განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-484-18
(№012080618007)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი: ნ------------------,დაცვის მხარე: ლ-------–- დ------–---ი, დაბადებული 1--- წლის 0- ი-------, პირადი ნომერი - 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე. საშუალო განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქ. რ--------, ა. ყ-------- ქ. N-- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ--------, ფ--–--–---–-- N---5--ში.
ადვოკატი - მ--- რ----
თარჯიმანი - ე---------- ჩ--------
კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
_ ლ-------–- დ------–---ი განქორწინებულია მეუღლესთან, ჯ--–--- ზ------–---–----, რომელიც არაოფოციალურ ქორწინებაში იმყოფება თ----- ქ------–--ესთან. 2018 წლის 08 ივნისს თ----- ქ------–--ე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლ-------–- დ------–---ისა და ჯ--–--- ზ-----–---–ის საერთო შვილის სანახავად სკოლაში, რაც ცნობილი გახდა ლ-------–- დ------–---ისათვის. აღნიშნულით, განაწყენებული ლ-------–- დ------–---ი იმავე დღეს მივიდა ქ.რ-------–-, ა-------–-- ქუჩა N-/8--ში მდებარე თ----- ქ------–--ის საცხოვრებელ ბინაში. მას კარები გაუღო თ----- ქ------–--ის დედამ, ც---- კ-----–---–მა, რომელიც ლ-------–- დ------–---ს არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას, რადგან იგი აგრესიული იყო და იწევდა მისი შვილის, თ----- ქ------–--ისაკენ, რის გამოც ლ-------–- დ------–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ც---- კ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად გულმკერდის არეში ნაჭდევების სახით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ც---- კ-----–---–მა განაცხადა, რომ თ----- ქ------–--ეარის მისი შვილი, ხოლო ჯ--–--- ზ------–---–ი არის მისი სიძე, მათ ჰყავთ საერთო შვილი, რომელიც არის 11 თვის. მისი შვილი მასთან არ ცხოვრობს, მაგრამმ ყოველ დილით მიდის მასთან, რადგან პატარა ბავშვი ჰყავს და გვიანობამდე იქ რჩება. 2018 წლის 8 ივნისს მასთან იმყოფებოდა მისი ქალიშვილი შვილიშვილთან ერთად, ცოტა ხანში მივიდა ჯ--–---ი. სახლში ასევე იყო მისი ამხანაგი შ------- შ---–---–ი. ჯ--–---ს და ლ-------–- დ------–---ს ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც არის 11-12 წლის, ოთხი დღის განმავლობაში ის მათთან ცხოვრობდა, რადგან ღამის 9-10 საათზე ბავშვმა დაურეკა მამამის და უთხრა, რომ დედამ სახლიდან გამოაგდო იმის გამო თუ რატომ ჰქონდა ურთიერთობა მამამისის მეორე ბავშვთან. ჯ--–---მა ბავშვი მათთან მიიყვანა. ბავშვი ჩანთით იყო და ტანსაცმელები ჰქონდა ჩალაგებული. ოთხი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს ლ-------–-ს ბავშვისთვის. ჯ--–---მა თქვა, რომ ლ-------–- იყო მისული და ბავშვის ნახვა უნდოდა. ბავშვი სკოლაში იყო. ლ-------–-მ დაურეკა ჯ--–---ს, გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ მისი შვილის სკოლაში მისული იყო მისი ცოლი თ-----. სკოლიდან როდესაც მოვიდნენ, ბავშვი მათთან იყო, მათთან ცხოვრობდა და მას არ უნდოდა ლ-------–-ს სანახავად ჩასვლა. მამამისმა ჩაუყვანა ბავშვი დედას, ბავშვს ნივთები არ წაუღია. ლ-------–- მის შვილს თ----- ქ------–--ეს ეძახდა, რომ ჩამოსულიყო დაბლა. ქვემოდან ილანძღებოდა, ლანძღავდა მის შვილს. იგი არ ჩადიოდა, დაურეკა ჯ--–---ს და უთხრა, რომ ლ-------–-ს სახლში არ შემოუშვებდა. მიუხედავად ამისა, ლ-------–- მაღლა ავიდა და დააკაკუნა კარებზე. თავად გაუღო კარები, ლ-------–-მ უთხრა, რომ მის გოგოსთან უნდოდა ლაპარაკი. ის შეურაცხყოფას აყენებდა მას და მის შვილს, „პრასტიტუტკას“ ეძახდა. ლ-------–- ამბობდა, რომ მისი შვილისთვის თავი დაენებებინათ. ლ-------–- ძალით ცდილობდა სახლში შემოსვლას, ამიტომ ხელით გაწია კარებიდან, მან კი დასარტყმელად გამოიწია. ლ-------–- კარებს იქით იდგა და ხელით ექაჩებოდა კარებს. ლ-------–- მიტრიალდა და მოწმემ კარების მიხურვა დააპირა, მაგრამ ამ დროს ლ-------–-მ ისევ გამოიწია მისკენ. აგრესიული იყო და შეტევაზე გადადიოდა, სწორედ ამ დროს ჩამოკაწრა, ამის გამო თავადაც ხელი ჰკრა. ჯერ ლ-------–-მ ჩამოკაწრა მას და თავად ამის შემდეგ ჰკრა ხელი. მისმა გოგომ პოლიციაში დარეკა. ქმარსაც დაურეკა, რომ წაეყვანა ლ-------–-. ჯ--–---ი ავიდა და მან წაიყვანა. ცოტახანში პოლიციაც მივიდა. ვერც კარებს კეტავდნენ, ბავშვი ტიროდა. მანამდე არანაირი შეხება არ ჰქონია ლ-------–-სთან, სახეზეც კი არ იცნობდა. ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყო ლ-------–-სგან. პოლიციის თანამშრომლები, რომ მივიდნენ ნახეს, რომ ნივთები აღარ იყო. იკითხეს ბავშვი სად იყო და გაიგეს რომ ლ-------–-მ წაიყვანა. ინციდენტის დროს ლ-------–-ს ბავშვი კიბეებთან იდგა. მისი შვილიშვილი ხან შ-------ს ეჭირა ხან მის შვილს. თ----- პოლიციას ურეკავდა და ასევე თავის ქმარს. ძალადობა დაახლოებით 5-10 წუთი გრძელდებოდა. მის შვილიშვილს ,,ნაბიჭვარს“ ეძახდა და სახლში ვერ შეუშვებდა, რომ შეეშვა უარესი მოხდებოდა. ორ ადგილას ეტკინა, არ ახსოვს დარტყმა რამდენი იყო. ჭიდაობაში შეიძლება ტკივილი მასაც მიეყენებინა. მანამდეც ურეკავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ ამბის შემდეგ ლ-------–-ს დედა ურეკავდა მის შვილს და ემუქრებოდა.
ლ-------–-, რომ მივიდა მათთან, ბავშვის ჩანთის მიცემა არ მოუთხოვია. იგი კარების შიგნით იდგა, ერთი ხელი ეჭირა კარებზე და მეორე კედელზე ედო. ლ-------–- ხედავდა სახლში რა ხდებოდა. ლ-------–-ს გოგო მეზობლის კარებთან იდგა, მეუღლე დაბლა იყო. შეიძლება მოქაჩა, არ ახსოვს. არ იცის მისი შვილი და ლ-------–- პირადად შეხვედრილან თუ არა ერთმანეთს. იცის, რომ მესიჯებს წერდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მისი შვილი სხვა ბავშვთან იყო სკოლაში მისული, რომელსაც კონცერტი ჰქონდა სკოლაში. მეზობლები არ გამოსულან, გვიანობამდე მუშაობენ. ბავშვი მათთან სხვა დროს აღარ ყოფილა.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ქ------–--ემ განაცხადა, რომ იგი ორი წელია ქორწინებაში იმყოფება ჯ--–--- ზ------–---–----. ლ-------–- დ------–---ი მისი ქმრის ყოფილი ცოლია. იგი პირველად შეხვდა მას, როცა სახლში მივიდა. მანამდე მუქარები იყო ლ-------–-ს მხრიდან. უწმაწურ სიტყვებს სწერდა, ემუქრებოდა, მის შვილზე ამბობდა რომ ,,ნაბიჭვარი“ იყო. ლ-------–- ბავშვის მიმართ უფრო აგრესიულია ვიდრე მის მიმართ.
2018 წლის 8 ივნისს სახლში იყვნენ ის, მისი შვილი, დედამისი, მეგობარი, ქმარი ჯ--–--- ზ------–---–ი და მისი ქმრის შვილი. ბავშვი ოთხი დღე იყო მათთან, ვინაიდან დედამისმა ლ-------–- დ------–---მა გამოაგდო სახლიდან და ბავშვი ბარგით დახვდათ გარეთ. ჯ--–---ს ერთი დღის უნახავი ჰყავდა ბავშვი სანამ ის მათთან გადმოვიდოდა. წინა დღეს ჯ--–---მა მისი შვილები ერთმანეთს გააცნო, მეორე დღეს კი ლ-------–-მ ბავშვი გამოაგდო სახლიდან. ამ დღეების მანძილზე ლ-------–- ურეკავდა ბავშვს, იმ დღესაც დაურეკა. დაბლა ჩავიდა მისი მეუღლე. ლ-------–- ყვიროდა, რომ ჩასულიყო თ-----. ის არ ჩავიდა. ცოტახანში კარებზე ბრახუნი იყო და თან ყვიროდა ლ-------–-. დედამისმა ც---- კ-----–---–მა გაუღო კარები. ლ-------–-მ უთხრა, რომ თ-----სთან უნდოდა ლაპარაკი და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აგრესიულად იქცეოდა. დედამის ეჯიკავებოდა, რომ შეეშვა სახლში, გაღიზიანებული იყო, იმუქრებოდა. დედამისი ხელით უშლიდა, რომ ლ-------–- არ შესულიყო სახლში, ის კი იწევდა. დედამისს ვერ გაჰყავდა, აკავებდა, ეშინოდა რომ ბავშვისთვის რამე არ დაეშავებინა. დედამისი შიგნით იდგა, ლ-------–- გარეთ, მხოლოდ ცალი ფეხი შემოყო შიგნით და ამ დროს ჩამოკაწრა დედამისს. იგი ხედავდა კარებთან რა ხდებოდა, კარი იყო ნახევრად გახსნილი. სამზარეულოდან როცა გადიოდა დაინახა, რომ მთლიანად გაიღო კარები. ლ-------–- მხრით აწვებოდა, რომ შეეშვათ სახლში. დედამისი ეუბნებოდა, რომ წესიერად ელაპარაკა. ლ-------–-მ ჩამოკაწრა დედამისს რომელიც ცდილობდა გაეწია ლ-------–-. ც---- კ-----–---–მა ხელით გაწია ლ-------–-, დედამისს ნაკაწრი ჰქონდა. ლ-------–-ს შვილი როგორც ახსოვს გარეთ იდგა. ხმა ისმოდა მისი, ეუბნებოდა რომ წასულიყო. მან დარეკა პოლიციაში. სანამ პატრული მივიდოდა, მისი მეუღლე ჯ--–---ი ავიდა სახლში და მან გაიყვანა ლ-------–-.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმე შ------- შ---–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 08 ივნისს სახლში იმყოფებოდა თ----- ქ------–--ესთან. ლ-------–- მოვიდა, დაბლიდან ყვიროდა. თ-----მ რომ არ გახედა, ავიდა სახლში. სახლში იყვნენ ის, თ-----, ც---- კ-----–---–ი და ბავშვი. კარები გაუღო ც---- კ-----–---–მა. ლ-------–-ს შესვლა უნდოდა, ც---- კარებში ჩადგა. ლ-------–- გაღიზიანებული იყო. ბილწსიტყვაობდა თ-----ს მისამართით. მოწმე ოთახში იდგა. ც---- კარების შუაში იდგა. ლ-------–- გარეთ იდგა, ყვიროდა, თ-----ს „სუჩკას“ ეძახდა. ც---- აკავებდა. ჯ--–---მა გაიყვანა ლ-------–-. 10-15 წუთი გრძელდებოდა. კარები მთლიანად ღია იყო. მოწმე კორიდორში იდგა. თ-----ც მასთან იდგა. ც----ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია ლ-------–-სთვის. არც ის დაუნახავს ლ-------–-მ მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა.
როგორც მისთვის ცნობილია ლ-------–-ს შვილი ოთხი დღე მათთან იყო, რადგან ლ-------–-მ ის სახლიდან გამოაგდო. ლ-------–- როცა მივიდა ბავშვი მათთან იყო. როგორც ახსოვს ჯ--–---იც დაბლა იყო. როცა ჯ--–---მა ლ-------–- გაიყვანა ბავშვიც წაჰყვა.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი ბ---- მ-------–---, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 26 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N004382918 დასკვნის სისწორე (ტ.1. ს.ფ. 25-27).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: მოქალაქე ც---- კ-----–---–ს 08.06.18 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხხ, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა ბ---- მ-------–---მ და განმარტა, რომ რ--------ს საქალაქო სამმართველოს 08 ივნისის დადგენილების საფუძველზე მას შესამოწმებლად წარმოადგინა პირადად ც---- კ-----–---–ი. შემოწმება ჩატარდა 2018 წლის 08 ივნისს, 17 საათსა და 45 წუთზე. გამოკვლევით დადგინდა, რომ ც---- კ-----–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევი რის კანის ზედაპირული დაზიანება, რასაც იწვევს ბლაგვი საგნის შემხები მოქმედება. აქვს თავისი ნიშნები, რომლის მიხედვითაც დგინდება მისი ხანდაზმულობა. ამ შემთხვევაში იყო მოწითალო ანუ სრულიად ახალი ნაჭდევი და დადგინდა, რომ შემთხვევის თარიღს არ ეწინააღმდეგება. მკვრივი ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს მუშტი, ქვა, იატაკი, მაგიდა და ნებისმიერი საგანი. მათ შორის ფრჩხილიც.
3.5. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ივნისს ქალაქ რ--------ს საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N01208061800- საქმეზე, რომლის თანახმად 2018 წლის 8 ივნისს ქ. რ-------–-, ა-------–-- ქუჩა N-/8--ში მცხოვრებმა თ----- ქ------–--ემ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მისი მეუღლის ყოფილმა ცოლმა, ლ-------–- დ------–---მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მის დედას ც---- კ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.6. სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ლ-------–- დ------–---მა და განმარტა, რომ 2018 წლის 8 ივნისს ის წავიდა თ----- ქ------–--ის სანახავად. მართალია სახლი არ იცოდა, მაგრამ ბავშვებისგან დაახლოებით იცოდა, რომ იყო ა-------–-- ქუჩა. ამ დღეს მუშაობდა, მაგრამ დარჩა სახლში, რადგან მისულიყო სკოლაში ბავშვთან. სკოლის დასასრული და დღესასწაული იყო. მისულმა გაიგო, რომ თათა ყოფილა იქ. მანამდე მის ქალიშვილს უნდოდა მამასთან ყოფნა ყოველთვის, 4 დღე მათთან იყო სახლში. ქალიშვილი ეუბნებოდა, რომ არ უნდოდა სცოდნოდა, რომ მამამისი მეორედ იყო დაქორწინებული. ყველას ქუჩაზე მეგობრებს ეუბნებოდა, რომ მამამისი მუშაობდა და საღამოს მიდიოდა სახლში. ბავშვები ერთმანეთს დასცინოდნენ, რომ უმამოდ იყვნენ. მის შვილს ისედაც დასცინოდნენ, რომ დედა სომეხი ჰყავდა. ბრალდებულმა განმარტა, რომ ქუჩაში ბავშვები განსხვავებულები არიან. ბავშვი როდესაც მათთან იყო, თვითონ სამსახურში იმყოფებოდა, და რადგანაც მკაცრი მეპატრონე ჰყავს არ აძლევდა უფლებას ტელეფონისთვის ხშირად დაეხედა. ამ დროს შვილმა მ------მა რამდენჯერმე დაურეკა და მისწერა. „მოდი დედა წამიყვანე სახლში, არ მინდა აქ“. ეს იყო იმავე დღეს, როდესაც სახლში დარჩა. მან დაურეკა ყოფილ ქმარს და უთხრა, რომ ბავშვი ჩამოეშვა და რადგან არ იცოდა სად ცხოვრობდნენ, ზუსტად მაღაზიასთან დაელოდებოდა. როდესაც მივიდა დაელოდა იქ და ჩამოვიდნენ მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი. მას სულ არ უნდოდა ასვლა, რადგან არ იცოდა ზუსტად სად ცხოვრობდნენ. ბავშვმა უთხრა, რომ ჩანთა წიგნებით ზემოთ დარჩა. ბავშვი სკოლაში არ დადიოდა და აქვს მტკიცებულებაც, მასწავლებელმა უთხრა ამის შესახებ. შემდეგ ყოფილ მეუღლეს სთხოვა, რომ ჩანთა ჩამოეტანა. მან უპასუხა, რომ ბავშვი მასთან დარჩებოდა, რადგან მისი შვილიც იყო. მაგრამ ქალიშვილს უნდოდა სახლში წასვლა. ამ დროს ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ საუბარი ჰქონდათ. ის თვითონ ავიდა ჩანთის ჩამოსატანად და უნდოდა თ-----სთან გასაუბრება, რომლის სახე არასდროს უნახავს. ყოფილ მეუღლეს უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა თ-----, როგორც ქალი ქალს. უნდა ელაპარაკა იმაზე, რომ მის შვილს ერიდება, რომ მამამისს ახალი ცოლი ჰყავს და ისეთ ადგილებში არ მივიდეს მასთან ერთად, მაგალითად სკოლაში, რომ ბავშვმა ცუდად იგრძნოს თავი. რათა ბავშვებს და მასწავლებლებს არ დაეცინათ. ყოფილმა მეუღლემ უთხრა, რომ არ ასულიყო იმ მიზეზით, რომ იქ ცუდად გახდებოდა. ყოფილი მეუღლე ყვიროდა და ბავშვიც შეშინებული არაფერს ეუბნებოდა, შემდეგ დაიყვირა თ----- სახელი. როდესაც ორჯერ დაიყვირა „------“ დაინახა როგორ გადმოიხედა ვიღაცამ ქვევით. დაახლოებით იფიქრა, რომ მეხუთე სართული იყო და იმ მიმართლებით წავიდა, ასევე ვარაუდით მიადგა კარს მეხუთე სართულზე, დააკაკუნა კარზე და ც----მ გააღო კარი, პირველად ნახა ეს ქალი. სთხოვა, რომ თ--------- სურდა საუბარი. თავდაპირველად იკითხა ნამდვილად იქ ცხოვრობდა თუ არა. ის კარს არ უღებდა, მისი თავი ჩანდა და ერთი ფეხი. მან დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება. გაიგო რომ დედამისი იყო. ცუდი სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას „გაეთრიე აქედან, შენ ვინ ხარ, რომ ჩემს ქალიშვილს დაელაპარაკო“. შემდეგ მას უთხრა რომ სასიამოვნო იყო რომ დედა ბრძანდებოდა, მაგრამ მასთან საქმე არ ჰქონდა. კიდევ აგრძელებდა შეურაცხოფის მიყენებას. მაღალ ქუსლებზე იდგა, გაშლილი თმები ჰქონდა, იმ ქალმა თმების მოქაჩვა დაუწყო და ლამის ამოგლიჯა. მაისური ეცვა ზაფხული იყო, ხელის კვრა დაუწყო. 5 წუთი გავიდა დ მეუღლე და ქალიშვილი აყვნენ ზევით. დაკაწრული ჰქონდა ხელები. როდესაც ვარდებოდა კიბიდან თავი ვეღარ შეიკავა და დაებღაუჭა. იქიდან მეუღლე აკავებდა. ბავშვიც ჩავარდა ისტერიკაში. უკვე თავს ვერ იკავებდა, ტიროდა შეიძლება რამე სიტყვაც თქვა. ქალიშვილი წამოიყვანა მიიყვანა ყოფილმა მეუღლემ სახლში, ჩანთა არ გაუტანებია მათთვის. სთხოვა ისევ, რომ წასულიყო და ჩანთა მოეტანა, რადგან ყველა წიგნი ჩანთაში ჰქონდა ბავშვს. შემდეგ გავიდა ერთი კვირა მან არ იცოდა სად წავიდნენ, თურმე პოლიციაში განაცხადეს. დილის 5-6 საათზე დგება და მიდის სამსახურში, ქირით ცხოვრობს და ასე არჩენს ბავშვს. ადრე მეუღლესთან ერთად კარგ ბინაში ცხოვრობდა მე-6 მიკრო რაიონში. ღამით მივიდნენ მასთან ქარხნის უფროსი, 1200$ დოლარი ჰქონდა ვალი და ბავშვებთან ერთად გამოყარეს სახლიდან. წავიდა მეგობართან და მასთან დარჩა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ამის გამო იაფიანი ბინა იშოვნა 150 ლარი გადაიხადა და მშვიდად ცხოვრობს. არანაირი განზრახვა არ ჰქონია, უკვე 2 წელია მასთან აღარ ცხოვრობს. კარგია რომ გათავისუფლდა ასეთი მეუღლისგან. მასთან ერთად ჯოჯოხეთში ცხოვრობდა. ალიმენტსაც არ ითხოვს. ცუდ მაგალითს აძლევს ბავშვებს, ჩუმად მიყავდა ბავშვები ისე, რომ მან არც კი იცოდა ამის შესახებ. ცუდი მაგალითი აიღო მათგან, რადგან მის ქალიშვილს დიდი თმები ჰქონდა და შეიჭრა. ის ძალიან ცუდად ელაპარაკებოდა დედას. იმიტომ ავიდა, რომ ეგონა კარგი ადამიანები იყვნენ. ის როდესაც ჯერ კიდევ მეუღლესთან ცხოვრობდა, მანამდე მოდიოდა თათა მათ სახლში, რის შესახებაც მეზობელმა უთხრა. ის არ არის დამნაშავე. სურს მშვიდად იცხოვროს შვილებთან. მეუღლე ეუბნებოდა რომ მისი ადვოკატი სულელია და ყოველთვის შეურაცხყოფას აყენებდა. მობეზრდა ეს ყველაფერი და სურს მალე დასრულდეს ყველაფერი. ამ ადამიანებთან ც----სთან და თ--------- ჰქონდა ტელეფონით კომუნიკაცია, პირადად არცერთი არ უნახავს. თ----- დაურეკა დედამისს და აგრესიულად ესაუბრებოდა გვიან ღამით და ეუბნებოდა რომ რატომ არ პასუხობდა ტელეფონს მისი შვილი, ხომ არ ეშინოდა მისი. თვითონ ამ დროს სამსახურში იყო და ზარებს ვერ პასუხობდა. პირველად როდესაც გაიგო, რომ მეუღლე წავიდა თ-----სთან, ნახა „ოდნოკლასნიკებზე“ ფოტო ერთობლივი, მაშინ როდესაც არ იყვნენ ჯერ განქორწინებულები. ამ დროს მიწერა თ-----, მართალი იყო თუ არა, რომ მისი მეუღლისგან იყო ფეხმძიმედ, მან დაუწყო დაცინვა, რომ მართალი იყო და ის მის სახლში მიდიოდა, ყავას სვამდა და მის საწოლში ეძინა. „შენ ბებერი ხარ და შენს მეუღლეს ახალგაზრდები უყვარსო“. ამის შემდეგ არაფერი არ ყოფილა. ბავშვის წაყვანა თვითონ სთხოვა ყოფილ მეუღლეს, რადგან ქალიშვილს მასთან სურდა ყოფნა. იმ დღეს ჯ--–---მა ბავშვი კი ჩაუშვა, მაგრამ გატანება არ უნდოდა.
ის კოლიდორში იდგა, ამ დროს კარი ნახევრად გააღო ც----მ. უთხრა, რომ საუბარი უნდოდა თ-----თნ. უარი, რომ უთხრა შემდეგ დაესხა თავს. ამ დროს ის თავს ვერ იკავებდა და შეიძლება დაზიანება თვითონაც მიაყენა.
3.7 სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა დაცვის მხარის მოწმემ მ------ ზ------–---–მა და განმარტა, რომ არ მოეწონა ის ადგილი, პლანს და სიგარეტს ეწეოდნენ, ამიტომ დედას დაურეკა რომ სახლში წაეყვანა. დედა რომ მივიდა ჩავიდა. მამამისთან ერთად ჩავიდა. ლ-------–-მ დაუძახა თ-----ს. მან გადმოიხედა. ვიანიდან არ ჩავიდნენ, ლ-------–- ავიდა, რომ ბავშვის ტანსაცმელი წამოეღო. როცა ის ავიდა, კარები უკვე ღია იყო და ლ-------–- და ც---- დახვდნენ. ლ-------–-მ უთხრა, რომ ტანსაცმლის წასაღებად მივიდა და თ-----სთან უნდოდა ლაპარაკი. ამ დროს დაიწყეს ჩხუბი, ც----მ ხელი ჰკრა ლ-------–-ს, ლ-------–- ლამის კიბიდან გადავარდა და ჯ--–---მა დაიჭირა. იმ მომენტში მივიდა, როცა ლ-------–- ეუბნებოდა რომ თ-----სთან უნდოდა დალაპარაკება. თ-----მ პოლიციაში დარეკა და ლ-------–- და მისი შვილი დაბლა ჩავიდნენ.
მანამდე ის ერთი-ორჯერ არის ნამყოფი მამასთან. ის 3 დღით დარჩა. თვითონ წავიდა მამასთან ტაქსით და დახვდნენ. შ-------ს დაბადების დღე იყო. დედას არ ეკონტაქტებოდა. მესიჯებს წერდა დედას და მას არც უნახავს. წერდა, რომ მისულიყო და წაეყვანა. არ ახსოვს მამას უთხრა თუ არა, რომ წასვლა უნდოდა. ბებოს უთხრა, რომ წასვლა უნდოდა. მან უთხრა რომ დედამისი მივიდოდა და წაიყვანდა. ბებო თურქეთში იყო, ფეისბუქით დაურეკა. სამივე დღეს ურეკავდა. მესამე დღეს მივიდა დედა. ამ დროს სახლში იყო. ის მამასთან ერთად დაბლა ჩავიდა. ლ-------–- მის წასაყვანად იყო მისული. დედამისი ავიდა და ტანსაცმელების წაღება უნდოდა. სხვა დროს ლ-------–- სახლში არ ასულა. სახლში იყვნენ ც----, თ-----, მამა, შ------- და მისი ძმა ბ---. მამამ უთხრა, რომ დედამისმა მიწერა და ჩასულიყო. ამ დროს ოთახში ც---- და თ----- იყვნენ. თ-----ს დაუძახა ორჯერ დაბლიდან. თ-----სთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თ-----მ გამოიხედა. ც----მ თქვა: „ერთი ამოვიდეს ეგო“. დედა როცა ავიდა მაშინვე აჰყვა, კარი როგორ გაიღო არ დაუნახავს. როცა ავიდნენ ჩხუბი მაშინ დაიწყო. როცა ავიდა უბრალოდ საუბრობდნენ. მანამდე ჩხუბის ხმა არ ყოფილა. ლ-------–-ს ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ. თათა სახლში იყო. ის და მამამისი ლ-------–-ს უკან იდგნენ. ხელი რომ ჰკრა, შემდეგ გამოვიდნენ თათა და შ-------, შ------- მეგობარია, მეზობელია თუ არა, არ იცის, ყოველდღე მიდიოდა მათთან, რჩებოდა კიდეც. თ-----მ პოლიციაში დარეკა, ისინი დაბლა ჩავიდნენ, შემდეგ მიბრუნდნენ ის და მამამისი და ტანსაცმელები წაიღეს. ლ-------–- სახლში შესვლას არ ცდილობდა. ლ-------–-ს სხვებისთვის არ უთხოვია, რომ ბავშვის ტანსაცმელი გამოეტანათ. როცა სახლში წავიდნენ შემდეგ სთხოვა ჯ--–---ს რომ ტანსაცმელები წამოეღო. ლ-------–-ს თ----- ნახვა უნდოდა, რადგან ეთქვა, რომ მის ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონოდა. თათა ცუდად არასდროს მოქცევია.
თ-----სთან სახლში ნახა, რომ პლანს ეწეოდნენ სახლში. ის არ შეუშვეს ოთახში. შ-------, მამამისი და თ----- ეწევიან მასთან ერთად სიგარეტს. მამაზე გაბრაზებული არ არის. ც----ს და თ-----ს ვერ იტანს. კონფლიქტის დროს ყველაფერს ხედავდა. მამასთან ჩუმად მიდიოდა, რადგან დედამის რომ გაეგო ეჩხუბებოდა, თ-----სთან ურთიერთობას უშლიდა.
3.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა დაცვის მოწმე ექსპერტი მ------ ლ-----------, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 19 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N004162018 დასკვნის სისწორე (ტ.1. ს.ფ. 22-24).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: გარეგანი დათვალიერებით ლ-------–- დ------–---ს 11.06.18 წელს აღენიშნება ნაჭდევები მარცხენა მხარის სარტყლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა მ------ ლ-----------მ და განმარტა, რომ ნაჭდევი არის ჭრილობაზე იოლი ფორმის დაზიანება, რომელიც აზიანებს ქსოვილს, კანის ფარგლებში. ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს ყველა ის საგანი რომელსაც აქვს მკვრივი და ბლაგვი ზედაპირი, რომელიც არ ჭრის, არ ჩეხავს. გულმკერდის მიდამო იწყება კისრის მიდამოდან მუცლის მიდამომდე.
3.9 სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--–--- ზ------–---–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) ლ-------–- დ------–---ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა და უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ლ-------–- დ------–---ის მხრიდან დაზარალებულზე ც---- კ-----–---–ზე განხორციელდა ძალადობა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, განსაკუთრებით ბრალდებული გამოხატავს დაზარალებულის და მისი შვილის თ----- ქ------–--ის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, მიიჩნევს, რომ მისი განქორწინება მეუღლესთან ჯ--–--- ზ------–---–---- დაზარალებულის შვილის თ----- ქ------–--ის ბრალეულობით მოხდა, იგი გაღიზიანებული იყო ასევე თ----- ქ------–--ის ქმედებით და მისი კარგი დამოკიდებულებით შვილთან მ------ ზ------–---–----. კონკრეტულად შემთხვევის დღეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----- ქ------–--ე იმყოფებოდა მ------ის სკოლაში და ისე, რომ არ დაადგინა რა მიზნით იმყოფებოდა სკოლაში თ-----, შეეცადა მისთვის ამ საქციელის გამო პასუხი მოეთხოვა. ის ფაქტი, რომ სწორედ აგრესიის გამოსახატად და პასუხის მოსათხოვად იყო მისული თ----- ქ------–--ის სახლთან ბრალდებული, თავადაც ადასტურებს. როგროც დაზარალებული, ასევე მოწმე თ----- ქ------–-- მიუთითებენ ბრალდებულის მხრიდან აგრესიაზე ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც იგი ეზოში იმყოფებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ხმამაღლა მიმართავდა თ----- ქ------–--ეს. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მიუხედავად ყოფილი მეუღლის გაფრთხილებისა, რომ არ ასულიყო თ----- ქ------–--ის სახლში, რადგან იქ ცუდად დახვდებოდნენ, ლ-------–- დ------–---ი მაინც ავიდა და დაჟინებით ითხოვდა თ-----სთან შეხვედრას, სწორედ ამ შეხვედრის თავიდან აცილებას ცდილობდა ც---- კ-----–---–ი, როდესაც არ უშვებდა სახლში ლ-------–- დ------–---ს, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი ბრალდებულის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ თ----- ქ------–--ის მიმართ. მიუხედავად ც---- კ-----–---–ის მცდელობისა, არ შეეშვა სახლში ლ-------–- დ------–---ი, ეს უკანასკნელი ძალით შეეცადა თავისი მიზნის მიღწევას და სწორედ ამ დროს მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს, საპასუხოდ მიიღო დაზიანებები ც---- კ-----–---–ისგან.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ლ-------–- დ------–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ლ-------–- დ------–---ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 08 ივნისს თ----- ს-----–--- მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლ-------–- დ------–---ისა და ჯ--–--- ზ-----–---–ის საერთო შვილის სანახავად სკოლაში, რაც ცნობილი გახდა ლ-------–- დ------–---ისათვის. აღნიშნულით, განაწყენებული ლ-------–- დ------–---ი იმავე დღეს მივიდა ქ.რ-------–-, ა-------–-- ქუჩა N-/8--ში მდებარე თ----- ქ------–--ის საცხოვრებელ ბინაში. მას კარები გაუღო თ----- ქ------–--ის დედამ, ც---- კ-----–---–მა, რომელიც ლ-------–- დ------–---ს არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას, რადგან იგი აგრესიული იყო და იწევდა მისი შვილის, თ----- ქ------–--ისაკენ, რის გამოც ლ-------–- დ------–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ც---- კ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად გულმკერდის არეში ნაჭდევების სახით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.სამართლებრივი შეფასება:
ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რაც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საუკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათაშორისი ძალადობა და კოლექტიური ძალადობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.
სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ ლ-------–- დ------–---ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ლ-------–- დ------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლ-------–- დ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-------–- დ------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ლ-------–- დ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ--------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი