განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
080100118002426303
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/372-18

(N069010518003 და N069180618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31.01.2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------ ჩ-------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე---------- კ-----–---ი

მამის სახელი: შ-----

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ჟ. შ--------ს ქ. N-

მცხოვრები: წ---–-------ს რაიონი სოფელი ზ---- მ------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

ბრალდებული - პ----- ტ--------ე

მამის სახელი: რ-----

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: წ---–-------ს რაიონი სოფელი ზ---- მ------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

ადვოკატი - ა-–---------- თ-----–-–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ე---------- კ-----–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ მ------ში ე---------- კ-----–---მა პ----- ტ--------ესთან ერთად, ჯგუფურად განახორციელა ძალადობა თ----- ა-–----ის მიმართ, კერძოდ, მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც თ----- ა-–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პ----- ტ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ მ------ში პ----- ტ--------ემ ე---------- კ-----–---თან ერთად, ჯგუფურად განახორციელა ძალადობა თ----- ა-–----ის მიმართ, კერძოდ მოქაჩა თმებში და იმავდროულად თ----- ა-–----ის დასახმარებლად მისულ ნ-----–- ა-–----ეს უბიძგა ხელი და წააქცია. პ----- ტ--------ის ქმედების შედეგად თ----- ა-–----ემ და ნ-----–- ა-–----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული ე---------- კ-----–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ჯგუფურად ჩადენილ სხვაგვარ ძალადობაში. ხოლო, პ----- ტ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ თ----- ა-–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 23 მარტს იგი მივიდა სოფელ მ------ში, რათა ენახა საკუთარი შვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ მისი ყოფილი ქმრის დასთან - ე---------- კ-----–---თან. მას თან ახლდნენ დედა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, გამოიძახეს პოლიცია, რათა ბავშვების ნახვისას არ შექმნოდათ პრობლემა. ცოტა ხანში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და პ----- ტ--------ე და ე---------- კ-----–---ი. ის და დედამისი ამ პერიოდამდე იყვნენ ავტომანქანაში. პ----- იქვე დარჩა და შეეცადა ვითარებაში გარკვეულიყო, ხოლო ე----------მ ბავშვები შეიყვანა მანქანით სახლში. როდესაც პ-----მ გაიგო მათი მისვლის მიზეზი, დაიწყო მისი მისამართით უშვერი სიტყვებით ლანძღვა. ამ დროს ე----------ც გამოვიდა სახლიდან და ისიც მიმართავდა ხმამაღალი სიტყვებით თუ როგორ გაბედა იქ მისვლა, რა ნამუსით, მას შემდეგ რაც ბავშვები მიატოვა და წავიდა სხვასთან, რომ არ აჩვენებდა მას ბავშვებს, ვინაიდან არ იყო ამის ღირსი. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს (სხვა დროს ამბობს რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თ----- ი---------–მა მოუწოდა) მას, რომ გადმოსულიყო მანქანიდან და წაჰყოლოდა მათ ბავშვების სანახავად. იგი გადმოვიდა მანქანიდან, დედამისიც უკან მიჰყვებოდა. პირველი შემოხვდა ე----------, რომელმაც დაუჭირა ხელები და არ უშვებდა, ამასთან ეუბნებოდა, რომ მას იქ რა უნდოდა, არ იყო ბავშვების ნახვის ღირსი, ბავშვები უმისოდაც კარგად იყვნენ. ამ დროს მათთან მივიდა პ----- ტ--------ე და სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ საქციელზე დედამისმა პ-----ს მიმართა თუ რას აკეთებდა, რაზედაც პ-----მ ხელი აუქნია დედამისს და წააქცია, რა დროსაც მან თავი დაარტყა ძირს და სისხლიც მოსდიოდა. ამის გამო პატრულის თანამშრომლებმა იქვე დააკავეს პ-----, ხოლო ქმრის დაკავებით გაბრაზებულმა ე----------მ მას თმებში მოქაჩა ხელი და არ უშვებდა, რა დროსაც თავადაც მოქაჩა ე--ს თმებში, რათა თავი გაეთავისუფლებინა. მის მოწოდებაზე გაეშვა ხელი, ე--მ უთხრა - „შემეხვეწე და გაგიშვებო“. ამის შემდეგ წავიდნენ განყოფილებაში და სხვადასხვა მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

დაზარალებულ ნ-----–- ა-–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 მარტს მის შვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად წავიდნენ სოფელ მ------ში თ-----ს ბავშვების სანახავად. ადგილზე მისულები გაჩერდნენ სტადიონთან და გამოიძახეს სოციალური მუშაკები და პოლიცია. პოლიცია მოვიდა და მალევე მათ უკან მოჰყვა ე---------- ტ--------ე და პ----- კ-----–---ი მანქანით. პ----- ტ--------ემ მოითხოვა სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც მას პოლიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თ----- ი---------–მა აუხსნეს საქმის ვითარება, რის შემდეგადაც პ-----მ დაიწყო ლანძღვა-გინება უშვერი სიტყვებით, რასაც აგრძელებდა პოლიციის მოწოდების მიუხედავად. ამ დროს მანქანასთან მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები და თ-----ს უთხრეს გადმოსულიყო მანქანიდან და ენახა ბავშვები. როგორც კი თ----- გადმოვიდა მანქანასთან, იქვე მას დახვდა ე---------- კ-----–---ი, რომელმაც თ-----ს ხელი მოჰკიდა ხელში სიტყვებით - შენ ბავშვებს ვერ ნახავო. ამავე დროს თ-----სთან მივიდა პ----- და ჯერ სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა. მოწმე შეეცადა მიშველებოდა მის შვილს, მაგრამ პ-----მ მოუქნია ხელი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც წაიქცა და დაკარგა გონება, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც მოსულიერდა, სისხლი სდიოდა თავიდან და ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. მას და მის შვილს საქმე ჰქონდათ თ-----ს მეუღლესთან - პ----- კ-----–---თან და არა მის დასა და სიძესთან, თუმცა პ----- სახლში არ იყო იმ მომენტისათვის, (იგი დროებით ცხოვრობს დის და სიძის სახლში ბავშვებთან ერთად). პ----- კ-----–---ი დედას არ აჩვენებდა მათ საერთო შვილებს და სატელეფონო კომუნიკაციისას უცხადებდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილიყო კანონის შესაბამისად, მიემართა სასამართლოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებს არ ანახებდა.(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე დ--- ქ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს წ---–-------ს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, 2018 წლის 23 მარტს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც სოფელ მ------ის ტერიტორიიდან ითხოვდნენ დახმარებას ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით. ის და მისი კოლეგა გ------- გ----–--ე გამოცხადდნენ სოფელ ზ---- მ------ში სტადიონის მიმდებარედ, სადაც მათ დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მხარე, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ისინი მიუთითებდნენ, რომ დედას, თ----- ა-–----ეს უმალავდნენ ბავშვებს მამიდის ოჯახში და არ ანახებდნენ, ხოლო მათ სურდათ ბავშვების წამოყვანა აღნიშნული ოჯახიდან და აქტიურად მოითხოვდნენ პოლიციელების მხრიდან, რომ ჩარეულიყვნენ სიტუაციაში, წინააღმდეგობის მიუხედავად გამოეყვანათ ბავშვები სახლიდან და გადაეცათ დედისთვის, რასთან დაკავშირებითაც მათ განუმარტეს, რომ ოჯახის წევრების უნებართვოდ ვერც სახლში შევიდოდნენ და ვერც ბავშვებს წაართმევდნენ მათ. ასეთ განმარტებებზე უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ ზემოხსენებული პირები და პოლიციას ადანაშაულებდნენ, რომ ისინი არ რეაგირებდნენ სათანადოდ. ამ დროს მათთან მივიდა ბავშვების მამიდის ქმარი პ----- ტ--------ე და მოისურვა საქმის ვითარებაში გარკვევა, ხოლო არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თ----- ი---------–ი გაემართა მათი ავტომობილისკენ და აგრესიული ტონით მოუწოდა მანქანაში მსხდომ ბავშვების დედას თ----- ა-–----ეს გადმოსულიყო და წაეყვანა ბავშვები, რის შემდეგაც თ----- ა-–----ე და მისი დედა ნ-----–- ა-–----ე გადმოვიდნენ მანქანიდან. თ----- გაემართა იქვე მდგომ პ----- ტ--------ისა და ე---------- კ-----–---ისაკენ. მან ხმამაღალი აგრესიული ისტერიული ინტონაციით მიმართა მათ, რომ დროულად გამოეყვანათ მისი შვილები და გადაეცათ მისთვის. ე----------მ თ-----ს უპასუხა, თუ რა ნამუსით იყო მოსული, ბავშვები იზრდებოდნენ ნორმალურ პირობებში, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ იქ ყოფნით და მამის თანხმობის გარეშე ვერავის ვერ გაატანდნენ ბავშვებს. ამის თქმასთან ერთად თ----- მიუახლოვდა და წაიწია ე----------სკენ, მანაც თავის მხრივ ხელები შეაგება და ხელებით ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მან და გ------- გ----–--ემ მოუწოდა კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფთ სიმშვიდისაკენ, რათა ღრმა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო სიტუაცია, თუმცა, მიუხედავად მისი მოწოდებისა, თ-----მ და ე----------მ თმებში დაუწყეს ერთმანეთს მოქაჩვა და ძიძგილაობა. ამ დროს მათ მიუახლოვდა პ----- ტ--------ე და ისიც სწვდა თმებში თ-----ს უკნიდან. იმავდროულად, მათთან მივიდა ნ-----–- ა-–----ე, რა დროსაც მას ხელი ჰკრა პ-----მ მკერდში, რის შედეგადაც ნ-----–- ა-–----ეს დაუსხლტა ფეხი, წაიქცა და თავის უკანა მხარე დაარტყა ძირს ქვაღორღიან ადგილას. მოწმეს ვერ აკონკრეტებს თავის შვილის დასახმარებლად მივიდა ეს ქალბატონი თუ მასაც ჩხუბში ჩართვა ჰქონდა განზრახული. ეს მოვლენები ვითარდებოდა წამებში, დაახლოებით 1 წუთი. მომხდარი ინციდენტის გამო ქალბატონს შესთავაზეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, თუმცა, მან უარი თქვა სასწრაფოს გამოძახებაზე. აღნიშნულის შემდეგ მან და მისმა კოლეგამ განმუხტეს კონფლიქტური სიტუაცია და კონფლიქტის ორივე მხარე სიტუაციის გარკვევის მიზნით წაიყვანეს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში მათივე თანხმობით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის პერიოდში პ-----ს და ე--ს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია ან მოწოდებები არ შეუმჩნევია, რაც შეუქმნიდა ობიექტურ დამკვირვებელს განცდას, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. (სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე დ--- ქ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე გ------- გ----–--ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. ამასთან, ის შემდეგნაირად აღწერს თ-----სა და ე----------ს შორის მომხდარ ინციდენტს: თ----- და დედამისი ერთდროულად წავიდნენ მანქანიდან ე----------საკენ, თუმცა, პირველად თ----- მიეჭრა ე---------ს სიტყვებით: „ვის არ ატან შენ შვილებსო“, რაზეც ე----------მ უპასუხა „აქ რა პირით მოხვედიო“ და მერე ეცნენ ერთმანეთს თმებში. (სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე ბ---- გ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის პ----- ტ--------ის და ე---------- კ-----–---ის მეზობელი და ნაცნობი, მათ ოჯახთან არის ახლო-მეგობრულ დამოკიდებულებაში. იგი ასევე იცნობს თ----- ა-–----ესაც, რომელიც არის პ-----ს და ე---------- ყოფილი რძალი. მას თ-----ს მიმართ აქვს ნორმალური დამოკიდებულება და რაიმე წყენას მათ შორის წარსულში ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს ის სეირნობდა ზ---- მ------ში მ--–--ეების უბანში, როდესაც შენიშნა შავი ფერის აუდის ფირმის ავტომანქანა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. აღნიშნული მანქანიდან გადმოსულ პიროვნებებს ჰკითხა ხომ არავის ეძებდნენ და შესთავაზა დახმარება, თუმცა, მათ მიუგეს, რომ არავის ეძებდნენ. ამის შემდეგ ჩამოიარა უბანში პ-----მ და მისმა მეუღლემ, ის და პ----- დასხდნენ...ისაუბრეს ცოტა ხნით. რაღაც მოკლე პერიოდის შემდეგ გამოჩნდა ისევ ეს მანქანა პოლიციის პიკაპთან ერთად. მათ ეს უცნაურად მოეჩვენათ და ისევ იკითხეს რაიმე პრობლემა ხომ არ იყო, რაზედაც უთხრეს, რომ არაფერი არ ხდებოდა და მცირედი პაუზის შემდეგ პ-----ს მიმართეს, რომ მასთან იყვნენ და მას ეძებდნენ. პ----- დარჩა ადგილზე, ხოლო ავტომობილი მეუღლემ წაიყვანა ეზოში ჩასაყენებლად. როდესაც მივიდნენ, თავი გააცნეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თბილისიდან ჩამოსულები და პ-----ს უთხრეს, რომ მასთან იყვნენ თ----- ა-–----ის ბავშვები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოეყვანათ და ეჩვენებინათ მისთვის. ამას ეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლებსაც ეს არასამთავრობოები შემდეგი სიტყვებით: ,,ეხლავე შედით და გამოიყვანეთ ბავშვები“, რაზედაც პოლიციის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ ამ ფორმით მოქმედების უფლება მათ არ ჰქონდათ, საჭირო იყო პროცედურების დაცვა, ისინი ოქმს შეადგენდნენ და შემდეგ მიემართათ სასამართლოსათვის. თუმცა, ისინი მაინც დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ გამოეყვანათ ბავშვები და ეჩვენებინათ მათთვის. იქ არ იყო საუბარი ბავშვების დედისთვის ჩვენებაზე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანქანაში თ----- და დედამისიც ისხდნენ. პ----- მათ პასუხობდა, რომ ბავშვებს მამის გარეშე ვერ აჩვენებდნენ, დაკავშირებოდნენ მამას და მას შეთანხმებოდნენ, რაზ----ც მათ ჰქონდათ ძალიან ცუდი რეაქცია და ამბობდნენ ,,რატომ არ არის მამასთან ბავშვები“, ,,რატომ არ აჩვენებთ დედას ბავშვებს“ და ა.შ., რაზედაც მას შეექმნა შთაბეჭდილება არასამთავრობოს წარმომადგენლებმა არც კი იცოდნენ ის ფაქტი, რომ ბავშვების მამა ცხოვრობდა ბავშვებთან, მხოლოდ, სამსახურიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში არ იყო სახლში, ხოლო საღამოობით კი მოდიოდა. ამ დროს ე--ც წამოვიდა სახლიდან სიტუაციაში გასარკვევად, რის პარალელურადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მივიდა თავის მანქანასთან და შიგ მსხდომ პირს მოუწოდა გადმოსულიყო და მოეთხოვა თავისი ბავშვები. აღნიშნულის შემდეგ მანქანიდან გადმოხტა თ-----. ის მიიჭრა ე--სთან, სწვდა თმებში და დაქაჩა ქვემოთ. თან უყვიროდა, თუ რატომ არ აჩვენებდა ბავშვებს, ე-- ამ დროს ცდილობდა თავის გათავისუფლებას, თუმცა, ვერ ახერხებდა. ამ სიტუაციაში ჩაერივნენ პოლიციის თანამშრომლები და განმუხტეს სიტუაცია. თ-----ს გამოჩენა და მისი მოქმედება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერავინ და მათ შორის ვერც ე-- ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის ადეკვატურად აღქმას. ამ დროს პ----- იყო მის გვერდით, ის ცდილობდა თ-----ს ხელი გაეშვებინებინა მისი მეუღლის თმებიდან და თავადაც ჩართული იყო გაშველების პროცესში. რაც შეეხება ქალბატონ ნ-----–-ს, იგი მას შემდეგ გამოჩნდა, როცა კონფლიქტური სიტუაცია აქტიურ ფაზაში იყო და მიმდინარეობდა გაშველების პროცესი. პ-----მ იგრძნო, რომ ზურგიდან ვიღაც შეეხო და როცა მოიხედა, ნ-----–- ძირს იყო წაქცეული, რომელიც წამოაყენა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ფ-------- ლ--–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, პ----- ტ--------ე და ე---------- კ-----–---ი არიან მისი მეზობლები, მათ ოჯახთან არის კარგ ურთიერთობაში. თ----- ა-–----ეს არ იცნობს, სმენია უბრალოდ მასზე, რომ არის ე--ს რძალი. მარტის თვე იყო, შემთხვევის დღეს გაიგონა ხმაური და როდესაც გადმოვიდა, გაიგო თბილისიდან ყოფილან ჩამოსული ორი პიროვნება, ქალი და კაცი და ითხოვდნენ ბავშვების ნახვას. მან დაინახა, რომ თ----- გადმოხტა მანქანიდან, ეცა ე--ს აგრესიულად და თმებში მოქაჩა. სანამ თმებში მოქაჩავდა, თ----- ყვიროდა ე--ს მისამართით - ,,რა უფლებით მიკავებ ბავშებსო“. ე--მ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო ეთქვა, თუ რა ნამუსით ბედავდა ამის თქმას. ამ დროს ყველა მივარდა, პ-----ც მივიდა, დედამისიც მივიდა, პოლიციაც იქ იყო და თავადაც ერთობლივად ცდილობდნენ გაეშვებინებინათ თ-----ს ხელი ე--ს თმებიდან. ე-- ცდილობდა თავი დაეხსნა მისგან. ეს ყველაფერი მოხდა წამებში. ამ გაზავების დროს ეს ქალი - ნ-----–- რაღაცნაირად წაიქცა. არც ჩხუბამდე და არც ჩხუბის შემდეგ ე--ს და პ-----ს შეურაცხმყოფელი ან გამომწვევი სიტყვებით არ მიუმართავს თ-----ს და მისი დედისათვის. პირიქით, ისინი ყვიროდნენ ძალიან ბევრს. მოწმე განმარტავს, რომ პირველად თ----- დაეტაკა ე--ს ხელებით, რის გამოც ე--მ სახეზე აიფარა ხელები, რა დროსაც იხელთა დრო თ-----მ და მოჩეჩა თმებში. (სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე თ----- ი---------–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის თავჯდომარე არის მ-----– ჭ----–---–ი. მათ მიმართა თ----- ა-–----ემ განცხადებით, რომ ვერ პოულობდა თავის შვილებს და ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი იმყოფებოდნენ მათი მამიდის სახლში. ამიტომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ ქუთაისში. კერძოდ, მასთან ერთად იყო მ-----– ჭ----–---–ი, თ----- და დედამისი. შემთხვევის ადგილას ისინი თ-----მ მიიყვანა. ისინი ელოდებოდნენ პოლიციას შორიახლოს, სტადიონთან. პოლიცია მალევე მოვიდა და შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. იმ დროისათვის, როდესაც კონფლიქტი მოხდა, თ----- და დედამისი მანქანაში ისხდნენ, მაგრამ მათ უთხრეს, რომ მანქანიდან არ გადმოსულიყვნენ, რადგან თავიდანვე კონფლიქტური სიტუაცია იყო. მოგვიანებით, თ----- გადმოვიდა მანქანიდან. მისი მული ე---------- წავიდა მისკენ იერიშით, თმებში მოჰკიდა ხელი, ფაქტობრივად ჭიდაობდა. თ----- ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. ამ დროს პ----- ტ--------ე წავიდა თ-----ს დედისკენ, ჩაარტყა ხელი ან იდაყვი და ქალბატონი მიწაზე დაეცა. მოწმის თქმით, ვიდრე თ----- ჩამოვიდა მათი მანქანიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ეუბნებოდნენ, რომ არ გაატანდნენ ბავშვებს, თ----- კი ამბობდა, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ბავშვები დაემალათ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მოწმეს უნდოდა ბავშვები შორიდან მაინც ენახა დედას, ვინაიდან არ იცოდა სად იყვნენ მისი შვილები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ურეკავდნენ სოციალურ სამსახურს, რადგან მათი მოვალეობა იყო, რომ ეს კონფლიქტი არ მომხდარიყო. როდესაც თ----- მიდიოდა სახლისკენ და ამბობდა, რომ ენახებინათ მისთვის ბავშვები, ე---------- კ-----–---მა მოჰკიდა თმებში ხელი და ეუბნებოდა, რომ ბავშვებს არ მისცემდა და წასულიყო. შემდეგ თ-----ს დედა მივიდა მათთან, რათა გაეშველებინათ თ----- და ე----------. ამ პერიოდის განმავლობაში მას ხმა არ ამოუღია. ის მივიდა მათ გასაშველებლად და ორივეს მოუწოდებდა, რომ გაჩერებულიყვნენ. მოწმე განმარტავს, რომ როდესაც აღნიშნული ორი ქალბატონის ჩხუბობდა, ის ელაპარაკებოდა პოლიციას. მისი თქმით, ჩხუბი დაიწყო ბრალდებულმა ე---------- კ-----–---მა, თ----- კი ეუბნებოდა, რომ გაეშვა მისთვის ხელი. ამ დროს იქ პოლიციაც იყო და მეზობლებიც. მოწმე განმარტავს, რომ ბრალდებულმა პ----- ტ--------ემ იძალადა თ----- ა-–----ის დედაზე და დააგდო ძირს ქალბატონი, ფეხიც მოუქნია და მოარტყა. (სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე მ-----– ჭ----–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში. მათ აქვთ თავშესაფარი, სადაც იმყოფებიან ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც მათ თავშესაფარში ცხოვრობდა, მისცა მისი საკონტაქტო ინფორმაცია თ----- ა-–----ეს, რომელიც მას შეხვდა და უთხრა, რომ უკვე თვეებია ვერ ნახულობს საკუთარ შვილებს და მისი შვილების ზუსტი ადგილმდებარეობა მისთვის უცნობია. პირველ რიგში თ----- ა-–----ემ გააკეთა რწმუნებულება მის სახელზე, მოწმე დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს და სთხოვა, გარკვეულიყო საქმის ვითარებაში. თ----- ა-–----ე დაბრუნდა ქუთაისში, შეეხმიანა მას და უთხრა, რომ არანაირი რეაგირება არ ყოფილა არავისგან და სთხოვა, რომ ჩასულიყო და დახმარებოდა მას სოციალურ მუშაკებთან ურთიერთობაში. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში. ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ თ----- ა-–----ის მულთან, დარეკეს პატრულში და სოციალურ მუშაკებთან, რათა მისულიყვნენ საცხოვრებელი სახლის მისამართზე და გაერკვიათ ბავშვების ადგილსამყოფელი და მათი მდგომარეობა. როცა იქ მივიდნენ, ისინი ისხდნენ მანქანაში და ელოდებოდნენ პატრულსა და სოციალურ მუშაკებს. მათ მიუახლოვდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც ეკითხებოდნენ თუ რატომ მივიდნენ იქ. ამ დროს მოვიდა პოლიციაც. მათ აუხსნეს აღნიშნულ პირებს თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ და მათგან მიიღეს უარი, რომ თ----- ა-–----ეს ენახა ბავშვები. მათ პოლიციას მოსთხოვეს, რომ გამოსულიყო ბავშვების მამა, მაგრამ უთხრეს, რომ ის იქ არ იყო. აღმოჩნდა, რომ კანონიერ წარმომადგენელს მესამე პირები უკრძალავდნენ ბავშვის ნახვას. თ----- ა-–----ე ჯერ არ იყო გადმოსული მანქანიდან, როდესაც ის პატრულს სთხოვდა, რომ შეედგინათ ოქმი, რომ მამა არ იყო ადგილზე და გარკვეულიყვნენ ვითარებაში. შემდგომ გამოჩნდა ქალბატონი ე----------, ამ დროს თ-----ც გადმოვიდა მანქანიდან და დაიწყო ჩხუბი, ჯერ ხელებით ჰქონდათ დაპირისპირება, ქალბატონმა თ----- ა-–----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ არ მისცემდა უფლებას ბავშვები ენახა, როგორ გაბედა მისვლა და ა. შ. ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. შემდეგ თ----- ა-–----ის დედასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ის დაეცა და დაარტყა თავი. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ როცა თ----- გადმოვიდა მანქანიდან, ის წავიდა იქით, სადაც ბევრი ხალხი იყო და მიმართავდა მათ, თუ რატომ არ ანახებდნენ შვილებს. ე---------- მივარდა მას, ეუბნებოდა თუ როგორ გაბედა გამოჩენა და ეს გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში. ე----------მ თმებში მოჰკიდა თ-----ს ხელი, თ----- კი ეუბნებოდა, რომ გაეშვა და მანაც მოქაჩა თმებში. ამ დროს მათ გააშველეს ისინი, მის უკან კი დაეცა თ-----ს დედა. იმ დროისათვის ადგილზე არეულობა იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა. ქალბატონების დაპირისპირებისას პ----- იქ არ იყო, ის მოგვიანებით გამოჩნდა, თ-----ს დედას ჩაარტყა წიხლი, რის შედეგადაც ეს ქალბატონი დაეცა. მოწმე განმარტავს, რომ როდესაც ისინი მივიდნენ პოლიციაში, მათ დახვდათ ცუდი მდგომარეობა, ბრალდებულს ჰყავდა დიდი სანაცნობო. მოწმის განმარტებით, მათ ფაქტის შესახებ შეატყობინეს სახალხო დამცველსაც, წარადგინეს ყველანაირი ორდერი, გამოიძახეს სოციალური მუშაკი, მიუხედავად ამისა, ბავშვები დატოვეს მოძალადის ოჯახში. ამიტომ მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. როდესაც მან დარეკა სოციალურ სამსახურში, მათ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი და ამ ყველაფერს სასამართლო გაარკვევდა. მოწმის განმარტებით, თ-----მ მას დაუდასტურა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ მას გაუწიეს რეკომენდაცია - მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, თუმცა, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ამ საქმეზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც გააუქმა სააპელაციო სასამართლომ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ პ----- ტ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ე---------- კ-----–---ი არის მისი ცოლი, ხოლო პ----- კ-----–---ი არის მისი ცოლის ძმა, რომლის მეუღლე იყო თ----- ა-–----ე. მეუღლეებს შორის კონფლიქტი მოხდა 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე ღალატობდა მის ცოლის ძმას და მან ის გაუშვა სახლიდან. ამის შემდეგ პ----- კ-----–---ი მის სამ შვილთან - ბ--------, პ------ და შ--------სთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა მის ოჯახში. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ბავშვები მიჰყავდათ სახლში, შეამჩნიეს უცხო მანქანა გაჩერებული იყო ჭიშკართან. იკითხეს თუ ვინ იყვნენ მანქანით მოსულები, თუმცა, პასუხი არავინ გასცა. დაახლოებით 3-4 წუთში მოვიდა პოლიციის მანქანა. ის მივიდა პოლიციასთან და ჰკითხა რა ხდებოდა. ის ასევე ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მათ უთხრეს, რომ დედა ითხოვდა თავისი სამი შვილის ნახვას, თუმცა, იყვნენ თუ არა ისინი მანქანაში არ იცოდა.. დაახლოებით 2 წუთში მისი მეუღლე გამოვიდა ჭიშკრიდან, როდესაც დაინახეს მისი მეუღლე, თ----- ა-–----ე გადმოვიდა მანქანიდან, აგრესიული სახით, წავიდა ე---------- კ-----–---ისკენ და დაეტაკა თმებში. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა მის გვერდით. ამაზე ის ძალიან გაბრაზდა, თუმცა ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ თმებში სწვდა თ-----ს და ასე მოაცილა ის თავის მეუღლეს. ამ დროს თ-----ს დედა გამოიქცა ე---------- კ-----–---ისკენ აგრესიულად, რომლის მოცილების მიზნით მან ქალბატონს დაარტყა გულ-მკერდის არეში, მას ფეხი დაუსრიალდა და ქვებზე თავი დაარტყა. ამ დროს მასთან მივიდა პოლიციის მუშაკები, დააკავეს და წაიყვანეს განყოფილებაში. ფაქტს შეესწრო პოლიციის თანამშრომლები და რამდენიმე მეზობელი, რომლებიც დაიკითხნენ. თ----- ა-–----ესთან ერთად იყვნენ არასამთვარობო ორგანიზაციის წევრები. როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი ამ ფაქტს იღებდნენ. მოწმის განმარტებით, თ-----ს მისთვის არაფერი უთქვამს. მას უთხრეს, რომ გამოეყვანა ბავშვები, რადგან ისინი დედას უნდა წაეყვანა, რაზეც უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ასევე მამის ნებართვის გარეშე ვერავის გაატანდა ბავშვებს. ბავშვების მამა არის პ----- კ-----–---ი, რომელიც იმ დღეს მუშაობდა და არ იმყოფებოდა სახლში. როდესაც მისი მეუღლე ე---------- კ-----–---ი გამოვიდა სახლიდან და მოემართებოდა მათკენ სიტუაციის გასარკვევად, იმ მომენტისთვის ე---------- კ-----–---მა არ იცოდა, რომ თ----- მანქანაში იჯდა. მოწმის თქმით, ე----------ს მეტი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ის იშორებდა თ-----ს, მას არავინ დაუზიანებია, პირიქით, ის თავად დაზიანდა. მოწმე ადასტურებს, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----- ა-–----ეს, ის აღიარებს თავის დანაშაულს, მან ბოდიშიც მოუხადა ქალბატონ ნ-----–-ს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ ე---------- კ-----–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, პ----- ტ--------ე არის მისი მეუღლე, ხოლო პ----- კ-----–---ი მისი ძმა. მას შემდეგ, რაც მისი ძმა დაშორდა თავის მეუღლეს თ----- ა-–----ეს, ბავშვები იზრდებოდნენ მასთან. ბავშვების მოვლის მთელი სიმძიმე მას დააწვა. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები დადიოდნენ საჯარო დაწესებულებებში, სკოლაში, ბაღში. დედის მხრიდან არავინ მოსულა მათ სანახავად და არ უკითხავთ ბავშვების მდგომარეობა. ერთ დღეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ მანქანით და ბავშვები მიჰყავდათ სახლში, უცხო მანქანა დახვდათ მათ ჭიშკართან. პოლიცია მალევე მოვიდა და მათ პ-----ს უთხრეს, რომ დედა ითხოვდა თავისი შვილების ნახვას. მოწმემ შეიყვანა სახლში ბავშვები და მალევე უკან გამობრუნდა. როდესაც ის დაინახა თ----- ა-–----ემ, გადმოვიდა მანქანიდან და გაემართა მისკენ. მან თ----- ა-–----ეს მიმართა, თუ როგორ ითხოვდა ამ ფორმით ბავშვებს, რა დროსაც თ----- მას თმებში დაეტაკა და ვერ მოიცილა, პ----- ცდილობდა დახმარებოდა მის მოცილებაში. ამ დროს თ-----ს დედაც გადმოვიდა მანქანიდან და გაემართა მათკენ. პ-----ს მოქნეული ხელით დაეცა ქალბატონი ნ-----–- - თ-----ს დედა. მხოლოდ ამის შემდეგ მოშორდა თ----- მას, რადგან დედამისი დაინახა წაქცეული. მისი მეუღლე პ----- ტ--------ე დააკავეს თ-----ს დედის წაქცევის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მას არ ჰქონდა იმის განზრახვა, რომ დედას შვილები არ ენახა. მან იმისთვის მოჰკიდა თმაში ხელი თ-----ს, რომ მოეშორებინა ის. მოწმის განმარტებით, ამჟამად მთელი კვირა მას ჰყავს ბავშვები და დედა ნახულობს ერთი დღე. მისივე განმარტებით, როდესაც ჩასხდნენ მანქანაში თ----- და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ თქვეს, რომ ყველაფერი გადაღებული ჰქონდათ და თან წავიდნენ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N6----- 23/03/2018 17:09 საათი შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად წ---–-------ს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც წ---–-------ს რაიონის სოფელ მ------ში, ცენტრში, სტადიონთან დახმარებას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ წარმომადგენელი თ----- ი---------–ი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მიუთითებდა, რომ ქალბატონს მეუღლემ გასტაცა ბავშვები, რეალურად მამასთანაც არ იმყოფებოდა ბავშვები და გადამალული იყვნენ მამიდასთან. (ს.ფ.2).

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 23.03.2018წ.20:52-21:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე თ----- ა-–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით: მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში და მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტ. N1 ს.ფ. 108-110, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 23.03.2018წ.20:36-20:50 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ-----–- ა-–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტ. N1 ს.ფ. 111-113, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებები დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

- სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სუბიექტური მხრივ ძალადობა განზრახი დანაშაულია, ქმედების კვალიფიკაციისათვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ და ჯგუფურად ჩადენა.

საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

საქართველო სსკ 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ე---------- კ-----–---ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. რაც შეეხება პ----- ტ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----- ტ--------ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ზემოაღნიშნული კვალიფიკაცია მოიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ), ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში, რაც დაკავშირებულია ქმედების ჯგუფურად ჩადენასთან იგი უნდა გამართლდეს და სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე შემდეგ გარემოებათა გამო:

პ----- ტ--------ე თავის ჩვენებაში აღიარებს მის მიერ დედა-შვილ თ----- ა-–----ესა და ნ-----–- ა-–----ეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს მისი მეუღლის მხრიდან თ----- ა-–----ეზე ძალადობას და აღნიშნავს, რომ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო თ----- ა-–----ის მიერ მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმით - „თ----- ა-–----ე გადმოვიდა მანქანიდან, აგრესიული სახით, წავიდა ე---------- კ-----–---ისკენ და დაეტაკა თმებში“. ე---------- კ-----–---ის ჩვენება თანხვედრაშია მისი მეუღლის ჩვენებასთან და ისიც თავდასხმის ინიციატორად მიუთითებს დაზარალებულ თ----- ა-–----ეს - „თ----- ა-–----ეს მიმართა, თუ როგორ ითხოვდა ამ ფორმით ბავშვებს, რა დროსაც თ----- მას თმებში დაეტაკა და ვერ მოიცილა, პ----- ცდილობდა დახმარებოდა მის მოცილებაში.“

ე---------- კ-----–---ის მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარემ წარმოადგინა დანაშაულის თვითმხილველი 6 მოწმე და 2 დაზარალებული, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. კერძოდ, შემთხვევის დროს დაზარალებული მხარის მიერ გამოძახებული პოლიციის მუშაკები - დ--- ქ-------------ი და გ------- გ---–--ე აჩვენებენ, რომ „ შვილების ნახვასა და წაყვანაზე უარის მიღების შემდეგ განაწყენებული თ----- ა-–----ე მიეჭრა ე---------- კ-----–---ს, რომელმაც დაუჭირა ხელები და შემდეგ თმებში ეცნენ ერთმანეთს, დაიწყეს თმების მოქაჩვა და ძიძგილაობა“.

შემთხვევის თვითმხილველი ბრალდებულების მეზობლები ძალადობის ინიციატორად ასევე მიუთითებენ დაზარალებულ თ----- ა-–----ეს. ბ---- გ--------ე აჩვენებს: „მანქანიდან გადმოხტა თ-----. ის მიიჭრა ე--სთან, სწვდა თმებში და დაქაჩა ქვემოთ. თან უყვიროდა, თუ რატომ არ აჩვენებდა ბავშვებს, ე-- ამ დროს ცდილობდა თავის გათავისუფლებას, თუმცა, ვერ ახერხებდა“. ანალოგიურად, მიუთითებს ფ-------- ლ--–--ე: „პირველად თ----- დაეტაკა ე--ს ხელებით, რის გამოც ე--მ სახეზე აიფარა ხელები, რა დროსაც თ-----მ დრო იხელთა და მოჩეჩა თმებში.“

მ-----– ჭ----–---–ი და თ----- ი---------–ი დანარჩენ მოწმეთაგან განსხვავებით ძალადობის ინიციატორად მიუთითებენ ე---------- კ-----–---ს. თ----- ი---------–ის ჩვენებით, „როდესაც თ----- მიდიოდა სახლისკენ და ამბობდა, რომ ენახვებინათ მისთვის ბავშვები, ე---------- კ-----–---მა მოჰკიდა თმებში ხელი... და ეუბნებოდა, რომ ბავშვებს არ მისცემდა და წასულიყო.“ მ-----– ჭ----–---–ი აჩვენებს: „როცა თ----- გადმოვიდა მანქანიდან, ის წავიდა იქით, სადაც ბევრი ხალხი იყო და მიმართავდა მათ, თუ რატომ არ ანახებდნენ შვილებს. ე---------- მივარდა მას, ეუბნებოდა თუ როგორ გაბედა გამოჩენა და ეს გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში. ე----------მ თმებში მოჰკიდა თ-----ს ხელი, თ----- კი ეუბნებოდა, რომ გაეშვა და მანაც მოქაჩა თმებში.“

დაზარალებული თ----- ა-–----ე სრულიად განსხვავებულად ორ ეტაპად აღწერს მასა და ე---------- კ-----–---ს შორის მომხდარ ინციდენტს: „ის გადმოვიდა მანქანიდან, დედამისიც უკან მიჰყვებოდა. პირველი შემოხვდა ე----------, რომელმაც დაუჭირა ხელები და არ უშვებდა, ამასთან ეუბნებოდა, რომ მას იქ რა უნდოდა, არ იყო ბავშვების ნახვის ღირსი, ბავშვები უმისოდაც კარგად იყვნენ. ამ დროს მათთან მივიდა პ----- ტ--------ე და სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ საქციელზე დედამისმა პ-----ს მიმართა თუ რას აკეთებდა, რაზედაც პ-----მ ხელი აუქნია დედამისს და წააქცია, რა დროსაც მან თავი დაარტყა ძირს და სისხლიც მოსდიოდა. ამის გამო პატრულის თანამშრომლებმა იქვე დააკავეს პ-----, ხოლო ქმრის დაკავებით გაბრაზებულმა ე----------მ მას თმებში მოქაჩა ხელი და არ უშვებდა, რა დროსაც თავადაც მოქაჩა ე--ს თმებში, რათა თავი გაეთავისუფლებინა“. დაზარალებული ნ-----–- ა-–----ე კი აჩვენებს, რომ „როგორც კი თ----- გადმოვიდა მანქანასთან, იქვე მას დახვდა ე---------- კ-----–---ი, რომელმაც თ-----ს ხელი მოჰკიდა ხელში სიტყვებით - შენ ბავშვებს ვერ ნახავო“, ანუ თ-----ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი მას საერთოდ არ უნახავს, რაც უნდა აიხსნას იმ მიზეზით, რომ ის ამ დროს წაქცეული იყო.

როგორც დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზიდან ირკვევა, ბრალდების მხარის 6 მოწმიდან 4 მოწმე ადასტურებს ორივე ბრალდებულის ჩვენებას და დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველად ფიზიკური აგრესია განახორციელა თ----- ა-–----ემ ე---------- კ-----–---ზე, რასაც მოჰყვა არამართლზომიერი ფიზიკური ძალადობა პ----- ტ--------ის მიერ დედა-შვილის მიმართ. მხოლოდ 2 მოწმე - მ-----– ჭ----–---–ი და თ----- ი---------–ი ადასტურებენ ე---------- კ-----–---ის მიერ თ----- ა-–----ეზე განხორციელებულ ძალადობას, თუმცა მათი ჩვენებები თავის მხრივ არსებითად განსხვავდება დაზარალებულების ჩვენებებისაგანაც, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირველად ე----------მ თ-----ს მხოლოდ ხელში მოჰკიდა ხელი, ხოლო ძალადობა - თმებში მოქაჩვა თ-----ს ჩვენებით ე----------მ განახორციელა მას შემდეგ, რაც პოლიციამ პ----- ტ--------ე დააკავა ნ-----–- ა-–----ის წაქცევის გამო.

გარდა წარმოდგენილი მოწმეთა არსებითად წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, რომელთა უმეტესობა ადასტურებს ე---------- კ-----–---ის უდანაშაულობას, მოცემული ბრალდების ეპიზოდში დადასტურებული არ არის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანიც. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შესახებ არ უჩვენებია არც დაზარალებულს. მართალია, წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს აღენიშნებოდა ორი დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით თითისა და მუხლის არეში, მაგრამ ვინაიდან უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ თ----- ა-–----ეზე ძალადობა განახორციელა პ----- ტ--------ემ, სასამართლოს არ აქვს იმის საფუძველი, რათა დაასკვნას, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია ე---------- კ-----–---ის მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ე---------- კ-----–---ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას თ----- ა-–----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, ე---------- კ-----–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რაც შეეხება პ----- ტ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ორი პირის თ----- და ნ-----–- ა-–----ეების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნაწილში, სრულად არის დადასტურებული საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რასაც არც ბრალდებული ხდის სადავოდ.

 

შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა პ----- ტ--------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- ტ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: პ----- ტ--------ემ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პ----- ტ--------ეს ნასამართლობის არ მქონეა და წარსულში არასოდეს ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში. დანაშაული ჩადენილ იქნა მის ოჯახში მრავალი თვის განმავლობაში დედის გარეშე მცხოვრები ბავშვების შესაძლო წაყვანის ფონზე (მამის ნებართვის გარეშე) გამოწვეული ემოციური სტრესის შედეგად. ამჟამად კონფლიქტის საფუძველი ამოწურულია და მშობლებს განაწილებული აქვთ შვილების მათთან ყოფნის რიგითობა.

 

პ----- ტ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ნასამართლობის არ მქონე ბრალდებული სრულად აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ბრალდებულ პ----- ტ--------ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე---------- კ-----–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. პ----- ტ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტები გადაკვალიფიცირდეს 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე.

3. პ----- ტ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

4. პ----- ტ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ა---- მ--–--ე პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.

5. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში პ----- ტ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.

6. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ----- ტ--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. გამართლებულ ე---------- კ-----–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე