გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210018002402361
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330210018002402361 (2/11190-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე ა-----–----–-–---–ი,წარმომადგენელი ნ-----–-------------ა,მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ---–-----ა",თავმჯდომარე ლ----------–---–ი,წარმომადგენელი ნ-----–-----------ა,დავის საგანი: კრების ოქმების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ---–-----ას" 2015 წლის 10 ივლისის #-- და 2015 წლის 29 ივნისის #-- კრების ოქმების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ---–-----ას" თავმჯდომარემ, ლ----------–---–მა ცნო სარჩელი

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ---–-----ას" 2015 წლის 10 ივლისის #-- და 2015 წლის 29 ივნისის #-- კრების ოქმები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ ოქმებს არ მოყოლია შედეგად ლ----------–---–ის მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია და მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი სადავო ოქმების გაბათილებისა, ხოლო მოპასუხე თანახმაა ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ოქმები, რომელსაც არ მოყვება არანაირი იურიდიული შედეგი.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, შესაბამისად ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა-----–----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ---–-----ას" 2015 წლის 10 ივლისის #-- და 2015 წლის 29 ივნისის #-- კრების ოქმები.

 

3. მოსარჩელე ა-----–----–-–---–ს სრულად დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (სს საქართველოს ბანკი, 05.04.2018 წელი, სახაზინო კოდი 3--------, გადამხდელი ა-----–----–-–---–ი).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე