გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210018002733708
N2/226-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2019 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - შო----- კი-----–-–--ლი;
წარმომადგენელი - ნა----–- ჯა–--–--ლი;
მოპასუხე - ზუ----- ბუ------–--ლი;
წარმომადგენელი - ბე-–- გა-------–--ლი.
დავის საგანი - განქორწინება.
ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სარჩელი განქორწინებისა შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელემ მოითხოვა 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლსა და მოპასუხე ზუ----- ბუ------–--ლს შორის მომხდარი ქორწინების შეწყვეტა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2014 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტი და მოპასუხე სისტემეტიურად ძალადობდა მოსარჩელეზე, რაც არაერთხელ დააფიქსირა სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვით. მოსარჩელემ ქორწინება მოახდინა მოპასუხესთან 2017 წლის 20 დეკემბერს, მოპასუხისგან მუქარის გამო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც ამჟამად იმყოფება მოპასუხე და მას სასჯელის სახით მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
მოსარჩელემ მოითხოვა შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე მოხდეს მათი განქორწინება, რადგან მას ჰყავს საქმრო და სურს დაქორწინება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი განქორწინების შესახებ არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის ამორალური ყოფაქცევის. მოსარჩელეს ჰყავს შვილი, რომელიც გაზარდა მოპასუხემ და სურს, რომ ეს ბავშვი იზრდებოდეს მოპასუხესთან, ამიტომ მოპასუხე უარს აცხადებს განქორწინებაზე. ამასთანავე მოპასუხემ უარი განაცხადა შერსარიგებელი ვადის მიცემაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე ამ ეტაპზე არ ცხოვრობენ ერთად, რადგან მოპასუხე მოთავსებულია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შო----- კი----–-–--ლი და ზუ----- ბუ------–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 20 დეკემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127 მუხლის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 6.2. მხარეთა განმარტებით და ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე წინააღმდეგია შესარიგებელი ვადის მიცემის. მოსარჩელე აპირებს სხვა ოჯახის შექმნას, ამიტომ განქორწინების შესახებ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას, რომ მას არ სურს განქორწინება, მხოლოდ იმის გამო რომ მოსარჩელის შვილი, რომელიც მან გაზარდა, გაადაარჩინოს და გაზარდოს და ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამავე კოდექსის 1107 -ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად დაქორწინებისათვის აუცილებელია: დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. აქედან გამომდინარე თუ ერთი მხარე არ არის თანახმა, რომ იმყოფებოდეს ქორწინებაში, სასამართლო ახდენს განქორწინებას. რაც შეეხება მოპასუხის იმ მოსაზრებას, რომ განქორწინებით მოხდება მისი გაზრდილი გერის ინტერესების დარღვევა და არ მოხდეს განქორწინება, საქართველოს კანონმდებლობა განქორწინების ასეთ დამაბრკოლებელ გარემოებას არ ითვალისწინებს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსს კოდექსის 53 მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სსს კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის თ) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სსს კოდექსის 14 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეებია საოჯახო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
ამდენად, მოცემული საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს, ქვითარი (დედანი) ერთვის საქმეს, ამიტომ მოპასუხე ზუ----- ბუ------–--ლს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე, 39-ე, 53-ე 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს მთლიანად.
2. მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლსა (პ/ნ 4----------) და მოპასუხე ზუ----- ბუ------–--ლს (პ/ნ 4----------) შორის 2017 წლის 20 დეკემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მომხდარი ქორწინება, რეგისტრაციის N0----------, N0---------- სააქტო ჩანაწერით, შეწყდეს განქორწინებით.
3. მოპასუხე ზუ----- ბუ------–--ლს (პ/ნ 4----------) დაეკისროს მოსარჩელე შო----- კი----–-–--ლის(პ/ნ 4----------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
7. განემარტოს მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე