ფიქსირდება ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანების ხანდაზმულობა ტრავმის მიღების თარიღთან (26.04.2018) წინააღმდეგობაში არ არის“.

 

2.14.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცხვირის ძვლების მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 26.04.18 წ-ის თარიღს. სისხლნაჟღენთები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. როგორც შესავალ - დასკვნით, ასევე საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლეზე -ქ------- ბ----–-–---–ზე ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ იგი დაიღალა ლოგინად ჩავარდნილი მეუღლის მოვლით და ამიტომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.16.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ო---- ბ----–-–---–მა 2018 წლის 26 აპრილს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ქ------- ბ----–-–---–ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მართალია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ვერ დაიკითხა დაზარალებული ქ------- ბ----–-–---–ი (გარდაიცვალა 0--06.2018 წ.), თუმცა აღნიშნული ობიექტური გარემოება სასამართლოს სამართლებრივად არ აბრკოლებს შეაფასოს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი კომპონენტი ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილი. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასებისას, სასამართლო არ არის დამოკიდებული მხოლოდ მსხვერპლის სუბიექტურ განცდაზე, ტკივილი შეიძლება ობიექტურადაც შეფასდეს თუ იგი აკმაყოფილებს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა დაზარალებულის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებების სიმრავლე, ლოკალიზაცია და მორფოლოგიური სურათი. ყველა ამ კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ძალადობას ობიექტურად უნდა გამოეწვია ტკივილის შეგრძნება. გარდა აღნიშნულისა, ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტზე უტყუარად მიუთითებს პრეიუდიციული მტკიცებულებები, ო---- ბ----–-–---–ის და ქ------- ბ----–-–---–ის მეზობლების ნ-----–-- მ-----–-–---–ის და თ---------- ი----–---–ის გამოკითხვის ოქმები. მოწმეები გამოკითხვის ოქმებში მიუთითებენ, რომ 2018 წლის 26 აპრილს, უშუალოდ დაინახეს ო---- ბ----–-–---–ის მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ყოველ დარტყმაზე მსხვერპლი კიოდა ,,მტკივაო“. გარდა დასახელებული მოწმეებისა, სხვა მეზობლებსაც, ძალადობის დროს ესმოდათ მსხვერპლის ხმა, რომელიც ო---- ბ----–-–---–ს სთხოვდა არ დაერტა, რადგან სტკიოდა.

 

2.17. რაც შეეხება ო---- ბ----–-–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას დანაშაულის ჩადენას წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ,- უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებული ქ------- ბ----–-–---–ი იყო ხანდაზმული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანგრძლივი პერიოდი ლოგინად იყო ჩავარდნილი, არ შეეძლო გადაადგილება, რაც მიუთითებს მის უმწეო მდგომარეობაზე. აღნიშნული კი ცალსახად ცნობილი იყო, ოჯახის წევრის - ო---- ბ----–-–---–ისათვის, ამის მიუხედავად, მან გააზრებულად, განზრახი ქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

2.18. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ო---- ბ----–-–---–ის ბრალეულობა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ო---- ბ----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ო---- ბ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დაზარალებულ ქ------- ბ----–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების სიმრავლე, ძალადობის ხერხი და მოტივი. ასევე, ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმის გაფრთხილების მიუხედავად.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ძალადობის ხერხი: ბრალდებულმა უმოწყალოდ, ფიზიკურად იძალადა მწოლიარე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ასაკოვან 72 წლის დაზარალებულზე ქ------- ბ----–-–---–ზე, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდული ჰქონდა წინააღმედგობის გაწევის უნარი, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც ამძიმებს ბრალდებულის პასუხისმგებლობას. მტკიცებულებებით - მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს ო---- ბ----–-–---–ზე, ხდება უკიდურესად აგრესიული როგორც ოჯახის წევრების, ასევე გარეშე პირების მიმართ, იწვევს აურზაურს და დებოშს, რაც ძალადობრივი დანაშაულის გაგრძელების საფრთხეზე მიუთითებს. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს დანაშაულის მოტივს, - როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის მოვლამ დაღალა და ამ მოტივით იძალადა მასზე, ბრალდებულის ამგვარი დამოკიდებულება უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ხაზს უსვამს მის პიროვნულ მახასიათებელს უარყოფით კონტექსტში. მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 26 აპრილამდე, 2018 წლის 9 აპრილს, პოლიციამ ო---- ბ----–-–---–ი გააფრთხილა არ შესულიყო მეუღლესთან კონფლიქტში, გაფრთხილების მიუხედავად მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- ბ----–-–---–ს.

 

5.4.რაც შეეხება ო---- ბ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას – დანაშაულის აღიარებას, ასევე მის ასაკს და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ო---- ბ----–-–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება ადეკვატური და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე.

 

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ო---- ბ----–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკები- შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო---- ბ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. ო---- ბ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 აპრილიდან - 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

3. გაუქმდეს ო---- ბ----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები- შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა